„სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ"
"სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ" - ასე ჰქვია
სპექტაკლს, რომელიც ქართველი და აფხაზი
ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ეს არის ამბავი
სიყვარულის წინაშე დამარცხებულ მტრობაზე, იმაზე, რომ ამ გრძნობას და
ახალ ურთიერთობებს ხელოვნური საზღვრები ვერ შეაკავებს. წარმოდგენის
პრემიერა უკვე შედგა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა
თეატრში. სცენაზე ქართული საუბრების პარარელურად, დროდადრო დიალოგი
აფხაზურ ენაზეც ისმის. სპექტაკლი საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სახელმწიფო ენის
დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიდგა. "ლაივპრესი" რეჟისორ დიმიტრი
ხვთისიაშვილს ესაუბრა.
ლაივპრესი: პირველ რიგში მოგვიყევით სპექტაკლის შესახებ. რატომ შეარჩიეთ ეს თემატიკა და სად ვითარდება მოვლენები?

რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
დიმიტრი ხვთისიაშვილი: მე სულ ვეძებ ჩემს ვერსიას. პიესაც ამიტომ არის ჩემი. მე და ანანო მირიანაშვილმა ერთობლივად დავწერეთ. შემდეგ დავდგი. ინსპირაცია მომცა ერთმა წიგნმა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილების ჩანაწერებია, თუ როგორ ხედავენ ისინი სოხუმს. მათგან არცერთი არ არის სოხუმში ნამყოფი. ომის მერე დაბადებულების წიგნია. ერთ-ერთის წერილში ამოვიკითხე ასეთი ფრაზა - მგონი დროა გავუშვათ ჩვენი მიცვალებულები, დავანებოთ მათ სულებს თავი, რომ ცოცხლებმა ცოცხლების შეყვარება შევძლოთ. მოვიფიქრე ასეთი რამ - უნდა იყოს ახალი თაობა, რომელსაც სურს ახალი ურთიერთობები. ურთიერთობებისთვის უკვე სხვა სივრცე არსებობს, სოციალური ქსელები, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი, სადაც აფხაზები და ქართველები მონაწილეობენ.
აქ ისტორია ვითარდება ასე - ახალგაზრდა ქართველ ბიჭს და აფხაზ გოგოს უყვარდებათ ერთმანეთი ლაიფციგში, სადაც მაგისტრატურაზე სწავლობენ. ისინი არ არიან 18-19 წლის ყმაწვილები. უკვე 30 წლამდე ადამიანები არიან. ძალიან საღად და ზუსტად ხვდებიან, თუ რა ნაბიჯზე მიდიან. გადაწყვეტენ დაქორწინებას. გოგო ბიჭს ეუბნება, ბაბუას გაზრდილი ვარ, მამა ომში დაიღუპაო. ვერ გავიპარები, ბაბუას ასე ვერ მოვექცევი. ამიტომ, როგორც ჩვენი ადათ-წესია, ტრადიცია, უნდა მოახერხო ოფიციალურად ხელის თხოვნა, ოჯახები ერთმანეთს გავაცნოთო. იკრიბებიან მავთულხლართთან ორივე მხრიდან. დეკორაციაც ასეა სცენაზე და მაყურებელთა დარბაზიც კი გაყოფილია მავთულხლართით.
ლაივპრესი: თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ეს არის სპექტაკლი-აქცია. როგორია წარმოდგენის მთავარი გზავნილი?
დიმიტრი ხვთისიაშვილი: სპექტაკლში არის ასეთი ფრაზა, და ეს არის მთავარი სათქმელიც ალბათ, რომ შუახნის მამაკაცი ამბობს - ჩვენმა თაობამ ვერ ივარგაო. უფროსი თაობისგან გადაძახილი თუ მოვა ამ ახალგაზრდებში, რადგან უფროს თაობას ჰქონდა ურთიერთობები და დღეს ნოსტალგიაცაა ამ ურთიერთობების. შუახნის თაობა პირდაპირ ვიღაცისგან მართული აღმოჩნდა ბოლოს და ფაქტობრივად, მათ გამოიწვიეს ის ომიც. ძირითადი მსხვერპლიც მათშია. შვილმკვდარი მამა და შვილმკვდარი დედა ხვდებიან ერთმანეთს ამ საზღვართან. მამა ეტლს არის მიჯაჭვული აფხაზური მხრიდან. დედას კი შვილის საფლავიც არ აქვს. სწორედ ახალმა თაობამ უნდა დაიწყოს ახალი ურთიერთობები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიჰყვეს დამნაშავეების ძებნას. აქამდე თუ მივიდა საქმე, რასაკვირველია, ორივე მხარეს არის უზარმაზარი დანაშაულები. ნამდვილად არ არის მხოლოდ ერთი მხარე მართალი და მეორე დამნაშავე. რაც მთავარია, ენის მოჩლექვით არ მიდის აქ ლაპარაკი.
ლაივპრესი: აფხაზები ხშირად არ ენდობიან მსგავს სამშვიდობო გზავნილებს ქართველებისგან. როგორ ფიქრობთ, მიუვა თუ არა სპექტაკლის სათქმელი ადრესატს და მათგან რა რეაქციას ელოდებით?
დიმიტრი ხვთისიაშვილი: მთელი დასი აბსოლუტურად გაცნობიერებულად ვართ მზად იმისთვის, რომ სოხუმშიც კი ვითამაშოთ ეს სპექტაკლი. ამ შემთხვევაში ლაპარაკია სიყვარულზე უკვე, ურთიერთძმობაზე. სპექტაკლში მოდიან გასაშლელი მაგიდებით ორივე მხრიდან, სუფრა იშლება აქეთ და იქითაც. უცბად აფხაზი ბაბუა ამონარიდს უკითხავს მათ კონსტანტინე გამსახურდიას მთვარის მოტაცებიდან. ამით ამბობს, მე შენს ტრადიციას პატივს ვცემო. მოულოდნელად სიძე "აზამატს" უმღერის. შვილმკვდარ ქალს, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება ამ ადგილას, მიმართავს აფხაზი ბექირბი ხიშბა, რომ ჩვენ ასეთი ტრადიცია გვაქვს, მტრის დაღუპულ შვილებსაც დავტირითო. ორივე თქვენს შვილს დავიტირებ, რომ ამით როგორღაც დატირება დავამთავროთ, იქნებ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო ახალი სიცოცხლე.

