ზვიად სიჭინავა: გადავაქციოთ ზუგდიდი მსოფლიოს დედაქალაქად [ვიდეო]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ზუგდიდის კლუბ „ბაიას“ ყოფილი
პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
გეგმავს მონაწილეობის მიღებას. მისი სურვილია კენჭი იყაროს ქალაქ
ზუგდიდის მერის პოზიციაზე. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორია
მისი ხედვა ქალაქის განვითარებაზე, თვითმმართველობის რეფორმასა და
პრიორიტეტებზე, გაეცნობით ინტერვიუში.
ლაივპრესი: თქვენ ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში თქვით, რომ მერის თანამდებობა არ არის პოლიტიკური, რომ მერი არის მენეჯერი, რომელმაც უნდა მოუაროს ქალაქში წყალს, განათებას და ა.შ. ისიც აღნიშნეთ, რომ აპირებთ იბრძოლოთ ზუგდიდის მერობისთვის. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
ზვიად სიჭინავა: მე რაც განვაცხადე, ამას ვადასტურებ, რომ დიდი სურვილი მაქვს. მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი არაა, ეს არის ზუგდიდელების გადასაწყვეტი. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება? იმიტომ, რომ პირველ რიგში ვარ ზუგდიდელი კაცი. მინდა რაღაც გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც აფასებს, ვისაც უყვარს ეს ქალაქი. ზუგდიდელობა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით ყოველთვის ვამაყობდი, ვამაყობ და ვიამაყებ.
ლაივპრესი: რადგან ამბობთ, რომ აპირებთ იბრძოლოთ მერის პოზიციისთვის, გაჩნდა კითხვის ნიშანიც, თუ რომელი პარტიიდან იყრით კენჭს თვითმმართველობის არჩევნებში. მოხდება ეს დამოუკიდებლად, თუ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იქნებით?
ზვიად სიჭინავა: მე არცერთ პარტიასთან მოლაპარაკება არ მქონია. არავისთან მისაუბრია ამაზე. ჩამოვედი იმისთვის, რომ შევისწავლო, ვნახო სიტუაცია, რაც არის დღეს ჩემს ქალაქში. ალბათ გაუჩნდება ვინმეს სურვილი. მე მზად ვარ ყველას დაველაპარაკო. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ის სიტყვები, რაზეც თქვენ დასაწყისში ისაუბრეთ, რომ ჩემთვის მერის თანამდებობა არის უფრო მენეჯერული. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ფიქრობენ, მაგრამ მე მიმაჩნია, მერმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს იმაზე, რომ კარგი გზები, სატრანსპორტო მიმოსვლა, განათლება, სამედიცინო, შუქი და სხვა იყოს. ანუ ის, რაც ეხება ინფრასტრუქტურას, ეხება ქალაქის სიცოცხლეს, ტურისტებს, მათ დახვედრას. ჩემთვის ასეა, მაგრამ მზად ვარ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ვისაუბრო და ყველას მივესალმები, ვისაც უნდა კარგი ზუგდიდისთვის, არა პარტიისთვის, არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ ქალაქისთვის და ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის.
ლაივპრესი: ხომ არ დაგკავშირებიან ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან, თანამშრომლობაზე ხომ არ ყოფილა შემოთავაზება?
ზვიად სიჭინავა: სულ ორი საათია, რაც ჩამოვედი. ჯერჯერობით არა. ჩემი ტელეფონიც ალბათ ბევრმა არ იცის.
ლაივპრესი: იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ მერის პოზიციაზე კენჭისყრას, როგორ ფიქრობთ, მიიღებთ თუ არა ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერას თვითმმართველობის არჩევნებში? თუ კი, მაშინ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? უმრავლეს შემთხვევაში მოსახლოება არა ცალკეულ ადამიანებს, არამედ პარტიების მიხედვით კანდიდატებს აძლევს ხმას. ამ მოცემულობის გათვალისწინებით გეკითხებით.
