კომენტარი
ნინო ჩხობაძე: კაშხალი რომ ყოფილიყო, არავინ იცის რა მოხდებოდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ჭუბერში ამ წუთებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რას შეეძლო მდინარე ნენსკრას ადიდება გამოეწვია, შესაძლებელი იყო თუ არა მომხდარის თავიდან არიდება და რა რისკებს უკავშირდება ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ამ ყველაფრის შეფასება ჩვენ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძეს ვთხოვეთ.

ლაივპრესი: როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია სტიქია და შეიძლებოდა თუ არა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შექმნილი ვითარების თავიდან არიდება?

ნინო ჩხობაძე: ძალიან რთულია ვთქვათ, რომ რაიმე სახის პრევენცია გავაკეთოთ სტიქიური უბედურების დროს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი მასშტაბის სტიქიური უბედურებაა. ერთადერთი პრევენცია, რაც ამ დროს არსებობს, მკაცრი, მკაფიო, სწორი ადამიანური რესურსის მობილიზებაა და მოსახლეობის გაყვანა უსაფრთხო ადგილას. ეს არის პირველადი პრევენცია, რომელსაც აკეთებენ მაშინ, როცა ასეთ ზონებზეა ლაპარაკი. რაც შეეხება კონკრეტულად მომხდარს, ჩვენ ვვარაუდობთ, ეს შეიძლება არ დადასტურდეს, რადგან ასულები არიან სპეციალისტები, ეცნობიან, რომ მოხდა თანხვედრა მყინვარის დნობისა და წვიმისა. იმიტომ, რომ წვიმა არ იყო ხანგრძლივი, ოღონდ იყო ინტენსიური. მაგრამ წინა დღეებში იყო საშინლად მაღალი ექსტრემალური ტემპერატურა, რამაც ყინულის დნობა გამოიწვია და ერთ-ერთ შენაკადზე არის ადიდებული წყალი, წამოსულია დიდი ნაკადით. იქ იყო მეწყრული პროცესები ისედაც დაწყებული. ძირითადად მყარი ქანებია, მაგრამ არის ადგილები ნენსკრას ხეობაში, რომელიც უფრო თიხოვანი. ეტყობა, მეწყერები კიდევ ჩამოწვა, იქ რაღაც შეაგუბა და მერე გაანგრია. ტყე არის წამოსული დიდი მასით. ეს ყველაფერი ჩამოიტანა ქვევით. იმდენად დიდია ნაკადი და იმდენად დიდი იყო წყლის დაგროვება, რომ მდინარემ კალაპოტი გააფართოვა და იმ ადგილას შევარდა ჭუბერში, სადაც არ უნდა შევარდნილიყო წესით და რიგით. მე რაც ვიცი გადმოცემით, და ზოგადად ვისაც ახსოვს, ვინც კომპეტენტურია, ყველა გევუბნება, რომ ასეთი მასშტაბის ადიდება ნენსკრასი არავის ახსოვს. ვფიქრობთ, გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე მომხდარი სტიქიური უბედურებაა.

ლაივპრესი: შეიძლებოდა მდინარის კალაპოტის გამაგრება. მსგავსი ღონისძიებები ეფექტურია ასეთ დროს?

ნინო ჩხობაძე: როცა ასეთი მძლავრია სტიქია, შეიძლება მეტი პროვოცირება მოახდინოს. თუნდაც იმის თქმა, რომ მაგალითად კაშხალი ან დამბა რომ ყოფილიყო, ეს შეარბილებდა, არავინ არ იცის რა მოხდებოდა. შესაძლოა უფრო დიდი ტრაგედია მომხდარიყო, რადგან დიდმა წყალმა, რომელშიც ასეთი დიდი მასა ჩავარდეს უცებ, შეიძლება კაშხლის რღვევა გამოიწვიოს. ეს არის ზუსტად ის რისკები, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს შეფასებული. ნენსკრაზე რამდენი ხანია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტი მზადდება. უკვე მესამედ ვხედავთ, რომ მოთხოვნაა ახალი გეოლოგიური დასკვნების გაკეთება, რადგან ექსპერტებს არ მოწონთ არცერთი დასკვნები, რაც დაიდო, ამბობენ, რომ ისინი სრულად არ ასახავენ ხეობაში გეოლოგიურ მდგომარეობას. დღეს მთლიანად შეცვლილია სურათი. თავიდან არის შეფასება გასაკეთებელი. ნებისმიერი ასეთი სტიქია კვალს ტოვებს ხეობაზე. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, ან აშენდეს, თუ არ აშენდეს ჰიდროელექტროსადგური.

ლაივპრესი: თქვენ როგორ უყურებთ ჰესის მშენებლობას ხეობაში? ეს შეამცირებს რისკებს, თუ პირიქით?

ნინო ჩხობაძე: თავიდანვე, როცა 2010 წელს დაიწყო ჰნენსკრაჰესზე საუბარი, ჩვენთვის პრობლემატური იყო, პირველივე განხილვებიდან. მაშინ მე პირდაპირ დავაფიქსირე, რომ აქ ჰესის აშენება არის შეუძლებელი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის ხელუხლებელი ხეობა და აბსოლუტურად შეუსწავლელი. გარდა ამისა, მას აქვს სერიზოლი გეოლოგიური პროცესები. ჩვენ ასევე გვქონდა პრობლემა წყალთან დაკავშირებითაც. ახლა კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეიქმნება. ნენსკრა არის თვითონ მყინვარზე დამოკიდებული. უკვე იყო პროგნოზები, რომ მყინვარი დნება ძალიან ინტენსიურად. ამ დროს დინამიკა მდინარის არის ასეთი - წყალი მოდის დიდი რაოდენობით, არის მოსალოდნელი არასეზონური წყალდიდობები, და შემდეგ მკვეთრად მცირდება წყლის რაოდენობა. ჩვენ ვამბობდით, რომ იმ პერიოდისთვის, როცა ნენსკრა უნდა ჩაბარებულიყო ექსპლუატაციაში, შეიძლება წყალი ყოფილიყო ძალიან ცოტა. მეორე პრობლემა იყო დამატებითი სართის გაკეთება. დღესაც ეს პრობლემა დგას, რადგან დიდი სართის გაკეთება ასეთ მაღალ ხეობაზე უფრო ზემოთ, ვიდრე ჭუბერია, არის რისკის ფაქტორი, რადგან მთის წყალი იწყებს უფრო მეტ დნობას, არის პრობლემატური და იწვევს ტენიანობის მატებას. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ხეობაში არის მეწყრული ზონები, არის ღვარცოფული შენაკადები, ამას შეეძლო გამოეწვია უფრო მეტი პროცესები. ჩვენ ვითხოვდით უფრო სერიოზულ კვლევას, სანამ დაიწყებოდა რამის კეთება. მერე გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ მეორე დასკვნა, აღმოჩნდა, რომ ბოლომდე არ იყო იქაც საკითხი შესწავლილი. ახლა უკვე მესამე კეთდებოდა. მე რამდენადაც ვიცი, ევროპის განვითარების ბანკმა მოითხოვა დამატებითი კვლევების ჩატარება გეოლოგიასა და ჰიდროლოგიაზე.

მდინარე ნენსკრამ, რომელიც მთაში მოსული ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად ადიდდა, 5 ივლისს სოფლის ნაწილი დატბორა.

მდინარის სანაპიროსთან განადგურებულია ინფრასტრუქტურა. წყალმა წაიღო 5 ხიდი და 4 სახლი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.