ჩვენ მარტო მდინარე არ გვყოფს - ირინა აგრბა
საქართველოსთან ურთიერთობების პერსპექტივა და რუსეთის გავლენა, მედიის
თავისუფლება და
ქალთა უფლებები, პოლიტიკური პროცესები აფხაზეთში და ოპოზიცია,
ჟურნალისტები, მოქალაქეები ხელისუფლების პირისპირ, ეს ნაწილია იმ
საკითხების, რაზეც "ლაივპრესი" აფხაზეთის პარლამენტის ყოფილ
ვიცე-სპიკერს და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები პოლიტიკაში"
ხელმძღვანელ, ირინა აგრბას ესაუბრა.
ლაივპრესი: პირველ რიგში მოგვიყევით ორგანიზაციის - "ქალები პოლიტიკაში" შესახებ. რამდენი წელია ის არსებობს და რა არის თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება?
ირინა აგრბა: საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქალები პოლიტიკაში" შევქმენით აფხაზეთში, 2014 წლის მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ. და ის გახდა ოპოზიციური მოძრაობის ნაწილი, რომელმაც დაგმო სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა პოლიტიკა, რაზეც არაორაზროვნად მიუთითებს ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდებაც. რაც შეეხება სახელწოდებას, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ითხოვდა შეგვეცვალა დასახელება, რასაც იმით ასაბუთებდნენ, რომ ის ხელს უშლის ორგანიზაციაში მამაკაცების გაწევრიანებას. თუმცა ეს დღემდე არ გაგვიკეთებია, რაც ირიბად ადასტურებს, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართულია ქალების ჩართვის გააქტიურებაზე პოლიტიკაში, და არა ელექტორალურ სტატისტიკაზე. ჩვენ არ ვართ ელექტორალური პოლიტიკოსები და არ ვართ პოპულიზმით დაკავებულები. ეს არ არის ჩვენი მიმართულება. ვცდილობთ აფხაზურ პოლიტიკას დავუბრუნოთ დამოუკიდებლობა და არაკონიუნქტურულობა. გავლენა საზოგადოებაზე, სადაც მამაკაცთა დომინირების სტერეოტიპები არსებობს ჯერაც, ქალთა ლიდერობის განვითარება დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
ჩვენ არავის ვახვევთ თავს ფემინისტურ ფასეულობებს, თუმცა პატიოსნება, პრინციპულობა და გახსნილობა უფლებას გვაძლევს, მხარი დავუჭიროთ საზოგადოებაში საბაზისო დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას. ეს ბევრს მოსწონს, მაგრამ არა ყველას. ვიღაცას სურს, რომ იდეის ერთგულება და ჩვენი თანამიმდევრულობა ისე წარმოადგინოს, როგორც მოქნილობის ნაკლებობა. პოლიტიკურ ელიტაში არიან ისეთებიც, ვისაც ეუხერხულება, რომ დამოუკიდებლები არ არიან და ერთი ბანაკიდან მეორეში გადადიან. სწორედ ისინი ცდილობენ შეამცირონ პოლიტიკაში აქტიური ქალების ყოფნის მნიშვნელობა და ამას იმ მოსაზრებით ამყარებენ, რომ მამაკაცებს სამოქალაქო და პოლიტიკურ პოზიციის გამოხატვისას, ასეთ სიმამაცეს და გულწრფელობას არ აპატიებდნენ. ასეთი ინტერპრეტაციის თანახმად, გამოდის რომ ჩვენი სქესი თავიდანვე უზრუნველყოფს ჩვენთვის უსაფრთხო ასპარეზს! საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ იყო პოლიტიკოსი იქ (მიუხედავად სქესისა), სადაც ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ინტერესები უპირისპირდება, სულაც არ არის ადვილი. გარდა ამისა, გარე ფაქტორების აქტიური ზემოქმედება და მათი ინტერესებიც არის გასათვალისწინებელი. სინამდვილეში, პოლიტიკოსის პრინციპული პოლიტიკა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, პირად ბიოგრაფიაზე, თვისებებსა და მიზნებზე. "ეს იმას ჰგავს, ტყეში მგლის შიშით არ იარო".
ლაივპრესი: რამდენად აქტიურად ჩანან ქალები აფხაზურ პოლიტიკაში და რაში ვლინდება ეს?
