კომენტარი
პარლამენტის არჩევნები - გამოწვევები და გამოსავალი - ინტერვიუ ლევან ნატროშვილთან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
შემოდგომაზე საქართველოში პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჯერ უცნობია რა ვითარება იქნება ოქტომბერში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაბალი იქნა, ქვეყნის მოსახლეობას ეპიდემიოოგების მთავარი რეკომენდაციის დაცვა მაინც მოუწევს. მათ შორის დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება, შეკრებებისგან თვის არიდება და ხელის დეზინფექცია.

ახლა მთავარი კითხვაა, როგორ ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი „ლაივპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და პანდემიამ შეიძლება პრობლემა წარმოშვას როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს. მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე სათუოა არჩევნებზე დაკვირვებაც, რაც თავის მხრივ პროცესის გამჭვირვალობას და ლეგიტიმურობას საფრთხეს უქმნის.

დაახლოებით 1 თვის წინ ორგანიზაციამ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არასამთავრობო სექტორის ჩართულობით დაიწყოს კონსულტაციები, საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ მიმართვას, ასევე როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება პანდემიისას არჩევნების ჩატარებაზე, რამდენად შეიძლება ის მოერგოს საქართველოს, - ამ საკითხებზე ლევან ნატროშვილი საუბრობს.

ლაივპრესი: პანდემია და არჩევნები - რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა?

ლევან ნატროშვილი: პანდემიამ შეიძლება პრობლემა წარმოშვას როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღეს. როგორც წინასაარჩევნო პერიოდი იქნება განსხვავებული, ისევე იქნება არჩევნების დღეც. ეს კი დამატებით რეგულაციებს მოითხოვს, თუ რა თქმა უნდა გარკვეული შეზღუდვები დარჩა და ამის ალბათობა არის ძალიან მაღალი. წლის განმავლობაში მინიმალურად სოციალური დისტანცირების საკითხი და ასევე, დახურულ შენობებში პირბადეების ქონის საკითხი ალბათ იქნება სავალდებულო. შესაბამისად ეს უკვე სერიოზულ პრობლემას წარმოშობს როგორც საარჩევნო კამპანიის მხრივ, ისე არჩევნების დღეს და განსაკუთრებით არჩევნების დღეს.

პირველ რიგში საარჩევნო კამპანიაზე რომ ვისაუბროთ, ეს მასობრივი შეკრებები, აქციები, რაც ტარდება ხოლმე პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მონაწილეობით, რა თქმა უნდა თითქმის შეუძლებელი გახდება, ვინაიდან ბევრი ადამიანის ერთად თავმოყრა, მათ შორის გარეთ პერიმეტრზე, არა დახურულ ჭერქვეშ, იქნება პრობლემური და ამ მხრივ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ განსხვავებულ ტაქტიკაზე, განსხვავებულ საარჩევნო კამპანიაზე. ისინი უფრო მეტად ალბათ გამოიყენებენ ონლაინ პლათფორმებს, დისტანციური აგიტაციის საშუალებებს. შეიძლება უფრო დიდი აქცენტი გააკეთონ რეკლამაზე. მაგალითად, სატელევიზიო რეკლამაზე და ა.შ. ეს მათ გადასაწყვეტი იქნება.

გარდა ამის, კარდაკარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო კამპანიის, და ესეც საკმაოდ პრობლემური იქნება, თუ ეს შეზღუდვები დარჩა.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ საკუთრი საარჩევნო სტრატეგიის მთლიანად გადაწყობა და ვნახავთ, თუ როგორ არიან ისინი მომზადებულები, რამდენად სწორად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, ყველაზე დიდი პრობლემა რაც შეიძლება იყოს, ეს არის არჩევნების დღე. თუ ეს შეზღუდვები იქნა, მათ შორის ის, რაც უკვე ვახსენეთ, ეს იქნება სოციალური დისტანცია, პირბადეების ტარება, სიცხის გაზომვა შენობაში შესვლის წინ, ხელების დეზინფექცია და ბევრი რამ, ეს ყველაფერი პირველ რიგში წარმოშობს იმის აუცილებლობას, რომ სპეციალური აღჭურვილობა იყოს ყველა საარჩევნო უბანზე. თუმცა ესეც არ არის პანაცეა. მაგალითად, არსებობს ქვეყნის მასშტაბით პატარა საარჩვნო უბნებიც, სადაც დისტანციის დაცვა საკმაოდ რთული იქნება.

