კომენტარი
ზუგდიდში სოლიდარობის ქსელი დაფუძნდა - ინტერვიუ მუხრან ცანავასთან [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში ფუნქციონირებს სოლიდარობის ქსელი, რომელიც დასაქმებულთა უფლებების მხარდასაჭერად სოლიდარობის პრეცედენტების შექმნას გეგმავს. ქსელი ამ ეტაპზე მოხალისეთა ათკაციან ჯგუფს აერთიანებს, რომლებიც ქალაქში, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეთა უფლებრივი მდგომარეობებით დაინტერესდებიან. გთავაზობთ ინტერვიუს ზუგდიდის სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელ მუხრან ცანავასთან.

„ლაივპრესი“: მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ ხართ და რა მიზნით გაერთიანდით სოლიდარობის ქსელში?

მუხრან ცანავა: ზუგდიდის სოლიდარობის ქსელის შემქმნელები ვართ, ის მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც ვიბრძვით შრომითი უფლებებისთვის, შრომითი პირობების გამოსწორებისთვის და საწყის ეტაპზე გვინდა ბევრ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც უმრავლოსებამ არ იცის, თავის შრომით უფლებებზე, იმ შრომით პირობებზე, რაც გონიათ, რომ ასე ვთქვათ ეს ნორმაა.

„ლაივპრესი“: როდის ჩამოყალიბდით?


მუხრან ცანავა: დაახლოებით ათი დღეა. საწყის ეტაპზე ვართ, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი გამოხმაურება გვაქვს მეგობრებისგან, ბევრმა შემოგვთავაზა დახმარება. სიეტლში შეიქმნა ასეთი მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც იკვლევდნენ, შრომით სიტუაციებში საკმაოდ ღრმად ერკვეოდნენ. შემდეგ სხვადასხვა სააქციო საშუალებით ცდილობდნენ დამსაქმებელი ასე ვთქვათ კანონის ფარგლებში იძულებული გამხდარიყო, რომ ის მავნებლური ბერკეტები, რითაც ადამიანების ექსპლუატაცია ხდებოდა, არ გაოეყენებინათ. ბევრ ქვეყანაშია უკვე სოლიდარობის ქსელები. თბილისშიც არის, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანია გაერთიანებული და ძალიან ბევრმა იცის ამის შესახებ. ხალხს იმედიც აქვს მათი, რომ თუ რაიმე ისეთი მოხდება, ხდება, ვინც კი დაუკავშირდა, მაქსიმალურად გვერდში უდგანან დასაქმებულებს.

„ლაივპრესი“: რა ვითარებაა ზუგდიდში შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, როგორ ფიქრობთ?

