კომენტარი
გიორგი კეკელიძე: ქართველები და აფხაზები საერთო ანთოლოგიას მოვამზადებთ
FaceBook Twitter
E-mail Print
მიმდინარე წლის მარტის თვეში მოლდოვაში გაიმართა შეხვედრა აფხაზური ენის დაცვის საკითხზე, რომლის მონაწილეები იყვნენ ქართველი და აფხაზი მწერლები, ლინგვისტები. პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა „აფხაზური ენის დაცვა აფხაზების და ქართველების მიერ“, 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. დონორი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ია, პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია. რა იგეგმება აფხაზური ენის დაცვის კუთხით როგორც ლინგვისტური, ასევე ლიტერატურული თვალსაზრისით, ამ საკითხზე „ლაივპრესი“ შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, მწერალს და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ესაუბრა.

„ლაივპრესი“: ვიცით, რომ იმყოფებოდით მოლდოვაში, სადაც შეხვდით აფხაზ მწერლებს. გვითხარით ამ შეხვედრის შესახებ.

გიორგი კეკელიძე: ეს შეხვედრა ტარდებოდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. USAID-ის დაფინანსებით, ამერიკელების თანადგომით. რეალურად მათი ინიცირებულიც იყო გარკვეულწილად. პროგრამის ზოგადი ქოლგა იყო აფხაზური ენის დაცვის მიმართულებით მუშაობა. ძირითადად ამ საკითხებს ეხებოდა. ცხადია, არ ყოფილა არც პოლიტიკა და არც მომიჯნავე საკითხები. ძირითადად მუშაობდა ორი ჯგუფი. ერთი იყო ლინგვისტების ჯგუფი, და მეორე მწერლების, სადაც განიხილებოდა ცხოვრებისეული ღირებულებების თემატიკასთან დაკავშირებული ტექსტების შექმნის საკითხი.

„ლაივპრესი“: ლინგვისტთა ჯგუფი როგორ იყო დაკომპლექტებული, ქართველებით, აფხაზებით...?

გიორგი კეკელიძე: გერმანელები, ქართველები, აფხაზები და მოლდოველი მოდერატორი, ფასილიტატორი, რომელიც უძღვებოდა ამ შეხვედრას. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, აქაც იგივე მდგომარეობა იყო.

„ლაივპრესი“: ქართველების მხრიდან ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში?

გიორგი კეკელიძე: ვიყავით მე, დათო ტურაშვილი, გურამ ოდიშარია და სალომე ბენიძე.

„ლაივპრესი“: მაინც რა მიმართულებით განვითარდა საუბარი, გასაგებია, რომ აფხაზური ენის დაცვას შეეხებოდა და უჭირს დღეს ამ ენას..

გიორგი კეკელიძე: რაც შეეხება ლინგვისტურ ნაწილს, ამაზე სხვები გიპასუხებენ. რაც შეეხება ლიერატურას, აქ იყო იმ ტენდენციებზე, რაც მიმდინარეობს დღეს ქართულ და აფხაზურ ლიტერატურაში. ძირითადად რა სხვაობებია, რა გადაკვეთები არსებობს, როგორ ვითარდება მწერლობა, არის თუ არა ის სოციალურად აქტიური, ან პირიქით, და ა.შ.

„ლაივპრესი“: თავად აფხაზი მწერლები რაზე საუბრობდნენ, რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი აფხაზეთში?

გიორგი კეკელიძე: სიმართლე გითხრათ, პრობლემებთან დაკავშირებით საუბარი თითქმის არ ყოფილა. უფრო იყო თვისობრივი თვალსაზრისით განხილვები. ანუ იგულისხმება ლიტერატურა, ლიტერატურის თეორია და ა.შ. რაც შეეხება ამ სოციალურ პრობლემებს, რატომღაც ეს საკითხი დიდად არ გამოკვეთილა შეხვედრებისას.

„ლაივპრესი“: გამოცდილება თუ გაუზიარეთ ერთმანეთს?

გიორგი კეკელიძე: რა თქმა უნდა, იყო გამოცდილების გაზიარებაც, მათ შორის იყო საუბარი და არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, როდესაც ამ ტექსტებზე ვიმუშავებთ, ავიღოთ ცამეტი პრინციპი, რომელიც იუნესკოს აქვს მომზადებული და გულისხმობს ცხოვრებისეულ ღირებულებებს, ცხადია პოზიტიურ ჭრილში. ძირითად ღირებულებებზეა საუბარი, როგორიც არის სიყვარული, თანადგომა, სიკეთე და ა.შ. და სწორედ ამ მოცემულობების ირგვლივ იტრიალოს იმ ნაწარმოებებმა, რომელიც შეიქმნება.

„ლაივპრესი“: როგორ ფიქრობთ გიორგი, რა პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს პროექტმა აფხაზური ენის დაცვაში. ამ საკითხზე აფხაზებისგან რა განწყობები, რა დამოკიდებულება იყო?

გიორგი კეკელიძე: აუცილებლად უნდა ითამაშოს პოზიტიური როლი. ძალიან ბევრი ტექსტი ეროვნულ ბიბლიოთეკაშია შენახული, და შეგვიძლია ტექნიკური თვალსაზრისით შეიქმნას შესაბამისი ენობრივი კორპუსი. აქ იგულისხმება თანამედროვე სისტემები, სადაც თავმოყრილი იქნება სხვადასხვა აფხაზური სიტყვა შესაბამის კონტექსტში. აქედან გამომდინარე მისი ერთგვარი ვირტუალურ სივრცეში გადამისამართება მოხდება. ვგულისხმობ იმ წიგნებს და გაზეთებს, რომლებსაც ჩვენ ვინახავთ, თუნდაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

„ლაივპრესი“: შეიძლება ეს ფორმატი გაფართოვდეს?

გიორგი კეკელიძე: ამ წუთას ამ ფორმატის გაფართოებაზე საუბარი არ არის. აქ ასევე არ არის საუბარი რაღაც როლსა და მისიაზე პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ არ ვსაუბრობდით ამ საკითხებზე. ეს არ ყოფილა ამ შეხვედრების თემატიკა.

„ლაივპრესი“: ეს ერთჯერადი შეხვედრა იყო?

გიორგი კეკელიძე: ოთხი დღე დავყავით მოლდოვაში და აქედან სამი შეხვედრა გაიმართა.

„ლაივპრესი“: როგორ შეგხვდნენ აფხაზები ქართველებს? თუ იყო რაღაც გარკვეული ბარიერები საგრძნობი?

გიორგი კეკელიძე: ბუნებრივია თავიდან იყო რაღაც ერთგვარი ბარიერი გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ორივე მხარემ ძალიან ადვილად მოახერხა ერთმანეთში პირველ რიგში ადამიანების და პროფესიონალის დანახვა და შესაბამისად ურთიერთობაც, საქმიანობაც ადვილად წარიმართა. მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობდით არც პოლიტიკაზე და არც სხვა მომიჯნავე თემებზე.

„ლაივპრესი“: თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მათზე? არ ვიცი ადრე თუ გქონდათ შეხება ეთნიკურად აფხაზებთან..

გიორგი კეკელიძე: მე პირადად არ მქონია შეხება და ჩემი შთაბეჭდილება არის უკიდურესად პოზიტიური. გადავწყვიტე ბწკარედებიდან ვთარგმნო ორი ავტორი, რომელსაც ისინი შემომთავაზებენ. საქართველოში მცხოვრები აფხაზები მოამზადებენ ამ ბწკარედებს.

„ლაივპრესი“: გიორგი, რას ელოდებით ამ შეხვედრებიდან?

გიორგი კეკელიძე: ამ შეხვედრებს ქონდა ერთი ძალიან მარტივი მიზანი, რომ ლინგვისტების შემთხვევაში მომხდარიყო ერთგვარი შეთანხმება, რა ტიპის კორპუსი შეიქნება. რაც შეეხება ლიტერატორებს, უერთიერთთანამშრომლობის შედეგად, შეიქმნება ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტექსტები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.