კომენტარი
გალელი ნენო გაბელიას ისტორია, რომლის კვლევა ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლება
FaceBook Twitter
E-mail Print
28 წლის გალელი ნენო გაბელია იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩია. ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია და მის კვლევა აფხაზეთის კონფლიქტზე რამდენიმე უნივესიტეტის სასწავლო სილაბუსშიც მოხვდა. ნენო ახლა ზღაპარს წერს აფხაზეთზე, რადგან უნდა, რომ შვილსაც უამბოს "ლამაზ და ჯადოსნურ ამბავზე".

ლაივპრესი: გვიამბეთ თქვენი ისტორია. როგორ აღმოჩნდით იტალიაში?

ნენო გაბელია: აფხაზეთს და გალს ვერ ვიხსენებ. ალბათ ძალიან პატარა ვიყავი. აფხაზეთი უფრო დედ-მამის მოგონებებით ვიცი. მაქვს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორი ბედნიერები ვართ. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი აფხაზეთის ომამდე რამდენიმე თვით ადრეა გადაღებული, სადაც ჩემი ძმა ახალი დაბადებულია და ყველანი მას ვახვევივართ, მე კი თვალები მიციმციმებს.

ჩემი ოჯახი გალში ცხოვრობდა. მამა იქ მუშაობდა, გალის პოლიციის უფროსის მოადგილედ. დედა კი ერთ-ერთ აფთიაქში ფარმაცევტი იყო. გალიდან იწყება ჩვენი დევნილობის ისტორია. არ არის მარტივი, როცა 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ტოვებ შენს სახლს და თავიდან იწყებ ახალ ცხოვრებას. თუმცა ჩემმა მშობლებმა ყველაფერი შეძლეს. მამა თბილისში გადმოსვლის შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს უკვე პენსიაზეა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. მან არაერთი წიგნი მიუძღვნა აფხაზეთს და გალელ პოლიციელებს. ალბათ სწორედ მისგან მაქვს მეც ესე წიგნების წერის სტიმული. რა თქმა უნდა, ყველა ძლიერი კაცის უკან ქალი დგას. მე ერთი შვილი მყავს და სულ მიკვირს, როცა ვაცნობიერებ, რომ დედაჩემმა იმ დროში ოთხი ბავშვი გაზარდა, თან ისე რომ ჩვენ ოთხივემ დამოუკიდებლად მოვახერხეთ ფეხზე დადგომა.

სკოლა თბილისში დავამთავრე და ბაკალავრიატიც თსუ-ში გავიარე. იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, როდესაც შევიტყვე ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის შესახებ. 2009 წელს ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია თითქმის არავის ჰქონდა. იმ ორი გვერდის გარდა, რაც ევროკავშირს ჰქონდა გამოქვეყნებული, ამის მეტი არაფერი ვიცოდით, თუმცა ვიფიქრე, რატომაც არა და გავაგზავნე აპლიკაცია. ასე წავედი პირველად ბულგარეთში სასწავლებლად. ერთი წლის შემდეგ როცა დავბრუნდი, მივხვდი, რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. არ მინდოდა სწავლის დასრულება და ვიფიქრე, ისევ საზღვარგარეთ მეცადა ბედი და იგივე პროგრამის მეშვეობით ავღმოჩნდი რომში, ლა საპიენცას უნივერსიტეტში. მართალია ფაკულტეტში შევიცვალე და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით წავედი, თუმცა ეს ჩემი არჩევანი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ასე მოვხვდი 2011 წელს რომში.

ლაივპრესი: რას საქმიანობთ ახლა იტალიაში?

ნენო გაბელია: იტალიაში ვარ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, რაც ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნო საქმიანობაა. ერთწლიანი მანდატით საშუალება გეძლევა შენი ქვეყნის ცნობადობის დონე აამაღლო იტალიაში, პოპულარიზაცია გაუწიო ქართულ კულტურას, ისტორიას, კულინარიას, ღვინოს. არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო. ვამზადებ სხვადასხვა პროექტს იტალიის სხვადახვა ქალაქში, რომ იტალიის ყველა რეგიონში იცოდნენ საქართველოზე.

გარდა ამისა, ჩემი კვლევის საგანი იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტები. დოქტორანტურაზე სწავლისას, უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონკურსი დაფინანსებაზე, რაც მოიცავდა კვლევის დაფინანსებას. მე და ჩემმა იტალიელმა მეგობარმა რომინამ გადავწყვიტეთ აფხაზეთზე კვლევა გაგვეკეთებინა, გვენახა თუ რამდენად შეიძლება ფედერალიზმის მოდელი მოერგოს აფხაზეთის კონფლიქტს. საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოვიდა, რადგან წიგნი კემბრიჯის უნვერსიტეტმა თავისი დაფინანსებით გამოსცა და საკმაოდ ძვირადღირებულია. ამ თემაზე მწირი ლიტერატურა მოიპოვება, მითუმეტეს უცხო ენაზე. ამიტომ, ეს წიგნი ბევრი უნივერსიტეტის სასწავლო სილაბუსშიც მოხვდა. წიგნი ორ ნაწილადაა, ისტორიული ნაწილის ავტორი მე ვარ, სოციოლოგიური ნაწილი კი რომინამ დაწერა.

ლაივპრესი: თქვენ როგორ ხედავთ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს, მისი მოგვარების გზებს?

ნენო გაბელია: რაც უფრო მეტი დრო გადის, საერთაშორისო საზოგადოება ივიწყებს ამ კონფლიქტის არსებობას. ეს თემა აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორიც 1993 წელს იყო. კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი გზა, ალბათ მაინც აფხაზ ხალხთან ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესებაა. ვფიქრობ, ჩვენს შორის არ არსებობს დიალოგი, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, თუ გვინდა აფხაზეთში დაბრუნება, უნდა აღვადგინოთ მათთან ურთიერთობა და ის ნდობა, რომელიც ჩვენს შორის ოდითგანვე არსებობდა.

ლაივპრესი: ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს სათანადო პოლიტიკა აქვს შერჩეული მის მოსაგვარებლად?

ნენო გაბელია: ძალიან საინტერესო და რთული კითხვაა. მე არ ჩავერევი საქართველის საგარეო პოლიტიკაში ამ კუთხით, თუმცა ვთვლი, რომ არამარტო ჩვენს მთავრობას, არამედ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მეტი გააკეთოს, რათა აღვადგინოთ ურთიერთობა აფხაზ ხალხთან, რადგან მათ გარეშე აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ.

ლაივპრესი: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. უკავშირდება თუ არა ის საქართველოს კერძოდ, აფხაზეთს?

ნენო გაბელია: ჩემი გეგმები ამ ეტაპზე უკავშირდება ისევ და ისევ ჩემი ქვეყნის პოპულარიზაციას. ახალგაზრდა ელჩის მანდატის დასრულების შემდეგ ვაპირებ ისევ გავაკეთო კვლევა კონფლიქტების თემაზე. მინდა ორგანიზება გავუკეთო საზაფხულო სკოლას, სადაც ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები მრგვალი მაგიდის გარშემო დასხდებიან და დიალოგის რეჟიმში განიხილავენ ჩვენს თვალწინ არსებულ პრობლემებს. მართალია, აფხაზეთში ვერ ჩავდივარ და ამ ეტაპზე საქართველოშიც ვერ ვახერხებ ხშირად ჩამოსვლას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობით ჩემი ქვეყნის გვერდით ვარ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.