ვფიქრობ, ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე - ასტამურ ადლეიბა
ინფორმაციას, რომ აფხაზეთში მოქმედ სოხუმის
"დინამოს" თბილისის დინამოსთან, ან ეროვნული ლიგის რომელიმე წამყვან
გუნდთან ამხანაგური მატჩის გამართვა სურს, აზრთა სხვადასხვაობა და
კრიტიკაც მოჰყვა. გაჩნდა კითხვის ნიშანი,
რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი შეხვედრის ორგანიზება, როცა
თბილისში იგივე სახელწოდების გუნდი არსებობს.
რას ფიქრობს გუნდების შესაძლო შეხვედრაზე თავად კლუბის პრეზიდენტი, "ლაივპრესი" სოხუმის "დინამოს" პრეზიდენტ ასტამურ ადლეიბას ესაუბრა.
ლაივპრესი: საფეხბურთო მენეჯერი ირაკლი ხვედელიანი აცხადებს, რომ თქვენს კლუბს, სოხუმის "დინამოს", თბილისის "დინამოსთან" სურს ამხანაგური მატჩის გამართვა. მიზეზი რა არის, რატომ გინდათ, რომ ეს შეხვედრა შედგეს?
ასტამურ ადლეიბა: მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა. მე ხშირად მწერენ ფეხბურთის ქართველი ფუნქციონერები. მორიგი შეტყობინება მერაბ კოსტავასგან მივიღე, რომელმაც შემომთავაზა, თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირში მიგვეღო მონაწილეობა, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ეს შეუძლებელია. საუბრის პროცესში ჩვენ ნეიტრალურ ველზე შეხვედრის შესაძლებლობას განვიხილავდით. მაგალითად, ერევანში ან თურქეთში. კოსტავას წინადადებით, ჩვენს საუბარში მისი მეგობარი ირაკლი ჩაერთო. ჩვენ ქართველ და აფხაზ ფეხბურთელებს შორის მეგობრული მატჩის ჩატარების შეხვედრაზე ვმსჯელობდით. ჩემი წინადადებაა - შევხვდეთ ნებისმიერი ასაკის საბავშვო ტურნირზე, მაგალითად ერევანში. აფხაზეთიდან და საქართველოდან პროფესიონალური გუნდების შეხვედრა, ვფიქრობ, ჯერ არ არის შესაძლებელი.
ლაივპრესი: რამდენად მისაღებია თქვენთვის მემორანდუმის გაფორმება და ის პირობები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, შესაძლებლად მიიჩნია მან ამხანაგური თამაშის ჩატარება?
ასტამურ ადლეიბა: მართალი გითხრათ არ მესმის, რატომ უნდა მოვაწეროთ მემორანდუმს ხელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ესენი ბავშვები არიან და მათ აქვთ უფლება ითამაშონ ფეხბურთი, ისევე, როგორც თქვენ. მემორანდუმს ჯობია პოლიტიკოსებმა მოაწერონ ხელი.
ლაივპრესი: თქვენც თუ გექნებათ რაიმე პირობა? ან როგორ შეიძლება პოლიტიკური კონტექსტი აარიდოთ ამ მატჩს?
ასტამურ ადლეიბა: სპორტი პოლიტიკის მიღმაა. მე ვფიქრობ, ჩვენ ნებისმიერ ტურნირში და ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
ლაივპრესი: სოხუმის "დინამო" - საფებურთო კლუბი ამ სახელწოდებით თბილისშიც არსებობს. კლუბში წარმოუდგენლად მიიჩნიეს ამხანაგური თამაშის გამართვა, რადგან ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი სოხუმის "დინამო" არსებობს და ისიც თბილისში, რომ არიან უეფას და ფიფას მიერ აღიარებულები, თქვენგან განსხვავებით. რას ეტყოდით მათ?