ზვიად სიჭინავა: ჯერჯერობით ამაზე როგორ უნდა გაგცეთ პასუხი?! არავის არ შევხვედრივარ ჯერ, არაფერზე არ მილაპარაკია. დღეს მიმაჩნია ცოტა ზედმეტად ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ ჯერ უნდა შედგეს ის, რაც უნდა შედგეს. უნდა მოვიდეს წარდგენის მომენტი და ის მომენტი, რომ შემეძლოს მუშაობა მოსახლეობასთან, ამომრჩეველთან. მე პირადად როგორც თქვენ, ყველა ამ ქალაქის მაცხოვრებელი, ვარ ამომრჩეველი. თუ ვნახავ, რომ გამოჩნდება ადამიანი, კარგ პირობებს დადებს და ვიქნები დარწმუნებული, რომ ის ამას გააკეთებს ქალაქისთვის, პირადად ვიქნები მისი მომხრე, ნებისმიერი ადამიანის, იმიტომ, რომ მინდა ცოტა უკეთესი იყოს ჩემი ქალაქი, მინდა ამ ქალაქს დავუბრუნო ის სტატუსი, რომლითაც მე ბავშვობაში ვამაყობდი. არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ზუგდიდი იყო ძალიან ცნობილი ქალაქი. არ აქვს მნიშვნელობა დეტალებზე საუბარს, რა მხრივ და როგორ, მაგრამ ზუგდიდი იცოდა ყველამ, იმიტომ, რომ აქ იყო კომბინატის ფაბრიკა, ფაიფურის ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, აქ იყო „პრესოვკა“ და აქ ცხოვრობდა ყოველთვის მაგარი ხალხი.
ლაივპრესი: მინდა მაინც გკითხოთ, პიროვნული სიმპათია ხომ არ გაქვთ რომელიმე პარტიის მიმართ? ვისთან ისურვებდით თანამშრომლობას?
ზვიად სიჭინავა: სიმპათიას მე ყოველთვის გამოვხატავ ქალბატონების მიმართ. პარტიის მიმართ სიმპათიას ვერ გამოვხატავ. ბოდიში.
ლაივპრესი: რომელიმე პარტიის ღირებულებებს გაიზიარებდით, რომლის არის თქვენთვის უფრო მისაღები?
ზვიად სიჭინავა: რომელსაც სიკეთე უნდა ჩემი ქალაქისთვის. მართლა გეუბნებით, მე ახლა იმ ასაკში ვარ, როცა გინდა რაღაც კარგი გააკეთო შენი ქალაქისთვის. არ ვამბობ, რომ არაფერი არ არის გაკეთებული. მე არ დავიწყებ იმ ლოზუნგებით, რომ ეს ჩავარდნილია, არა. მე მინდა, რამე თუ შემიძლია, რაც მე სურვილი მაქვს, რომ გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის. თუ მექნება საშუალება, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.
ლაივპრესი: რა პრობლემებს ხედავთ დღეს ქალაქში, რის გამოსწორებაზეც გინდათ იზრუნოთ, რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტი?
ზვიად სიჭინავა: ადრეა ამაზე საუბარი. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, მოხდება წარდგენა. იქნება პროგრამაც შესაბამისად, პროგრამა, რომელიც შედგება არა ჩემი ხედვით, არამედ იმ მოთხოვნებით, რაც აქვთ დღეს ამ ქალაქის მაცხოვრებლებს, პრობლემებით, რომელიც აწუხებს ამ ხალხს.
ლაივპრესი: ქალაქის ბიუჯეტი მწირია, ამიტომ ადგილზე სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად თანხებს ზუგდიდი ცენტრიდანაც იღებს. იქნება თუ არა თქვენთვის პრიორიტეტი საკუთარი შემოსავლების გაზრდა და როგორ, რის ხარჯზე წარმოგიდგენიათ თვითკმარი ბიუჯეტი და თვითკმარი ქალაქი?
