კომენტარი
ეკლესიის გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის გავლენების აღდგენა და ფინანსური სარგებელიც - თეოლოგი
FaceBook Twitter
E-mail Print
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც საქართველოს საპატრიარქო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, უარს არ ამბობს შეკრებაზე და სხვა ტიპის აკრძალვების შემოღებაზე.

თეოლოგი "ლაივპრესთან" ინტერვიუში საუბრობს მრევლის განწყობაზეც, თუ როგორ აღიქმება არსებული მდგომარეობა მათ შეხედულებებზე. იხსენებს, რა გადაწყვეტილებებს იღებდა ეკლესია წარსულში, სხვადასხვა ეპიდემიის გავრცელებისას.

ლაივპრესი: კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, საპატრიარქომ რატომ არ აკრძალა ტაძრებში შეკრება?

გიორგი ტიგინაშვილი: ერთადერთი მიზეზი, ეს არის ძალაუფლებით ტკბობა, ტრიუმფალიზმი და ხელისუფლებასთან ქიშპობა, რაც განპირობებულია რამდენმე მოტივით:

პირველი, ეს არის გავლენის სფეროების აღდგენა და გაფართოება. მეორე, ფინანსური სარგო, რომელიც ვაჭრობის ნიადაგზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზაზე ეძლევა ხოლმე ეკლესიას პერიოდულად, იქნება ეს ინფრასტრუქტურული ნაგებობები, თუ ფინანსური დოტაციები და სუბსიდიები. ან სხვა ტიპის ბენეფიტები, რომლითაც ეკლესია ყოველთვის სარგებლობს ხელისუფლებასთან პაექრობის მეშვეობით.

ამავდროულად, აქ საგულისხმოა ერთი გარემოება. ამ პერიოდში რაკი ეკლესიის ავტორიტეტი შეირყა და დაქვეითდა, ისინი ცდილობენ მასებზე ზემოქმედებას და პრაქტიკულად, ფანატიკური და ექსტრემისტული ძალების გაერთიანებას, რომელსაც შემდეგ დაუპირისპირებენ ხელისუფლებას სარწმუნოებრივ, ემოციურ და იმპულსურ ნიადაგზე. ამით უფრო მეტს გამორჩებიან.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდის ფაზაში. ასეთ დროს ეკლესია დივიდენდებს აძლევს ხოლმე ხელისუფლებას და შესაბამისად, იღებს ხოლმე გარკვეულ სარგებელს, რაც მატერიალურ მოცემულობაში გამოიხატება. ყველაზე დასანანია, რომ მორწმუნე მრევლი, საზოგადოება იმყოფება ილუზიაში და სინამდვილეში საპატრიარქო არ არის ქრისტოცენტრული ორგანიზაცია, ის არის ძალაუფლების ტკბობაში, უზურპატორული ორგანო, რომელიც აცხადებს, რომ ქრისტე არის მათთან და არა ადამიანების გულებში.

ლაივპრესი: როდესაც ასეთ სარგებელზე საუბრობთ, მიიჩნევთ, რომ ვირუსის საფრთხე საპატრიარქოს სათანადოდ არ აქვს შეფასებული?

გიორგი ტიგინაშვილი: მათ სრული ინფორმაცია აქვთ ვირუსის საფრთხეებზე. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინაში, ფეჩორის ლავრაში წინამძღვარი, მიტროპოლიტი პავლე მოუწოდებდა საზოგადოებას და მორწმუნე მრევლს, რომ ტაძრებში მისულიყვნენ, მიეღოთ მონაწილეობა ღვთისმსახურებაში და არ დამორჩილებოდნენ ადგილორბორივი ხელისუფლების რეგულაციებს და აკრძალვებს, იგი თავად დაინფიცირდა კორონავირუსით და მასთან ერთად 105 ბერი, საიდანაც სამი უკვე გარდაიცვალა.

ასევე კუნძულ კრეტაზე, 15-მდე მღვდელი და 5-მდე ბერი არის დაავადებული. რუსეთის ეპერქიაში 25 საეკლესიო პირი არის დაავადებული. კვიპროსის ეკლესიაშიც ასვე 5-მდე პირი. სერბეთში გარდაიცვალა ასევე მართლმადიდებელი მიტროპოლიტი.