ირინა აგრბა: რა თქმა უნდა, ჩვენი ქალები სახლში არ არიან გამოკეტილები. ბევრი მათგანი აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წარმატებულად უძღვება ბიზნესს. ლიდერები არიან ხელოვნებაში. კარგად ხდება ქალების აქტიური მონაწილოების ვიზუალიზაცია ოფიციალურ და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე. ამავე დროს, სინამდვილე ისეთია, რომ ქალი პოლიტიკოსები, ქალი ლიდერები, ძალიან მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი საჯარო საქმიანობისას. თუმცა, ქალთა ლიდერობის ძალასა და ხარისხზე უკვე გარკვეული ოპტიმიზმით შეიძლება საუბარი.
პოლიტიკური ელიტის კრიზისის სუსტი პოლიტიკური ლიდერობის ფონზე, წესით ქალების როლი პოლიტიკაში უნდა გაძლიერდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მალე არ მოხდება. რეალური წინაპირობები მაშინ ჩამოყალიბდება, თუ პოლიტიკური სისტემის რეფორმირება გახდება შესაძლებლი. პრაქტიკამ გვიჩვენა, თუ რამდენად მახინჯია პრეზიდენტის ძალაუფლება იმ სახით, რომელიც ახლა არსებობს აფხაზეთში. თუმცა, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი არ ჩქარობენ გადახედონ პრეზიდენტის უფლებამოსილების განუზომლად დიდ მოცულობას, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს. ამასთან, ისინი საარჩევნო სისტემის შეცვლის მომწიფებულ აუცილებლობასაც ვერ ამჩნევენ. მაჟორიტარული სისტემა დღეს ვერანაირად ვერ უწყობს ხელს კვალიფიციური სადეპუტატო კორპუსის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება ქალებს, მათ სულ უფრო მეტად უჭირთ მამაკაცებისთვის კონკურენციის გაწევა არჩევნების დროს, განსაკუთრებით ფინანსურ რესურსებზე ართანაბარი წვდომის პირობებში.
საარჩევნო სისტემის შეცვლა, შერეულ სისტემაზე გადასვლა, სადაც პროპორციულობის პრინციპმა, შესაძლოა, ბიძგი მისცეს პარტიული სისტემის განვითარებას, რაც შეცვლის სიტუაციას, მათ შორის, საკანონმდებლო ხელისუფლებაში გენდერული ბალანსის პრობლემას. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ერთ დღეში ვერ მოგვარდება.
გარედან ისე ჩანს, რომ ხელისუფლებაში სულ სხვა სურათია, რადგან ხელისუფლებაში ქალები მინისტრების თანამდებობებს იკავებენ. ისინი ხელისუფლებაში, ჩვეულბრივ პოლიტიკიდან არ ხვდებიან, და ამ პოსტებზე დანიშვნას ნათესაურ კავშირებს ან ბიზნეს - წრეებიდან გავლენიან ლობისტებს უნდა უმადლოდნენ. უკვე შემდეგ, გადაწყვეტილებების მიღებისას, ისინი რეალურად მხოლოდ ტექნიკური საჯარო პირები არიან.
ლაივპრესი: არსებობს თუ არა ჯერაც აფხაზეთში სტერეოტიპები, ქალების პოლიტიკაში ყოფნასთან დაკავშირებით? რა აბრკოლებთ მათ, რომ უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილები თუნდაც გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე?
ირინა აგრბა: სტერეოტიპების და კომპლექსების ფესვები ისტორიულ წარსულში იღებს სათავეს და მენტალიტეტის საშუალებით მჟღავნდება. შემდეგ კი ყველგან ვრცელდება. ხშირად, სტერეოტიპები დომინირებენ პოლიტიკაშიც, თუმცა, აქაც, მიუხედავად თავისი " მხცოვანი ასაკისა", თანდათან ირღვევა. ჩემი დაკვირვებებით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გათავისუფლდნენ კომპლექსებისგან - "პოლიტიკა ქალის საქმე არ არის", დღითი დღე იზრდება. ეს პროცესი ხელისუფლების კრიზისის და პოლიტიკური ელიტის შესუსტებული პოზიციის ფონზე (მას მეტწილად, "მამაკაცის სახე" აქვს) უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე, საზოგადოების პოლიტიკურ აზროვნებაში არსებული სტერეოტიპები აფერხებენ რა ქალების აქტიურ და თანაბარ მონაწილოებას პოლიტიკასა და არჩევნებში, ასუსტებენ პოლიტიკურ კონკურენციას მამაკაცების სასარგებლოდ.
