კომენტარი
ენგურს გაღმა მცხოვრებთათვის აცრის კაბინეტი ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილშიც გაიხსნება - ინტერვიუ სახელმწიფო რწმუნებულთან
FaceBook Twitter
E-mail Print
ივლისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაჩქარება იგეგმება. რას გულისხმობს ეს გეგმა და შეძლებს, თუ არა ენგურს გაღმა მცხოვრები მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში ჩართვას, - ამის შესახებ "ლაივპრესი" სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი გუგუჩიას ესაუბრა.

ლაივპრესი: მოგესალმებით, მართალია სულ ახლახანს დაინიშნეთ სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე, მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ ჩვენს რეგიონში დაბალი ტემპით მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი?

გიორგი გუგუჩია: მოგესალმებით და გეთანხმებით, რომ ტემპი ნამდვილად დასაჩქარებელია, თუმცა გასული თვეებისგან განსხვავებით გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. არის საკოოდინაციო საბჭოს შესაბამისი გეგმა, რომელსაც ადგილზე მუნიციპალიტეტების მიხედვით მივყვებით. დღეს ერთადერთი საშუალება, რომელიც გვიცავს და მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს არის ვაქცინა, ამიტომ უფრო მასშტაბულ ვაქცინაციას ვიწყებთ იმ ეროვნული გეგმის შესაბამისად, რაც მთავრობას აქვს დამტკიცებული. დღეის მდგომარეობით რეგიონში ვაქცინირებულია 9000-მდე მოქალაქე და ასევე რეგისტრირებულია 1623 მოქალაქე.

ლაივპრესი: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ზუგდიდში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ივლისიდან იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდება ქვეყანაში და მათ შორის სამეგრელოში, რას გულისხმობს იმუნიზაციის პროცესის დაჩქარება?

გიორგი გუგუჩია: იმუნიზაციის პროცესის დაჩქარება გულისხმობს მთელი რიგი ღონისძიებების ერთობლიობას. ჩვენ გვქონდა რეგიონალური შტაბის შეხვედრა, სადაც ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად, განვიხილეთ და თანხობა მივეცით ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმის დამტკიცებას. ადგილებზე ასაცრელი კონტიგენტის დაგეგმვის მობილიზების და სერვისის მიწოდების ორგანიზების საკითხებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. სამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერაციული შტაბის კოორდინირებით, უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერებთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, სადაც განვიხილეთ დეტალურად ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმის პროექტი, რაც მოიცავს შემდეგს: საჭიროებისამებრ დამატებითი ასაცრელი სივრცეების გამოყოფას მასიური ვაქცინაციის ცენტრების შესაქმნელად, ამცრელი ერთეულების ხარსხიანი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას,  გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტით უზრუნველყოფას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რაც ნიშნავს, რომ სოფლის მოსახლობას აცრის კაბინეტებში მისვლა გაუადვილდება. ასევე გაორმაგდება ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, რაც ცხადია გაზრდის ვაქცინის ხელმისაწვდომობას. ამასთან ერთად მთავრობა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს მასიურ საინფორმაციო კამპანიას. გაფართოებული იმინიზაციის პროცესის დაწყება იგეგმება უკვე 1 ივლისიდან. ვფქრობთ ტემპები არ ჩავარდება და იქნება აცრილთა მაქსიმალური რაოდენობა.

ლაივპრესი: რეგიონში იმუნიზაციის პროცესის მოსალოდნელი გააქტიურების შესახებ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ნიუსს მოჰყვა მკითხველთა კომენტარები, რომ ასაცრელთა დაგეგმილი ციფრის დასახელება ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი სავალდებულო გახდება?

გიორგი გუგუჩია: ამასთან დაკავშირებით, ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ აცრა სავალდებულო არ არის. ნებაყოფლობითია, მაგრამ ის რომ ჩვენს რეგიონში კორონავირუსით 314 ადამიანია გარდაცვლილი, დამაფიქრებელია. ვაქცინა არის ერთადერთი შესაძლებლობა დავამარცხოთ ვირუსი. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავთან ერთად გაუფრთხილდებიან სხვის ჯანმრთელობასაც, გამოიჩენენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და აიცრებიან, რადგან ერთადერთი ბრძოლის იარაღი ვირუსთან არის ვაქცინა.

ლაივპრესი: ცნობილია, რომ ენგურს გაღმა მცხოვრები მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ვაქცინებით თითქმის არ სარგებლობს. მხოლოდ რამდენიმე ერთეული აიცრა ამ დრომდე. ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით რაიმე სახის ღონისძიებების გატარება?

გიორგი გუგუჩია: მათ შეუძლიათ რუხის საავადმყოფოს მიმართონ და ადგილზე რეგისტრაციით ჩაიტარონ ვაქცინაცია, მათ ამის შესახებ ეძლევათ ინფორმაცია გადმოსვლის დროს ტესტირების პროცესში,თუმცა ამ მხრივ აქტიურობა არ არის, მაგრამ ვაქცინაზე მათთვის ხელმისაწვდომობა უფრო მეტად რომ გავზარდოთ ვგეგმავთ ქალაქის ტერიტორიაზე გავხსნათ ადგილი, სადაც მოვლენ და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთებენ ვაქცინას. ვინაიდან ისინი სარგებლობენ ძირითადად ცენტრალურ ნაწილში მდებარე სავაჭრო ობიექტებით და ბაზრით, სწორედ ამავე ცენტრალურ ნაწილში ვგეგმავთ გავხსნათ მათთვის იმუნიზაციის კაბინეტი, სადაც შეძლებენ ვაქცინის ჩატარებას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.