კომენტარი
ახლა ვირუსის სამიზნე აღმოჩნდნენ ბავშვები - ინტერვიუ პედიატრ ეკა უბერთან
FaceBook Twitter
E-mail Print
ბოლო დროს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა ბავშვებში, სამწუხაროდ, ორი ახალშობილი რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორ ავიცილოთ ბავშვებში კორონავირუსით გამოწვეული გართულებები, - ამ თემაზე "ლაივპრესი" პედიატრ ეკა უბერს ესაუბრა.

ლაივპრესი: სპეციალისტები საუბრობენ, რომ ამ ეტაპზე, ბავშვებში კორონავირუსი მეტი გართულებით მიმდინარეობს, რა რის ამის მიზეზი?

ეკა უბერი: თვითონ ვირუსის ბუნებაა ასეთი. პირველ რიგში, აღსანიშნავია ე.წ. ინდური შტამის გადამდებიანობა, ის 65%- ით უფრო გადამდები აღმოჩნდა ვიდრე " ალფა", შტამი, რომელიც პირველად გამოჩნდა კოვიდ 19 - ის სახით. ვირუსი განიცდის მუტაციას და სამწუხაროდ, ყოველი ახალი მუტაცია არის უფრო ძლიერი, უფრო მეტი ზიანის მომტანი.ამ ეტაპზე ვირუსის სამიზნე აღმოჩნდნენ ბავშვები და ძირითადად "დელტა" შტამის გამავრცელებლად 18 წლამდე ბავშვები მოიაზრებიან.

ლაივპრესი: რა სიმპტომები აქვს ბავშვებში კორონავირუსს?

ეკა უბერი: რომელიმე სიმპტომის გამოყოფა ძნელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას გახანგრძლივებული ცხელება ახასიათებს და განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში, გამოხატულია ყელის და თავის ტკივილი, უმადობა, ჭირვეულობა და ზოგადად სიმპტომების გახანგრძლივება.

ლაივპრესი: ამ დროისთვის სააღმზრდელო დაწესებულებები საზაფხულო არდადეგების გამო დახურულია, თუმცა შემოდგომაზე სწავლის პროცესი უნდა განახლდეს, ინფიცირების კიდევ უფრო გაზრდის თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონლად მიგაჩნიათ თუ არა, რომ პედაგოგების ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს?

ეკა უბერი: დავალდებულება ძალიან რთულია, თუმცა პედაგოგებს და ექიმებს ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს და სასურველი იქნებოდა, რომ პედაგოგები, ექიმები და ის ადამიანები, რომელთაც ახლო კონტაქტი აქვთ ახალგაზრდებთან, იყვნენ აცრილები. ეს სკეპტიციზმი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, საფრანგეთში მხოლოდ 40 % დათანხმდა ვაქცინაციას, რაც რა თქმა უნდა არასაკმარისია იმუნური პასუხის, ე. წ საზოგადობრივი იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად. მეტსაც გეტყვით, "დელტა შტამის" დროს მოსახლეობის 70 % -ის აცრა არ კმარა, რომ ამოვისუნთქოთ და გავთავისუფლდეთ კოვიდისგან.

ლაივპრესი: აქამდე ჩვენს ქვეყანაში იცრებოდა მოზრდილი მოსახლეობა, რამდენიმე დღის წინ პროტოკოლში ცვლილებები შევიდა და "ფაიზერით" აცრა 16 წლის ასაკიდანაც გახდა შესაძლებელი. ხართ თუ არა მომხრე მოზარდების აცრის, ან ასაკის კიდევ უფრო დაწევის, მაგალითად, 12, ან 15 წლამდე, ისე როგორც არის ეს რამდენიმე ქვეყანაში?

ეკა უბერი: ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე დიდი ბრიტანეთი იწყებენ შემდეგი კვირიდან 12- დან 17 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციას. ჩვენზე გაცილებით უფრო დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებმა კვლევების შედეგად გადაწყვიტეს, რომ პრაქტიკულად, ვაქცინაციისგან მიღებული სარგებელი გაცილებით აღემატება იმ რისკებს, რომელიც შეიძლება ერთეულ შემთხვევებში განვითარდეს.

ლაივპრესი: რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს ზაფხულში, რომ ბავშვები დაიცვან კორონავირუსისგან?

ეკა უბერი: ზაფხული დასვენებასთან, მზესთან ასოცირდება, მაგრამ ამ ეტაპზე სამწუხაროდ, თავის შეკავება მოგვიწევს, უმჯობესია, თავშეყრის ადგილებს მოვერიდოთ. პირველ რიგში, მშობლებს მოვუწოდებ, რომ დასასვენებლად ისეთი გარემო შეარჩიონ, სადაც ხალხმრავლობა არ არის. ბავშვები იმდენად ფაქიზი ფსიქიკის ადამიანები არიან, რომ რა თქმა უნდა, არ არის მათი დაშინება და მკვეთრი შეზღუდვა საჭირო, მათ არ უნდა დავუკარგოთ ბავშვობა, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ კორონავირუსი ჩვენს გვერდით არის.

ლაივპრესი: როგორ გავაძლიეროთ ბავშვების იმუნური სისტემა, არსებობს თუ არა რაიმე საპრევენციო ღონისძიებები ამ ვითარებაში ?

ეკა უბერი: სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ვერ ვიქნები ორიგინალური, ვერ ვიტყვი რაიმე განსაკუთრებულს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე. ის რომ გააქტიურდა კორონავირუსი და განსაკუთრებით 18 წლამდე ბავშვებში, ეს კიდევ ერთხელ უნდა იყოს ყურადსაღები, რომ გავიკეთოთ მასიური ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაციით არა მარტო ჩვენს თავს ვიცავთ, არამედ მომავალ თაობასაც. ყველამ გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და ქვეყანაში მასიური ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.