რა თქმა უნდა, ვირუსი ვერ ანსხვავებს ადამიანს რელიგიური კუთვნილებით თუ ეთნიკური წარმომავლობით. თუკი ეს ფაქტები სხვა ეკლესიებში არსებობს, ამის ჰიპოთეტური და თეორიული დაშვება რატომ არ შეიძლება საქრთველოს ეკლესიაში? პარადოქსული ირონიაა, რომ ტაძრების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და ე.ი. უშვებ, რომ იქ ბაქტერია შეიძლება არსებობდეს. თუკი შესაძლებელია, რომ ბაქტერია გაჩნდეს, მაშინ რატომ ვპროვოცირებთ? რატომ არ შეგვიძლია რუდუნებით ვიზრუნოთ მოყვასზე და ერთმანეთზე?

ეკლესიის ეს პოზიცია არის დესტრუქციული და საბოლოო ჯამში ანტიადამიანურიც კი. მითუმეტეს, რომ საეკლესიო სივრცეში უკვე გაჩნდა კლასტერი - დაავადდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მღვდელმსახური. მას ჰქონდა კონტაქტი სასულიერო პირებთან, მორწმუნე მრევლთან. ეს ნიშნავს, რომ ალბათობა მაღალია, რომ ამ ადამიანებს გზადაგზა შეიძლება გამოუვლინდეთ ვირუსი.

ლაივპრესი: საპატრიარქოს ასეთი გადაწყვეტილება, როცა საფრთხის მიუხედავად არ ამბობს უარს ზიარების წესზე, შეკრებებზე, როგორ მოქმედებს მრევლზე, ეკლესიის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე?

გიორგი ტიგინაშვილი: მრევლის დიდი ნაწლი არის დაბნეული, განაწყენებული და გაორებული. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ორი უკიდურესობა. ერთი მხარე, რომელიც აცხადებს, რომ მზად არიან ასეთი აღტკინებით, ემოციურ ნიადაგზე ხელისუფლების ჯინაზე მივიდნენ ტაძრებში და თუნდაც კორონავირუსით დაინფიცირდნენ და ამგვარად აღესრულონ...

მეორე ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ იმედგაცრუებულია სამღვდელოების ასეთი არამართლზომიერი, ფეთქებადსაშიში განცხადებების გამო, რადგან აცნობიერებს, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, დაავადების ინსპირირება და კერების გაჩენის ძალიან დიდი ხიფათი. ამის შედეგად მრევლში ჩნდება უკმაყოფილება და ჩვენ შეიძლება მივიღოთ ქაოსი, რაც ყველაზე მეტად ასეთ დროს აწყობს რუსეთს, რომელსაც ასეთი მოწყვლადი სიტუაციის დროს შეუძლია ზემოქმედება საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ველზე, მათ შორის ეკლესიაზე, რომელიც პრაქტიკულად არის მისი ირიბი ინტერესების პირდაპირი, რბილი ძალით გამტარი ორგანო, რომელიც ამ ჰიბრიდულ ომში არის მედროშე, ნებსით თუ უნებლიეთ...

ლაივპრესი: სასულიერო პირებს შორის თუ არიან, ვინც არ ეთანხმება საპატრიარქოს და რამდენად ახერხებენ ეპარქიები დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას?

გიორგი ტიგინაშვილი: რა თქმა უნდა არიან. ავიღოთ იგივე ჩრდილოეთ ამერიკის ეპაქრიის ქართული სამრევლოს ხელმძღვანელი, ეპისკოპოსი საბა, რომელიც ხელისუფლების დადგენილებებს ანგარიშს უწევს და ამავდროულად, აცნობიერებს საფრთხეს და საქართველოში მორწმუნე მრევლსაც მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ეკლესიაში მისვლისგან. არის ფოთის და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელიც აცხადებს, რომ არ არის აუცილებელი დაირღვეს კანონი და მოხდეს შეკრება.

