„ევროინტეგრაცია აძლევს საშუალებას აფხაზებს და ოსებს ისარგებლონ ამ სიკეთეებით, დანარჩენი მათზეა“
ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არ ისახავს მიზნად არავის დარწმუნებას და
გადაბირებას. ეს არის უბრალოდ უკეთესი
მომავალი და უკეთესი ცხოვრება, რომელსაც ვთავაზობთ როგორც აფხაზეთსა
და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს, ასევე დანარჩენ საქართველოს
მოსახლეობას. განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის
ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ „ლაივპრესის“ კითხვის საპასუხოდ,
სავიზო ლიბერალიზაცია, ევროპული ბაზრის გახსნას მოჰყვება თუ არა
დაინტერესება ოკუპირებულ ტერიტორიის მკვიდრთა მხრიდან.
იმ პირობებში, როცა სოხუმი აცხადებს, რომ ეს „პროექტი ჩავარდება“, ისევე როგორც ნეიტრალური პირადობის მოწმობების თემა, იქნება თუ არა ევროპული პერსპექტივა მათთვის მიმზიდველი, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს არის მათი არჩევანი, თუ რომელ გზას მიანიჭებენ უპირატესობას. სერგი კაპანაძის თქმით, წარმოდგენილი ინიციატივები აფხაზებისთვის და ოსებისთვის ღიაა, რაც შესაძლებლობას ქმნის ამ ადამიანებისთვის, ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით, იაფი ფრენის სერვისებით ქუთაისიდან, ჯანდაცვის მომსახურებით თუ სხვა სიკეთეებით, რასაც ევროინტეგრაცია გულისხმობს.
„თუ ისინი უარს იტყვიან, მათ შეუძლიათ ამით არ ისარგებლონ. თავის მოხვევა არ ხდება, უბრალოდ ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი კეთილგონიერია და აკეთებს იმას, რაც მისთვის არის უკეთესი, ცდება რაღაც პოლიტიკურ კლიშეებს და თავსმოხვეულ პროპაგანდას და თავისი კეთილდღობიდან გამომდინარე მოქმედებს. ძალიან კარგი მაგალითებია ამის ევროპაში. იგივე კვიპროსთან, კოსოვოსთან მიმართებაში, როცა ევროინტეგრაცია იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო ამ რეგიონებში მცხოვრები მოქლაქეების დაინტერესებას ევროპით. კვიპროსში 2004 წელს რეფერენდუმზე ჩრდილოეთ კვიპროსმა მხარი დაუჭირა გაერთიანებას, რადგან ევროპულ პერსპექტივას იღებდა. ქედან გამომდინარე, ეს არის უბრალოდ ქართული გზა, რომელიც ხალხმა აირჩია, სახელმწიფომ აარჩია და რაც აძლევს საშუალებას აფხაზებსაც და ოსებსაც საშუალებას, ისარგებლონ ამ სიკეთეებით, დანარჩენი მათზეა“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ზუგდიდში შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი ევროკავშირს, ევროპულ პერსპექტივას, სავიზო ლიბერალიზაციას შეეხო.