კომენტარი
სვანეთში ძველი წელთაღრიცხვის გორა ნამოსახლარი აღმოაჩინეს - ინტერვიუ არქეოლოგთან [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სვანეთში, იფარის თემის სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეექვსე საუკუნეების გორა ნამოსახლარი აღმოაჩინეს. მანამდე მსგავსი 5 ნამოსახლარი იყო ცნობილი სვანეთის სხვადასხვა სოფელში, ბოგრეშში რიგით მეექვსეა.

არქეოლოგიურ ექსპედიციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის, კათედრის პროფესორი ზვიად კვიციანი ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი განსაკუთრებული აღმოჩენა მთელი კავკასიისთვის და მითუმეტეს სვანეთისთვის. როგორც ზვიად კვიციანმა „ლაივპრესს“ განუცხადა, გათხრები სოფელ ბოგრეშში ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო და სხვადასხვა წელს ეტაპობრივად გაგრძელდა.

წელს, აგვისტოში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილია მერვე-მეექვსე საუკუნეების ნამოსახლარის იატაკის ფრაგმენტები, ორნამენტირებული კერამიკა, სახურავი და შენობის, ძელები. არქეოლოგის ვარაუდით, სახლი ხანძრისგან იყო განადგურებული.

„1979 წელს მესტია-უშგულის გზის გაფართოების სმუშაოების დროს, გზაზე, სოფელ ბოგრეშშთან აღმოჩენილ იქნა თიხის ჭურჭელი და ამ თიხის ჭურჭელში არსებული ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები, სამაჯურები, მძივები, სატევრები, შუბის პირი და კიდევ სხვა ნივთები“, - აცხადებს არქეოლოგი.

მისი სიტყვებით, ეს ადგილი 1979 წლიდან პროფესორ შოთა ჩართოლანის შეფასების შემდეგ, მიიჩნეოდა, როგორც ბრინჯაოს ხანის ბოგრეშის სამაროვანი და მას შემდეგ დამატებითი ცნობები არ იყო. მხოლოდ, 2012 წლის გათხრების შემდეგ დადასტურდა, რომ სამაროვანი არა ბრინჯაოს ხანის, არამედ შუა საუკუნეების არის.

„ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სვანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2011 წელს მოვინახულეთ ეს ძეგლი, გავაკეთეთ მცირე ჭრილი და იქ გამოჩნდა ნახშიროვანი თემები. მომდევნო წელს, 2012 წელს, სტუდენტებთან ერთად ჩავატარეთ არქეოლოგიური გათხრები, რათა დაგვედგინა რა არის ეს, სამაროვანი თუ სხვა რამ...

ჩვენმა გათხრებმა აჩვენა, რომ ზედა ფენა არის სამაროვანი, მაგრამ არა ბრინჯაოს ხანის, არამედ შუა საუკუნეების. აქ აღმოჩნდა ეკლესიის კედელიც, ანუ ნაეკლესიარი. და იქვე ასევე აღმოჩნდა წყალსადენის ფრაგმენტიც. უკვე დაღრმავების შედეგად გავედით ნამოსახლარზე“, - განაცხადა ზვიად კვიციანმა.

არქეოლოგი ამბობს, რომ მნიშვნელოვნად შეაფერხა სამუშაოები და დააზიანა ძეგლი, გზის მშენებლბისას კომპანიის წარმომადგენლების გულგრილობამ, რადგან გაფრთხილების მიუხედავად უდიერად მოიქცნენ და დააზიანეს ტერიტორიაზე ნაპოვნი სხვადასხვა ნიმუშები:

„მიუხედავად იმისა, რომ გზის დაგებისას გაფრთხილებული იყვნენ, ჩვენი თხოვნა ყურად არ იღეს და ამ გზის გაფართოების დროს დააზიანეს სამარხები, სამაროვანი ძვლები. ეს ძვლები ქუჩაში დაყარეს და ა.შ. 2017 წელს, სტუდენტები მიმყავდა ექსკურსიაზე უშგულში და როცა გავჩერდით იმ ადგილზე, რათა ბავშვებისთვის მომეყოლა და მეჩვენებინა ეს ძეგლი, აღმოჩნდა, რომ არის ნახევრად გათხრილი, ძვლები იქვე დაყრილი. მოვიდნენ ჩემთან მუშები და მითხრეს, რომ ძვლები რაც გადმოიყარა, ავკრიფეთ და იქით დავყარეთო. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ მივმართეთ მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელს, რომელ უწყებასაც არ მივწერე, ეს ვერავინ ვერ გააჩერა“, - აცხადებს არქეოლოგი.

როგორც ზვიად კვიციანმა განმარტა, წლევანდელმა სამუშაოებმა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფინანსეს, მანამდე არსებულ მნიშვნელოვან კითხვებს გასცა პასუხი. იფარის თემის სოფელ ბოგრეშში გათხრები დღესაც გრძელდება.

არქეოლოგის სიტყვებით, ამ აღმოჩენამდე სვანეთში სულ 5 გორა ნამოსახლარი იყო ცნობილი - 2 ხაიშში და თითოთითო ნაკრაში, ეცერში და უშგულში.

არქეოლოგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ ადგილის სრული გამოკვლევა, ამიტომ მომდევნო წლებში სამუშაოების დაფინანსების თხოვნით გეგმავს მიმართოს, კულტურის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრს.

ფოტოები „ლაივპრესს“ არქეოლოგმა ზვიად კვიციანმა მიაწოდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.