ეს საკითხი პრობლემურია იმ კუთხითაც, რომ დაკვირვება არჩევნებზე და ჩატარება არჩევნების, შეიძლება გახდეს ასე ვთქვათ სათუო, ვინაიდან იქ ადამიანები უბრალოდ შეიძლება ვერ იმყოფებოდნენ იმ შენობაში იმ რაოდენობით, რა რაოდენობათაც საჭიროა.

ამაზეც საფიქრია და კიდევ ერთი საკითხი რაც არის, ეს არის უსაფრთხოება ზოგადად. ამომრჩევლის და საარჩევნო უბნის წევრების, დამკვირვებლების. ეს პრობლემას ქმნის ყველასთვის. მათ შორის დამკვირვებლებისთვის. შეიძლება ადამიანებს ეშინოდეთ და ამ გარემოში არ უნდოდეთ მუშაობა, რისკების ქვეშ. ამ მხრივ ჩვენი მხრიდანაც პრობლემაა ის, რომ გარანტიას ვერ მივცემთ, რომ ისინი უსაფრთხო გარემოში იქნებიან. მეორე მხრივ, რაც უფრო დიდი პრობლემა შეიძლება იყოს, ამომრჩეველთა აქტივობა. შეიძლება ბევრმა ადამიანმა უარი თქვას არჩევნებზე მისვლაზე, ვინაიდან დაინახოს ეს პრობლემა ჯანდაცვის კუთხით...

ლაივპრესი: როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება?

ლევან ნატროშვილი: ბევრ ქვეყანაში გადაიდო არჩევნები ამ პანდემიის გამო. ზოგან არ გადადებულა იმიტომ, რომ იქ არსებობდა გარკვეული ალტერნატივები.

მაგალითად, აშშ ცნობილია იმით, რომ ბევრ შტატში ხმის მიცემა შეიძლება ფოსტით. ამას აკეთებენ სახლიდან გაუსვლელად და იქ ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ნდობა საარჩევნო კომისიების მიმართ არის საკმაოდ მაღალი. ჩვენთან ეს ვერ გამოდგება იმიტომ, რომ დაბალია კომისიის მიერ ნდობა, პოლიტიზებულია საარჩევნო კომისიები და რა თქმა უნდა, ამომრჩეველი ნაკლებად ენდობა მათ. სხვა ალტერნატივას, მაგალითად ელექტრონულ სისტემასაც იგივე რისკები ახლავს.

ყოველთვის იქნება ეჭვები საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებში, რომ ვიღაც რაღაცას აყალბებს.

ლაივპრესი: თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

ამ რისკების დაზღვევის ერთადერთი საშუალება არის, რომ ერთად დავსხდეთ, როგორც სახელისუფლებო პარტია, ასევე ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები. დავიხმაროთ ეპიდემიოლოგები, რომ ერთობლივად ყველა სცენარი გავიაროთ, რა შეიძლება მოხდეს ოქტომბრისთვის და რა ზომები მივიღოთ. თან ისეთი ზომები, რომ ყველასთვის დამაჯერებელი იყოს და ერთის მხრივ, უსაფრთხოდ ჩატარდეს არჩევნები, რომ არავის ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე და მეორეს მხრივ, ჩართული მხარეების მხრიდან ლეგიტიმაცია იყოს მაღალი და აქტივობა იყოს ასევე ამომრჩევლის მხრიდან მაღალი. ამას სჭირდება კონსენსუსი.

ლაივპრესი: რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ამ მიმართვას?

ლევან ნატროშვილი: ჩვენს შეთავაზებაზე განცხადების დონეზე იყო გამოხმაურება, რომ ისინი მზად არიან ამისთვის. ასევე გააკეთა განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ცესკო მუშაობს გარკვეულ რეგულაციებზე, რაც დამატებით შეიძლება არჩევნებზე იყოს. როცა დაასრულებს მუშაობას, მერე გააცნობს ალბათ დაინტერესებულ და ჩართულ მხარეებს. ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი არ არის დაძრული, მაგრამ ეს საკითხი სწრაფად არის მოსაფიქრებელი, მოსაგვარებელი. მას სჭირდება სწრაფი რეაგირება, იმიტომ, რომ დრო ფაქტიურად აღარ არის.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ვირუსის შესახებ
14:37 / 22.06.2020
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ვირუსის შესახებ
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
12:20 / 03.06.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს
აღნიშნავს. რამდენად დაცულია
20:04 / 01.06.2020
პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. რამდენად დაცულია
უახლოეს დღეებში პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი - „სქანი“ გამოვა.
21:21 / 22.04.2020
უახლოეს დღეებში პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი - „სქანი“ გამოვა.
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.