კომენტარი
სოხუმში გატარებული 33 დღე - ქართველი სტუდენტის ისტორია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მცხოვრებმა როინ შენგელიამ, რომელიც აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმში სწავლობდა, „ლაივპრესს“ უამბო, თუ როგორ გადაურჩა ტყვეობას უცნობი აფხაზი და სომეხი ქალების დახმარებით.

„1993 წლის 11 სექტემბერს სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა განახლდა და ჩავედი. რამდენიმე დღეში ვითარება ისევ დაიძაბა, კონფედერაციის ძალებს ქალაქზე იერიში მიაქვთ. ქართველები ტოვებენ სოხუმს, მაგრამ ნათესავები ვისთანაც ვცხოვრობდი, არ აპირებდნენ სახლ-კარის მიტოვებას. მეც გადავწყვიტე, რომ მძიმე პერიოდში მათთან ვყოფილიყავი.

21 სექტემბერს, სოხუმს უკვე აფხაზები აკონტროლებდნენ და გაქცევა შეუძლებელი იყო. ჩვენ ტრაპშის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მეზობლად მცხოვრებმა სომხების ოჯახმა შეგვიფარა. მეომრების 35-კაციანი ჯგუფი შემოვიდა ეზოში, ოჯახის დიასახლისს ჰკითხეს, ვინ გყავს სახლშიო, მან უთხრა, რომ მეზობლები შეიფარა. ჩამავლეს ხელი და ის იყო ჭიშკარს მივუახლოვდით, ოჯახის დიასახლისი სვეტა ჯარიკაცებს წინ გადაუდგა. სანამ ცოცხალი ვარ ბიჭს არ გაგატანთო. ჯგუფში, რომელსაც ტყვედ მივყავდი, ყაბარდოელები, ჩეჩნები, კაზაკები იყვნენ ძირითადად, მხოლოდ რამდენიმე აფხაზი მებრძოლი იყო. ქალს, რომელიღაცამ თავში კონდახი ჩაარტყა. ის ყვიროდა, თუ გინდათ მომკალით, ბიჭს მაინც არ გაგატანთო. მერე, აფხაზმა ჯარისკაცებმა სცადეს მასთან მოლაპარაკება. სვეტამ მისი ნათესავი აფხაზი მეომრის სახელი ახსენა და გადავრჩით. შეიარაღებული ჯგუფის მეთაურმა დაგვიბარა რომ ცოცხლებს დაგვტოვებდა, თუ სასწრაფოდ გავეცლებოდი იქაურობას. შემდეგ აფხაზი ქალბატონის, ვინმე ემას დახმარებით წითელი ჯვრის ავტობუსით გამომიყვანეს სოხუმიდან.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბესლან კობახიას განსხვავებული დამოკიდებულება ქართველებთან. დღეს აფხაზეთში კობახიას როგორც საზოგადო მოღვაწეს ისე იცნობენ, ომის დროს ის ახალგაზრდა იყო. მისი და წითელი ჯვრის დახმარებით ცეცხლმოდებული სოხუმიდან ბევრი ქართველი გამოიყვანეს უვნებლად.

რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შეუძლებელია დაივიწყო ცეცხლმოდებულ ქალაქში გატარებული 33 დღე. აფხაზი ქალბატონის სიტყვები მახსენდება, წამოსვლისას რომ დამაბარა, „ძალიან გთხოვ, ზუგდიდში რომ ჩახვალ ყველა აფხაზს ნუ გალანძღავო“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.