ზვიად სიჭინავა: მე თქვენ გითხარით უკვე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენთან იყო ფაიფურის ქარხანა, კომბინატი და სხვა და სხვა. წარმოებები მუშაობდნენ. დღეს სამწუხაროდ არის მცირე ბიზნესი. პირველ რიგში ამაზე უნდა იფიქრო, იმიტომ, რომ როგორც გაუმართლა ფოთს და აქვს პორტი და იქიდან რაღაც შემოსდის და შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს, აქ ყველაფერი უკვე დამოკიდებულია ყველა ზუგდიდელზე. აქ სტრატეგიულად სხვა რაღაც უნდა შემუშავდეს. რა თქმა უნდა, ქალაქს უნდა ქონდეს რაღაც თანხები, ინვესტორები იქნება თუ რა იქნება. ხომ გეუბნებით, მე მიმაჩნია, რომ ცოტა ნაადრევია. მოდით დაველოდოთ იმ გადაწყვეტილებას, როცა ვიტყვი, რომ კენჭს ვიყრი და იქნება წარდგენა.
ლაივპრესი: მინდა გკითხოთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, რომლის განხორციელებაც 2014 წელს დაიწყო. როგორ შეაფასებდით, რამდენად ეფექტური გამოდგა და ხედავთ, თუ არა რაიმე ხარვეზებს მასში?
ზვიად სიჭინავა: როცა მიდის ლაპარაკი, რომ მიმდინარეობს რეფორმა, მე მომხრე ვარ ყოველთვის ბოლო პროდუქტის შესწავლის და მისი შეფასების. მე ვერ ვკითხულობ წიგნებს ამოხეულად. მირჩევნია პირველიდან დავიწყო და ბოლომდე და მერე შევაფასო, გითხრათ, რომ რაღაც მომწონს, ან არ მომწონს. რეფორმა ეს არის აზრი ბევრი ხალხის, და ჯერ ის არის შესასწავლი, ვინ აკეთებს ამას, ვინ ადგენს, პრაქტიკოსები, თუ თეორეტიკოსები. რა მიმართულებაა, რა სურვილები და მიზანი. მთავარია მიზანი, ინტერესი, ვის აქვს ამ რეფორმის ინტერესი, და რას მოუტანს ეს რეფორმა პირველ რიგში შენს კუთხეს, შენს ქალაქს და ქვეყანას.
ლაივპრესი: მაშინ ასე დავსვამ კითხვას, - ამ ეტაპზე რა მოგვცა ამ რეფორმამ? მოგწონთ თუ არა, რაც გაკეთდა?
ზვიად სიჭინავა: ხომ გეუბნებით, რომ ნახევრად დაწერილ წიგნს არ ვკითხულობ. მე მინდა მთლიანი პროდუქტი. მე ხომ არ ვარ ამაში ჩართული. თქვენ ისე მეკითხებით, რომ მე გეტყვით - იცით, მესამე მუხლი არ მომწონს იმიტომ, რომ აი მეშვიდე მუხლში არის ძალიან მაგარი რაღაც. როცა ყველაფერი ჩამოყალიბდება, როცა ყველაფერი დაიწერება, ჩვენც ხომ უნდა წავიკითხოთ, ხომ უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის. მაშინ რა თქმა უნდა, შეფასებაც მოჰყვება ამას. დღესდღეობით იმასაც ვერ გეტყვით, ვინ ამზადებს ამას და რომელი სპეციალისტები მუშაობენ. შეიძლება გენიოსი ხალხი მუშაობს ამაზე და გვექნება საბოლოოდ ისეთი პროდუქტი, რომ ყველანი გავგიჟდებით, რა მაგარი რეფორმები გველოდება წინ.
ლაივპრესი: იცნობთ თუ არა იმ რეფორმას, რაც ამ დრომდე განხორციელდა?
ზვიად სიჭინავა: ძალიან ისე.
ლაივპრესი: ზედაპირულად?
ზვიად სიჭინავა: ხო დაახლოებით. მე ხომ დაგიდასტურეთ, რომ ვერ ვკითხულობ ნახევარ წარმოებას.
ლაივპრესი: დღესაც გრძელდება ამ რეფორმაზე მუშაობა. რეგიონული განვითარების სამინისტროში დაწყებულია მსჯელობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებზე. მათ შორის საუბარია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე. ჯერ უცნობია, შეეხება თუ არა სიახლე ქალაქ ზუგდიდს და რა ფორმით. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, უნდა შეუნარჩუნდეს ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი?
