კომენტარი
აფხაზი პოლიტიკოსი: საქართველოსთან ურთიერთობას ვხედავ, როგორც კავშირს ორ სუვერენულ ქვეყანას შორის
FaceBook Twitter
E-mail Print
ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივა, შეცვლიდა თუ არა პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობას თბილისთან, დევნილთა დაბრუნების და ერთად თანაცხოვრების პერსპექტივა, როგორ ხედავს აფხაზეთის მომავალს საერთაშორისო საზოგადოებისგან არაღიარების პირობებში, რა მოცემულობის გათვალისწინებით მიაჩნია კონსტრუქციულად პირდაპირი დიალოგი თბილისთან, - ეს ნაწილია საკითხების, რომელზეც „ლაივპრესი“ აფხაზეთის პარლამენტის მეხუთე მოწვევის დეპუტატს და პარტია „სახალხო ერთიანობის ფორუმის“ წევრ თემურ გულიას ესაუბრა.

ლაივპრესი: მინდა ჩვენი ინტერვიუ დავიწყო თქვენი მოსაზრების მოსმენით, თუ როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობები. საინტერესოა, განსხვავდება თუ არა თქვენი პოზიცია იმ შეხედულებებისგან, რასაც ქართული საზოგადოება დღემდე ისმენს.

თემურ გულია:
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს კითხვებს ვპასუხობ, როგორც მოქალაქე და აფხაზეთის რესპუბლიკის მცხოვრები, რომელიც არ არის დაკავშირებული აფხაზეთის რესპუბლიკის არც ერთ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობას რაც შეეხება, მე მას ვხედავ, როგორც კავშირს ორ მეზობელ სუვერენულ ქვეყანას შორის.

ლაივპრესი: თქვენ როგორ გესახებათ აფხაზეთის განვითარების პერსპექტივა? ეს იმ პირობებში, როცა საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს მის სუვერენიტეტს. ამ შემთხვევაში, რა მომავალი აქვს აფხაზეთს?

თემურ გულია: მე ვხედავ აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას, რომელიც თავის ურთიერთობებს აგებს რუსეთის ფედერაციასთან, მოკავშირეობისა და სატრატეგიული პარტნიორობის პოზიციიდან გამომდინარეს. ხოლო, მომავალში გეგმავს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტერგირებას, როგორიცაა დსთ და ევრაზიული კავშირი. დიახ, საერთაშორისო საზოგადოება, როგორც თქვენ ახსენეთ, არ აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აშშ-მ მხოლოდ 1933 წელს აღიარა საბჭოთა კავშირი. ვერაფერს ტრაგიკულს ჩვენთვის ამაში ვერ ვხედავ. ვისაც სურვილი ექნება, ის გვაღიარებს, ვისაც არ ექნება - ნუ გვაღიარებს. აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება-არაღიარება საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მის განვითარებაზე. ჩვენთვის მთავარია, რუსეთის ფედერაციის აღიარება და ის დახმარება, რომელსაც ის გვიწევს.

ლაივპრესი: მიგაჩნიათ თუ არა, რომ პირდაპირი დიალოგი თბილისთან აუცილებელია? არ ფიქრობთ, რომ ასეთ პირობებში გაცილებით მარტივი იქნება სხვადასხვა საკითხზე შეთანხმება, მესამე ძალის მონაწილეობის გარეშე?

თემურ გულია: მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დიალოგი თბილისთან, მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში იქნება კონსტრუქციული.

ლაივპრესი: შეცვლიდით თუ არა პოლიტიკურ დონეზე თბილისთან ურთიერთობას? თუ კი, მაშინ კონკრეტულად რას? და თუ არა, რატომ?

თემურ გულია: დიახ, მე პოლიტიკურ დონეზე შევცვლიდი თბილისთან ურთიერთობას. კერძოდ, მიმაჩნია, რომ ქართულ მხარესთან არანაირი კონტაქტი არ უნდა იყოს, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე. ე.წ. ჟენევის დისკუსიებიც არ არის საჭირო.

