კომენტარი
ლაკოაჟი - სამოსი აფხაზური ვაზის სახელით [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სიტყვა ლაკოაჟი ფრანგულივით კი ჟღერს, თუმცა აფხაზური ვაზის ჯიშის სახელწოდებაა, რომელიც 22 წლის ნიკა მიქავამ საკუთარ ბრენდს დაარქვა.

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა აფხაზეთში, განსაკუთრებით უყვარს. ოკუპირებულ ტერიტორიას ის სოხუმელი მშობლების მონათხრობიდან და ფოტოებიდან იცნობს.

ზღვისპირა კურორტის სილამაზით და მოყოლილი ისტორიებით მოხიბლულმა, შთაბეჭდილებების გადატანა მაისურებზე სცადა. ახლა უკვე გაყიდვაშია მისი დიზაინით შექმნილი სამოსი წარწერებით: სოხუმი, გაგრა, აფხაზეთი. ნიკა უახლოეს მომავალში მაისურების პარალელურად, იგივე შინაარსის წარწერებით აქსესუარების გამოშვებას გეგმავს.

ფოტოზე: ნიკა მიქავა

ნიკა მიქავა - „ლაივპრესს“ უყვება, როგორ დაიბადა „ლაკოაჟი“ და რა გეგმები აქვს მომავალში.

ნიკა მიქავა - „ლაკოაჟის“ შექმნის იდეა ჩემივე სურვილიდან წამოვიდა, მცმოდა ბრენდირებული მაისურები სოხუმის, გაგრის, აფხაზეთის. მთელს მსოფლიოში შეხვდებით ჰუდებს, მაისურებს, რომლებზეც სხვადასხვა ქალაქია გამოსახული, ან მინიმალისტურადაა დაწერილი მათი სახელი. ზუსტად ესაა ჩემი მიზანიც, სოხუმის მაისური ისეთივე „cool” იყოს, როგორც მაიამის ან კალიფორნიის და მსოფლიოს მასშტაბით იყოს მოთხოვნა მათზე. მოდის ტენდენციებს ვადევდნებდი თვალს, მაგრამ მე თავად არასდროს ვყოფილვარ ჩართული, მომხმარებლის და მაყურებლის როლში ვიყავი მხოლოდ.

„ლაივპრესი“ - რატომ შეარჩეით ბრენდისთვის სახელი „ლაკოაჟი“?

ნიკა მიქავა - ბევრი ვიფიქრე სახელზე. მინდოდა რაღაცით ყოფილიყო დაკავშირებული აფხაზეთთან. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩემთვის მისაღებ, ლამაზ და ჟღერად სახელს მივაგენი - „ლაკოაჟს“, რომელიც აფხაზური ვაზის ჯიშია.

„ლაივპრესი“ - მარტო შეიმუშავეთ ბრენდის კონცეფცია?

ნიკა მიქავა - თავიდან, რადგანაც მაისურებით დავიწყეთ ყველაფერი, საჭირო იყო დიზაინების მოფიქრება, რასაც მაისურზე გამოვსახვდით. მე ტექნიკური ცოდნა არ მქონდა ამ საკითხში, ამიტომ ჩემი მეგობარი, დავით სარალაშვილი დამეხმარა, რომელიც გრაფიკული დიზაინერია. მე მაისურების დიზაინს ვარჩევდი, დავდიოდი ეროვნულ არქივში, სადაც მივაგენი ბევრ უნიკალურ და შთამბეჭდავ ფოტოს. მქონდა ურთიერთობა აფხაზეთიდან დევნილ სხვა ადამიანებთან. ვეკითხებოდი მათ აზრს, ვუსმენდი მათ ისტორიებს. ამ ყველაფრის მიქსმა საბოლოოდ ჩამომაყალიბა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ბრენდის კონცეფცია, მიზანი და ასევე ის, თუ სად უნდა გაგვეყიდა.

„ლაივპრესი“ - ამ ეტაპზე მხოლოდ მაისურები გაქვთ. თუ არის სხვა ტანსაცმელიც ან აქსესუარები?

ნიკა მიქავა - ამ ეტაპზე მაისურებთან ერთად შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ვმუშაობთ და ვიწყებთ ჰუდების და გრძელმკლავიანი მაისურების გამოშვებას. ასევე ვგეგმავთ ჟაკეტების, ქუდების, ჩანთებისა და სხვადასხვა აქსესუარის დამატებასაც. სამომავლოდ დიდი მიზნები გვაქვს, მაღაზიის გახსენას ვგეგმავთ და აქტიურ მუშაობას კოლექციებზე.

„ლაივპრესი“ - ტანსაცმლის დიზაინზეც თავად მუშაობთ? მოგვიყევით რითია განსხვავებული „ლაკოაჟის“ მაისურები?