დადებითი მომენტის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სტერეოტიპები ყველაზე ნაკლებად ხელისუფლების სასამართლო შტოს ფორმირებისას გამოჩნდა, გენდერული პრინციპების თვალსაზრისით, ის ერთ - ერთი ყველაზე დაბალანსებულია.
ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტის თანამდებობა იქცევს, რაც გარდაუვალია მმართველობის გამყარებული საკონსტიტუციო ფორმით - საპრეზიდენტო რესპუბლიკით. აქ სტერეოტიპები უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან. მოქალაქეების დიდი ნაწილი გულუბრყვილოდ მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ქალი არ შეიძლება პრეზიდენტი გახდეს, რადგან, ქალი და მთავარსარდალი, მათი აზრით, შეუთავსებელი ცნებებია. პოლიტიკური კლასი სერიოზულ ძალისხმევას არ მიმართავს იმ სტერეოტიპების დასარღვევად, რომლებიც უკვე დიდი ხანია არაკონსტრუქციულია და აღარიბებს პოლიტიკურ კონკურენციას და პოლიტიკურ ელიტას.
შედეგად, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური და ძალაუფლების მოყვარე კონტექსტი, რომელშიც მამაკაცები დომინირებენ - პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები.
ლაივპრესი: ზოგადად, რას გვეტყვით აფხაზეთში ქალთა უფლებებზე? დაცულია თუ არა ეს უფლებები. ან თუ ირღვევა, რამდენად ხშირად და განსაკუთრებით რა მიმართულებით?
ირინა აგრბა: ქალთა უფლებების დაცვა დამოკიდებულია საერთო სიტუაციაზე, რომელიც არსებობს დემოკრატიული ფასეულობებისა და მთლიანობაში, ადამიანის უფლებების კონტექსტში. 2014 წლის მოვლენების შემდეგ, ქვეყანაში ფიქსირდება მოქალაქეების საკონსტიტუტციო უფლებების მასობრივი დარღვევა პოლიტიკური მოტივებით. ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო სამსახურებიდან მოქალაქეების მოსობრივი გათავისუფლება ყველა დონეზე, და გატარებული ზომების მიზეზად "შტატების ოპტიმიზაციას" ასახელებდნენ. და იმ დროს, ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდა არც ერთი რეალურად მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია.
ცალკე თემაა ოჯახში ძალადობა. ჩვენ გამონაკლისს არ წარმოვადგენთ. ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოება შეშფოთებულია ოჯახში ძალადობის სრულიად დაუშვებელი ფაქტებით. მოსახლეობის რეაქცია იყო მწვავე და მტკივნეული. მიუხედავად ამისა, "ზნეობის სადარაჯოზე მდგომთა" სასტიკი დანაშაულები დაუსჯელი დარჩა.
გამოდის, რომ საზოგადოებას არ შეუძლია ეფექტურად შეეწინააღმდეგოს ოჯახში ძალადობას, ნათესავების მიერ ლინჩის წესით გასამართლების ფაქტებს, გარკვეულ სიტუაციაში, სანამ სამართალდამცავი ორგანოები მკაცრად არ დაიცავენ კანონებს და არა ცრურწმენებს.
ისევე როგორც მთელს პოსტსაბჭოთა საივრცეში, აფხაზური კონსტიტუცია დეკლარირებს საერთო საკაცობრიო, დემოკრატიულ ფასეულობებს, ადამიანის უფლებათა და თაავისუფლებათა სფეროში. არსებობს საბაზო გენდერული კანონი. თუმცა, ჩვენ მაგალითზე დავრწმუნდით, რამდენად რთულია სწორედ მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის პრინციპების რეალიზება. შეუძლებელია ერთგვარი ოაზისის შექმნა ერთ სფეროში. მაგალითად, ქალების უფლებების მიმართულებით, თუკი საზოგადოება და სახელმწიფო არ მიაღწევს გარკვეულ, თვისობრივად ახალ, სამართლებრივ დონემდე. ვფიქრობ, მამაკაცური შოვინიზმის შესუსტების მიმართულებით მოძრაობა არ არის სწორი და საზოგადოებისთვის გენდერული პროპაგადნის ზედმეტად თავს მოხვევაა.
