კორონავირუსის პანდემიაზე, მითებსა და ვაქცინაზე - ინტერვიუ მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილთან
წელიწადზე მეტი გავიდა კორონავირუსის საქართველოში გავრცელებიდან,
თუმცა დღემდე ზოგს მისი არსებობა არ სჯერა. ბევრი კონსპირაციული
თეორია და ანტივაქსერული განცხადება ვრცელდება, მათ შორის სასულიერო
პირების მხრიდანაც. ამ თემებზე "ლაივპრესის" კითხვებს უპასუხა ფოთის
და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა. მან უპასუხოდ დატოვა
მხოლოდ, ჩვენს მიერ დასმული კითხვა, თუ რას ფიქრობს ის საერთო კოვზით
ზიარების წესის შეცვლაზე.
ლაივპრესი: მოგესალმებით, გმადლობთ, ჩვენს კითხვებს პასუხობთ. შარშან ამ დროს, კორონავირუსის პირველი ტალღის გავრცელებისას, გვახსოვს თქვენი ქადაგებები, როცა მოუწოდებდით მრევლს ჯანდაცვის რეგულაციების დაცვისა და კანონის მორჩილებისკენ, ასევე ფოთისა და ხობის ეპარქია იყო ერთადერთი რეგიონში, რომელმაც ღამით მრევლის მონაწილეობით ლიტურგიაზე უარი თქვა. "არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის, ღმერთსა და ვირუსს შორის. დღეს ჩვენ გეუბნებით, სახელმწიფო გვეუბნება, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს და აქ უფრო იმპერატიული ფორმაა და ადგილი აქვს ერთმანეთისადმი მოფრთხილებას", - ეს არის ამონარიდი თქვენი მაშინდელი ქადაგებიდან. გქონდათ თუ არა თქვენი ასეთი პოზიციის გამო წინააღმდეგობები?
მეუფე გრიგოლი: მოგესალმებით! კოვიდ 19-ის გავრცელებამ მთელს მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში, გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქცია, დაიწყო სხვადასხვა სახის სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით; მავანნი თავდაჯერებული მტკიცებითი ფორმით საუბრობენ ვაქცინაციის საშიშროებებზე (მაგალითად: "ვაქცინირების გზით მოხდება ადამიანის ორგანიზმში მიკროსკოპული ჩიპის შეყვანა, რაც ადამიანის ტოტალურ გაკონტროლებას უნდა მოემსახუროს, და რომ ასე მოხდება ადამიანების დაღდასმა მხეცის ნიშნით". "ვაქცინირების გზით უნდა მოხდეს დედამიწის მოსახლეობის მიზანმიმართული შემცირება და სხვა);
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არაერთი ადამიანი დღემდე აპოკალიპტურ ჭრილში განიხილავს ამ მოვლენას. მოგეხსენებათ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინტელექტით, ფსიქიკით, აღქმებით და ა.შ. ამიტომ ნამდვილად არ არის გასაკვირი პანდემიის მიმართ არაერთგვაროვანი რეაქციები ხალხის (მათ შორის მორწმუნეთა ნაწილის) მხრიდან. ჩვენი მოწოდება, რაც თქვენ გაიხსენეთ, მიმართული იყო (და არის) საღი აზრისა და გონივრული შიშის (სიფრთხილის) სასარგებლოდ. ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა სადღესასწაულო მსახურება. ღამისთევის წირვა კი შესრულდა საკათედრო ტაძარსა და მონასტრებში და მას დაესწრო ის ადამიანები, ვისაც კომენდანტის საათის პირობებში გადაადგილების საშუალება ჰქონდა. ასეთი მიდგომის გამო სასულიერო პირების ან მრევლის მხრიდან სრულ გაგებას შევხვდით, თუმცა იყო საყოველთაო გულის დაწყვეტა, რადგან სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა უხერხულობა შეგვიქმნა ყველას, მაგრამ შექმნილი მძიმე პანდემიური მდგომარეობის დასაძლევად მოვალენი ვართ ანგარიში გავუწიოთ ერთმანეთს ერმა და ბერმა, სახელმწიფომ და ეკლესიამ. ამ დროის განმავლობაში, რაც პანდემია მძვინვარებს, თავი იჩინა იმ სახის პრობლემებმა, რაც გარკვეულწილად ერთგვარ ზღუდეებსაც კი ქმნის არსებული საფრთხეების დაძლევის გზაზე. საზოგადოებამ არაერთი ადამიანი იხილა, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ ვირუსი გამოგონილია და რეალურად არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს; სამწუხაროდ, ასევე ვნახეთ, რომ არსებული რისკების არასათანადო შეფასების გამო ისეთებსაც შეეყარა ეს ინფექცია, რომელთაც არ სჯეროდათ რომ რამე დაემართებოდათ და ზოგისთვის ტრაგიკული შედეგითაც კი დასრულდა ავადმყოფობა.
საერთოდაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა უკვე ამ ინფექციამ. ყოველი ადამიანი თავისუფალია თავის შეხედულებებსა და არჩევანში, მაგრამ ეს ხომ არ გამორიცხავს გონივრულ არჩევანს? მხედველობაში, უნდა მივიღოთ და გავითვალისწინოთ თუ რამდენი ადამიანისთვის შეიძლება საცდურად იქცეს ის, ვინც ჯიუტად უგულებელჰყოფს არსებულ საფრთხეებს და უარჰყოფს ვირუსის არსებობას, ან თუნდაც თავს იმშვიდებს იმით, თითქოს ვირუსი ხელოვნური წარმოშობის არის... და თუნდაც ასე რომ იყოს, განა ხელოვნური წარმოშობის ვირუსი არ არის სახიფათო, არ კლავს და მისგან თავის დაცვა საჭირო არ არის?! არ შეიძლება ერთმანეთს დავუპირისპიროთ არსებითად ურთიერთ განსხვავებული ღირებულება და ვთქვათ, რომ სადაც ღმერთია, იქ ყოველგვარი ავადმყოფობა უძლურია. ასე რომ იყოს, სამყაროში ავადმყოფობა და სიკვდილი აღარ იარსებებდა, მაგრამ ეს ასე არ არის; არ უნდა დაგვავიწყდეს რა სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ შეგვიძლია საღვთისმეტყველო პოზიციებიდან ვთქვათ, რომ სამყაროში არ არის ადგილი, სადაც ღმერთი არ არის; და მიუხედავად ამისა ადამიანები კიდეც ავადდებიან და კიდეც იღუპებიან. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ვირუსთან (ან აცრებთან) მიმართებით ყოველგვარი რელიგიური (თეოლოგიური) კომენტარები უადგილოა. ადამიანებს აქვთ უფლება რომ იზრუნონ ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე და ეს ნამდვილად არ არის ცოდვა და არც რწმენის სისუსტეს ნიშნავს.
ლაივპრესი: მიუხედავად იმისა, რომ უკვე წელიწადზე მეტია რაც ჩვენს ქვეყანაში ვირუსი გავრცელდა, ყოველდღიურად იზრდება ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაც. დღემდე არ სჯერა ბევრს მისი არსებობა. როგორ ფიქრობთ რა როლი აკისრია ეკლესიას ამ მიმართულებით და საჭიროა თუ არა მრევლთან მუშაობა მათი ცნობიერების ასამაღლებლად?
მეუფე გრიგოლი: ეკლესია ვერ იმსჯელებს ვირუსის წარმოშობისა თუ მისი ნამდვილობის სპეციფიურ საკითხებზე; ამ ინფორმაციას იკვლევენ და დასკვნებს გასცემენ შესაბამისი სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტები. ეკლესიას შეუძლია მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ისაუბროს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე. რაც შეეხება პანდემიასთან ადამიანის დამოკიდებულებას, მას ღვთისგან ბოძებული აქვს ნიჭი აზროვნებისა და ამასთან ერთად - არჩევანის თავისუფლება; როგორ გამოიყენებს იგი ამას, თვით მასზეა დამოკიდებული. სახელმწიფოს ხელთ არის საკმაო რესურსი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში მაქსიმალურად მოახდინოს მოსახლეობის სრული ინფორმირება პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და უსაფრთხოების ზომების მნიშვნელობის შესახებ; ეს პროცესი მით უფრო ეფექტური იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება სახელმწიფოსადმი მოსახლეობის ნდობის ხარისხი. ეკლესიას, მის პოზიციას, რა თქმა უნდა დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოების სოლიდური ნაწილის განწყობაზე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თვით სასულიერო პირთა შორისაც კი გვხვდება ვირუსთან და ვაქცინასთან მიმართებით აზრთა სხვაობა, რაც გარკვეული დოზით დაბნეულობასაც კი იწვევს და ერთგვარ შიშებს წარმოშობს. ჯამურად რომ ვთქვათ, მოსახლეობის სრულად ინფორმირებაზე პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი მაინც ჯანდაცვის სახელმწიფო სტრუქტურების მხრებზეა.