ზვიად სიჭინავა: ზუგდიდი არის ქალაქი. შეიძლება ვიღაცისთვის ჩვენ სოფლებები ვართ, მაგრამ პირადად ჩემთვის, ზუგდიდელი კაცისთვის ქალაქი იყო, არის და იქნება ყოველთვის. რაც არ უნდა გადაარქვა მას სახელი, ზუგდიდი არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი. ბევრჯერ იყო ლაპარაკი ჩემს სეპარატიზმზე, მაგრამ ეს სეპარატიზმი კი არ არის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველოში, სადაც კი ვყოფილვარ, ყველგან თავადი ხალხია. მაგრამ როცა ვეკითხები, მაჩვენეთ ერთი თავადის სახლი, გარდა ზუგდიდისა, ეგეთი სახლი არ არსებობს საქართველოში. ეს უკვე ბევრ რაღაცას ამბობს ჩვენს კუთხეზე, ჩვენს ქალაქზე. ზუგდიდმა ბევრჯერ განიცადა ქალაქის სტატუსის წართმევა და დაბრუნება. მგონია, რომ უკვე კმარა. ვართ ის, რაც ვართ და ხომ დაგვიბრუნეს ეს სტატუსი. მე მიმაჩნია, რომ არასწორია, მაგრამ მე გეუბნებით ჩემს სიტყვებს, მაგრამ საბოლოოდ ეს თქვენი სათქმელია, იმ ხალხის, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქალაქი. ხომ გინახავთ კარგი, ცუდი, გაბრაზებული, მხიარული, მაგრამ ყველაფერს აქვს ერთი სახელი - ადამიანი. ჩვენ ვართ ქალაქი და ამას არ გაუვა წყალი. ჩვენ ვართ სამეგრელოს დედაქალაქი, ქალაქი ზუგდიდი.
ლაივპრესი: თქვენ ახსენეთ სიტყვა სეპარატიზმი და მინდა გთხოვოთ განმარტება თქვენს, ოჩამჩირეში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
ზვიად სიჭინავა: მე ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ვთვლი ზუგდიდს სამეგრელოს დედაქალაქად, ბათუმს აჭარის დედაქალაქად, სოხუმს აფხაზეთის დედაქალაქად და ასე შემდეგ. მე ვიგულისხმე მარტო ეს. შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში ჩემი მუშაობის განმავლობაში ყველამ იცის, რომ მე ყოველთვის ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი, რომ ერთიანი საქართველო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო. ვიცი რა ლაპარაკებიც იყო მაშინ, რომ რუსულად „სტრანა“ თქვიო და ვიგულისხმე რესპუბლიკა. იყო ტექნიკური შეცდომა. და თუ ჩვენ შევისწავლით ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს, თავისი პარლამენტი აქვს, თავისი თავმჯდომარე ყავს, ყველაფერი თავისი აქვს, სამინისტროები და ყველაფერი, გარდა ფულისა. ანუ გამოდის, რომ ქვეყანაა. შეცდომა იყო, მაგრამ არც ისეთი, რომ... მე კი მოვიხადე მაგაზე ბოდიში, თუმცა მიმაჩნია, რომ სოხუმი არის აფხაზეთის დედაქალაქი, ზუგდიდი არის სამეგრელოს დედაქალაქი, ქუთაისი არის იმერეთის დედაქალაქი, როგორც თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი. ჩვენ ვართ ეს პატარ-პატარა კუთხეები, რომლებიც შევდივართ ამ დიდ ქვეყანაში, რომელიც ატარებს სახელს - საქართველო.
ლაივპრესი: თქვენ მაინც როგორ წარმოგიდგენიათ, იმ შემთხვევაში, თუ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და გაიმარჯვებთ, შეიძლება ზუგდიდს და სოხუმს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელება? გაქვთ რამდენადაც ვიცი კონტაქტები აფხაზეთში.
