კომენტარი
საოპერო მომღერლის გზა აფხაზეთიდან ევროპამდე [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ცნობილმა კინორეჟისორმა მარტინ სკორსეზემ, დოკუმენტურ ფილმში ქართველი საოპერო მომღერალი, სალომე ჯიქია გადაიღო. ის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის, სახელმწიფო საოპერო თეატრის სოლისტია, ბოლო წლები კი ევროპის სხვადასხვა თეატრების სცენაზე გამოდის. მომღერალმა „ლაივპრესს“ უამბო, თუ როგორი იყო მისი გზა ევროპამდე.

სალომე ჯიქია: დავიბადე ზუგდიდში. დედა სოხუმელი მყავს, მამა კი ზუგდიდელი, მაგრამ ნახევრად სოხუმში ვცხოვრობდით, რადგანაც ჩემი სამი და სწავლობდა სოხუმში. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ გადავედით თბილისში. სწავლა გავაგრძელე მუსიკალურ ათწლედში. მთელი ჩემი ბავშვობა უკავშირდება ფორტეპიანოს. მახსოვს გაყინული კლასები, კონცერტის წინ კულისებში როგორ ვკანკალებდით სიცივისგან და როგორი რთული იყო დაკვრა, რადგან ზოგადად, არანაირი პირობები არ გვქონდა.

ლაივპრესი: რა ასაკში დაიწყეთ სიმღერა?

სალომე ჯიქია: ჩემი სიმღერით გატაცება საკმაოდ გვიან მოხდა. ვიყავი კონსერვატორიის მესამე კურსზე, როცა დავიწყე მეცადინეობა. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს ის პროფესია იყო, რომელიც ჩემს მომავალს განსაზღვრავდა და შემდეგ ბოლომდე მივუძღვენი თავი სიმღერას.

ლაივპრესი: თქვენი კარიერისთვის რომელი ეტაპი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?

სალომე ჯიქია: მნიშვნელოვანი იყო პირველი გასვლა ევროპაში, როცა სანტა სესილიას აკადემიაში, ცნობილ მომღერალ რენატა სკოტუსთან მივიღე გაკვეთილები. შემდეგ უკვე როსინის ფესტივალზე ამიყვანეს და მე გავხსენი ეს მნიშვნელოვანი ფესტივალი მთავარი პარტიით. ზუსტად ამის შემდეგ გახსნის შემდეგ დაიწყო ჩემი, როგორც მომღერლის კარიერა. წამოვიდა მეტი კონტრაქტი. მყავს მენეჯერი ალესანდრო არიოზი, რომელიც არის პლასიდო დომინგოს აგენტიც. მე მაქვს ბედნიერება, ვიმუშავო ასეთ ძლიერ აგენტთან.

ლაივპრესი: როგორ მოხვდით ცნობილი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ფილმში?

სალომე ჯიქია: რაც შეეება სკორსეზეს დოკუმენტურ ფილმში მოხვედრას, ეს იტალიური მხარის დამსახურებაა, რადგან მათ სჭირდებოდათ მეცო სოპრანოს, დიდი დიაპაზონის მომღერალი. ამ შემთხვევაში მე, როგორც როსინის მომღერალი, ასეთი ტიპის რეპერტუარს ვმღერი.

ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც გვიამბობს ემიგრანტების როლზე ამერიკის კულტურის განვითარებაში. სკორსეზე დაინტერესდა სან პატრიკის ტაძრის გუნდით, რადგან თვითონ ბავშვობაში ამ გარემოში გაიზარდა. სან პატრიკის ტაძარში 200 წლის წინ იტალური მუსიკის გაზიარება მოხდა ამერიკულ პუბლიკასთან. აქ მღეროდა ულიმიტო დიაპაზონის მქონე პირველი საოპერო დივა, მარია მალიბრანი.

ფილმის პრემიერა იქნება იანვრის ბოლოს, სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ლაივპრესი: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სალომე ჯიქია: 22 მარტს ვენაში მაქვს დებიუტი. მაისში მიუნხენში, შემოდგომაზე კი ციურიხში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მანამდე ხდება - თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში ბავშვს ველოდები.

ვიდეოში მომღერალი ასრულებს სემირამიდას პარტიას ჯოაკინო როსინის ოპერიდან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.