სოხუმის "დინამო": ფოტო ფეისბუკიდან
ასტამურ ადლეიბა: ყველაზე საინტერესო კითხვა. მცირე ისტორია - პირველ რიგში, მეც ვერც ერთ წყაროში ვერ ვიპოვე, რომ სოხუმის "დინამო" 1925 წელს შეიქმნა. ჩვენი გუნდი 1927 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროს, აფხაზეთსა და საქართველოს სახელშეკრულებო ურთიერთობები ჰქონდათ და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში 1931 წელს შევიდა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. აქედან გამომდინარეობს, რომ "დინამო", აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლამდე შეიქმნა. მეორე მნიშვნელოვანი რამ - 1989 წელს "დინამო" სოხუმმა გიგი ნაროკიძის ხელმძღვანელობით, სსრკ-ს ჩემპიონატი მოიგო და პირველ დივიზიონში გავიდა. ამ დროს საქართველოში გამსახურდია მართავდა. ის კი ნაციონალისტური იდეებით გამოირჩეოდა - საქართველო ქართველებისთვის და ასე შემდეგ. 1989 წელს, ნაციონალისტების ზეწოლის შედეგად, ქართველი ფეხბურთელები გავიდნენ დინამოს შემდგენლობიდან და შექმნეს საკუთარი გუნდი - ცხუმი სოხუმი. ასე რომ, თქვენ თავად თქვით უარი "დინამოს" სახელწოდებაზე და ორი წელი თამაშობდით საქართველოს ჩემპიონატში ომის დაწყებამდე. საფეხბურთო კლუბები თავიანთ ქალაქებს წარმოადგენენ და სასაცილოდ გამოყურება სოხუმის "დინამო" თბილისში. ეს იგივეა, რაც კიევის "დინამო" მოსკოვიდან იყოს.
სპორტი- ეს დიდი მშვიდობისმყოფელია. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა აფხაზეთის და საქართველოს ნაკრებები საერთაშორისო ტურნირის მოედანზე შეხვდებიან ერთმანეთს.
ლაივპრესი: რას ელოდებით ამ მატჩისგან? და ზოგადად, პოლიტიკური მოცემულობის მიუხედავად, თუ ხედავათ საჭიროებას სპორტული, კულტურული დაახლოების, გამოცდილების გაზიარების?
ასტამურ ადლეიბა: რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა ახალ მეტოქეებთან თამაში. ჩვენ ძალიან ხშირად ვმონაწილეობთ რუსეთის ტურნირებში და ალბათ, თქვენი გუნდების მონაწილეობაც თქვენთვისაც სარგებლობის მომტანი იქნება.
ლაივპრესი: ისურვებდით ქართულ გუნდებთან ხშირ შეხვედრებს? შესაძლებლად თუ მიგაჩნიათ თბილისში ჩამოსვლა და თამაში, ან პირიქით, ქართველი ფეხბურთელების სოხუმში მიღება?
ასტამურ ადლეიბა: როგორც ყოფილ სპორტსმენს, მიყვარს უძლიერესის გამოვლენა და ჩემთვის საინტერესოა შეხვედრა მსოფლიოს ნებისმიერ გუნდთან. ეს საინტერესოა.
ლაივპრესი: როგორ ვითარდება დღეს სოხუმის "დინამო"? რა წარმატებები აქვს კლუბს? ქართველმა მკითხველმა ცოტა რამ თუ იცის თქვენს შესახებ..
ასტამურ ადლეიბა: ჩვენ ვმონაწილეობთ აფხაზეთის ჩემპიონატში. გვაქვს "დინამოს" ბავშვთა სკოლა. რა თქმა უნდა, ევროთასებზეც გვინდა მონაწილეობა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი წინ გვაქვს.
ლაივპრესი: კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ახერხებთ თუ არა შეკრებებს, თამაშს? რა გამოწვევებთან გიწევთ გამკლავება?
ასტამურ ადლეიბა: რა თქმა უნდა, როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც კორონავირუსია და შეზღუდვები ჯერაც მოქმედებს. თამაშები მაყურებლების გარეშე ტარდებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად, სიტუაცია არ არის ცუდი.
ინტერვიუ შეიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე.