უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საზოგადოებაში აღარ იყოს მიღებული აღზრდის ძალადობრივი მეთოდები - მაია ქურციკიძე
პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს
აღნიშნავს. რამდენად დაცულია
ეს უფლებები საქართველოში, რა პროგრესი გვაქვს, რა პრობლემები და
გამოწვევები, "ლაივპრესი" გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის
პროგრამის ხელმძღვანელ მაია ქურციკიძეს ესაუბრა.
ლაივპრესი: რა იცვლება წლიდან წლამდე ბავშვთა უფლებების კუთხით, რა უმჯობესდება და პირიქით?
მაია ქურციკიძე: ბავშვთა უფლებების დაცვა ძალიან დიდი თემაა და ბევრ მიმართულებას მოიცავს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ვიტყვით, რომ ბავშვთა უფლებები სრულად დაცულია. ყველგან არის რაღაც მიმართულებით პრობლემები, გამოწვევები. მათ შორის საქართველოშიც. თუმცა თუ შევადარებთ იმას, რა იყო 10-15 ან 20 წლის წინ, რა თქმა უნდა მდგომარეობა, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ, გაუმჯობესებულია. თუნდაც სიღარიბე რომ ავიღოთ და 2009 წლის მონაცემს შევადაროთ, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლით, შემცირების ტენდენციაა იგივე ბოლო მონაცემთან შედარებით. გაუმჯობესება არის ბევრი კუთხით. მაგალითად, თუ ადრე 5000 ბავშვი იყო ბავშვთა სახლებსა და ბავშვთა ინსტიტუციებში, დღეს დახურულია დიდი ზომის ეს დაწესებულებები და ინსტიტუციები, რომელიც ბავშვთა განვითარებისთვის არანაირად არ იყო კარგი. ახლა უკვე შეიქმნა მათთვის ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებები, როგორიც არის მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მინდობითი აღზრდა..
ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისაც არსებობდა დიდი ზომის დაწესებულებები. დღეს ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ბავშვებისთვისაც იყოს ალტერნატიული, ოჯხთან დაახლოებული ზრუნვის ფორმები. ასე რომ, ბევრი რამ გაკეთდა. თუნდაც ის, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებაც მოსახლეობამ უფრო მეტი იცის და უფრო აქტიურად ხდება ბავშვის უფლებების გამოყენება და მათი დაცვისთვის, სახელმწიფო სხვადასხვა პოლიტიკის შემუშავება იქნება ეს, თუ კანონმდებლობის შემუშავება. უფრო დაუახლოვდა საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შარშან, როცა საქართველომ მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი. ეს არის მნიშვნელოვანი, ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვების მდგომარეობა ქვეყანაში. ახლა როცა, ყველა კანონმდებლობა და პოლიტიკა შემუშავდება, უნდა იყოს სწორედ ამ კოდექსთან მისადაგებული. სექტემბრიდან შედის ძალაში. იმედი გვაქვს, ეს კოდექსი ხელს შეუწყობს ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან ველოდებით, რომ ბევრი მიმართულებით ცვლილებები იქნება.
ლაივპრესი: თუმცა ის კანონმდებლობა, რაც დღეს გვაქვს, რამდენადაა ქმედითი? შეიძლება ბევრი რამ ეწეროს კანონში, მაგრამ აღსრულება როგორ ხდება?
მაია ქურციკიძე: კანონის აღსრულება ზოგ შემთხვევაში არის პრობლემა. მაგალითად, სკოლამდელი ზრუნვისა და განათლების კანონი რომ ავიღოთ, რომელიც 2016 წელს შემუშავდა, დღემდე არის ბევრი მიმართულებით პრობლემა ამ კანონის დანერგვის და განხორციელების კუთხით. თუნდაც ის, მუნიციპალიტეტები რამდენად არიან მზად, რომ ეს კანონი სრულად ამოქმედდეს. კანონი რომ სრულად ამოქმედდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილებზე, სააღმზრდელო დაწესებულებებში უნდა ჰქოდენთ ბავშვებს შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, სრულფასოვანი განათლება. ამისთვის საჭიროა, აღმზრდელ-პედაგოგები იყვნენ გადამზადებულები და ჰქონდეთ საშუალება, ასეთი განათლება შესთავაზონ ბავშვებს. საგანმანათლებლო რესურსი უნდა ჰქონდეთ ბავშვებს ადგილებზე.
