კომენტარი
ნარგიზ ბასარია: ეს არ არის „მეგრული სეპარატიზმის წახალისება“, რომელიც მოსკოვიდან იმართება
FaceBook Twitter
E-mail Print
ვრცელდება ცნობები, რომ მომავალი წლიდან გალის ქართულენოვან სკოლებში მეგრულ ენაზე მომზადებული დედაენის, „ჩქიმი ნინას“ შეტანა იგეგმება. მისი ავტორი ნარგიზ ბასარიაა. მსგავსი ინფორმაცია პირველად შარშან გაჟღერდა, რამაც საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. მეგრულენოვანი დედაენის შექმნის იდეა აფხაზეთში, გაზეთ „გალის“ რედაქციაში კორესპონდენტად მუშაობისას გაუჩნდა, სადაც მეგრულ ენაზე სვეტი მიჰყავდა. რას მოიცავს წიგნი, რა მასალებზე დაყრდნობით მოამზადა იგი ავტორმა, ხედავს თუ არა ის ამ ფაქტში „მეგრული სეპარატიზმის“ ნიშნებს, „ლაივპრესი“ ნარგიზ ბასარიას ესაუბრა.

ლაივპრესი: რამდენი ხანი მუშაობდით წიგნზე „ჩქიმი ნინა“? რამდენად რთული ან მარტივი იყო ეს პროცესი?

ნარგიზ ბასარია: წიგნს „ჩქიმი ნინა“ თითქმის 6 წელი ვამზადებდი, მაშინ, როცა გაზეთ „გალის“ რედაქციაში ვმუშაობდი. ეს არის მუშაობის მძიმე წლები, როდესაც მიწევდა დავიწყებული მეგრული სიტყვების ძიება, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იყო ამა თუ იმ მასალის თარგმნა. ამჟამად, პოეტები და მწერლები მეგრულ ენაზე განსხვავებულად წერენ, გრამატიკის თვალსაზრისით, საერთო სისტემა არ არსებობს. მე უნდა დამემუშავებინა ერთიანი გრამატკული მიმართულება, წესები, პრინციპები, რათა მცოდნოდა როგორ მეწერა, პირობითად მაინც. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დასახული მიზნები შევასრულე.

„ლაივპრესი“: „ჩქიმი ნინა“ არის მეგრული ენის შემსწავლელთათვის. რას შეიძლება მასში დაინტერესებული ადამიანი გაეცნოს? ანუ რა არის წარმოდგენილი წიგნში რომ აგვიხსნათ.

ნარგიზ ბასარია: წიგნში „ჩქიმი ნინა“ მოცემულია გრამატიკული მიმართულება, რომელიც განმარტავს, თუ როგორ წარმოითქმება და იწერება ესა თუ ის სიტყვა ასო-ბგერა -ს გამოყენებით. სიტყვები იწერება დაბოლოებებით, თუმცა, არა ფუძეებით, როგორც ახლა წერენ. მასში დიდი რაოდენობით არის ლამაზი, დავიწყებას მიცემული სიტყვები. მათ მე წლების განმავლობაში ვეძებდი და ისინი მოცემულია ორ ენაზე თარგმანით. ამ სიტყვების უფრო ადვილად დასამახსოვრებლად წიგნში არის კროსვორდები. ბევრია ნათქვამი მივიწყებულ მეგრულ ტრადიციებზეც.

„ლაივპრესი“: რამდენი ტირაჟით გამოიცა წიგნი?

ნარგიზ ბასარია: ტირაჟი უნდა ყოფილიყო 500 ცალი, თუმცა რამდენი გამოიცა, ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს.

„ლაივპრესი“: ჩვენი ინფორმაციით, ამ სახელმძღვანელოს შემოღებას გალის ქართულენოვან სკოლებში სოხუმი გეგმავს მომავალი წლიდან. თქვენ რა იცით ამის შესახებ? რამდენად რეალურია ეს ცნობები და როგორ იმუშავებს ეს წიგნი ამ სკოლებში?

ნარგიზ ბასარია: არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას. ამ წიგნმა სკოლებში რომ იმუშაოს, მასწავლებლებმა ის გზა უნდა განვლოს, რაც მე გავიარე.

„ლაივპრესი“: რა განწყობით შეხვდნენ ინფორმაციას, მეგრულ ენაზე სახელმძღვანელოს შემოღების შესახებ მშობლები, პედაგოგები, ბავშვები, ის ადამიანები, ვისაც ეს სიახლე შეეხებათ? ალბათ გსმენიათ, რა გამოხმაურებები მოჰყვა გალის რაიონში ამ ფაქტს.

