კომენტარი
ანიხა - აფხაზებმა და ქართველებმა დოკუმენტური ფილმი გადაიღეს
FaceBook Twitter
E-mail Print
რამდენიმე წლის წინ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა, პროგრამა - "გავიცნოთ აფხაზეთი" შექმნეს. მიზანი აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის აღწერაა, მისი შენარჩუნება-განვითარება-პოპულარიზაციისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდა. ერთ-ერთი ბოლო პროექტის შედეგად კი ცოტა ხნის სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. ეს პირველი ქართულ-აფხაზური ნამუშევარია. როგორ მოხდა ფილმის გადაღება, დეტალებზე "ლაივპრესი" ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ ზურაბ შენგელიას ესაუბრა.

ლაივპრესი: რა ჰქვია ფილმს? ვისი იდეა იყო მისი გადაღება და რაზე მოგვითხრობს?

ზურაბ შენგელია: ჩვენი თანამშრომლების ბოლო წლებში სოხუმში ყოფნისას, როცა აფხაზური მხარე გაეცნო პროგრამას, ერთობლივად წარმოიშვა პროექტის იდეაც, ხომ არ დაგვეწყო აფხაზური ტრადიციების, ადათ-წესების, ჩვეულებების დაფიქსირება და გაგვეცნო ის ფართო საზოგადოებისთვის, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გვინდა აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის შესახებ გაიგოს საერთაშორისო საზოგადოებამ. ეს არის პირველი მცდელობა. ფილმს ჰქვია "ანიხა", რაც ქართულად სალოცავს ნიშნავს. დაგეგმილია მომავალშიც ასეთივე ხასიათის სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების გადაღება.

ლაივპრესი: თუ შეთანხმდით წინასწარ პირობებზე, სანამ დაიწყებდით ქართველები და აფხაზები ფილმზე მუშაობას?

ზურაბ შენგელია: დიახ, იყო მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან. შევთანხმდით გარკვეულ პრინციპებზე. მაგალითად, მოდით ისეთ საკითხებს, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს, ვეცადოთ გვერდი ავუაროთ. ან, თუ იქნება კოლიზია, მაინც შევძლოთ შეთანხმება - მოდი, ორივე ვარიანტი ვაჩვენოთ. ეს მარტო ფილმს არ ეხება, მთლიანად პროგრამის მუშაობასაც. ამ პრინციპით მოხდა ძველით ახალი წლის რიტუალის გადაღება ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში. ასევე, მოთხრობილია შვიდ სალოცავზე.

ლაივპრესი: სად გადაიღეს და ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც დოკუმენტური ფილმი მოამზადა?

ზურაბ შენგელია: ეს ფილმი აფხაზებმა გადაიღეს აფხაზეთში, ჩვენი მონაწილეობით. მასალა ეფუძნება ისტორიულ-სამეცნიერო წყაროებს, რომელიც ფილმს ბოლოს თან ერთვის. სცენარის ავტორია აფხაზი მწერალი დაურ ნაჭყებია. რეჟისორი ვიაჩესლავ აბლოთია. ფილმს მსახიობი კიასოუ ხაგბა ახმოვანებს. მასალა აფხაზურ ენაზეა. მას ქართული ტიტრები თბილისში დავადეთ. ქართველების და აფხაზების ტრადიციები განსხვავებულია, და ამ მხრივაც საინტერესო დოკუმენტური მასალაა.

ლაივპრესი: თუ შეგხვდათ რაიმე სახის პრობლემა, დაბრკოლება მუშაობის პროცესში, და თუ კი, რა სახის?

ზურაბ შენგელია: იყო ადგილები, რომელთა გადასაღებადაც სპეციალური ნებართვა დაგვჭირდა სალოცავის ქურუმებისგან, რადგან იქ გადაღება არ შეიძლება. ძირითადად ეს სირთულე შეგვხვდა.

ლაივპრესი: როგორ მიიღეს ფილმი თბილისსა და სოხუმში? რა სახის გამოხმაურებები იყო?

