კომენტარი
აფხაზეთს პანდემიისას იმ მინიმუმსაც ვერ ვეხმარებით, რისი შესაძლებლობაც გვაქვს - უჩა ნანუაშვილი
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. მხოლოდ, ოკუპირებულ რეგიონში დამატებით ვაქცინების დეფიციტია. ამ ფონზე კი სიკვდილიანობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება. რამდენად ეფექტურად მუშაობს თბილისის პოლიტიკა ენგურს გაღმა მცხოვრებლებისთვის, "ლაივპრესი" დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.

ლაივპრესი: რამდენად ეფექტურად ეხმარება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთის რეგიონს პანდემიისას? როგორ ფიქრობთ, რა კუთხით არის შესაძლებელი მეტის გაკეთება?

უჩა ნანუაშვილი: უნდა აღნიშნოს, რომ რაღაც დახმარება გარკვეულ ეტაპზე იყო. განსაკუთრებით დასაწყისში. ეს ეხებოდა სამედიცინო დახმარების, აღჭურვილობის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებით გარკვეული დახმარების გაწევას. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, მე მაქვს შეგრძნება, რომ აფხაზური მხარის დახმარება შესუსტებულია, არასაკმარისია. შესაძლოა იმის გამო, რომ თვითონ თბილისსა და დანარჩენ საქართველოში მდგომარეობა საკმაოდ გართულდა, ან უბრალოდ პრიორიტეტი აღარ არის. ამას შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მთლიანობაში ვხედავთ, რომ საკმაოდ მკვეთრად არის გაუარესებული აფხაზეთშიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. პრობლემაა არამხოლოდ კოვიდ ეპიდემია, არამედ ის, რომ ვაქცინაცია პრაქტიკულად ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ზოგადად იმ პრობლემებზე, თემატურ საკითხებზე, რაც მოსდევს ეპიდემიას.

მხოლოდ ის, რომ გაიხსნა ე.წ. გამშვები პუნქტი და ეს ადამიანები რუხის საავადმყოფოში გადმოდიან ვაქცინაციისთვის, ვფიქრობ არ არის საკმარისი. ეს არის ზღვაში წვეთი. ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ტურისტული სეზონის შემდეგ, უკიდურესად გართულებულია მდგომარეობა. თავიდან ინფექცია განსაკუთრებით გავრცელებული იყო დასავლეთ აფხაზეთში, ზღვის კურორტების მხარეს, თუმცა დღეს აღმოსავლეთისკენ, გალის მიმართულებითაც არის ახალი კერები და რთულდება მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ უფრო კარგად უნდა ყოფილიყო გამოყენებული ეს პერიოდი იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესებული ყოფილიყო ეპიდვითარება. ოფიციალური მონაცემებით, უკვე 400-სს აღწევს გარდაცვლილთა რიცხვი. ცალკე პრობლემაა, რომ რეალურად რეგულაციები არ არსებობს. ზოგიერთი შეზღუდვა ძალიან გვიან შემოიღეს. არანაირი კონტროლი არ არის. აკრძალვების მიუხედავად, კვლავ იმართება მასობრივი ღონისძიებები. ფსოუს კვეთისას ფაქტობრივად არ ხდება არანაირი შემოწმება. ამ უკონტროლო სიტუაციამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა აფხაზეთს.

ლაივპრესი: ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 200-მდე ადამიანია ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში გადმოსული ვაქცინაციისთვის...

უჩა ნანუაშვილი: ეს იმიტომ, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა. მეორე ის, რომ მაინც გაურკვეველი სიტუაციაა. არავინ იცის, შეძლებენ თუ არა 3-4 კვირის შემდეგ გადმოსვლას მეორე დოზისთვის, ან როდის ჩაიკეტება ენგურის ხიდი. ესეც არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ბევრისთვის. ჩვენ ძალიან მალე ველოდებით "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინის 50 ათასამდე დოზას. აცრისთვის საკმარისია ერთი დოზა, განსხვავებით სხვა ვაქცინებისგან. კონფლიქტურ რეგიონებზე საუბრისას ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა ეს, როცა ერთი დოზით არის შესაძლებელი ადამიანის აცრა. ამ ვაქცინის გარკვეული ნაწილის გამოყენება მაინც უნდა მოხდეს, რომ მოქალაქები აიცრან.

ლაივპრესი: აფხაზები საერთაშორისო ორგანიზაციებს ეფექტური ვაქცინებით დახმარებას სთხოვენ. ამბობენ, რომ იმედი ჰქონდათ, რუსული "სპუტნიკით" გადაწყვეტდნენ ვაქცინაციის პრობლემას. თუმცა შემდეგ თქვეს, რომ საკმარისი დოზებით მოსახლეობის უზრუნველყოფა რთული აღმოჩნდა. ამ პროცესში როგორი უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების როლი? საჭიროა თუ არა ამ კუთხით გააქტიურება?