ფოტო თეატრის ფეისბუკ გვერდიდან
ლაივპრესი: ერთი სიტყვით ფიქრობთ, რომ ეს სპექტაკლი არ გააღიზიანებს აფხაზებს და პირიქით, სწორად მიიღებს მას ადრესატი აუდიტორია..
დიმიტრი ხვთისიაშვილი: როგორ შეიძლება ეს გამაღიზიანებელი იყოს? მე არ ვამბობ, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ არც მას ვადანაშაულებ. სამოქალაქო ომები ყოფილა, ძმათაშორის ომები, ოჯახშიც ყოფილა სკანდალები, რომლებიც მსხვერპლით დასრულდა. ამაზე არ არის საუბარი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ იმ ახალგაზრდას არაფერი დაუშავებია და რატომაა პოლიტიკის მსხვერპლი? სადაც კი თბება სიტუაცია სცენაზე და ცდილობენ ლამის გაარღვიონ მავთულხლართები, ნებისმიერ ასეთ ადგილას ისმის სროლის ხმა. მესამე ძალა არ ჩანს, მაგრამ ის სულ ფიგურირებს. არც იმას ვაკეთებთ წარმოდგენაში, რომ ეს მავთულხლართები დაშალეს და გადაყარეს. ეს შორეული პერსპექტივაა. თუმცა ვფიქრობ, თუნდაც ერთი შერეული ახალი ოჯახის შექმნით, ახალი სიცოცხლე დაიწყო ურთიერთობებმა.

ფოტო თეატრის ფეისბუკ გვერდიდან
ლაივპრესი: სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდშიც თუ გეგმავთ სპექტაკლის ჩვენებას?
დიმიტრი ხვთისიაშვილი: თუ ეს აქციაა, მაშინ უნდა იყოს ძალიან ბევრი მაყურებლის. უბრალოდ ეგაა, რომ ყველა დარბაზში შესაძლოა მავთულხლართები ვერ გავიყვანო. ვფიქრობ, ყველა კუთხე-კუნჭულში ჩავატარო, არამარტო საქართველოში. გვინდა სტამბოლის ყოველწლიურ შეხვედრებში მივიღოთ მონაწილეობა, სადაც აფხაზი და ქართველი სტუდენტები ხვდებიან ერთმანეთს. ვფიქრობ კიევში, მინსკში, ქართულ დიასპორებშიც გავმართოთ ჩვენება. მალე სპექტაკლი ინგლისური და რუსული სუბტიტრებით გვექნება. ეს თუ აქციაა და ჩვენ ვეფერებით ერთმანეთს, კარგი იქნება, სპექტაკლის სოხუმში თამაშიც მოვახერხოთ.