ლაივპრესი: რა კომპონენტში გაუარესდა ბავშვთა უფლებები? რა მიმართულებით არ გვაქვს ძვრა და არის რეგრესი?
მაია ქურციკიძე: მე გამოვიყენებ სიტყვებს - "პრობლემები", "გამოწვევები". გამოწვევები არსებობს. სიღარიბე ვახსენე და ჯერ კიდევ არიან ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, და ჩვენ ვეხმარებით და ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, რომ არცერთი ბავშვი არ იყოს უკიდურეს სიღარიბეში და ზოგადად სიღარიბეში. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ეს არის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ეხმარება უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს და ის არის ბავშვთა მოსახლეობის 16%. როდესაც გაცილებით მეტია ისეთი, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს და ასევე სჭირდება დახმარება. ამიტომ, მნიშვნელოვანია იყოს ისეთი პროგრამები, რომელიც არამხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულებს დაეხმარება, არამედ სხვებსაც, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ უკიდურესად გაჭირვებულები, მაგრამ ამგვარი გაღარიბების რისკის ქვეშ იყვნენ. ასევე, მნიშვნელოვანია ოჯახების გაძლიერება, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი გააკეთოს ამ მიმართულებით, რომ ოჯახებს შეეძლოთ შვილებზე ზრუნვა და განათლების და განვითარებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი დახმარება.
ლაივპრესი: ოჯახის თემას გავაგრძელებ. ოჯახშიც ირღვევა ბავშვთა უფლებები და ამას აკეთებენ მისი უახლოესი ადამიანები აკეთებენ...
მაია ქურციკიძე: ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ერთია, რომ სახელმწიფოში იყოს გამართული მექანიზმი, რომ დროულად გამოავლინოს ბავშვის მიმართ ძალადობა და მოახდინოს რეაგირება. ამისთვის არსებობს ბავშვთა დაცვის, რეფერირების მექანიზმები, რომელიც ავალდებულებს ყველა პროფესიონალს, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, რომ თუ ისინი გახდნენ ბავშვთა მიმართ ძალადობის მოწმე, შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს, ეს იქნება მასწავლებელი, ექიმი, სამართალდამცველი თუ სხვა.
მეორე არის ის, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ბავშვს უხდება ცხოვრება სხვადასხვა ინსტიტუციაში. ერთი არის ოჯახი, მეორე სკოლა, სკოლამდელი დაწესებულება, თუ სხვა. მნიშვნელოვანია არამხოლოდ სახელმწიფოში იყოს ასეთი მექანიზმი გამართული და მთავრობა რეაგირებდეს, საზოგადოებაშიც იყოს დამკვიდრებული ბავშვის აღზრდის არაძალადობრივი მეთოდები. მნიშვნელოვანია მშობლებს ჰქონდეთ კარგად გააზრებული, თუ რა მძიმე ზეგავლენას ახდენს ძალადობა ბავშვზე, რამდენად უშლის ხელს განვითარებაში და კვებას კიდევ ამ ბავშვებში შემდგომ სხვების მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებს. ძალადობენ ბავშვზე და მერე ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ ამ ბავშვმა სხვების მიმართაც იგივე ძალადობრივი მეთოდები გამოიყენოს.
ლაივპრესი: ბევრს საუბრობენ ოჯახში ძალადობაზე, ბავშვზე ძალადობაზე. მშობლებს ნელ-ნელ აქვთ ინფორმაცია, თუმცა ბევრისთვის ყველაფერი მაინც ნორმად რჩება. ეს ნიშნავს, რომ კამპანია სახელმწიფოს მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არასაკმარისია?
