კომენტარი
ენგურჰესის გენერალური დირექტორი: გამოსავალი არის ერთადერთი - აფხაზეთის გამრიცხველიანება [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
რამ გამოიწვია აფხაზეთში ელექტროენერგიაზე გრაფიკის დაწესება, ეს მაშინ, როცა ენგურჰესის მიერ გამომუშავებულს თითქმის სრულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს აწვდიან, რა უნდა გაკეთდეს არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად, ამ საკითხებზე „ლაივპრესი“ ენგურჰესის გენერალურ დირექტორს, ლევან მებონიას ესაუბრა. „ჩერნომორენერგომ“ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი 25 იანვრიდან დააწესა. შეზღუდვა კომპანიის ცნობით, 15 აპრილამდე იმოქმედებს. თავის მხრივ, მისმა გენერალურმა დირექტორმა, ასლან ბასარიამ ელექტროენერგიის შეზღუდვით მიწოდების მიზეზად „აფსნიპრესს“ ენგურჰესზე წყლის მარაგის სიმცირე დაუსახელა. „ლაივპრესს“ ენგურჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ახვლედიანმა 25 იანვარს განუცხადა, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიას ამ ეტაპზე იმავე მოცულობით აწვდიან ელექტროენერგიას, რაზეც შეთანხმება არსებობს და მათი მხრიდან შეზღუდვები არ არის.

„ლაივპრესი“:
იმ პირობებში, როცა ზამთარში ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას თითქმის სრულად მოიხმარს აფხაზეთი, რატომ დაუწესდათ მათ შუქზე გრაფიკი?

ლევან მებონია: ორმა ფაქტორმა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ, აქეთ გვალვიანმა წელიწადმა და ძალიან მცირე შემონადენმა მდინარეში. თუ შევადარებთ 35 წლიან პერიოდს, გასულ პერიოდს ენგურჰესის ექსპლუატაციიდან, საშუალოდ წლიური ხარჯი ივნის-ივლისს-აგვისტოში 2015 წელს, დაახლოებით 30%-ით ნაკლები იყო, ვიდრე იმ წლებში. ამიტომ, წყალსაცავი ვერ შეივსო 15 მეტრით. ეს ძალიან დიდი მოცულობაა. ელექტროენერგიაში დაახლოებით 215 კილოვატ საათამდე. ყველაფერმა ამან ცუდი გავლენა მოახდინა ამ საკითხზე. მაგრამ აქ მაინც მთავარი არის ელექტრეოენრგიის ზრდა. თუ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ამ ტემპებით გაგრძელდება და კონტროლს არ დაექვემდებარება, ბუნებრივია, მომავალ წლებში ენგური კი არა, მეორე ელექტროსადგურიც რომ იყოს, არ ეყოფა აფხაზეთს. ენგურჰესის წყალსაცავში აკუმულირებულია დაახლოებით 575 მილიონი კილოვატ საათის ექვივალენტი წყალი. თუ ავიღებთ ნოემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდს, როცა ყველაზე მცირე შემონადენია მდინარეში, და მხოლოდ წყალსაცავების რესურსზე მუშაობს, იქ 575 მილიონი როგორც ვთქვით, აქეთ ამ წყლის ხარჯზე 300 მილიონი, სულ 850 მილიონი კილოვატ-საათი შეიძლება ვიანგარიშოთ ამ თვეებში. დაახლოებით 220 მილიონ კილოვატ-საათს მოიხმარს თითოეულ თვეში ნოემბრიდან ვიდრე აპრილამდე აფხაზეთი და ეს კილოვატ-საათები არანაირად არ ეყოფა. აქ გამოსავალი არის ერთადერთი - ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა გამრიცხველიანების ხარჯზე და აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება.

„ლაივპრესი“:
ამ თემაზე თუ გქონდათ საუბარი აფხაზურ მხარესთან?

ლევან მებონია:
კი, ენერგეტიკის საკითხთან დაკავშირებით ხშირად იმართება ქართულ აფხაზური შეხვედრები. „ჩერნომორენგოს“ ხელმძღვანელობაც ხედავს შექმნილ სიტუაციას და ცდილობს გამოსავლის მოძებნას, თუმცა საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული გამრიცხველიანება და დროსთან. აქვთ მათ გარკვეული გეგმები ამ მიმართულებით და ვფიქრობ განახორციელებენ. სხვანაირად ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით ჩვენც და ისინიც.

„ლაივპრესი“:
რაც შეეხება ელექტროენერგიის პროცენტულ განაწილებას, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ხდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე...

ლევან მებონია: ასეთი ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. ომის შემდეგ შეიკრიბნენ აფხაზი და ქართველი ენერგეტიკოსები და დაახლოებით დაადგინეს, რომ ფონდების 60% მდებარეობს ქართულ მხარეს. თუმცა 2000 წლამდე ეს საკითხი არ იდგა ასე მწვავედ, იმიტომ, რომ აფხაზეთში არ იყო ამდენი მოხმარება, და ელექტროენერგია ყველას ყოფნიდა, მაგრამ ბოლო წლებში გაზრდილმა მოხმარებამ ასეთი შედეგი გამოიღო.

„ლაივპრესი“:
საჭიროა თუ არა იყოს ასეთი შეთანხმება, და საერთოდ, როგორ ხდება თქვენს შორის თანამშრომლობა?

ლევან მებონია:
არა, ახლა შეთანხმება და ამის დაცვა ძალიან ძნელია. მთავარია, ვინც მოიხმარს ელექტროენერგიას, გადაიხადოს შესაბამისი თანხა.

„ლაივპრესი“:
დღეს რას იხდიან ისინი?

ლევან მებონია:
არაფერს არ იხდიან. და თუ ასე გაგრძელდა..ზამთრის პერიოდში ჩვენ იძულებული ვართ ავიღოთ მოკლევადიანი სესხები ჩვენი საექსპლუატაციო ხარჯებისთვის. მერე ზაფხულის შემოსავლების ხარჯზე ვფარავთ. ჯერჯერობით ეს იძლევა საშუალებას, რომ ჰესმა განაგრძოს ფუნქციონირება, მაგრამ თუ ასეთი ტემპებით გაიზრდება მოხმარება აფხაზეთში, და იქიდან თანხა არ შემოვიდა შესაბამისი, ასე ვერ გაგრძელდება.

„ლაივპრესი“: რომ დავაკონკრეტოთ, ქართული მხარე იღებს სესხებს, როდესაც არ არის შემოსავალი აფხაზური მხარიდან?

ლევან მებონია:
ზამთრის თვეებში, როცა თითქმის მთლიანად მიაქვს აფხაზეთს, მაშინ შემოსავალი არ გვაქვს, და ამ პერიოდში 3-4 თვე ვიღებთ სესხებს. მაგრამ შემდეგ აპრილიდან, როცა იწყება წყალდიდობა, ოქტომბრის ჩათვლით, შემოსავალი იზრდება, სესხებსაც ვფარავთ და სხვა საექსპლუატაციო ხარჯებისთვისაც გვყოფნის. მაგრამ, რაც უფრო გაიზრდება მოხმარება და მეტი ელექტროენერგია წავა აფხაზეთისკენ, თუ იქიდან თანხა არ შემოვიდა, მაშინ ის ბალასნიც დაირღვევა და ვეღარ შევძლებთ საქონლის ექსპლუატაციას.

„ლაივპრესი“:
ასეთი კრიზისული ვითარება იყო ადრეც?
ლევან მებონია: შარშან ზღვარზე ვიყავით, მაგრამ ცოტა ადრე დაიწყო წყალდიდობა, ზამთარიც ასეთი ცივი არ იყო და დათბა ადრე. მაგრამ ვიმეორებ, თუ არ მოხდა ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწესრიგება, მომავალი წელი უფრო მძიმე იქნება.

„ლაივპრესი“:
როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი წლის ზამთარი, თუ აფხაზურმა მხარემ ვერ მოასწრო ამ საკითხის მოწესრიგება?

ლევან მებონია:
ბოლო შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, იწყებენ გამრიცხველიანებას, დაველოდოთ. მე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ვხედავ, რომ შეხვედრებზე შეწუხებულები არიან და ესმით არსებული ვითარება, და ცდილობენ გამონახონ გზები. გზა კი ერთადერთია - გამრიცხველიანება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.