კომენტარი
აფხაზეთში წარმოებული პროდუქცია, ეტიკეტით „დამზადებულია საქართველოში“, ევროპის ბაზრისთვის ემზადება
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებულ გალის რაიონში პირველი ქართულ-აფხაზური საწარმო, ამხანაგობა "გალი 777" ფუნქციონირებს. აქ არაყ "სამურზაყანოსთან" ერთად, აჯიკას და თაფლს ამზადებენ. პროდუქციის ეტიკეტზე, აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდია გამოსახული წარწერით - "დამზადებულია საქართველოში". რა პერსპექტივა აქვს ამ პროდუქტებს, მათ შორის ევროპაში, როგორ გააერთიანა ბიზნესიდეამ ქართველები და აფხაზები, "ლაივპრესს" საწარმოს მენეჯერი, ლექსო გოგოხია ესაუბრა.

ლაივპრესი: მოგვიყევით თქვენი საწარმოს შესახებ. როდიდან ფუნქციონირებს, რას ამზადებთ?

ლექსო გოგოხია: საწარმო შეიქმნა 2020 წლის იანვარში "აწარმოე საქართველოს" დახმარებით. ეს არის ქართულ-აფხაზური საწარმო, რომელიც აფხაზეთში აწარმოებს ხილის არაყს, წითელ და მწვანე აჯიკას და თაფლს. ჯერჯერობით ეს ოთხი პროდუქტია. განვითარებასაც ვაპირებთ, რა თქმა უნდა. ჰოლანდიაში, ამერიკაში გავაგზავნეთ პროდუქცია, რომ ხარისხი შეამოწმონ. ველით იქიდან პასუხს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აფხაზი ახალგაზრდები არიან ამაში ჩართული, პირველი ერთობლივი საწარმოა და შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ლაივპრესი: გალის მცხოვრებლები არიან ეს აფხაზები?

ლექსო გოგოხია: ზოგი გუდაუთაში ცხოვრობს, ზოგი სოხუმში. შეგნებულად არ ვასახელებ მათ ვინაობას, მაგრამ იქნება დრო, ისინიც გამოჩნდებიან და იტყვიან თავიანთ სათქმელს. აჯიკას ჩვენ დღეს ვაწარმოებთ გალში, მაგრამ გუდაუთაში გვაქვს ასე ვთქვათ, მინი საწარმოც გახსნილი და იქიდანაც მოგვაწვდიან.

ლაივპრესი: როგორ იპოვეთ ერთმანეთი, როგორ გაერთიანდით ამ მიზნის გარშემო?

ლექსო გოგოხია: სკოლა აფხაზეთში მაქვს დამთავრებული. გადავდივარ და გადმოვდივარ ჩვეულებრივ. ოთხი ინდმეწარმე ვართ გაერთიანებული და ამ ოთხიდან სამი ადგილობრივია, აფხაზეთიდან. ერთი ენგურს აქეთ, ჩხოროწყუდან არის. მე მათთან ბავშვობიდან მქონდა ურთიერთობა და დღესაც მაქვს ეს კავშირები შენარჩუნებული, რადგან თავად აფხაზეთიდან ვარ.

ლაივპრესი: ერთგვარი სამშვიდობო გზავნილია თქვენი წამოწყება. თქვენი მხრიდან არ მიკვირს, მაგრამ თავად აფხაზები თუ იზიარებენ მის შინაარსს?

ლექსო გოგოხია: მათთვისაც მშვიდობა უპირველესია. ეს არის ის, რაც ყველას სჭირდება და მათთვისაც პრიორიტეტია. თავადაც ამბობენ, რომ როცა მშვიდობა იქნება, ნებისმიერი დიალოგი შესაძლებელია. სიმართლე გითხრათ, ეკონომიკური კუთხით ვაკეთებთ ამ ყველაფერს და პოლიტიკას დიდად არ ვეხებით. ამ თემებს ჩვენ გვერდი ავუარეთ და გადავედით ბიზნესზე.

ლაივპრესი: გალში წარმოებული პროდუქციის ეტიკეტზე აღნიშნულია, რომ დამზადებულია საქართველოში. ეს როგორ მოახერხეთ?

ლექსო გოგოხია: ერთობლივი საწარმო იმიტომ ქვია, რომ აფხაზეთში მზადდება. მერე გადმოგვაქვს და დაფასოება ხდება ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ვისაუბრეთ კიდეც ამაზე აფხაზ თანატოლებთან. ევროპაში რომ უნდა გავიდეს, ვისი სახელით უნდა გავიდეს? რა თქმა უნდა საქართველოს სახელით. მათაც ესმით ეს. აფხაზეთი არ არის აღიარებული. ხომ არ დავაწერდით - "აფხაზეთშია დამზადებული". პრობლემა არავის ჰქონია ამაზე, რომ ეწეროს "დამზადებულია საქართველოში". ქართული პროდუქტია, ნატურალური პროდუქტია და ამაზე არც გავჩერებულვართ.

ლაივპრესი: ეტიკეტზე ენგურის ხიდია გამოსახული. რატომ?

ლექსო გოგოხია: შევარჩიეთ იმიტომ, რომ ენგურის ხიდი გვაერთიანებს ორივე მხარეს. იქიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. მეგობრობის სიმბოლოა ეს ხიდი.

ლაივპრესი: რამდენი იყო გრანტის მოცულობა?

ლექსო გოგოხია: გრანტის მოცულობა 35 ათასი ლარია. ბიზნესისთვის, მით უფრო, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აწარმოებ, ეს ზღვაში წვეთიც არ არის.

ლაივპრესი: გეგმავთ თუ არა პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას და იქნება თუ არა ყველა აუცილებელი სანიტარული ნორმები დაცული?