ზვიად სიჭინავა: ბევრს აქვს ეს კონტაქტები. დავდგეთ ენგურის ხიდზე და ვნახოთ რამდენი ადამიანი გადმოდის იქიდან აქეთ და რამდენი გადადის იქით. კონტაქტი ყველას აქვს. ოღონდ რაღაც გვეშინია ჩვენ ამაზე ლაპარაკის. გვრცხვენია, გვეშინია. რატომ? ისინი ხომ ჩვენი ძმები არიან?! ჩვენ ვართ ერთი სისხლი და ხორცი. მე ბავშვი მყავს ნახევრად აფხაზი. ნახევრად არა, მეოთხედი, მაგრამ ჩემი მეუღლე არის ნახევრად აფხაზი. რა ვქნა ახლა მე?! მყავს იმ მხარეს ნათესავები და დამიჯერეთ, ჩემისთანა საქართველოში არის ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს იმ მხარეს. ჩვენ ეს ნუ გვავიწყდება.
ლაივპრესი: როგორ წარმოგიდგენიათ მაინც პროექტების ერთობლივად განხორციელება? მაგალითად, რომ ჩამოვიდნენ ბავშვები აქეთ, იქითაც წავიდნენ. პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე.
ზვიად სიჭინავა: პოლიტიკა ეს პოლიტიკაა. პოლიტიკაში არ ვერევი იმიტომ, რომ როცა ადამიანებს ენდობი, უნდა ენდო მას და მან უნდა მიხედოს. პოლიტიკა ისეთი ადვილი არ არის, რომ დღეს ვიღაცამ გადაწყვიტოს ისე იქნება, ან ასე. ან ომი უნდა დავიწყოთ მაშინ და 25 წელი, რაც ჩვენ ველოდებოდით რაღაცას, რომ გამოკეთდებოდა, ყველაფერი ჩაიშლება. რა თქმა უნდა, რაღაც უნდა იყოს, მაგრამ ერთს გეტყვით. ხუთი-ექვსი წლის წინ „ბაიას“ ბაზაზე ზუგდიდში კვირაში ორჯერ ბავშვი შამგონიდან წყლით, ენგურით გადმოდიოდა ვარჯიშებზე. ჩვენ ამას არ ვაჟღერებდით იმიტომ, რომ ვინმეს რომ არ გადაეცა და რამე არ მომხდარიყო. მაგრამ ეს ბავშვი გადმოდიოდა იქიდან. ეს კონტაქტი იყო დალაგებული. მე ერთი ისტორია გითხარით, მაგრამ გადმოდიან აფხაზები, მკურნალობენ, მიაქვთ პროდუქტები, იქიდან რაღაც შემოაქვთ და მიდის რაღაც გაცვლა-გამოცვლა. სუფრაზე ერთად ვსხედვართ წყნარად, რომ არავინ გაგვიგოს. რატომღაც ამის ეშინიათ და ვერ გავიგე რატომ. ჩვენ არ ვართ ხომ პოლიტიკოსები, ვინც მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გავაკეთოთ. რატომ არა. რატომ არ შეიძლება გადმოვიდეს ვიღაც და დავხვდეთ? ხომ იყო „მეგობრობა“? თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე მახსოვს. ეს „მეგობრობა“ რუხში იმიტომ გააკეთეს, რომ იქ ხვდებოდნენ აფხაზი და ქართველი ჯგუფები. მიდიოდა ცეკვა-სიმღერა. ეს იყო ზეიმი ჩვენთვის. მოდით, ჯერ გავაკეთოთ ეს პირველი ნაბიჯი და მივიდეთ, სანამდეც უნდა მივიდეთ და მერე უკვე ყველანი ერთად გადავწყვეტთ, თუ რა და როგორ გავაკეთოთ.
ლაივპრესი: საზოგადოებამ იცის თქვენი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ. დღეს კლუბი „ზუგდიდი“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ვიცით ისიც, რომ გუნდმა მეორე ლიგაში გადაინაცვლა და ჰქონდა არაერთხელ ფინანსური პრობლემები. როგორ უყურებთ სპორტის ამ სახეობის განვითარებას ზუგდიდში? უნდა ფინანსდებოდეს თუ არა გუნდი ქალაქის ბიუჯეტიდან და გამარჯვების შემთხვევაში რის გაკეთებას გეგმავთ ამ მიმართულებით?
