კომენტარი
გალში დაბრუნებას და ენგურჰესზე მუშაობას ვგეგმავ - სტიპენდიანტი სტუდენტი
FaceBook Twitter
E-mail Print
სტუდენტი აფხაზეთიდან, გიორგი ციკოლია დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიანტი გახდა. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში პირველ კურსზე სწავლობს. სტიპენდია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით წელს პირველად დაარსდა. გიორგი სტიპენდიანტი ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგისთვის გახდა. ის ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებს.

ლაივპრესი: გიორგი, ელოდი თუ არა, რომ დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიანტი გახდებოდი?

გიორგი ციკოლია: რა თქმა უნდა არ ველოდი. დღეს მიგვიწვიეს და ადგილზე გავიგე ეს ამბავი.

ლაივპრესი: რას ნიშნავს შენთვის ეს სტიპენდია?

გიორგი ციკოლია: ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ როცა სწავლობ, ეს ფასდება და ცოდნა არ იკარგება.

ლაივპრესი: გრანტით მიიღე ეროვნულ გამოცდებზე?

გიორგი ციკოლია: დიახ, 50%-ინი გრანტი მაქვს.

ლაივპრესი: სად ემზადებოდი გამოცდებისთვის და იყო თუ არა რთული შენთვის ეროვნული გამოცდები?

გიორგი ციკოლია: გალში ვემზადებოდი. ჩემთვის არც ისე რთული იყო ეს გამოცდები.

ლაივპრესი: აფხაზეთში სად ცხოვრობ?

გიორგი ციკოლია: მე გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ვარ.

ლაივპრესი: როდის წამოხვედი აფხაზეთიდან?

გიორგი ციკოლია: სკოლა გალში დავამთავრე. თბილისში ოქტომბერში გადმოვედი.

ლაივპრესი: რატომ არჩიე სწავლა თბილისში და არა მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტში?

გიორგი ციკოლია: იმიტომ, რომ აქ უფრო მაღალი დონეა ცოდნის, ვიდრე აფხაზეთში.

ლაივპრესი: საბერიოში ვინ დარჩა, თუ ოჯახით გადმოხვედით?

გიორგი ციკოლია: მამა გარდამეცვალა. დედაჩემი „ენგურჰესის“ მთავარი აგრონომ-დეკორატორია და იქ მუშაობს. პერიოდულად აფხაზეთში მეც ჩვეულებრივ გადავდივარ.

ლაივპრესი: რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?

გიორგი ციკოლია: ვსწავლობ ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე.

ლაივპრესი: ამ პროფესიაზე არჩევანი რატომ შეაჩერე? რატომ დაგაინტერესა?

გიორგი ციკოლია: სადაც მე ვცხოვრობ, იქ ენგურჰესია. სწავლის დასრულების შემდეგ მინდოდა დავბრუნებულიყავი და იქ პერსპექტივა ამ სფეროს აქვს. ამიტომ, ვაპირებ გალში დაბრუნებას და ენგურჰესზე დასაქმებას.

ლაივპრესი: როგორ ფიქრობ, სად უფრო მეტია შესაძლებლობები ახალგაზრდების განვითარებისთვის, თბილისში თუ აფხაზეთში?

გიორგი ციკოლია: რა თქმა უნდა აქ. იქ ყველაფერი შეზღუდულია.

ლაივპრესი: რას გულისხმობ?

გიორგი ციკოლია: იქ შეიძლება ითქვას, რომ სწავლაზე მეტად ფული ფასობს. მაგალითად, დიპლომების გაცემისას პირდაპირ არა, მაგრამ ფული მთავარ როლს ასრულებს.

ლაივპრესი: გალში გართობის რა შესაძლებლობები არსებობს ახალგაზრდებისთვის? რითი ერთობიან? მათი ყოველდღიურობა როგორია?

გიორგი ციკოლია: ძირითადად ეზოში ბურთის თამაშით. ამაზე მეტი გართობა იქ არ არის.

ლაივპრესი: არის გალში სათამაშო მოედნები? რისი დეფიციტი გქონდა ყველაზე მეტად?

გიორგი ციკოლია: სტადიონები არის, მაგრამ სხვა რამე, რომ ახალგაზრდები გაერთონ, ასეთი რაღაც არა.

დღევანდელ ღონისძიებაზე ოსური ლიტერატურის დამფუძნებლის, პოეტის, კოსტა ხეთგუროვის სტიპენდია მიიღო კავკასიური უნივერსიტეტის სტუდენტმა რობიზონ ილურიძემ.

სტიპენდიების გადაცემა დიმიტრი გულიას დაბადებიდან 145 წლისა და პირველი აფხაზური ბეჭდური მედიის დაფუძნების 100 წლის იუბილეს დაემთხვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.