ლექსო გოგოხია: ფოტო ფეისბუკიდან

ლექსო გოგოხია: ქალბატონ თიკა სვანიძე ვენკოს დავუკავშირდით, დიასპორული ორგანიზაცია "ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის" ხელმძღვანელს და ფონდი "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" პრეზიდენტს. ასევე რამდენიმე ბიზნესმენს, ვისაც აქვს რესტორანი ევროპაში. მათი დახმარებით გავაკეთეთ ეს. ამ პროდუქციას აქ აქვს გავლილი ლაბორატორიული შემოწმება, მაგრამ ევროპა თავის დონეს ითხოვს. ამიტომ, უკვე გავაგზავნეთ ევროპაში, რომ შეამოწმონ. თუ რამე ხარვეზი იქნება, გამოვასწორებთ, თუ დადებით პასუხს მივიღებთ, სარეალიზაციოდ გავა. ქართველი ბიზნესმენები ვინც არიან, ყველა თანახმაა, რომ რესტორნებში შეუშვან, რადგან მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა წარმოებული, პირველია და რომ ჰქონდეთ.

ლაივპრესი: რა რესურსი გაქვთ და მოახერხებთ თუ არა მოთხოვნის შესაბამის მიწოდებას?

ლექსო გოგოხია: ჩვენ გვაქვს მოთხოვნა "აწარმოე საქართველოსგან", რომ დამატებით ხელი შეგვიწყოს სახელმწიფომ და დასაფასოებელი ტერიტორია უფრო გავაფართოვოთ, მეტი ადამიანი დავასაქმოთ, რადგან აქაც დიდი მოთხოვნაა.

ლაივპრესი: თუ არის შესაძლებელი ამ პროდუქციის ყიდვა უკვე მაგალითად ზუგდიდში? სად ყიდით დღეს? აფხაზეთშიც ყიდით და კონტროლირებად ტერიტორიაზეც გადმოგაქვთ?

ლექსო გოგოხია: ჯერჯერობით რაც გვაქვს, 250 ბოთლი გვქონდა გამოშვებული, დავარქვით სასაჩუქრე ნაკრები. სექტემბრის ბოლოსკენ, ოქტომბერში ველოდებით ფეიხოას. ფეიხოას არაყი საუკეთესო არაყია და როგორც კი შემოვა, 2000-2500 ბოთლი დაიბეჭდება და ნებისმიერ მარკეტში, ზუგდიდშიც და თბილისშიც შეგეძლებათ შეიძინოთ. არ იქნება გადაჭარბებული ფასი. ყველასთვის იქნება ხელსმისაწვდომი.

ლაივპრესი: რამდენი თანამშრომელია დღეს საწარმოში დასაქმებული?

ლექსო გოგოხია: ოთხი ინდმეწარმეა. ამას გარდა, ხუთი ადგილობრივია დასაქმებული. პლიუს ამას რამდენიმე აფხაზი ახალგაზრდა, ვინც ასევე ჩართულია. საწარმოს გაფართოების შემდეგ ვაპირებთ 15 ადამიანის დასაქმებას ადგილზე.

ლაივპრესი: ვინც უკვე დააგემოვნა თქვენი პროდუქცია, მოეწონათ? რას გეუბნებიან?

ლექსო გოგოხია: ეს არის ხილის არაყი, რომელსაც არცერთი გრამი შაქარი არ აქვს. არც დანამატი. ორნახადიანია. ყველასგან, ვინც ერკვევა ალკოჰოლურ სასმელებში, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ბოთლების ახალი პარტია შემოვიტანეთ და ვაპირებთ დაფასოებას. ხილიც ახლა უფრო უხვად შემოვიდა. აჯიკაც უკვე ჩამოტანილი გვაქვს. ეტიკეტის გაკვრა დაგვრჩა. გვაქვს თაფლიც, აჯიკა. განსხვავდება ეს აჯიკა სხვებისგან იმით, რომ შებოლილ წიწაკას იყენებენ, რაც განსაკუთრებულ გემოს აძლევს. ჩვენ ხარისხზე ვაკეთებთ აქცენტს და არც ვაპირებთ ამ ხარისხის დაკარგვას.

ლაივპრესი: აფხაზეთში მოქმედი ე.წ. ხელისუფლებისგან რამდენად გრძნობთ ხელშეწყობას, რომ ასეთი ტიპის ბიზნესები იყოს საქართველოს გავლით?

ლექსო გოგოხია: ეს არანაირ პოლიტიკას არ უშლის ხელს, არც მათ და არც ჩვენს ინტერესებს. აქედან უნდა გამოვიდეთ ისინიც და ჩვენც, რომ ეს ბიზნესი საჭიროა იმისთვის, რომ მათაც ისაზრდოონ და ჩვენც ვიარსებოთ. ორივეს გვჭირდება. ბიზნესი არის ისეთი რაღაც, რაშიც ორივე ვთანხმდებით, რომ თავისუფალი სივრცეა საჭირო. მითუმეტეს, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი, რომ განვითარების ახალი გზები ეძებონ, ევროპაშიც გავიდნენ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ის აფხაზი ახალგაზრდები ენგურს გაღმაც გადმოვიდნენ და გახსნან თავიანთი ბიზნესი, პროდუქციის გაცვლა-გამოცვლა მოხდეს ჩვეულებრივ. ამაში არც ჩვენ და არც ისინი არ ვხედავთ რამე პრობლემას. ვეჩვევით ახალგაზრდები ერთობლივ საწარმოში მუშაობას. ამაში, ვფიქრობ, რომ მხოლოდ პოზიტივი უნდა დავინახოთ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.