ლაივპრესი: ბოლო პერიოდში განხილვის მთავარ თემად ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებში შოტლანდიაში აფხაზთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟი იქცა. ამ საკითხზე რას ფიქრობთ? თქვენი პოზიცია როგორია?

თემურ გულია: ვფიქრობ, რომ ქართულ ხელმძღვანელობას უნდა რცხვენოდეს ამის გამო. გარდაცვლილთა ხსოვნასთან ბრძოლა მათთვის უფრო ადვილია, ვიდრე ცოცხლებთან. რაც მთავარია, ამას სიმამაცე და გმირობა არ სჭირდება.

ლაივპრესი: სოხუმმა და მოსკოვმა გააფორმეს შეთანხმება, თანამშრომლობასა და მოკავშირეობაზე. მოგწონთ თქვენ ამ დოკუმენტით გაწერილი პირობები? ეს ნიშნავს რუსეთზე დამოკიდებულების კიდევ უფრო გაზრდას, თუ შესაძლებლობაა აფხაზეთის განვითარებისთვის?

თემურ გულია: პირველ რიგში, ესაა ხელშეკრულება „თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.

მეორეც, აღნიშნულ მოლაპარაკებაში რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

მესამე, რუსეთის ფედერაციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, დაფაროს ფინანსური ხარჯები გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შესაქმნელად, რითაც ჩვენი უსაფრთხოების და შეიარაღებული ძალების გაძლიერების გარანტია მოგვცა.

მეოთხე, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, რუსეთის ფედერაციამ მოგვცა საპენსიო და სამედიცინო უზრუნველყოფის გარანტია.

ლაივპრესი: იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიარაღებული დაპირისპირებისას აფხაზეთის და საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ, დღემდე არ დაუკარგავთ დაბრუნების იმედი. ეს ყველა მათგანისთვის მტკივნეული თემაა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ისევ ერთად თანაცხოვრება?

თემურ გულია: რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც დაბრუნება სურთ. ვისაც მონაწილეობა არ მიუღია საომარ მოქმედებებში და დაბრუნება სურდა, უკვე დაბრუნდა. ვინც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა, სამხედრო დამნაშავეებად ითვლებიან. ისინი ჩვენს ძმებს და დებს კლავდნენ, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თანაცხოვრება შეუძლებელია.

ლაივპრესი: სოხუმი აღიარებას ითხოვს, რასაც თბილისი არ თანხმდება. ორივე მხარე საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის. ვერ მყარდება პირდაპირი დიალოგი.. რა უნდა გაკეთდეს მომავალში ურთიერთობების დასარეგულირებლად? ეს მხოლოდ ქართული მხარის პასუხისმგებლობაა, თუ აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს ამ პასუხისმგებლობების განაწილება მოუწევთ?

თემურ გულია: პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არ ითხოვს აღიარებას, თუმცა, ის აღიარა რუსეთის ფედერაციამ და საერთაშორისო საზოგადოების წევრმა რამდენიმე ქვეყანამ. ჯერჯერობით ჩვენთვის ესეც საკმარისია.

მეორე, ჩვენთვის ახლა მთავარია ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება და განვითარება.

მესამე, მე ზემოთ უკვე გიპასუხეთ, რომ საქართველოსთან ნებისმიერი დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ ძალის გამოუყენებლობოს შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

ლაივპრესი: ხომ არ გსურთ რამის დამატება, ან ხომ არ გაქვთ სათქმელი ქართველ ხალხთან?

თემურ გულია: რაც უფო ადრე გააცნობიერებს ქართველი ხალხი და საქართველოს ხელმძღვანელობა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენული, დამოუკიდებელი მეზობელი სახელმწიფოა, ეს ყველა ჩვენგანისთვის მით უფრო უკეთესი იქნება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.