ზვიად სიჭინავა: მე ერთ რაღაცას გეტყვით, რაც ეხება ბიუჯეტს მერიიდან. გერმანიაში ექვსი ლიგაა. კლუბები, რომლებიც არიან და ჩვენ კარგად ვიცით, რომ გერმანული კლუბები არის ძალიან ძლიერი. მხოლოდ ერთი კლუბია, რომელიც ფინანსდება, მუნიციპალიტეტი აფინანსებს ყველაფერს, გარდა ხელფასებისა. ხელფასები ეს უკვე არის პირადი, ადამიანის კონტრაქტი, რომელიც ფეხბურთელთან იდება, თორემ მოვლა, სტადიონები, ეგ არის მუნიციპალური. გერმანიაში, რომელსაც მსოფლიოში ეძახიან ფეხბურთის მანქანას. როგორ უნდა მითხრათ თქვენ და დამაჯეროთ, რომ ეს არის არასწორი? რას ვაპირებ? მე ყოველთვის ვიყავი გულშემატკივარი და ეგ შეგიძლიათ კითხოთ ძველ ფეხბურთელებს, ვის თამაშებზეც მე დავდიოდი. ყოველთვის ვიქნები ფეხბურთის გულშემატკივარი, ვიქნები ზუგდიდის მმართველობაში თუ არა. მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ზუგდიდში ფეხბურთი იყოს. აქ ჩამოსვლა ჩემს ახალგაზრდობაში და ბავშვობაში ეშინოდათ ძალიან ძლიერ კლუბებს. არავის არ ეწყინოს, მაგრამ ასე იყო, იმიტომ, რომ აქედან ქულის წაღება იყო ისეთი ძნელი და აქ იყვნენ ისეთი ვაჟკაცი გულშემატკივრები. მე ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა მხედრიონის დრო იყო, როცა გურიაში ავტომატებით... მაინც დავდიოდით, მაინც გვერდში ვედექით ზუგდიდის „ოდიშს“. ერთს გეტყვით, რომ ყოველთვის ვიქნები ზუგდიდის ფეხბურთის გვერდით. ამას გეტყვით. რას გავაკეთებ, არ ვიცი. ჯერ ნაადრევია.
ლაივპრესი: შეიძლება სპონსორის მოძიებაზე იფიქროთ?
ზვიად სიჭინავა: სიტყვა სპონსორი მე არ მომწონს. მე მომწონს სიტყვა ინვესტორი. ცოტა სხვადასხვა დანიშნულება აქვს. სპონსორი შეიძლება იყოს მზესუმზირას რომ ყიდის, ის ქალი. ფეხბურთელებს თერთმეტი ჭიქა მიაწოდოს. მე გეუბნებით ინვესტორზე, რომელმაც ინვესტიცია უნდა ჩადოს რაღაც მიმართულებით, ეს ხელფასები იქნება, თუ სხვა რამ. მაგრამ მაინც ვთვლი, ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ ინფრასტრუქტურა, სტადიონის მოვლა, სატრანსპორტო ხარჯები და სხვადასხვა, ეს ყოველთვის უნდა იყოს მუნიციპალური, იმიტომ, რომ ეს არის ქალაქის სახე, იმიჯი.
ლაივპრესი: თუმცა მწირია ბიუჯეტი და ერთი და ორი მილიონის ამ მიმართულებით...
ზვიად სიჭინავა: ფეხბურთში მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ მილიონების დათვლის. მილიონებზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს ფეხბურთი. უფრო მეტს გეტყვით. ხომ გვაქვს ზუგდიდში ყინულის მოედანი? და ჩვენი ერთი ქართველი სპორტსმენი მიემგზავრება რუსეთში, რომ იქ გაიაროს ვარჯიში. რატომ, არ შეიძლება, რომ აქ გავაკეთოთ? იმიტომ კი არა, რომ მე გეუბნებით, ფეხბურთი გადავდოთ და ხოკეიზე გადავიდეთ. კალათბურთიც უნდა გავაკეთოთ, ჭიდაობაც უნდა გავაკეთოთ. ზუგდიდში ჩემს დროს იყო ველოსპორტი. სპორტი იცით რა არის? სპორტი არის ჯანმრთელობა. პირველი, რაზეც უნდა ვიფიქროთ, ეს არის ჯანმრთელობა. ჩვენი ერი თუ არ იქნება ჯანმრთელი, ხვალინდელი დღე არ გვექნება. მე მინდა, რომ ზუგდიდი იყოს ყოველთვის, ზვიად სიჭინავასთან ერთად კი არა, საერთოდ იყოს ზუგდიდი.
ლაივპრესი: თქვენ 2006 წლიდან კლუბ ზუგდიდის „ბაიას“ პრეზიდენტი იყავით და აქტიურად მიჰყავით ხელი ფეხბურთის განვითარებას, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობას. მოგვიანებით ეს ყველაფერი მიატოვეთ და წახვედით თბილისში. რა მოხდა, რატომ არ განაგრძეთ დაწყებული საქმე? ხომ არ იყო იმ დროს ვინმესგან ზეწოლა?
ზვიად სიჭინავა: არა, ზეწოლა არ იყო. ეს წერია უეფას კანონში. მე არ შემეძლო ყოფნა. მე მაშინაც, შეგიძლიათ კითხოთ იმ მწვრთნელებს, რომლებიც იყვნენ. ისინი მოვიდნენ და ბაზაზე მომილოცეს, წარმატებები მისურვეს. მე ვუთხარი - აი დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, ბოდიში ჟარგონისთვის, დაგერხათ-მეთქი. იმიტომ, რომ მე არ მექნება უფლება გავაკეთო რამე, ან ჩავერიო, ან რაღაც. იმიტომ, რომ დავტოვე ყველა პოსტი, რაც ზუგდიდში მქონდა. დაფინანსებაც გავაჩერე და ყველაფერი, იმიტომ, რომ ასე წერია უეფას და ფიფას კანონში.
ლაივპრესი: მოკლედ რომ შეაფასოთ თქვენი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობის პერიოდი. რამდენად ნაწყოფიერი იყო და რამდენად კმაყოფილი ხართ მუშაობით?
ზვიად სიჭინავა: მე არაფრის შეფასებას არ ვაპირებ. მე მადლობა მინდა ვუთხრა ღმერთს იმისთვის, რომ მომცა ეგეთი შანსი და ვიყავი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ისეთი ხალხი, როგორიც მურთაზ ხურცილავაა, საშა ჩივაძე, რამაზ შენგელია, სულაქველიძე, ჩვენი ოთარ გაბელია და სხვები. არ მინდა ვიღაც გამომრჩეს, რომ ასეთ ხალხთან მომიწია მუშაობა. იმისთვის, რომ მქონდა შანსი, თამამად დღეს შემიძლია ვთქვა, შევიძინე ისეთი მეგობარი და ახლობელი, როგორიცაა მიშელ პლატინი, ჯანი ინფანტინო და სხვები. მე ვარ უფრო იმით კმაყოფილი, რომ ვიყავი ამ სიტუაციაში და დღესაც მაქვს ამ ხალხთან ურთიერთობა.
ლაივპრესი: ჩვენი საუბრის დასასრულს თუ გაქვთ სურვილი უთხრათ რამე ზუგდიდელებს, ან იქნებ რამის დამატება გინდათ.
ზვიად სიჭინავა: ერთ რაღაცას ვიტყოდი. ბავშვობიდან მე მეოთხე სკოლაში ვსწავლობდი და სულ მქონდა ასეთი ლოზუნგი - მსოფლიოს დედაქალაქად გადავაქციოთ ზუგდიდი. ეგ არის ყველაზე მთავარი.
ლაივპრესი: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებთ.
ზვიად სიჭინავა: მადლობა თქვენ.