მუხრან ცანავა: როგორც გავიგე, ელემენტარულად თხილის გადამამუშავებელ ქარხნებში არსებული დღიური განაკვეთი, თუ რამდენს ამუშავებენ, ამუშავებენ ცოტა ისეთი ნათქვამია, დასაქმებულიც ეთანხმება, რომ მე ამდენს ვიმუშავებ, მაგრამ ეს არ არის დათანხმება, თავისუფალი ნება და ამის წინააღმდეგ გამოვდივართ ჩვენ. ეს არის სწორედ იმ სოციალური ფონიდან გამომდინარე, რომლის გამოც იძულებულია ადამიანი დათანხმდეს იმ მიზერულ ანაზღაურებასაც და იმ თუნდაც 50-60 საათს რომ მუშაობენ კვირაში. ეს არის ფონიდან გამომდინარე და არა თავისუფლი არჩევანი ადამიანის, რომ მას სურს არანორმალური გრაფიკით მუშაობა. თუნდაც ის, რომ ზუგდიდში არანაირი დამცავი საშუალებები არ არსებობს უმრავლეს შემთხვევაში. ყველას არ მინდა შევეხო, იმიტომ, რომ საწყის ეტაპზე ვართ და შეიძლება არ ვიცოდე იმდენად. თუნდაც ცემენტის შეკვრების მფუთავები რომ არიან, გამიგია და მქონია კონტაქტი ადამიანთან, რომელმაც მომიყვა რომ 25 ტონა ცემენტის შეკვრა დაცალა ორმა კაცმა 50-50 ლარად. არანაირი აირწინაღი არ ქონდათ, არანაირი აღჭურვილობა, სპეცტანსაცმელი. მოგეხსენებათ დამწვრობებს იწვევს ასეთი მჭიდრო ურთიერთობა ამდენი ხნის განმავლობაში ცემენტის მასასთან. არანაირად არ იყო განსაზღვრული, მაგალითად 20 მეტრო ქონდა წასასვლელი ამ ადამიანს თუ ოთხმოცი, იგივე თანხას ღებულობა. როდესაც პროტესტს გამოთქვამს, მას არ აქვს სხვა ალტერნატივა არ უნდა თავისი ოჯხის „კეთილდღეობა“, კეთილდღეობა არ ქვია ამას, რის ფონზეც არის ეს თანხა მოპოვებული, არ უნდა რისკის ქვეშ დააყენოს თავისი ოჯახი.

„ლაივპრესი“: ესე იგი დამსაქმებელი ბოროტად იყენებს ალტერნატივის არარსებობას...

მუხრან ცანავა: დიახ, დიახ, ჩაჭიდებულია იაფ მუშახელს.

„ლაივპრესი“: რა ვითარებაა სხვადასხვა სტრუქტურაში, ორგანიზაციებში, ბანკებში?

მუხრან ცანავა: მეტ-ნაკლებად ვიცი და უფრო ღრმა შესწავლას საჭიროებს, მაგრამ ამ ეტაპზე რაც ვიცი არის ის, რომ მიმაჩნია უნდა გაუქმდეს ასეთი მავნებლური მიდგომა, რომ სტაჟირება არ არის, არ აღიქმება შრომითი სახის ურთიერთობად. ეს აღიქმება, როგორც სასწავლო პროცესი და აბსოლუტურად არ არის ანაზღაურებადი. მსმენია ძალიან ბევრი შემთხვევა, სტაჟირების შემდეგ პოტენტიურ დასასაქმებლებს ეუბნებიან, რომ არ გვაქვს ადგილი ბაზაში და საკმაოდ დიდხანს უწევთ ლოდინი, ან საერთოდაც არ უკავშირდებიან. ანუ სტაჟირება უბრალოდ გამოყენებულია იმ დროსა და მომენტში, და მეტი არაფერი.

„ლაივპრესი“: ზუგდიდის სოლიდარობის ქსელის ლოზუნგი არის „შევქმნათ სოლიდარობის პრეცედენტები“. როგორ აპირებთ ამ კუთხით მუშაობას და ამ სოლიდარობის პრეცედენტების შექმნას?

მუხრან ცანავა: უპირველესად ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ძალიან ბევრ ადამიანს. უნდა დავუსახოთ იმედი. ვსაუბრობდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ დებს სასწორზე პროტესტს და სამსახურის დაკარგვის შანსებს, და ჩვენ უნდა ჩავუსახოთ იმედი, და ეს არ უნდა იყოს უბრალოდ სიტყვა, ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამყარებული საქმით.

„ლაივპრესი“: თუ მოქალაქე მოგმართავთ, რომ დამსაქმებლის მხრიდან უსამართლო მოპყრობა განიცადა, როგორი იქნება თქვენი რეაქცია, რეაგირება?