ნიკა მიქავა - დიახ, თავად ვმუშაობ. ვთანამშრომლობ რამდენიმე სამკერვალოსთან გამომდინარე იქიდან, რომ არ გვაქვს ჯერ ჩვენი საკუთარი. იქ ვაკეთებთ თარგებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული დიზაინი იყოს კომფორტული და ხარისხიანი.

„ლაივპრესი“ - რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს და ასევე საინტერესოა, რომელ მაისურებზეა მეტი მოთხოვნა?

ნიკა მიქავა - ქართულ ბაზარზე უცხოა ონლაინ მაღაზიები, თუმცა ვფიქრობ მომავალში ყველაზე მოთხოვნადი იქნება. ჩვენ ყველაფერი ამით დავიწყეთ, შევქმენით ონლაინ მაღაზია და გავამარტივეთ პროცესი. სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ სასურველი მაისურის შეძენა. მისამართს უთითებს მომხმარებელი და ორ სამუშაო დღეში მიიღებს. ყველაზე მოთხოვნადი სოხუმის მაისურებია.

„ლაივპრესი“ - რა ასაკის მომხმარებელი გყავთ ძირითადად?

ნიკა მიქავა - გამომდინარე თემატიკიდან, ყველა ასაკის ადამიანი დავაინტერესეთ - სტუდენტი, სკოლის მოსწავლე, პენსიონერიც, რომელსაც მოგონებები აკავშირებს აფხაზეთთან. ასევე ტურისტებშიც საკმაოდ დიდი მოწონება დავიმსახურეთ, სხვადასხვა ქუჩის მარკეტებზე მონაწილეობისას.

„ლაივპრესი“ - თუ ყოფილა გამოხმაურება აფხაზეთიდან?

ნიკა მიქავა - სამწუხაროდ ჯერ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. რთული საკითხია, მაგრამ რეალურად მიმაჩნია, რომ აფხაზებიც დაინტერესდნენ.

„ლაივპრესი“ - თუ ხართ მზად დაინტერესების შემთხვევაში მათ პროდუქტი მიაწოდოთ?

ჩვენ მაისურებს თითოეულს აწერია, აფხაზეთი საქართველოა. თუ ამას იზიარებს და ეთანხმება რომელიმე აფხაზი ან აფხაზეთში მცხოვრები, დიდი სიამოვნებით გადავცემდით მაისურებს.

„ლაივპრესი“ - თუ ფიქრობთ გაფართოებაზე და რა კუთხით?

ნიკა მიქავა - რა თქმა უნდა, ვფიქრობთ გაფართოებას. პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას ვცდილობთ. ვგეგმავთ, მაღაზიის გახსნას. შემდეგი ნაბიჯი უცხოური ბაზარია. ვაპირებთ ჩვენი პროდუქცია amazon-ზე განვათავსოთ.

„ლაივპრესი“ - რაც შეეხება თქვენს კავშირებს სოხუმთან, რა იცით ამ ქალაქზე, თქვენს სახლზე?

ნიკა მიქავა - ჩემი ორივე მშობელი სოხუმელია. მე არასდროს მქონია შანსი მენახა აფხაზეთი, თუმცა უამრავ ამბავს მიყვებოდნენ ოჯახში აფხაზეთის შესახებ. დიდი სიყვარულით და სევდით იხსენებდნენ იქაურ ამბებსა და სილამაზეს. ჩემი იურიდიული მისამართია ქ. სოხუმი, პაპასკირის ქუჩაა.

როგორც სურათებიდან და ჩემების მონათხრობიდან ვიცი, ჩვენი სახლი ფუნიკულიორთან ახლოს იყო და შესაბამისად, ეზოდან ულამაზესი ხედი იშლებოდა- ქალაქისა და უჰორიზონტო ზღვის. სიმართლე გითხრათ, ჩემი ერთ-ერთი ოცნება მსგავსი სახლის შეძენაა. ამჟამად, როგორც ვიცი, აფხაზი ქალი ცხოვრობს ჩვენს სახლში და შენარჩუნებული აქვს იერსახე. უბრალოდ ქუჩა არის შეცვლილი და დაუშნოებული გარაჟებითა და გაურკვეველი კონსტრუქციებით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
16:16 / 11.11.2019
"სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ქართველი და აფხაზი
სვანეთში, იფარის თემის სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის
მერვე-მეექვსე საუკუნეების
14:40 / 15.08.2019
სვანეთში, იფარის თემის სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეექვსე საუკუნეების
რამდენიმე წლის წინ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
12:25 / 14.06.2019
რამდენიმე წლის წინ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
23 წლის მომღერალი ნათია თოდუა გერმანიაში ცხოვრობს.
13:30 / 07.06.2019
23 წლის მომღერალი ნათია თოდუა გერმანიაში ცხოვრობს.
ვიდეო
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.