ლაივპრესი: აფხაზეთში მანამ, ვიდრე პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატთა ვინაობა გახდებოდა ცნობილი, სოციალურ ქსელში ცალკეული ადამიანები წერდნენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ მათ ქალი პრეზიდენტი ეყოლებოდათ და მათ შორის რამდენიმემ თქვენ დაგასახელათ. საინტერესოა, ოპოზიცია განგიხილავდათ თუ არა რომელიმე ეტაპზე თქვენ კანდიდატად და თავად თუ გიფიქრიათ პრეზიდენტობაზე?
ირინა აგრბა: ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა, რომელმაც განაპირობა სტრატეგიული მარცხი. მისმა ლიდერებმა, რომლებსაც თავიანთი რიგების გაფართოება სურდათ, ვერ შეამჩნიეს, თუ როგორ გაიყო ოპოზიციური მოძრაობის ბირთვი. და შემდეგ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, კერძოდ, საბედისწერო საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მათ ვერ მოახერხეს გაერთიანება და თავიანთი კანდიდატის წარდგენა. იმისათვის, რომ ამ ნგრევაში არ მიმეღო მონაწილეობა, მე პაუზა ავიღე. თქვენს კითხვაზე გპასუხობთ, რომ ჩემი კანდიდატურა ოპოზიციური კოალიციის ფარგლებში არ განხილულა.
ჯერ ერთი, ჩვენი ორგანიზაცია ფორმალურად არ შედიოდა ოპოზიციურ "კავშირში" და არ მონაწილეობდა კანდიდატების მოუქნელ მანიპულაციებში. მეორეც, როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფელბაში, წინასაარჩევნი კონტექსტი, როგორ ყოველთვის, "მამაკაცური" იყო. ამავე დროს, განსხვავებით წინა პერიოდებისგან, სოციალრ ქსელში ფართოდ განიხილებოდა, და მეც ხშირად მომმართავდნენ ჩვენი თანამოაზრეები თხოვნით, რომ თანხმობა მიმეცა ჩემი კანდიდატურის წარდგენაზე.
დღემდე ბევრი ჩემო თანამოაზრე ვერ ხვდება, თუ რატომ "გავათელინე" საკუთარი რეიტინგი და შანსი. შესაძლოა იმიტომ, რომ მე იდეალისტი ვარ. თუ შენს პოლიტიკურ განწყობაში არ არის ამბიციები, ხელისუფლებაში ყოფნის დაუძლეველი სურვილი, ძალიან ბევრ მიზეზს პოულობ იმისთვის, რომ ეს არ გააკეთო. ერთ-ერთი არის ის, რომ არ მაქვს სურვილი კიდევ უფრო დავანაწევრო ოპოზიცია, და ასევე განცდა იმისა, რომ საკუთარ ხალხზე პასუხისმგებლობის აღება უზომოდ დიდი ტვირთია.
ჩვენს პოლიტიკურ ველზე უკვე მომრავლდნენ "ფრთხილი პოლიტიკოსები", რომელთა "დახურულობაც" გვიქმნის კონკრეტულ წარმოდგენას მათი დამოუკიდებლობის ხარისხზე. გარდა ამისა, ამ ფონზე, თავს ღია სამიზნედ გრძნობ. მე ძალიან ბევრი არაკეთილისმსურველი გამომიჩნდა, მათ შორის აფხაზეთის საზღვრებს გარეთაც. ამ გარემოებას (როგორც მიზეზს), უშუალო კავშირი აქვს ჩემს გადაწყვეტილებასთან, უარი ვთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ახლა მე ვსაუბრობ იმაზე ნაკლებს, ვიდრე ვიცი. მე ვპოგნოზირებდი სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს შიდა და გარე ძალების მონაწილეობით, ვთქვათ, ჩემი გამარჯვების პირობებში. და არავინ იცის, რა მოჰყვებოდა ამას. მე კი ჩემი ქვეყნისთვის მშვიდობა მინდა. ეს აბსოლუტური სიმართლეა. ვწუხვარ, რომ ოპოზიცია, თავისი მამაკაცური სახით, იმდენად უსუსური აღმოჩნდა, რომ წინა პრეზიდენტმა (კანონის საწინააღმდეგოდ) ხელისუფლების შენარჩუნება დაუშვა.
