კომენტარი
Covid-19 და დიაბეტი - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან
FaceBook Twitter
E-mail Print
რატომ არის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში კორონავირუსით ინფიცირების, ასევე, დაავადების კრიტიკული მიმდინარეობის მაღალი რისკი, როგორ შეიძლება დაინფიცირების რისკების შემცირება, ამ საკითხებზე "ლაივპრესი" ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა.

ლაივპრესი: პირველ რიგში, საინტერესოა, რატომ ითვლებიან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფად?

ლაშა უჩავა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომ ინფექციონისტებთან და ზოგადი თერაპიის სპეციალისტებთან ერთად კოვიდ -19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად ჩართულები უნდა იყვნენ ენდოკრინოლოგები და ამასთან უნდა იყვნენ პირველ ხაზზე.

სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების დროს, დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში შაქრიანი დიაბეტით, გულსისხლძარღვთა სისტემის და სიმსუქნით დაავადებული პაციენტები არიან. მათი დაინფიცირების მაღალი რისკი იქიდან გამომდინარეა, რომ მათი იმუნური სისტემა ბევრად უფრო დაქვეითებულია მაღალი შაქრის და მეტაბოლიზმის ცვლილებების გამო, რაც იწვევს ზოგადად, სხვადასხვა ვირუსების, თუ ბაქტერიების მეტ მიმღებლობას. კოვიდინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 80 % -ს, რომელთაც სუნთქვის აპარატზე გადაყვანა დასჭირდა, იყვნენ სიმსუქნით დაავადებული ადამიანები.

ეპიდემიოლოგების ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ნიუ იორკში ჩატარდა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 იყო პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე - გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, მესამე ადგილზე სიმსუქნე, მეოთხეზე კი ჭარბი წონა. სიმსუქნე და დიაბეტი შეჭიდული დაავადებებია, თუ შევკრებდით სიმსუქნისა და ჭარბი წონის მქონე ადამიანების პროცენტულ რაოდენობას, ამ შემთხვევაში სიმსუქნე გადადიოდა პირველ ადგილზე და მას მოსდევდა შემდგომში გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პირები. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, დიაბეტისა და სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა დაავადებები რომ ერთ-ერთი პირველი გართულებაა. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები ვინც სტატისტიკურ მონაცემებში იყვნენ დათვლილი, როგორც გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები, გამორჩეული იყვნენ შაქრიანი დიაბეტის მიმდინარე გულსისხლძარღვთა პრობლემებით და სიმსუქნის პრობლემით მიმდინარე გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით.

ლაივპრესი: როგორია ეს სტატისტიკა საქართველოს შემთხვევაში, იმ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, ვინც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ჰქონდათ თუ არა ენდოკრინული დაავადებები?

ლაშა უჩავა: იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ქვეყნააა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მენეჯმენტში, ჩვენთან ენდოკრინული დაავადების მქონე პაციენტებში ინფიცირება იყო ძალიან ცოტა, ისევე როგორც ზოგადად, დაბალია კოვიდინფიცირების სტატისტიკური მონაცემები. მხოლოდ 2 პაციენტში იყო ლეტალური შედეგი, ეს იყო ხანდაზმული პაციენტი, სადაც იყო წონის დეფიციტი და ასევე გარდაიცვალა ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მე-4 ხარისხის სიმსუქნე. მაგრამ ის, რომ ჩვენთან ინფიცირების პირველ ფაზაშიც არ იყო მაღალი სტატისტიკური მონაცემები როგორც ლეტალობის ასევე ინფიცირების, არ ნიშნავს, რომ მეორე ტალღასაც ასევე კარგად გავუმკლავდებით და შესაბამისად, არ უნდა დავივიწყოთ ის რეკომენდაციები რისი დაცვაც აუცილებელია.

ლაივპრესი: შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში თუ გამოიკვეთება რაიმე სპეციფიური სიმპტომები კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში?

ლაშა უჩავა: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 - ის დროს კორონავირუსს სპეციფიური სიმპტომატიკა არ გააჩნია, მაგრამ თუ სხვა ადამიანებში კორონავირუსის პირველი სიმპტომად ითვლება ხველა, ტემპერატურა, სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში პირველი სიმპტომი უპირატესად არის ის, რომ ჩნდება სუნთქვითი პრობლემა.

ლაივპრესი: რა რეკომენდაციები გაქვთ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, როგორ შეიძლება ვირუსის თავიდან აცილება

ამ შემთხვევაში, პრევენცია არის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული მოსახლეობისთვის, თუმცა შაქრიანი დიაბეტი 2 ტიპის მქონე პაციენტებისთვის არის დამატებით რეკომენდაცია, რომ ადრეულ ეტაპზე, უნდა მოხდეს მომარაგება ყველა საჭირო მედიკამენტის, გლუკოზის საზომი ჩხირების და ყველა იმ საშუალების, რაც აუცილებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ეს რეკომენდაცია იმისთვისაა, რომ ხშირად არ მოუწიოთ სახლიდან გასვლა საზოგადოებრივ ადგილებში, თუნდაც ნიღბის საშუალებით. სხვა პრევენციული ღონისძიება კი არის ზუსტად იგივე, რაც ყველა სხვა ადამიანის შემთხვევაში. ვგულისხმობ ჰიგიენის ნორმებს, ხელის დაბანას, პირბადის ტარებას, საგნების ზედაპირების დამუშავებას სხვადასხვა საშუალებებით და ა.შ.  და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის სამი ძირითადი კომპონენტი - ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი. იმისათვის, რომ იმუნურმა სისტემამ იმუშავოს გამართულად და არა მარტო კოვიდ 19-ისგან, არამედ სხვა ბაქტერიებისა და ვირუსებისგან დაგვიცვას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.