კომენტარი
არის რისკი, რომ მომდევნო დღეებში უფრო მეტ ბავშვს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია - ივანე ჩხაიძე
FaceBook Twitter
E-mail Print
კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით ბავშვებში იმატა როგორც ინფიცირების, ისე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა. იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც. პედიატრიული კლინიკები თითქმის გადატვირთულია. საჭირო გახდა დამატებითი საწოლების მობილიზებაც. ბოლო ათი დღის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსს ორი ახალშობილი ემსხვერპლა. მათგან ერთი დელტა, მეორე კი ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული. იქნებიან თუ არა ბავშვები კორონავირუსის მეოთხე ტალღის სამიზნე და საშუალოდ რამდენი ბავშვი ინფიცირდება ქვეყანაში ყოველდღიურად, "ლაივპრესი" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორს, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, პროფესორ ივანე ჩხაიძეს ესაუბრა.

ლაივპრესი: პანდემიის გარკვეულ ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ბავშვები ნაკლებად ინფიცირდებოდნენ და ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობდა დაავადება. დღეს ამ მხრივ გარკვეულწილად დრამატულია სურათი. პედიატრიული განყოფილებები გადაიტვირთა. რატომ მოხდა ასე?

ივანე ჩხაიძე: შეფასება კორონავირუსის, რომ ის უფრო აზიანებს მოზრდილებს და შედარებით ნაკლებად ვრცელდება ბავშვებში, ახლაც არ შეცვლილა. თუ ინფიცირებული მოქალაქეების ჯამურ რაოდენობას შევადარებთ, რამდენია ბავშვების ხვედრითი წილი, მართლაც ძალიან ცოტაა. საქართველოში ეს პროცენტული მაჩვენებელი 9,5-10%-ია ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის. ამერიკის შეერთებულ შტატებში შედარებით მაღალია და იქ ზუსტი სტატისტიკაა და ეს მონაცემი 14,2%-ია. ბავშვები ნამდვილად არ წარმოადგენენ კორონავირუსის სამიზნეს. თუმცა ერთია ინფიცირებული ბავშვების ჯამური რაოდენობა და მეორეა, თუ რამდენად მძიმეა ამ ბავშვებში დაავადების მიმდინარეობა. კორონავირუსის დელტა ვარიანტმა გარკვეული როლი ითამაშა, ვინაიდან ახლა სერიოზული პრობლემაა არა ჯამური რაოდენობა ინფიცირებული ბავშვების, არამედ სიმძიმე. კორონავირუსის დელტა ვარიანტისთვის დამახასიათებელია ახალგაზრდებში და ბავშვებში უფრო მეტი გავრცელება, უფრო მეტი აგრესიული მიმდინარეობა. უფრო მეტად იწვევენ ისინი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას.

ლაივპრესი: რაში გამოიხატება დელტა შტამის აგრესიულობა? ბავშვებში როგორ ვლინდება?

ივანე ჩხაიძე: აგრესიულობა გამოიხატება იმაში, რომ თუ ადრე, ასე ითვლებოდა, 100 ბავშვიდან 3 შეიძლება მოხვედრილიყო საავადმყოფოში მდგომარეობის სიმძიმის გამო ჩინური ვარიანტის დროს, ახლა ორჯერ და სამჯერ უფრო მეტია ამ ბავშვების რაოდენობა. ასიდან შეიძლება ათს დასჭირდეს საავადმყოფოში მოხვედრა. ეს ზუსტი ციფრი არ არის, უბრალოდ შედარებისთვის მინდა გითხრათ.

ლაივპრესი: ბრიტანული შტამით ინფიცირებული ბავშვიც გარდაიცვალა საქართველოში..

ივანე ჩხაიძე: დიახ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ დელტა ვარიანტი დომინანტია ჯერჯერობით, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყოველ ორ კვირაში, ასეა სხვა ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევათა რაოდენობა ორმაგდება. საქართველოშიც ასე იყო. ორი კვირის წინ 20% იყო. ბოლო განცხადება, რაც ბატონმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა, უკვე 40%-ია ინფცირებულთა საერთო რაოდენობაში დელტა ვარიანტის ხვედრითი წილი და პროგნოზი, რაც ამ ეტაპისთვის არსებობს, აგვისტოში, ალბათ ორი-სამი კვირის შემდეგ, დელტა ვარიანტი იქნება 50%-ზე მეტი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში.

ლაივპრესი: ამ ფონზე, როცა ველოდებით ქვეყანაში დელტა ვარიანტის დომინირებას, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ მეოთხე ტალღის სამიზნე ბავშვები იქნება?

ივანე ჩხაიძე: არა, ნამდვილად არა. კორონავირუსის ძირითადი სამიზნე ბავშვი არასდროს არ გახდება. პროცენტული განაწილება, ბავშვები ბევრად ნაკლები, ვიდრე მოზრდილები, ახლაც შენარჩუდება. მაგრამ იმის რისკი, რომ უფრო მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდეს აუცილებელი, რა თქმა უნდა არსებობს. ნოემბერ-დეკემბრიდან ასეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორიც დღეს გვაქვს, არ დაფიქსირებულა. და თუ ვლაპარაკობთ, რომ ამ ინფიცირებულებში 10% ბავშვია, უნდა ჩავთვალოთ, რომ ყოველდღიურად 200-250 ბავშვი დაინფიცირდა კორონავირუსით. ძალიან მაღალი ციფრია. შესაბამისად, ეს გამოიწვევს უფრო მეტ დატვირთვას პედიატრიულ სტაციონარებზე და ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დამატებით საწოლების მობილიზებაზე. თუ ჩვენ ვერ გავაჩერეთ ეს ტენდენცია და ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მოიმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა, ავტომატურად მოიმატებს ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა.

ივლისია და ძალიან ცოტა ბაღი და სკოლა მუშაობს. ერთადერთი გზა ბავშვების დაინფიცირების, საყოფაცხოვრებო კონტაქტია ოჯახის წევრებთან. ამიტომ, ხაზს ვუსვამ ვაქცინაციის მნიშვნელობას. როცა ადამიანი წინააღმდეგია და უარს ამბობს აცრაზე, შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს, მაგრამ ამავდროულად. ის რისკის ქვეშ აყენებს ოჯახის წევრებსაც. ეს უზარაზარი პასუხისმგებლობაა. გაუგებარია ასეთი ადამიანების პოზიცია.

ლაივპრესი: დელტა შტამის შემთხვევაშიც, ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მეთოდი იგივეა?

ივანე ჩხაიძე: საერთოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ეფექტური მკურნალობა არ არსებობს. მითუმეტეს, ბავშვებში ჩვენ არ ვიყენებთ ისეთ პრეპარატებს, რასაც მოზრდილები იყენებენ. ასე რომ, ერთადერთი შესაძლებლობაა ე.წ. დამხმარე თერაპია, სიმპტომური თერაპია და თუ მდგომარეობა მძიმეა, ბავშვის გადაყვანა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და გაგრძელება მისი მკურნალობის.

ლაივპრესი: რამდენად აუცილებელია ბავშვების ჩართვა ვაქცინაციის პროცესში?

ივანე ჩხაიძე: ძალიან ბევრ ქვეყანაში, ამერიკა, კანადა, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ლიეტუვა, იაპონია, ბავშვების ვაქცინაცია მიმდინარეობს მესამე-მეოთხე კვირაა. 12-15 წლამდე ბავშვებზეა საუბარი. მაგრამ აშშ-ში უკვე განსაზღვრულია, რომ სექტემბერ-ოქტომბერში, როცა უკვე დასრულდება კვლევები, უფრო მცირე ასაკობრივ ჯგუფში მოხდეს ვაქცინაცია. ეს ეხება ჯერჯერობით მხოლოდ ფაიზერის ვაქცინას, რომელიც აწარმოებს ამ კვლევებს. ზოგადად სამი ვაქცინაა მწარმოებელი მსოფლიოში, რომელიც პედიატრიულ პაციენტებში გამოიყენება - მოდერნა, ფაიზერი და ასტრაზენეკა. თუმცა ფაიზერს ყველაზე მეტი კვლევა აქვს, ყველაზე მეტი მონაცემი და იგეგმება, რომ ეს ასაკი გაფართოვდეს.

ლაივპრესი: საქართველოში თუ იგეგმება ასაკობრივი კომპონენტის გაფართოება და 16 წელს ქვემოთ ბავშვების აცრა?

ივანე ჩხეიძე: არის ამაზე საუბარი. ჩვენ ველოდებით პირველ რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, თუ ეს რეკომენდაცია იქნება და სავარაუდოდ ეს რეკომენდაცია იქნება. პირველ რიგში ეს ეხება 12-15 წლამდე ბავშვებს.

ლაივპრესი: გამოსავალი რა არის თქვენი აზრით ამ სიტუაციაში, როცა ფაქტობრივად ყველა შეზღუდვა მოხსნილია. ისევ უნდა ამოქმედდეს ეს შეზღუდვები ვაქცინაციის პარარელურად?

ივანე ჩხეიძე: პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ამოქმედდეს და მკაცრად გაკონტროლდეს ნიღბის ტარება როგორც ღია სივრცეში, ისე დახურულ სივრცეში. ეს ყველაზე მარტივი შეზღუდვაა, მარტივი საკონტროლებელი და მარტივი შესასრულებელი. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, რაც დღეს სრულად იგნორირებულია და ამის კონტროლიც პრაქტიკულად არ ხდება. ეს ძალიან ქმედითი მექანიზმია და კარგ შედეგს იძლევა. აცრილთა ყოველდღიური მონაცემი მინიმუმ ორჯერ თუ გაიზრდება, ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ თუ მოვასწარით მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობაში და ეს სავსებით რეალურია, გავზარდეთ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, და მასობრივი ვაქცინაციის კამპანია შევასრულეთ იმ გეგმის მიხედვით, რაც გვაქვს, მაშინ შეიძლება შემოდგომას შევხვდეთ მეტ-ნაკლები დანაკარგებით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში
წერენ,
09:24 / 21.08.2021
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში წერენ,
ბოლო დროს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი
21:41 / 25.07.2021
ბოლო დროს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.