ლაივპრესი: თქვენ ხშირად აკრიტიკებთ მოქმედ ხელისუფლებას. მის მმართველობას არაეფექტურად მიიჩნევთ. რა არის დღეს მთავარი გამოწვევა აფხაზეთისთვის გარდა აღიარებისა, რაზეც ბევრს საუბრობენ აფხაზურ საზოგადოებაში? მაგალითად, დემოკრატიის რა ხარისხი გაქვთ, რამდენად თავისუფალია მედია..
ირინა აგრბა: ყველაზე ხშირად განიხილავენ ხელისუფლებას, მის სიცრუეს და დაპირებული რეფორმების შეუსრულებლობას. ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ რეფორმების გარეშე შეუძლებელია ეფექტური მმართველობის მიღწევა, კორუპციისგან გათავისუფლება, ნარკომანიის და საგზაო შემთხვევების შემცირება (ეს ორი ჭირი ანადგურებს ჩვენს ახალგაზრდობას). საზოგადოებას ეშინია კულუარული გადაწყვეტილებების, რომლებიც პერსპექტივაში აისახება ჩვენს სუვერენიტეტზე. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას: ხელისუფლება კონცენტრირებულია "ჭანჭიკების მოჭერაზე" და ბევრ საშუალებას პოულობს საზოგადოების დეზინფორმაციისთვის, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და არასამთავრობოების დასაშინებლად.
მაგალითისთვის, სახელმწიფო ტელევიზია ჩახშულია. აქტიური და მოაზროვნე მაყურებელი სოციალურ ქსელებში გადავიდა. თუმცა, აქაც არ არის უსაფრთხო სიმართლის თქმა. ხელისუფლება ებრძვის ანონიმებს და მათ გასაშიფრად ძალას და სახსრებს არ იშურებს. ოპოზიციური მედიასაშუალებები, გარდა გაზეთი "ამცახარასი", რომელიც იშვიათად გამოიცემა, არ არსებობენ. ანგაჟირებული ჟურნალისტები თითიდან გამოწოვილ ფაქტებზე წერენ, რომ როგორმე შეაფერადონ ხელისუფლების სურათი.
ლაივპრესი: მინდა საქართველოსთან ურთიერთობებზეც გკითხოთ. რა პერსპექტივა აქვს თქვენი აზრით ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს? შეიძლება რაიმე საერთო მომავალზე ფიქრი, თუ განვითარება სოხუმს და თბილისს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოუწევს?
ირინა აგრბა: მეეჭვება, რომ ჩემს პასუხებში რაიმე ახალი აღმოაჩინოთ. ჩვენი ურთიერთობების მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, საქართველომ განახორციელა აფხაზეთთან დაკავშირებული პროექტი, (დავარქვათ მას "აფხაზური პროექტი"), რომლის ძირითადი იდეები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩაისახა, ხოლო შემდეგ მენშევიკების მხარდაჭერით გაგრძელდა, და მოგვიანებით, სტალინი-ბერიას კომპლექსურ გეგმად გადაიქცა. ამ დიდი შოვინისტური პროექტის მიზანი (რომელიც სამამულო ომის წლებშიც კი ფინანსდებოდა) აფხაზების ასიმილაცია, ანუ გაქართველება იყო. ქართველების ორგანიზებული მასობრივი ჩასახლება აფხაზეთში, ქართული ტოპონიმიკის ხელოვნურად დანერგვა, აფხაზური სკოლების დახურვა და ა.შ. - ეს ყველაფერი ერთი დიდი პროექტის ასპექტებია. ის ჩავარდა 1992-1993 წლების ქართულ - აფხაზური ომის შედეგად. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შემდეგ ფაქტზე: როგორც კი დაინგრა საბჭოთა კავშირი, გაქრა საქართველოს "აფხაზური პროექტიც"! არა მგონია, რომ ეს დამთხვევა იყოს! ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიის ეს ფურცელი გადავშალეთ. ანუ, გამოდის, რომ ქართველები არათანამიმდევრულები არიან? მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნეგატიურად აფასებენ საბჭოთა წარსულს, უარს ამბობენ მასზე, და მისგან თავის დაღწევას მიიჩნევენ თავისუფლების მოპოვების გზად, ისინი დღემდე საქართველოს "აფხაზური პროექტის" ტყვეობაში რჩებიან. მგონია, რომ ძნელია იყო ბოლომდე თავისუფალი, ასეთი ტვირთის ქვეშ და თავისუფლებაზე უარს ეუბნებოდე სხვა ხალხს. ჩვენ მარტო მდინარე კი არ გვყოფს და თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ. ჩვენ ვართ ორი ახალი რეალობა (თან ძალიან განსხვავებულები ვართ) რომელსაც ერთი პერსპექტივა აქვს: მეზობლობა. გამომდინარე საღი აზრიდან იმის შესახებ, რომ არაფერი მეორდება, ჩვენ უნდა გადავფურცლოთ ეს გვერდი.