ლაივპრესი: ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება აცრებთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული საფუძველი, რადგან ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გამოკვლეული მისი გვერდითი მოვლენები, თუმცა ამ ეტაპზე იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა. კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 41 % კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარს ამბობს. ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის აიცრებოდა თუ არა. ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის შემთხვევაში, ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება და აქ როგორ ხედავთ ეკლესიის, სასულიერო პირების როლს?
მეუფე გრიგოლი: ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში; თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე ნაწილობრივ თვითონ გაეცით პასუხი - ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გამოკვლეული მისი გვერდითი მოვლენები; ამას შეგიძლიათ ისიც დაამატოთ, რომ უცნობია ვაქცინის წარმოების მასალა, მისი წყაროები, მისი მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე ახლო თუ შორეულ პერსპექტივაში და ა.შ. არის კიდევ სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, როგორც ზევით აღვნიშნე, ეთიკურიც, რაც ადამიანებში აღძრავს არაერთგვაროვან განწყობებს. თქვენ ბრძანებთ, რომ ამ ეტაპზე იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა. რა თქმა უნდა; ნაწილობრივ გეთანხმებით, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სრულ პასუხისმგებლობას ჯერ ვერ იღებს ამ ვაქცინების ნაწილის სანდოობაზე და რა გასაკვირია, რომ რიგით (არასპეციალისტ) მოქალაქეებს გაუჩნდეთ ეჭვები და უნდობლობა?! თუმცა, თქვენი თქმისა არ იყოს, სადღეისოდ მხოლოდ ვაქცინას უკავშირებს მსოფლიო ადამიანების ფიზიკურ გადარჩენას, და მსოფლიოს გამოცდილებაც სწორედ ამას გვიჩვენებს; რაც შეეხება პანდემიის დასრულებას, ალბათ უახლოეს პერიოდში ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მოკლებულია მყარ საფუძვლებს. ჩვენს საზოგადოებას (მათ შორის ეკლესიის მრევლს) ვეტყვით იმას, რომ რამდენადაც საჯაროდ არის გაცხადებული - აცრები იქნება ნებაყოფლობითი და ადამიანებმა, როდესაც აღმოჩნდებიან არჩევანის წინაშე - აიცრას თუ არა, სწორად და ადეკვატურად უნდა შეაფასონ რისკები, რაც ახლავს ერთი მხრივ ვაქცინაზე უარის თქმას, და მეორე მხრივ ვაქცინირებას.
ლაივპრესი: და ბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ მართლდმადიდებელი ქრისტიანის სოციალური და ქრისტიანული პასუხისმგებლობა ამ რთულ პერიოდში?
მეუფე გრიგოლი: მოდით, ნუ გავმიჯნავთ აქ მართლმადიდებელ ქრისტიანს საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან. ჩვენს დროში მთელი საზოგადოება დგას დიდი გამოწვევების წინაშე. ჩვენ მოვალენი ვართ გავითვალისწინოთ შექმნილი ვითარების თავისებურებები და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. თითოეული ადამიანი დიდად ფასობს ღვთის წინაშე; რაც კი რამ შექმნა ღმერთმა ყველაფერი ადამიანისთვის შექმნა; საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა საზოგადოების განვითარებისა და სოციალური ურთიერთობის ფორმები, მაგრამ უცვლელი იყო და არის ღმერთი და მასთან დაკავშირებული ღირებულებები. შესაბამისად, ყველა დროში აქტუალურია პასუხისმგებლობა ღვთისა და მოყვასის წინაშე. თითოეულ ადამიანს ვუსურვებ ღვთის წყალობას, მოთმინებას, სიფრთხილეს და გონიერებას. გჯეროდეთ, ყველაფერი გაივლის. ღმერთმა დაგლოცოთ.