კომენტარი
ვაქცინაციისთვის ხელშეშლის ფაქტები რეგიონში არ ფიქსირდება - ინტერვიუ მალხაზ თორიასთან
FaceBook Twitter
E-mail Print
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდვითარების მეტად ეფექტიანად მართვა და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება დაავალა. რას გულისხმობს ეს დავალება, რა იცვლება რეგიონებში ეპიდემიის მართვის მიმართულებით, - ამის შესახებ "ლაივპრესის" კითხვებს სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ უპასუხა.

მალხაზ თორია: პრემიერთან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ რეგიონებში არსებული ეპიდვითარება. არსებულმა შეზღუდვებმა დადებითი შედეგი გამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებების ჩატარების რიცხვი ორჯერ გაიზარდა, გვაქვს მნიშვნელოვანი კლების მაჩვენებელი, რაც კომპლექსურად ჩატარებული სამუშაოების შედეგია. საუბარი გვქონდა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდში რომ მკაცრად გავაკონტროლოთ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს. ამისთვის, ჩვენ გვქონდა შეხვედრები სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების ხელმძღვანელებთან, რომ მოხდეს ყველა რეგულაციის შესრულება, რომ მოხდეს ტესტირებები ამ ობიექტებზე დასაქმებული პირების და რა თქმა უნდა მონიტორინგი ჩატარდება ამ კუთხით.

ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების ეპიდემიის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანია მოხდეს ნორმებისა და წესების დაცვა, ამისთვის მუნიციპალიტეტები ინდივიდუალურად გადიან საკითხებს კომპანიებთან და მძღოლებთან, ვინც ამ მიმართულებით მომსახურებას წევს.

ყველას კარგად გვესმის, რომ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა და ეკონომიკის ამოქმედება უნდა განხორციელდეს მაქსიმალური სიფრთხილით და ეტაპობრივად, რათა არ მოხდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება და დღემდე მიღწეული პოზიტიური შედეგების გაქარწყლება.

ლაივპრესი: აქამდეც ეპიდემიის მართვა რეგიონებში რწმუნებულების ადმინისტრაციებს ჰქონდათ გადაბარებული. დიდი ხანია, რაც ჟურნალისტები ინფორმაციას არა ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრებიდან არამედ რწმუნებულის ადმინისტრაციებისგან იგებენ. რა არის ამის მიზეზი?

მალხაზ თორია: მოგეხსენებათ, რომ რეგიონში შექმნილია კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერატიული შტაბი, სადაც იყრის თავს ყველა ინფორმაცია, ეს ეხება მათ შორის სტატისტიკურ მონაცემებსაც, როგორიცაა ტესტის ჩატარების ოდენობა, ინფიცირებულთა ოდენობა, მკურნალობის კურსს რამდენი გადის, რამდენია მძიმე და აშ. შესაბამისად მედიასაც ყოველ დილას მიეწოდება ეს შეკრებილი სტატისტიკური ინფორმაცია, ცხადია თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ცალკეულ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს და კოვიდ სამედიცინო დაწესებულებებს, თუმცა მთლიანი სურათის მიღება და რეგიონის მასშტაბით შეკრებილი სტატისტიკური მონაცემები არის სწორედ ამ შტაბში თავმოყრილი.

ლაივპრესი: ბოლო დღეების სტატისტიკის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი თბილისისა და იმერეთის შემდეგ ინფექციის გავრცელების მხრივ მესამე ადგილზეა. რა პრობლემებია ინფექციის გავრცელების შეჩერებაში?

მალხაზ თორია: ეს სტატისტიკური მონაცემები იცვლება, ხან მესამე, ხანაც მეოთხე ადგილს ვიკავებთ. თუმცა კვლავ გავიმეორებ, მიუხედავად გაზრდილი ტესტირების ოდენობისა მნიშვნელოვნად არის შემცირებული ინფიცირების შემთხვევები. თუ შეზღუდვებამდე ჩვენ გვქონდა 400-500 შემთხვევა საშუალოდ რეგიონის მასშტაბით 24 საათში, ახლა ეს მონაცემები 50-150 ფარგლებში მერყეობს. გავრცელება მნიშვნელოვნად არის შეჩერებული.

ლაივპრესი: როგორ ხდება ეპიდემიის მართვა ადგილზე, არის თუ არა საკმარისი საწოლფონდი რეგიონში კოვიდპაციენტებისთვის? ყველას გვახსოვს შემოდგომაზე, ეპიდსიტუაციის აფეთქების დროს, საწოლფონდის დეფიციტი იყო ზოგადად ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც. რა კეთდება იმისთვის, რომ იგივე არ მოხდეს ვირუსის მოსალოდნელი მესამე ტალღის დროს?

მალხაზ თორია: თავიდან გვქონდა ერთი კოვიდკლინიკა რუხში, რომლის საწოლ ფონდი გაიზარდა 200 საწოლამდე, შემდეგ გავხსენით ფოთში კოვიდ კლინიკა (40 საწოლ ფონდი), მოგვიანებით კი სენაკში გაიხსნა ორი კლინიკა - კლინიკა სენამედის (40 საწოლ ფონდით) და ლაზიკას ბაზაზე (40 საწოლ ფონდით), ასევე ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ბაზაზე არსებული კოვიდკლინიკა (32 საწოლ ფონდი) და აბაშაში გავხსენით ევექსის კლინიკის ბაზაზე (28 საწოლ ფონდი). სულ რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე გვაქვს 6 კოვიდ კლინიკა, სადაც გვაქვს 360 საწოლ ფონდი. ამ დროისთვის დაკავებულია 193 საწოლი. საჭიროების შემთხვევაში გვაქვს რესურსი, რომ გავზარდოთ არსებული საწოლ ფონდი, თუმცა ამის საჭიროება არ დგას და იმედია, არც შემდეგში დაგვჭირდება.