ლაივპრესი: შეიარაღებული კონფლიქტიდან 26 წელი გავიდა. აფხაზეთი მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა ამ დროისთვის. რამდენად ძლიერია რუსეთის გავლენა აფხაზეთზე და ხომ არ უქმნის, ან შეუქმნის ეს საფრთხეს თქვენს სუვერენიტეტს?
ირინა აგრბა: ტერმინი "სამხედრო კონფლიქტი" არ ასახავს 1992-1993 წლებში განვითარებული მოვლენების, შინაარს, ხასიათს და სირთულეს. სწორ ტერმინოლოგიას ასეთ საკითხებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტები დიდი ხანია კამათობენ ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე აღარ ჩავუღრმავდები დეტალებს. ახლა კი თქვენი კითხვის არსზე : ომი 26 წლის წინ დასრულდა, თუმცა მშვიდობის შესახებ შეთანხმება აფხაზეთს და საქართველოს შორის ჯერაც არ არის მიღწეული. აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არა მგონია უახლოეს დროში დადგეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. მეტიც, შენარჩუნებულია აგრესიული გეგმები აფხაზეთთან მიმართებაში. რა უნდა ქნან აფხაზებმა? ამ სიტუაციაში რუსეთი ჩვენი უსაფრთხო არსებობის ერთადერთი შესაძლებლობაა და რაც უფრო გამძაფრდება საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებული ჩიხი, მით უფრო გაიზრდება რუსეთის გავლენა აფხაზეთში. ჩვენი მეზობლებიდან, რუსეთის გარდა, ვინ არის მზად, რომ ჩვენთან მეგობრული ურთიერთობები დაამყაროს, აღიაროს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, დაგვეხმაროს ომის შემდეგ აღდგენაში და ა.შ.? ჯერჯერობით არავინ. იმ ბატონებს, ვინც ჩვენ და სამხრეთ ოსეთს "ოკუპირებულ ტერიტორიებს" გვიწოდებენ, არა აქვთ იმის მორალური უფლება, რომ გაგვკიცხონ და პოლიტიკური სიბეცე და რუსეთთან სიმხდალის გამო მიკედლება დაგვწამონ, მით უმეტეს, რომ დასავლეთს მყარად აქვს ფეხი გადგმული, თან ყველა სფეროში. და კიდევ: აფხაზებისთვის არ არის დამახასიათებელი ერთი მეზობლის იდეალიზება, და ამავე დროს, მეორის - დემონიზირება, რასაც ვერ იტყვი ქართულ ელიტაზე.
სხვადასხვა პოტენციალის და საკუთარი ეროვნული ინტერესების მქონე სახელმწიფოების ურთიერთობებში ყოველთვის არის გარკვეულ სირთულეები. ჩვენ და ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთის ფედერაციამ, შევძელით წითელი ხაზის გავლება. იმედი მაქვს, მომავალში თვისობრივად ახალი პოლიტიკური ელიტა შეძლებს დაძლიოს ეს ამოცანა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს სწორი ურთიერთობები ჩვენთვის მისაწვდომ გარე სამყაროსთან.
ლაივპრესი: თქვენ თუ ითანამშრომლებდით ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევე მუშაობენ ქალთა უფლებების მიმართულებით? როგორ ფიქრობთ, შეიძლება მოიძებნოს საერთო შეხების წერტილები, რაშიც შეიძლება ითანამშრომლოთ? და რა მიმართულება შეიძლება ეს იყოს?
ირინა აგრბა: თუ არ ვცდები, აფხაზეთში არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ისინი სასარგებლო საქმეებით არიან დაკავებულები. ამ კონტექსტში მათ მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ იმისთვის, რომ კონკრეტულად განსაზღვრონ შესაძლო შეხების წერტილები ანალოგიურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავკასიის სხვა რესპუბლიკებში. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მაღელვებს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ქალთა უფლებები, რაც დემოკრატიული ფასეულობების განვითარების უფრო ფართო კონტექსტის ნაწილია.
