საქართველოში შეიქმნა ბლოგი აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის
აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის ბლოგი შეიქმნა, რომლის მიზანია
ერთი მხრივ, თავი მოუყაროს აფხაზური ენის თანამედროვე სასწავლო
მასალებს,
მეორე მხრივ, აფხაზური ენის სწავლით დაინტერესებულ ადამიანებს. ბლოგი
შექმნა თამარ გითოლენდიამ, ფილოლოგიის დოქტორმა და სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ
თანამშრომელმა. „ლაივპრესი“ გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
„ლაივპრესი“: რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ ბლოგი აფხაზოლოგიის სიახლეების შესახებ?
თამარ გითოლენდია: 2008 წლიდან ვმუშაობ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 2008 წლიდან დღემდე პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის ხელმძღვანელობით ინსტიტუტის თანამშრომლებმა განვახორციელეთ სამეცნიერო პროექტები. ვარ არაერთი აფხაზოლოგიური ნაშრომის რეცენზენტი, საგამომცემლო ჯგუფის წევრი და აფხაზეთის თემატიკაზე დამუშავებული პროექტების მონაწილე, ავტორი და ორგანიზატორი. აფხაზურ ენას ვსწავლობდი 7 სემესტრის განმავლობაში, ჩემი სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები ქართულ და აფხაზურ ენობრივ პარალელებს ეძღვნებოდა. დამიგროვდა გამოცდილება, მასალები, სტატიები და მინდოდა ისინი სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ასევე, ბლოგის შექმნის ერთ-ერთი მიზანი იყო აფხაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია. ბლოგზე დროდადრო ვაქვეყნებ აფხაზოლოგიის სიახლეებს, ასევე სასწავლო მასალებს, რაც სტუდენტებს და საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს უადვილებს აფხაზოლოგიის რესურსებზე წვდომას.
„ლაივპრესი“: რას შეიძლება მკითხველი თქვენი ბლოგის საშუალებით გაეცნოს?
თამარ გითოლენდია: ბლოგის საშუალებით მკითხველს შეუძლია გაეცნოს საავტორო კვლევებს. ვისარგებლებ შემთხვევით და აღვნიშნავ, რომ ჩემი ორი სტატია საფუძვლად დაედო ორ სატელევიზო გადაცემას და ერთ რადიოგადაცემას. ბლოგი მკითხველს აძლევს საშუალებას, გაეცნოს აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის საქმიანობას. მისი მეშვეობით ინსტიტუტში განხორციელებული პროექტები და კვლევები ბევრი ადამიანისთვის ხდება ცნობილი და ხელმისაწვდომი.
ბლოგზე ასევე განთავსებულია უახლესი და ძველი სამეცნიერო ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები, რომლებიც შეიძლება დასჭირდეთ აფხაზური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში სამეცნიერო ლიტერატურა მცირე ტირაჟით იბეჭდება და ძირითადად გაჩუქებით ვრცელდება, რის გამოც წიგნი ვერ მიდის ყველა დაინტერესებულ ადამიანამდე, ამიტომ ბლოგზე არის ელექტრონული წიგნების განყოფილებაც, საიდანაც შესაძლებელია წიგნების უფასოდ გადმოწერა. ბლოგზე ასევე განთავსებულია აფხაზური ენის აუდიოგაკვეთილები.
„ლაივპრესი“: ბლოგის თავფურცელში აღნიშნულია, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის მუდმივმოქმედი კურსები. ეს იმ პირობებში, როცა აფხაზური მეორე სახელმწიფო ენაა. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი, აფხაზური, როგორც სახელმწიფო ენა, და მისი საფუძვლები ისწავლებოდეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა სკოლაში? ან რაში და როგორ უნდა გამოიხატოს ეს პრიორიტეტულობა, გარდა იმისა, რომ მეორე სახელმწიფო ენად არის გამოცხადებული?