ზურაბ შენგელია: ჩვენთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ფილმის პრეზენტაცია. ვფიქრობ, რომ კარგად მიიღეს. იყო გარკვვეული შენიშვნები, როგორც ტექნიკური, ისე მხატვრული და პროფესიული სახის. მაგრამ მთავარი ის არის, რომ "ანიხამ" დადებითი შეფასება მიიღო როგორც სოხუმში, ასევე თბილისში. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ცოტა აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, მათ შორის ეთნიკურად აფხაზი, ვინც იცოდა ამ რიტუალების და სალოცავების შესახებ. ეს იყო სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის.

ლაივპრესი: კითხვის ნიშნები თუ გააჩინა ამ ფილმმა როგორც აფხაზებში, ისე ქართველებში?

ზურაბ შენგელია: რა თქმა უნდა. იყო ორი ელემენტი ფილმთან დაკავშირებით,  მათ შორის ტექნიკური და ისტორიული, გარკვეული უხერხულობები, მაგრამ არაფერი სერიოზული. ფილმში მითითებულია წყაროები, და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს ასეთი ხედვის მიმართ, იმ წყაროს მიმართ უნდა ჰქონდეს.

ლაივპრესი: როდის იქნება ფილმი ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებულისთვის?

ზურაბ შენგელია: ჯერ გვინდა უნივერსიტეტის გარეთ კიდევ ერთი პრეზენტაცია მოვაწყოთ ამ თვეში. შემდეგ იუტუბზეც დაიდება. ფილმის ქრონომეტრაჟი 26 წუთია.

ლაივპრესი: რაზე შეიძლება ამ ფილმმა დაგვაფიქროს?

ზურაბ შენგელია: შესასწავლია. უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ მეცნიერებმა, საზოგადოებამ. უნდა ჩამოვალყალიბოთ ხედვა, რომელიც არ იქნება ზევიდან თავსმოხვეული. ისტორია ყველაზე იდეოლოგიზირებული მეცნიერებაა. რუსეთის იმპერია თავის გავლენას ავრცელებდა კავკასიაში. როგორც უნდოდათ, ისე ჭრიდნენ და კერავდნენ. სტალინი რომ იტყოდა - ეს ასეა, ასეც იქნებოდა. ისტორიაში ამიტომაც ბევრი გაურკვეველი ფაქტები იყო. შედეგად, როგორც ჩვენ ვიყავით ჩვენი ეთნოკულტურული სივრცის აღწერით უკმაყოფილო, ასევე იყვნენ აფხაზები, ოღონდ უფრო მეტად, რადგან მათ ორი უფროსი ძმა ჰყავდათ - ქართველები და რუსები, ჩვენ მარტო რუსები.

აფხაზებთან ურთიერთობა გვაქვს უკვე ოცი წელია. 50-მდე პროექტი გვაქვს გაკეთებული მათი მონაწილეობით. შარშან უნივერსიტეტში გავხსენით აფხაზური ბიბლითეკა, სადაც ბოლო 25-30 წლის მანძილზე გამოცემული წიგნები ინახება. ამ ბიბლიოთეკას აფხაზების გარეშე ვერ გავაკეთებდით. როგორც კი გამოვა ახალი წიგნი, გვიგზავნიან.

ასევე, აფხაზური ზეპირმეტყველების კურსები გვაქვს აუდიოგაკვეთილებით. აფხაზურ ენოვანი ინტერნეტრადიც გავაკეთეთ წელიწად-ნახევრის წინ, რითაც ჩვენს შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო გაძლიერდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკვე მერამდენედ
გამოთქვამს მზადყოფნას, დაიწყოს თბილისთან დიალოგი. თავის მხრივ,
16:10 / 11.07.2020
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკვე მერამდენედ გამოთქვამს მზადყოფნას, დაიწყოს თბილისთან დიალოგი. თავის მხრივ,
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ვირუსის შესახებ
14:37 / 22.06.2020
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ვირუსის შესახებ
შემოდგომაზე საქართველოში პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჯერ
უცნობია
13:41 / 09.06.2020
შემოდგომაზე საქართველოში პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჯერ უცნობია
პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს
აღნიშნავს. რამდენად დაცულია
20:04 / 01.06.2020
პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. რამდენად დაცულია
ვიდეო
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა სკეიტერები არიან და ზაფხულობით, ყოველ საღამოს იუსტიციის სახლის
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.