მუხრან ცანავა: ჩვენ მაქსიმალურად შევისწავლით, თუ არის ეს რეალური. რეალურად თუ ირღვევა მისი უფლებები კონკრეტულ შემთხვევაში. წერილობით მივმართვთ და გავაფრთხილებთ დამსაქმებელს. შემდეგ გააჩნია რა პასუხი მოყვება ამას. ბოლო ეტაპზე, არ ვიცი ეს ბანკი იქნება, მაღაზია თუ ქარხანა, პერმამენტულ აქციებს გავმართავთ. ხალხის ნება არის ის ნება, რომელსაც ვერ უგულვებელყოფს ვერცერთი დამსაქმებელი, ეს საბოლოო ჯამში, თორემ ეს გზა რომ გასავლელია და ძალიან რთულია, რთულ ვითარებაში გვიწევს ბრძოლა, ეგ აშკარაა.

„ლაივპრესი“: თქვენი დაინტერესების საგანი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურა?

მუხრან ცანავა: ნებისმიერი დაწესებულება, სახელმწიფ, კერძო, ნებისმიერი ადამიანი თუ მოგვმართავს, რომ მისი უფლება ირღვევა, მისთვის არ არის ანაზღაურებული თანხა მის გაწეული შრომის შესაბამისი, და ამას თვლის სრულიად ლეგიტიმურად, თუ სხვა სახით არის ექსპლუატირებული, არავის არ დავტოვებთ ისე. ჩამოყალიბებულია ისეთი სივრცე, რომ ბევრი მიზეზი არსებობს სოლიდარობის მოკვდინების, ვერ დგება, ვერ შედგა ასე ვთქვათ პრეცედენტები სოლიდარობის. ურთულეს გარემოში და ვითარებაში გვიწევს ბრძოლა. ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს დამსაქმებელს სახელმწიფოსგან ლეგიტიმურად, იმიტომ, რომ შრომის კოდექსი არის სრულიად მოუწესრიგებელი, მე ასე ვთვლი და ბუნდოვანი, ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს. მორგებულია აბსოლუტურად დამსაქმებელზე და არა დასაქმებულზე. აქედან გამომდინარე, ბევრი ბერკეტი აქვს დამსაქმებელს, რომ ჩვენ ბრჭყალებში, თუმცა რატომ ბრჭყალებში, ლეგალურად გვებრძოლოს.

„ლაივპრესი“: რას შეცვლიდით შრომის კოდექსში, დღეს რომ ამის ბერკეტი გქონდეთ?

მუხრან ცანავა: უპირველესად შევეხები იმ დროს, რა დროც არის გაწერილი, ბუნდოვნად არის გაწერილი შრომის კოდექსში. მაგალითად, მიღებულია კვირაში 8 საათი, რაც 40 საათს უდრის კვირაში და ამავდროულად წერია, რომ ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენ, სპეციფიკურ სამუშაოებზე შეიძლება 48 საათიც იყოს ადამიანი დასაქმებული, ამის შემდეგ კიდევ მეტხანს შეიძლება იყოს დასაქმებული, თუ დასაქმებული თანახმაა. სპეციფიკური სამუშაოები აბსოლუტურად ბუნდოვნად არის და ნაჩქარევად ჩამოწრილი. ვაჭრობა მაგალითად ცალკე პუნქტად არის დაწერილი. დამსაქმებელი რომ გაიგებს რომ ვაჭრობა წერია, ნებისმიერ ადგილას იყენებენ ამას, რომ 48 საათზე მეტი ამუშაონ.

„ლაივპრესი“: ვიცი, რომ გეგმავთ უახლოეს დღეებში პირველ აქტივობას. რომ გვითხრათ რა აქტივობაა.

მუხრან ცანავა: დავარიგებთ ფლაერებს და ყველა გამვლელს, ვისაც კი სურვილი ექნება, გავესაუბრებით და ვეტყვით, მაქსიმალურად შევეცდებით ავუხსნათ, სოლიდარობის აუცილებლობაზე ვესაუბროთ, რომ პოტენციურად ეს ყველას გვეხება და ასე ვთქვათ, ძალიან უშუალო საუბარი გვექნება ხალხთან.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.