თამარ გითოლენდია: დღესდღეობით აფხაზური ენის მუდმივმოქმედი თავისუფალი კურსები სამწუხაროდ, არ არსებობს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, სადაც სწავლა შეუძლიათ მხოლოდ ამ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. ხშირად მოგვდის წერილები, გვირეკავენ და აინტერესებთ, არსებობს თუ არა აფხაზური ენის კურსები თავისუფალი მსმენელებისთვის. რადგან ასეთი რამ ჯერჯერობით არ არსებობს, თავი მოვუყარე აფხაზური ენის თანამედროვე სასწავლო რესურსებს და გავაერთიანე ერთ ბლოგში. ვისაც ამ ენაში გარკვევის ძალიან დიდი სურვილი აქვს, დამოუკიდებლად გაართმევს თავს ამას. ეს არის ერთადერთი საშუალება, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ აფხაზური ენის შესწავლის მსურველებს. თავისუფალი კურსების შექმნა მოითხოვს დაფინანსებას და ადამიანურ რესურსებს, რაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა მოთხოვნა დიდია.
აფხაზური კონსტიტუციურად მეორე სახელმწიფო ენაა აფხაზეთის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, აფხაზურ ენაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. კონსტიტუციიდან გამომდინარე, აფხაზური ენა უნდა ისწავლებოდეს მარტივ, საკომუნიკაციო დონეზე აფხაზეთის ა.რ. ყველა სკოლაში თუ არა, ზოგიერთში მაინც.
„ლაივპრესი“: რამდენად არის დღეს საქართველოში მოთხოვნა აფხაზური ენის შესწავლაზე? არსებობს თუ არა ამ კუთხით რაიმე მონაცემი?
თამარ გითოლენდია: ამ ეტაპზე აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს 7 სტუდენტი. ოთხმა უკვე დაამთავრა უნივერსიტეტი ამ პროფესიით. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინტერესი დიდია საზოგადოების მხრიდან, მაგრამ თავისუფალი კურსების მსურველთა ძირითად ნაწილს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები არ არიან, ამდენად მათ ენის ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა არა აქვთ.
„ლაივპრესი“: ვის უკავშირდებიან ეს ადამიანები? არის თუ არა ქვეყანაში შესაბამისი ადამიანური რესურსი, ვგულისხმობ აფხაზური ენის მცოდნეებს.
თამარ გითოლენდია: აფხაზური ენის მცოდნეები ძალიან ცოტანი არიან და რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ. ზოგი მთარგმნელობით საქმიანობას ეწევა, ზოგი - სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. იმდენი რესურსი ნამდვილად არის, რომ თანამშრომლობით შეიქმნას სასკოლო სახელმძღვანელოები, მომზადდეს მასწავლებლები, რომლებიც შემდეგ სკოლაში შეასწავლიან მარტივ დონეზე მაინც აფხაზურ ენას.
„ლაივპრესი“: ითანამშრომლეთ თუ არა თქვენს აფხაზ კოლეგებთან ამ ბლოგის შედგენისას, ან მომავალში თუ აპირებთ თანამშრომლობას? როგორ წარმოგიდგენიათ ეს თანამშრომლობა?
თამარ გითოლენდია: ბლოგის შექმნისას არ მითანამშრომლია აფხაზ კოლეგებთან. ჩემი ბლოგის კონტენტი საავტორო სტატიები და აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის გამოცემები და სასწავლო მასალებია. სიამოვნებით ვითანამშრომლებდი აფხაზ კოლეგებთან. ძალიან მაინტერესებს აფხაზეთში მიმდინარე კულტურული პროცესები, ასევე მაქვს სხვა იდეებიც, რომლებსაც ახლა არ დავაკონკრეტებ, მაგრამ იმედი მაქვს, შევძლებ მათ განხორციელებას.
„ლაივპრესი“: საქართველოს მასშტაბით რამდენად არიან წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები უზრუნველყოფილი იმ მასალებით, რაც დაინტერესებულ მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, გაეცნონ აფხაზოლოგიის საფუძვლებს, იმ საკითხებს, რაზეც აპირებთ, რომ თქვენი ბლოგი იყოს ორიენტირებული?
თამარ გითოლენდია: აფხაზოლოგიური ნაშრომები ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ასევე რამდენიმე უნვერსიტეტის ბიბლიოთეკებში. არ მეგულება მაღაზიები, სადაც აფხაზოლოგიური ნაშრომები იყიდებოდეს, ან დიდი არჩევანი იყოს. პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის მიერ შედგენილი ქართულ-აფხაზური და აფხაზურ-ქართული ლექსიკონები იყიდება გამომცემლობა ,,ინტელექტის“ მაღაზიაში.
აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო გამოცემები ძირითადად ორგანიზაციების დაფინანსებით იბეჭდება, ამიტომ არ იყიდება და გაჩუქებით ვრცელდება. გავიმეორებ, ამ სახის წიგნების ბეჭდური ვერსიები ხელმისაწვდომია რამდენიმე ბიბლიოთეკაში, ხოლო ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია ინტერნეტში.
„ლაივპრესი“: როგორ ფიქრობთ, იმ პირობებში, როცა აფხაზურ ენას აფხაზეთის რეგიონში ემუქრება გაქრობის საფრთხე, რა პოზიტიური როლი შეიძლება ამ უკუპროცესებზე საქართველოს ხელისუფლებამ იქონიოს? როგორ, რა ბერკეტების გამოყენებით შეიძლება ეს მოახერხოს?
თამარ გითოლენდია: საქართველოს ხელისუფლება მაშინ შეასრულებს პოზიტიურ როლს ამ უკუპროცესებში, როცა მეტ ყურადღებას მიაქცევს ამ დარგის განვითარებას. ის, რაც აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტში კეთდება, ეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, აფხაზეთის მთავრობის დახმარებით და ძირითადად ინსტიტუტის თანამშრომელთა ენთუზიაზმით ხდება.
„ლაივპრესი“: რას ურჩევდით მოქალაქეს, რომელმაც მხოლოდ ახლა გადაწყვიტა შეისწავლოს აფხაზური ენა? საიდან უნდა დაიწყოს მან სწავლის პროცესი?
თამარ გითოლენდია: პირველ რიგში, გაეცანით პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის სახელმძღვანელოს „აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის” (I ტომი), რომლის ტექსტი ბლოგზეც გვიდევს. ეს წიგნი დაგეხმარებათ აფხაზური ენის თავისებურებებში გარკვევაში. პირველი ტომი შედგება ქართულ ენაზე დაწერილი აფხაზური ენის მოკლე გრამატიკული ნარკვევის და აფხაზურ-ქართული ლექსიკონისაგან. წიგნში მოცემულია აფხაზური ენის გრამატიკული მიმოხილვა, რთული ლინგვისტური საკითხები შედარებით მარტივი ტერმინოლოგიით არის გაშუქებული. შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ აფხაზური ენის ინტერაქტიურ აუდიოკურსზე ,,ვისწავლოთ აფხაზური ენა“ (2013 წ.). ამ რესურსის მეშვეობით ვიზუალურად და გახმოვანებულად გაეცნობით აფხაზური ენის ანბანს, ახალ სიტყვებს, ფრაზებს. აუდიოკურსი შედგება 200-ზე მეტი ლექსიკური ერთეულისგან. პარალელურად შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქართულ-აფხაზური სასაუბროთი. იგი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ფლობს ქართულ ენას და აქვს სურვილი, ისაუბროს აფხაზურად. სასაუბროთი სარგებლობისას არ არის აუცილებელი აფხაზური ენისა და სპეციალური ფონეტიკური ნიშნების ცოდნა. აფხაზური სიტყვების მიახლოებითი გამოთქმა მოცემულია ქართული ასოებით. მისი მეშვეობით შეისწავლით საკომუნიკაციო ფრაზებს.