მაია ქურციკიძე: საზოგადოებაში არსებული ნორმების შეცვლა ხანგრძლივი და საკმაოდ რთული პროცესია. არა ერთი და ორი კამპანიის საფუძველზე უნდა ველოდოთ შედეგს, არამედ უნდა იყოს მიზანმიმართული მუშაობა ყველა მიმართულებით. ძალადობა განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ მეტ-ნაკლები განსხვავებები არსებობს ქვეყნებს შორის. საქართველოში ძალიან ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევენ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას ბავშვთა აღზრდის დროს. ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საზოგადოებაში აღარ იყოს მიღებული ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. ნორმად აღარ ითვლებოდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს ის თუ, რა არის ძალადობა. ერთი თუ ძალადობას ეძახის მკაცრ მოპყრობას, ცემას, მეორემ შეიძლება არ უწოდოს ძალადობა ბავშვისთვის ყვირილს, შეურაცხმყოფელი, უხეში გამონათქვამებით მიმართვას. ჩვენ, საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, თუ რას ვეძახით ძალადობას, და ძალადობა ძალიან ბევრნაირია. იგივე დაყვირება, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა. რომელიც არანაკლებ მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვზე, ისევე, როგორც ფიზიკური.
მუდმივი მუშაობაა საჭირო როგორც მშობლებთან განათლების და ინფორმირების კუთხით, აღზრდის პოზიტიური მეთოდების შესახებ, თუ როგორ მოიქცნენ, როცა პრობლემებს აწყდებიან ბავშვის აღზრდისას, ასევე სკოლებში მასწავლებელთა განათლებაც არის მნიშვნელოვანი, რომ თუ რა არის პოზიტიური დისციპლინა და როგორ მართონ კლასი ძალადობრივი მეთოდების გარეშე. ჩვენ ამ კუთხით ჩაგვიტარებია არაერთი კამპანია, მაგრამ კიდევაა სამუშაო. ჯერ კიდევ შორს ვართ.
ლაივპრესი: ბავშვები არიან თუ არა დღეს მეტად ინფორმირებულები საკუთარი უფლებების შესახებ, ვიდრე წინა წლებში? დაიწყეს თუ არა ამაზე საუბარი უკვე ნელ-ნელა?არის გარკვეული პროგრესი?
მაია ქურციკიძე: დიახ, დღეს ბავშვები უკეთ არიან ინფორმირებულები. სწავლობენ სკოლაში. აქვთ წვდომა ინფორმაციასთან, არაფორმალურ განათლებასთან, ინტერნეტთან. იყენებენ კიდევაც ამ უფლებებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის დროს. ეს ძალიან კარგია. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთ უფლებებზე და რაც მთავარია, უნდა ჰქონდეთ საშუალება, მოითხოვონ ამ უფლებების დაცვა. რა თქმა უნდა, უფლებები ყოვლთვის არის პასუხისმგებლობებთან ერთად და მთავარია სწორად იყოს გაგებული, რას ვგულისხობთ ამ უფლებებში. "მე სკოლაში არ წავალ დღეს, არ მინდა, ეს ჩემი უფლებაა", - ეს არ არის რა საკვირველია უფლება. ბავშვს აქვს განათლების უფლება და ასევე პასუხისმგებლობაც, რომ მიღოს განათლება და ესეც მისი უფლებაა, რომ მიიღოს განათლება. ბავშვთა უფლებათა კონვენცია ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომ თავს უყრის ყველა უფლებას ერთად და ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ვახსენე, ამ კონვენციის და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მომზადდა.
ლაივპრესი: კვლევა გამოაქვეყნა გაეროს ბავშვთა ფონდმა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პანდემიის პირობებში ძალიან ბევრი ბავშვი პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელყოფის საფრთხის წინაშე შეიძლება დარჩენილიყო. საქართველოში თუ გამოიკვეთა მსგავსი შემთხვევები?
მაია ქურციკიძე: მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა ეს რისკი. როცა ოჯახები იყვნენ სახლებში ჩაკეტილი, და პოტენციურად ადრეც იყო იმ ოჯახებში გარკვეული პრობლემები, ამ იზოლაციის და კარანტინის დროს შესაძლოა ეს რისკები კიდევ უფრო გაზრდილიყო. ასევ, მოხდა სხვადასხვა ტიპის რისკების გაზრდა. ახლა ვატარებთ შეფასებას, რა გავლენა ჰქონდა პანდემიას ოჯახებზე, ბავშვებზე და ალბათ მალე გვექნება ეს მონაცემები.