ლაივპრესი: რუხის კლინიკაში მოწვეული სამედიცინო პერსონალის სასტუმროს თუ კვებითი მომსახურების თანხა ზუგდიდის ბიუჯეტიდან იხარჯება. რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა მერიამ თქვენი მიმართვის საფუძველზე. რატომ ვერ ხერხდება ამ ტიპის მომსახურებისთვის თანხების ცენტრალური ბიუჯეტიდან, ან სტოპ.კოვ.ჯი-ს ფონდიდან გამოყოფა?

მალხაზ თორია: კოვიდ ფონდი უზარმაზარ საქმეს ხმარდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვისაა მიმართული, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები ამ პერიოდში და შეექმნათ სხვადასხვა სახის ეკონომიკური პრობლემები. რაც შეეხება თქვენს მიერ მოყვანილ საკითხს, მოხდა იმ ექიმების განთავსების დაფინანსება, რომლებიც დედაქალაქიდან არიან ჩამოსული ჩვენს რეგიონში, რათა მოხდეს ადგილობრივი პაციენტების მკურნალობა. მათი შრომა ფასდაუდებელია, ექიმები ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს და სიცოცხლეს წირავენ სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. იცით, რომ ჩვენ რეგიონში არ გვყოფნის სამედიცინო პერსონალი, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ გავხსენით რუხის კოვიდკლინიკა, სადაც 200-მდე საწოლია განთავსებული, ამდენად მუნიციპალიტეტმა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გადაიხადოს თანხა ჩამოყვანილი ექიმების განთავსებისთვის პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ ყველა ერთად, მთელი მსოფლიო ვიმყოფებით ურთულეს პირობებში, ვებრძვით მტერს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ანადგურებს ჯანმრთელობასთან ერთად ეკონომიკას და სამყაროს დღის წესრიგი შეცვალა. ასეთ დროს ამ ბრძოლაში ცხადია, ფონდიც, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიც სწორედ იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ დროულად დასრულდეს ეს ყველაფერი და პირველ რიგში მოხდეს ამ ვერაგი პანდემიის შეჩერება.

ლაივპრესი: რა სერვისები გვაქვს ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად. ინფექციის გავრცელების პირველივე ეტაპზე, ზუგდიდში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხდება. რამდენი კოვიდინფიცირებული მკურნალობს ამჟამად ჩვენს კლინიკებში აფხაზეთიდან?

მალხაზ თორია: ამჟამად, რუხში მკურნალობის კურსს გადის 19 მოქალაქე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებია. მაქსიმალურად ვეხმარებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათი მკურნალობა და განთავსება ხდება ძირითადად რუხის კლინიკაში, თუმცა როდესაც აქ გადატვირთული იყო, ან ხდება ხოლმე როდესაც ცალკე სპეციალიზებული კლინიკებია საჭირო, ამ დროს სხვადასხვა საავადმყოფოებში ხდება მათი გადანაწილება.

ლაივპრესი: მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ფიქრობთ თუ არა, რომ რეგიონებში შესაძლოა ამ პროცესს ანტივაქსერულმა მოძრაობამ შეუშალოს ხელი. იგეგმება თუ არა რეგიონებში ვაქცინაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანია?

მალხაზ თორია: ამ მხრივ, კონკრეტული პრობლემები და მსგავსი ხელშეშლის ფაქტი ჩვენს რეგიონში არ დაფიქსირებულა. თუმცა თუ გამოიკვეთება, ცხადია შესაბამისი კამპანია ჩატარდება.

ლაივპრესი: შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ რაოდენობა იმ ადამიანების, რომელთა აცრაც იგეგმება ჩვენს რეგიონში?

მალხაზ თორია: ქვეყანას შემუშავებული აქვს ვაქცინაციზაციის გეგმა. იმუნიზაციის პროგრამა გაიშლება ეტაპობრივად, მოწოდებული დოზების პარალელურად მოხდება ჯერ მაღალი რისკის ჯგუფის მოცვა, შემდეგ კი დანარჩენი მოქალაქეების.

ლაივპრესი: რეგიონის რომელ კლინიკებში მოხდება ვაქცინაცია?

მალხაზ თორია: სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა შენახვის პირობები აქვს და ამის შესაბამისად მიმდინარეობს მუშაობა. ჯერ-ჯერობით კონკრეტულ კლინიკებს ვერ დაგისახელებთ, რადგან მუშა პროცესი გვაქვს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების
სამსახური,
11:50 / 13.02.2021
გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახური,
როგორია კორონავირუსის პანდემიის გავლენა ადგილობრივი ბიუჯეტის
ფორმირებაზე,
15:49 / 18.12.2020
როგორია კორონავირუსის პანდემიის გავლენა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაზე,
ვიდეო
პანდემიაში დაწერილი სიმღერები - ლიზას და ლიკას მუსიკალური კარანტინი [ვიდეო]
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი თავისი
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ზუგდიდელი მუსიკოსის საინტერესო კარანტინი [ვიდეო]
ფანდური, ბასფანდური, ჩონგური, სალამური და კიდევ სხვა ბევრი
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ფოტო
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.