არიან ისეთი სასულიერო პირებიც, რომლებიც პრივატულ საუბრებში ამბობენ, რომ განიცდიან და მორალურად არიან მოტეხილი, რადგან ვერ უძლებენ, სისტემის წინააღმდეგ წასვლა უჭირთ. თუმცა არ ეთანხმებიან შინაგანად ამ გადაწყვეტილებებს. ამ ნიადაგზე ეკლესიაში შესაძლებელია ახალი დაპირისპირების წარმოშობა, რაც რა თქმა უნდა, არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო და სასარგებლო, როგორც სოციუმისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ამდენად, როგორც ჩანს, საპატრიარქო მიდის ვა-ბანკზე. ეს არის შურისძიება "ციანიდის საქმეზე", რომელმაც წარმოაჩინა ეკლესიაში არსებული უამრავი დარღვევა. მათ შორის ზნეობრივი, სამართლებრივი, მორალური და ა.შ.

ლაივპრესი: თუ ისტორიას გადავხედავთ, როგორი იყო ეკლესიის გადაწყვეტილება სხვადასხვა ეპიდემიის დროს? მიმართავდა რადიკალურ აკრძალვებს?

გიორგი ტიგინაშვილი: ზოგადად მართლმადიდებელ სამყაროში მრავლად იყო აკრძალვები. იგივე, ბიზანტიის იმპერიაში. მაგალითად, იუსტინიანეს დროსაც არსებობდა შავი ჭირის ერთგვარი სახეობა, რომელიც შეეყარა კიდევაც თავად იმპერატორს და ამის გამო ეწოდა ამ დაავადებას "იუსტინიანეს ჭირი". იყო ძალიან ფართომასშტაბიანი და მოჰყვა უზარმაზარი მსხვერპლი. ასეთ პირობებში, ეკლესია ყოველთვის, რა თქმა უნდა შეზღუდვებს აწესებდა - როგორც მინიმუმ იზოლაციასა და კარანტინს. მათ შორის სამონასტრო პირობებშიც კი გახსნილი იყო საავადმყოფოები, სადაც მკურნალობა მიმდინარეობდა და ამ პროცესში ჩართული იყვნენროგორც მედიცინის მუშაკები, ისე ბერ-მონაზვნებიც და სამღვდელოებაც. არასდროს საკითხი ისე არ დამდგარა, რომ ტაძარში მისვლა აპრიორი აუცილებელი ოყო.

საქართველოს სინამდვილეში, თუ უახლოესი ისტორიიდან ვიტყვით, 1921 წელს გარდაიცვალა კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე. იგი აღესრულა ქოლერის დაავადებით. მოიწამლა სასმელი წყლისგან, რადგან იმ პერიოდში ჭები იყო მოწამლული პრაქტიკულად და ძირითადად ამ ნიადაგზე ხდებოდა ადამიანების დაინფიცირება.

ამავდროულად, გავიხსენოთ მეთხუთმეტე საუკუნეში იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე. სანამ ის აღიკვეცებოდა, მისი 5 შვილი და მეუღლე შავი ჭირის ეპიდემიამ იმსხვერპლა. ამ და სხვა შემთხვევებშიც აკრძალვები ერთმნიშვნელოვნად ვრცელებოდა ეკლესიაზეც. ეკლესია მას ყოველთვის მარტივად, ნორმალურად და ჩვეულებრივად უყურებდა. იღებდა რა თქმა უნდა პრევენციულ ზომებს და არასდროს ეს საკითხი არ იგივდებოდა ღმერთის მიმართ თაყვანისცემის, ასე ვთქვათ დამაბრკოლებელ ფაქტორად.
_________________________________________________________________________________________

ახალი კორონავირუსის პანდემიით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. აკრძალულია სამზე მეტი პირის შეკრება. აკრძალულია ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მოძრაობა. 17 აპრილიდან აიკრძალება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილებაც. საქართველოში დაიხურა დიდი აგრარული ბაზრები და ჩაიკეტა ოთხი დიდი ქალაქი. მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიას ჩაატარებს დიდ ტაძრებში მრევლთან ერთად, პატარებში კი მრევლის გარეშე. საპატრიარქოსგან განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღეს ხობისა და ფოთის ეპარქიამ და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ. იქ ღამის წირვები აღარ ჩატარდება და მრევლს მოუწოდეს, აღდგომის დღესასწაულს სახლში შეხვდნენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 16 აპრილის მონაცემებით, Covid-19 348 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 76 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.