კომენტარი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის - იან კელის ინტერვიუ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ინტერვიუ მოამზადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ

მე ჩიკაგოდან ვარ. პირველად ამ რეგიონით რუსული ლიტერატურის გამო დავინტერესდი, რადგან რუსული ენა და ლიტერატურა ჩემი ძირითადი მიმართულება იყო. შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ იორკში წავედი დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. დისერტაციის წერის პერიოდში მთხოვეს, სტუდენტების ჯგუფი წამეყვანა ლენინგრადში რუსული ენის შესასწავლად. ეს იყო 1983-1984 წლები.

კარიერა აღმოსავლეთის ბლოკში

დიპლომატიური საქმიანობა რომ დავიწყე, ჩემი მიზანი იყო, ხელი შემეწყო იმისათვის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გახსნილი ყოფილიყო გარე სამყაროსათვისდა აგრეთვე ჩემი მიზანი იყო ხიდების აგება ქვეყნებს შორის. ჩემი დიპლომატიური კარიერა დაიწყო აშშ-ის გაცვლითი პროგრამებით. ეს იყო 1987-1989 წლებში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა რაოდენობამ 50-დან 1000-ს მიაღწია ორ ნახევარი წლის მანძილზე ჩემი მოსკოვში ყოფნის დროს.

საქართველოს შესახებ

ამერიკელებისადმი ხალხის დამოკიდებულება საქართველოში სრულიად განსხვავებული იყო მოსკოვისა და ლენინგრადისაგან, სადაც ამერიკელებს ეჭვის თვალით უყურებდნენ და მათთან კონტაქტის მიმართ დამოკიდებულებაც სკეპტიკური იყო. ჩემი სტუდენტები და მე ძალიან გაგვახარა იმან, თუ რამდენად გახსნილი იყვნენ ქართველები, რამდენი სიცოცხლე და ხალისი იგრძნობოდა ქუჩებში. აქ ბევრად უფრო მეტად იგრძნობოდა თავისუფლების აურა და აგრეთვე აშკარა სიამაყე საკუთარი კულტურით, რომელიც ასე განსხვავდებოდა მონოლითური საბჭოთა კულტურისაგან. შემდეგ იყო 1995 წელი, როდესაც მე ვმუშაობდი თავისუფლების ხელშეწყობის აქტის პროექტებზე. ეს არ იყო ბედნიერი პერიოდი საქართველოსთვის. მახსოვს ელექტროენერგიის გათიშვები, ყველგან გენერატორების გუგუნი, რადგან ხალხს არ მიეწოდებოდა საკმარისი ენერგია და ამიტომ ჭირდებოდათ, ქონოდათ საკუთარი ენერგიის წყარო - გენერატორები სახლში.მახსოვს, როგორ ჩავუარე ახლანდელ „რადისონს“, რომელსაც მაშინ „ივერია“ ერქვა და დავინახე აივნებზე გამოფენილი სარეცხი და ასევე მახსოვს ადამიანი, რომელიც მიხსნიდა, რომ იქ ცხოვრობდნენ იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფხაზეთდან და სამხრეთ ოსეთიდან. და რაღა თქმა უნდა, მახსოვს ის ზიანი, რომელიც პარლამენტის შენობას მიაყენა ქუჩის ბრძოლებმა. შემდეგ ისევ დავბრუნდი 2012 წელს, როდესაც ეუთოს ელჩი ვიყავი და ეს იყო უფრო ბედნიერი პერიოდი. რამოდენიმე თვით ადრე არეჩევნებამე იყო გარკვეული დაძაბულობა წინასაარჩევნო გარემოს გამო, მაგრამ ამასთან აშკარა იყო, რომ საქართველომ დაიწყო სირთულეების დაძლევა ეკონომიკის თვალსაზრისითაც. ეუთოდან წამოსვლის შემდეგ, 2013 წელს ვიყავი ილინოისის უნივერსიტეტში, ჩიკაგოში და მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ვაპირებდი, აკადემიური საქმიანობა გამეგრძელებინა, მაგრამ ამ დროს მოხდა უკრაინა და გადავწყვიტე, რომ ასეთ დროს დიპლომატიისათვის თავი არ უნდა დამენებებინა. მინდოდა დაბრუნება და ფრონტის ხაზზე ყოფნა. შეძრწუნებული ვიყავი იმით, რასაც რუსეთი აკეთებდა უკრაინაში, რაც ძალიან ჰგავდა იმას, რაც მათ აქ ჩაიდინეს 2008 წელს, ჰოდა, მაშინ გამიჩნდა დიდი სურვილი, ჩამოვსულიყავი აქ, როგორც ელჩი.

საქართველოს მომავალი

მე ვხედავ საქართველოსნათელ მომავალს, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რის წინაშეც დგას საქართველო, მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, გამორჩეულია ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია ერთ-ერთი დიდი ქვეყნის მიერ. არის დიდი ეკონომიკური გამოწვევებიც, რაც უკავშირდება მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი თვით ქართველი ხალხია. ქართველ ხალხს უნდა, რომ ყავდეს ანგარიშვალდებული მთავრობა, სურს, ქონდეს ახლო ურთიერთობა დასავლეთთან და დასავლურ ინსტიტუტებთან. ვფიქრობ, თუკი საქართველო მიყვება ამ გზას არსებულ ხელისუფლებასთან ერთად და მჯერა, რომ ისინი ამ გზაზე დგანან, საქართველოს ნათელი მომავალი ექნება.

აშშ-მ განათლების სფეროში დიდი ინვესტიცია ჩადო, განსაკუთრებით 21 საუკუნის ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ განათლებაში. ამ პროგრამას ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია. და ეს არის საქართველოს უდიდესი იმედი და შესაძლებლობა გადავიდეს ინფორმაციაზე დაფუძნებულ 21-ე საუკუნის ეკონომიკაზე. ამას რამოდენიმე წელი დაჭირდება, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ და საქართველოს მეგობრები საქართველოს გვერდით იდგნენ, რომ დაეხმარონ მას, დაიცვას თავისი ქვეყანა, დაეხმარონ მას პოზიციების განმტკიცებაში, რათა შეძლოს თვითონ განახორციელოს სუვერენული გადაწყვეტილებები, მათ შორის, გაერთიანდეს დასავლეთთან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.