კომენტარი
აფხაზეთში არენაზე გამოდის მესამე ძალა, ქუჩა - აფხაზი ჟურნალისტი სოხუმის მოვლენებზე
FaceBook Twitter
E-mail Print
როგორ განვითარდება მოვლენები სოხუმში და რა გავლენას იქონიებს მიმდინარე პროცესები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, - ამ თემაზე „ლაივპრესს“ აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი ესაუბრა.

ლაივპრესი: რა მოხდა სოხუმში, რა ძალებს სურთ ხელისუფლებაში მოსვლა?

ანტონ კრივენიუკი: აქამდე რომ ჩემთვის ეკითხათ, როგორი შედეგებით დასრულდება 9 იანვრის საპროტესტო აქცია, ვუპასუხებდი, რომ ეს არის რიგითი აქცია, სადაც ხალხი შეიკრიბება, პროტესტს გამოთქვამს და დაიშლება. ვეჭვობ, რომ ვინმე იფიქრებდა პროტესტის განვითარებას ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებით. ახლა ცხადი გახდა, რომ აფხაზეთში არენაზე გამოდის მესამე ძალა - ქუჩა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქუჩისთვის ავტორიტეტული ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ არასისტემური ოპოზიცია, ან უკვე არასისტემური ხელისუფლება.

ლაივპრესი: როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

ანტონ კრივენიუკი: ხაჯიმბას რეჟიმი ეყრდნობოდა ხალხს, რომელსაც მას ოპონირებას უწევდა პრეზიდენტის არჩევნებისას. ისინი დიდი ხანია აფხაზურ პოლიტიკაში არიან. მათ ბევრი ლიდერი ჰყავთ. აქვთ გადაჭარბებული ამბიციები და კონფლიქტში არიან ერთმანეთთან. ესენი არიან ოპოზიციური ძალები, რომელთაც ვერ მოიგეს საპრეზიდენტო არჩევნები, არადა, ხელისუფლება თითქმის ჯიბეში ჰყავდათ. ვერ მოიგეს, ვერც შამბასა და ანქვაბის, ვერც ასლან ბჟანიასთან დაკავშირებულმა ძალებმა. ხელისუფლება ახერხებდა ძალის შენარჩუნებას ოპოზიციის სისუსტის ხარჯზე. იმ პირობებშიც კი, რაც ქვეყანაში შეიქმნა, - მძიმე ეკონომიკური სოციალური მდგომარეობა, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა რეალური ქუჩა, ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ხაჯიმბას ხელისუფლებას არ აქვს საყრდენი ძალა და არ აქვს თავდაცვის უნარი.

რასაკვირველია, ყველასათვის საინტერესოა, რა იქნება შემდეგ. რადგან აფხაზეთისთვის ახლა ახალი მდგომარეობაა. პოლიტიკაში მოვიდნენ არასისტემური ძალები. მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ოპოზიციაც აქტიურად მონაწილეობდა, ჩამოფრინდა ასლან ბჟანია, მაინც გაუგებარია, ვის რა როლი ექნება. ამიტომ, მოსალოდნელია ძალაუფლების და თანამდებობის გადანაწილებისთვის ახალი კონფლიქტი. ახალი პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მოიგებს ასლან ბჟანია. მაშინ კონფლიქტი შეიძლება გარკვეული დროით ჩაცხრეს. ის არის თვალსაჩინო ლიდერი. მართალია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები მოწამვლის შემდეგ, ამიტომაც რთულია თქმა რა იქნება. მაგრამ ყველა შემთხვევაში, აფხაზეთში ღრმავდება შეხლა-შემოხლა.

ლაივპრესი: რა გავლენას იქონიებს სოხუმში მიმდინარე პროცესები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე?

ანტონ კრივენიუკი: მომხდარი მოვლენებისგან არაფერს არ უნდა ელოდოს არც რუსეთი და არც საქართველო. ეს არის დეზორგანიზაცია პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი. ასეთი მოვლენების შედეგად ვერ იქნება ჩამოყალიბებული პოლიტიკა, სტრატეგია, ახალი გეგმები და იდეები. ეს არის კონფლიქტი, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ კრიზისთან. ეს არის სიტუაცია, როდესაც საუბარი არ არის განვითარებაზე. თუმცა მე არ მინდა იმის თქმა, რომ ხაჯიმბას ხელისუფლება შეძლებდა მეტად, ან ნაკლებად სიტუაციის კონტროლს. აბსოლუტურად არა. სწორედ მისი მმართველობამ მიიყვანა აქამდე აფხაზეთი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.