ნარგიზ ბასარია: მეგრული და ქართული ერთი ფუძიდან მოდიან, ამიტომ ისინი ჩემთვის და ჩემი დებისა და ძმებისთვის ერთნაირად ახლო და ძვირფასია. ისევე, როგორც ჩემს ირგვლივ მრავალი ადამიანი, მეც ვფიქრობ, მეგრულ ენას აქვს არსებობის უფელბა, როგორც „ქართული კულტურის ოქროს ფონდს“ (ი.ჭავჭავაძე).

„ლაივპრესი“: გაქვთ ინფორმაცია, მოხდება თუ არა იმ პედაგოგების გადამზადება, ვინც ეს წიგნი უნდა ასწავლოს? ვგულისხმობ იმას, რომ მეგრული ალბათ იციან, უბრალოდ სკოლებში ამ ენის სწავლების პროცესი ახალი და სპეციფიკური იქნება.

ნარგიზ ბასარია: პედაგოგების გადამზადების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია და რამდენადაც ვიცი, მათ არ ჰყავთ მეგრული ენის სპეციალისტები.

„ლაივპრესი“: როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა აუცილებელი „ჩქიმი ნინას“ სკოლებში შეტანა?

ნარგიზ ბასარია: მე არ მესმის, თუ შესაძლებელია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული ენის - აფხაზურის შესწავლა, რატომ არ შეიძლება მეგრული ენის სწავლა, რატომ უნდა გაქრეს ის?

„ლაივპრესი“: ქართულ საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მეგრულ ენაზე სწავლება მოხდება გალის ქართულენოვან სკოლებში. მაგალითად, ზუგდიდელების ნაწილი სოციალურ ქსელებში ცალსახად უარყოფითად არ შეხვედრია ამ სიახლეს. მათ მიიჩნიეს, რომ მეგრული საქართველოს სხვა სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს „მეგრული სეპარატიზმის“ წახალისებას ნიშნავს და ეს პროცესები მოსკოვიდან იმართება. თქვენ რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

ნარგიზ ბასარია: დიახ, გალის რაიონში მეგრული ენის შესაძლო სწავლების ფაქტთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო. მე პირადად, ისევე როგორც ბევრი სხვა, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. პირადად ჩემთვის ეს არ არის „მეგრული სეპარატიზმის წახალისება“, რომელიც მოსკოვიდან იმართება. მე ზედმეტად პატრიოტი და კეთილსინდისიერი ვარ იმისთვის, რომ „მეგრული სეპარატიზმი“ წარმოვადგინო. განა შეიძლება „სეპარატიზმი“ უწოდო მეგრული ენისადმი სიყვარულს და მცდელობას, მისი შენარჩუნებისთვის რაიმე გააკეთო?

„ლაივპრესი“: ხომ არ გეგმავთ მეგრულ ენაზე სხვა წიგნის გამოცემასაც?

ნარგიზ ბასარია: მე მინდა ჩემი ახალი წიგნი გამოვცე, სახელწოდებით „უფსკერო ზღვა“. მასში წარმოდგენილია იგავები ეზოპეს სიუჟეტების მიხედვით, ასევე ლექსები, ისეთი ნაწარმოებების თარგმანები, როგორიცაა: შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ნ.დუმბაძე „მე, ბებია, ილიკოდა ილარიონი“, სხვდასხვა ხალხის ანდაზები და გამონათქვამები მეგრულ, რუსულ და აფხაზურ ენებზე და ა.შ. მოხარული ვიქნებოდი, თუ ეს წიგნი თბილისში გამოიცემა.

„ლაივპრესი“: რითი იხელმძღვანელეთ ამ წიგნის შედგენისას, რომელი მასალებით?

ნარგიზ ბასარია: გამოყენებული ლიტერატურაა - ი.ყიფშიძე მეგრული ენის გრამატიკა, გამოცემა „სანქტ-პეტერბურგი“ 1914 წ, „გალის“ საარქივო მასალები, ო.ქაჯაია „მეგრულ-ქართული ლექსიკონი“ 1.2-3.ტ. გამოცემა „თბილისი“ 2001-2002 წლები, მ.ძაძამია „მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვათწარმომავლობა“, გამოცემა „თბილისი“ 2007 წ. წერილები, სტატიები, „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ 2-4 ტომი, 1973 წ. 5 ტომი გამოცემა „საბჭოთა საქართველო“, „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“ გამოცემა „თბილისი“ 1991 წ და ქართული ენის სახელმძღვანელო - რედაქცია „მაცნე“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.