ლაივპრესი: საინტერესოა, რას ფიქრობთ ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე? არის თუ არა ეს ღირებულებები ახლოს აფხაზურ ღირებულებებთან? რა მოგწონთ, რა არა ევროპაში? რის გადმოტანას ისურვებდით აფხაზურ საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ირინა აგრბა: ევროპა და ევროპული ფასეულობები? ვფიქრობ, ჩემი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ფართო გაგებით ჩვენც ევროპელები ვართ. და, საერთოდ, ძალიან განსხვავებულ კულტურებშიც პოულობენ მკვლევარები კულტურულ უნივერსალიებს (თანხვედრა, ზოგადი ნიშნები). ისტორიულ წარსულში შეიძლება აღმოაჩინო ევროპული და კავკასიური ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები. მაგალითად, ისტორიკოსების ერთ-ერთი ვერსიით, დასავლეთ კავკსაიური (აფხაზური) გზა ერთ- ერთია, რომლის გავლითაც რკინა მოხვდა ევროპაში. როგორც ხვდებით, ეს არ არის ბანალური ფაქტი.
ჩემი წარმოდგენით, ევროპაც და ევროპული ფასეულობები განსხვავებულია. რაღაც იწვევს აღფრთოვანებას, რაღაც შეშფოთებას, რაღაც მიუღებელია და გაღიზიანებას იწვევს. საკითხში ჩარღმავების გარეშე, პუნქტებად მოვნიშნავ ორ მომენტს: კანონის უზენაესობა და მის მიმართ ევროპელების დამოკიდებულება - ეს ნებისმიერი ნორმალური ადამიანის სიამაყის საგანია (ეს პირველ რიგში), დეგრადაციისკენ მიმავალი სულიერება, მაგალითად სექსუალური უმცირესობების თემატიკაზე და სკოლებში სექსუალური აღზრდის საკითხებზე ჩაციკლვა, ოჯახური ფასეულობების კლება (ესეც, მეორე). შესაძლოა, ეს არც არის მთავარი, რაზეც საჭიროა საუბარი.
მე, როგორც კავკასიის დამოუკიდებელი კულტურულ-ისტორიული ტიპის, ასევე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და განვითარების მომხრე, შეშფოთებით აღვიქვამ გლობალური ინტეგრაციის პროპაგანდას. (ფ. ფუკუიამა და სხვ.).
ჩვენ შეგვიძლია ბევრი ევროპული ღირებულება გადმოვიტანოთ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისე, რომ სრულად არ მოხდეს დასავლურის კოპირება. შვედეთი პირდაპირი დემოკრატიის განვითარებული ინსტიტუტებით, შვეიცარიის მიღწევებით, სოციალური სახელმწიფოს განვითარებაში, არ შეიძლება მომხიბვლელი არ იყოს ჩვენთვის. თუმცა, ცოტას ვურთიერთობთ ევროპასთან, საქართველოს "მცდელობების" დამსახურებით. "რკინის ფარდა" აფხაზეთსა და ევროპას შორის, რომელიც საქართველომ შექმნა და მონდომებით იცავს მას, სერიოზულად აფერხებს ჩვენს განვითარებას.
როდესაც ჩვენს მოხელეებს ვაკრიტიკებთ, ხშირად, მოგვყავს დასავლეთის იმ პოლიტიკოსების მაგალითები, რომლებიც გამოირჩეოდნენ და ახლაც გამოირჩევიან თავმდაბლობით.
სხვადასხვა, მაგრამ ტიპიური სახეების შედარება ევროპული და ჩვენი აფხაზური სინამდვილიდან, ( რომელიმე ევროპული ქვეყნის პრემიერ - მინისტრი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან თვითმფრინავის აკონომ კლასით მგზავრობს, ან ველოსიპედით დადის, აფხაზეთი პარლამენტის თავმჯდომარე ძვირფას, სამთავრობო კლასის ავტომობლში და დაცვის თანხლებით, ან საშუალო რგოლის მოხელის მდივანი ქალი სამსახურებრივი ავტომობილით) გვიჩვენებს, თუ რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა.
ინტერვიუ შეიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე.