კორონავირუსი და დეზინფორმაციის შედეგები - ინტერვიუ ინფექციონისტთან
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ვირუსის შესახებ
გაჩნდა ბევრი ყალბი ნიუსი, რომელიც სოციალურ ქსელებში სწრაფად
ვრცელდება. შესაბამისად, ადამიანებს შესაძლოა გაუჭირდეთ სიმართლისა და
გამოგონილი ამბის გარჩევა.
რა მითებია გავრცელებული Covid-19-ის სახლის პირობებში მკურნალობისთვის და რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ამან ვირუსთან ბრძოლის დროს. „ლაივპრესი“ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტს, ლალი დარახველიძეს ესაუბრა.
ლაივპრესი: სანამ არ არსებობს კორონავირუსის ვაქცინა, ან მედიკამენტი, ხალხში ვრცელდება ერთგვარი მითები, რომ შესაძლებელია ვირუსის პრევენცია სახლის პირობებშიც. სამკურნალო საშუალებებად სახელდება ნიორი, არაყი, წიწაკა, ცხელი წყალი და კიდევ ბევრი რამ. ყველაზე ხშირად რომელი მითის სჯერათ თქვენს პაციენტებს?
ლალი დარახველიძე: სამეგრელოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევამდე, ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტებს ვიღებდით ცხელების ნიშნებით. ისინი ხშირად აღნიშნავდნენ, რომ პრევენციის მიზნით სვამდნენ ცხელ წყალს. ერთმა პაციენტმა კი დიდი რაოდენობით მდუღარე წყალი დალია, მართალია დამწვრობას გადაურჩა, მაგრამ საყლაპავი მილის დაზიანებაც მიიღო.
ზოგადად, ვირუსული ინფექციების დროს, სითხის მიღება კარგია, თუმცა არა ცივი და ცხელის. ცივმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ანთებით პროცესს. ცხელი წყალი კი ვირუსს ვერაფერს უზამს და ჩვენ დაგვაზიანებს. უბრალოდ, უნდა მივიღოთ, ოთახის ტემპერატურის წყალი, თუმცა ეს არ არის სამკურნალო, ან პრევენციის საშუალება.
ცხელი წყლის გარდა, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ნიორი, არაყი, წიწაკა თითქოს პრევენციული საშუალებებია. ნიორი ჯანსაღი საკვებია, რომელსაც გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები აქვს და იმუნური სისტემის გაძლიერებაში ეხმარება ორგანიზმს, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ნივრის მოხმარება ადამიანებს კორონავირუსისგან დაგვიცავს.
სანამ სამეგრელოში ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდებოდა, იმასაც ამბობდნენ, რომ შესაძლოა, მეგრელებს წიწაკა იცავდა ვირუსისგან, თუმცა ეს მითიც ისევე როგორც სხვა დანარჩენი, მალევე გაქარწყლდა.
სოციალურ ქსელებში ვხედავ ნიუსებს კორონავირუსის მკურნალობაზე, ნივრით, არყით, წიწაკით, ან ცხელი წყლით, და.ა.შ. მათი უმრავლესობა რუსული წყაროებიდანაა.
ლაივპრესი: კორონავირუსთან დაკავშირებული მითებიდან, ყველაზე ახალი მითია, რომ პირბადის ხშირი გამოყენება აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. ეს მოსაზრება ხალხში მას შემდეგ გაჩნდა, რაც პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.
ლალი დარახველიძე: ზოგადად, პირბადის ტარება არ არის სიახლე ვირუსების დროს. წვეთოვანი ინფექციების გავრცელების შემთხვევაში, ყოველთვის იყო მისი ტარების რეკომენდაცია. რადგან დახველების, დაცემინების, ან თუნდაც სიცილის დროს, შესაძლებელია ნერწყვთან ერთად პირის ღრუში არსებული ინფექციის შემცველი ნერწყვის წვეთები მიმოიფრქვეს ირგვლივ და შესაძლოა მოხვდეს ჩვენს გარშემო არსებული საგნების ზედაპირზეც.
თუმცა არსებობს მისი ტარების წესები, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. უნდა გვქონდეს დაფარული ცხვირი, პირის ღრუ და არა ისე, რომ ნიკაპზე გვქონდეს ამოცმული ან ცხვირი ჩანდეს.
ამასთან, ყველა პირბადეს ანოტაცია მოყვება ხოლმე. ზოგადად, საჭიროა, რომ ის ყოველ 2 საათში გამოვიცვალოთ, თუმცა ზოგს თავისი ფილტრი მოყვება და შესაძლებელია ის უფრო დიდ ხანს გვეკეთოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოვიცვალოთ.
ლაივპრესი: პაციენტის მკურნალობისას, შემაფერხებელია თუ არა გავრცელებული დეზინფორმაცია და რომელი მითია ყველაზე მეტად ხელისშემშლელი?
ლალი დარახველიძე: კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე პაციენტებს არ სჯეროდათ მისი არსებობის. ამის მიზეზები ჩემთვის გასაგებია. თავდაპირველად, როცა პაციენტს ჩავეკითხებოდი, თუ როგორ გრძნობდა თავს, მპასუხობდა, რომ კარგად. ხველაც ზომიერი, მშრალი ჰქონდა, არც ძლიერი სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი აწუხებდა, სატურაციაც ნორმალური ჰქონდა, ამიტომაც ეგონა, რომ ვაზვიადებდით, მაგრამ ჩატარებულ კვლევებში ჩანდა, რომ იყო პაციენტის მდგომარეობა იყო საკმაოდ საყურადღებო.
განსაკუთრებული სიმძიმე იწყებოდა დაავადების განვითარების მე-6, მე-7 დღიდან. მხოლოდ მაშინ იჯერებდა პაციენტი, რომ ის ნამდვილად კოვიდინფიცირებული იყო.
თავიდან, ეს რა თქმა უნდა, ხელისშემშლელი იყო, მაგრამ ყველა მითი საბოლოოდ იმსხვრევა. როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, მაშინ პაციენტს ექიმის სჯერა და არა მითების.