უჩა ნანუაშვილი: ჩვენც გავავრცელეთ განცხადება რამდენიმე კვირის წინ და მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რაც შეიძლება მიგვეწოდებინა ის ვაქცინები აფხაზური მხარისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს. აფხაზეთი ამ კუთხით არის გახსნილი, განსხვავებით ცხინვალისგან, რომელიც უარს აცხადებს თანამშრომლობაზე. ძალიან ბევრ აფხაზთან მქონდა კომუნიკაცია და ისინი ელოდებიან და პირიქით, უფრო დიდ უპირატესტობას ანიჭებენ დასავლურ, ან თუნდაც ჩინურ, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინებს. ამის მოთხოვნა ნამდვილად არის. რუსეთი კი რას აკეთებს - ჯერ მაისში შეიტანა ძალიან მცირე დოზით "სპუტნიკის" ვაქცინა აფხაზეთში, შემდეგ კი რამდენიმე თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოთხოვნა, აღარ შეუტანია. აქაც ვხედავთ, რომ ეს თემაც პოლიტიკური სპეკულაცების საგანია და რუსეთიც იყენებს ერთგვარ ზეწოლის იარაღად. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ ვაქცინების მეორე პარტია შესულიყო, ოღონდ მეორე, "სპუტნიკ ლაითი". ესეც არის თემა, რომ რუსეთი პირდაპირ, უანგაროდ აფხაზებს არ ეხმარება და ამ ფონზე, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ვაქცინებით დახმარების. მითუმეტეს, არ არის საუბარი იმაზე, რომ იქ ყველა აიცრება, არის საუბრები თუნდაც მცირე ოდენობით დოზების მიწოდებაზე. დავიწყოთ თუნდაც გალიდან, საბერიოდან, სადაც არის სამედიცინო დაწესებულებები, რომელსაც სხვათაშორის თბილისი აფინანსებს. არიან ეპიდემიის მართვაში გამოცდილი ექიმები. ცალკეა საერთაშორისო ორგანიზაციები. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, არამარტო რუხში გადმოვიდნენ აფხაზეთიდან, არამედ ადგილზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების გამოყენებაც უნდა მოხდეს იმისთვის, რომ რუხი და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სხვა საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს. მნიშვნელოვანია, ადგილზე თუნდაც მობილური ჯგუფის დამატება. ამაზეც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად რაღაც შეთანხმების მიღწევა.

საჭიროა არმხოლოდ ვაქცინებით, არამედ სამედიცინო აღჭურვილობით დახმარება, რისი დეფიციტიც ხშირად აქვთ. საბერიოსა და გალის საავადმყოფოში რამდენჯერმე იყო პრობლემა, რომ ექიმებს არ ჰქონდათ ეს აღჭურვილობა. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის გამოცდილების გაზიარებაც, რომელიც ჩვენს მხარეს საკმაოდ დიდი დაგროვდა. კარგი იქნებდა ორივე მხარეს ექიმებს შორის უფრო აქტიური კომუნიკაცია და არა ის ერთჯერადი, რაც შარშან რამდენჯერმე იყო, იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით და მე აქაც ვხედავ, რომ ქართული მხარე კვლავ პასიურობს და ეს პრობლემა სახეზეა. რეალურად იმ მინიმუმსაც ვერ ვეხმარებით, რისი შესაძლებლობაც დღეს არსებობს.

ლაივპრესი: საინტერესოა, რომ გალის ე.წ. ადმინისტრაციამ მოსახლეობას ჯერ კიდევ ივლისში უთხრა, რომ შეუძლიათ აიცრან ენგურს გაღმაც. ეს შეიძლება მივიღოთ როგორც მწვანე შუქი აფხაზეთის დანარჩენი მცხოვრებლებისთვის და არა მხოლოდ გალელებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ იქ ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია?

უჩა ნანუაშვილი: ეს არის დე ფაქტო ადმინისტრაცია, რომელიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს, დარწმუნებული ვარ. ეს არის ფაქტობრივად დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია. ამ შემთხვევაში, შესაძლოა გალელების მიმართ იყო მოწოდება, მაგრამ ეს პრინციპში იგივე პოლიტიკაა და მითუმეტეს, როცა არსებობს ასეთი ნება, არსებობს საერთაშორიო ორგანიზაციების მიმღებლობა, ვფიქრობ, უფრო აქტიური უნდა იყოს ქართული მხარე. აფხაზეთში არიან ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც აქვთ კომუნიკაცია უცხოელებთან, უწევთ ევროპაში გასვლაც და ამიტომ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა სპუტნიკით, არამედ საყოველთაოდ აღიარებული ვაქცინით იყვნენ აცრილი. რასაც მე ვხედავ, ქართული მხარე ბოლო პერიოდში რაღაცნაირად ჩაიკეტა თავის შიდა პრობლემებში. რეალურად კი არის რაღაც თემები, რომელსაც ყურადღებას ვერ აქცევს.

ლაივპრესი: ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ პანდემია უფრო ინტენსიური კომუნიკაციისთვის უნდა გამოეყენებინა ხელისუფლებას, მეტი დაახლოებისთვის, ნდობის აღსადგენად...

უჩა ნანუაშვილი: ჩვენი მხრიდანაც საკმაოდ ბევრი გაკეთდა, რა თქმა უნდა. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი გადმოდიოდა, იყო სურვილი. მე პირადად მქონია ბევრთან კომუნიკაცია, როცა პაციენტები აქეთ გადმოსვლას ითხოვდნენ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო ფრაგმენტული იყო. არ ყოფილა სისტემური ხასიათის. ის, რომ რაღაცნაირად სახელმწიფოს ჰქონდეს მსგავსი სტრატეგია და მიყვეს ამ სტრატეგიას, ამას ნამდვილად ვერ ვხედავ. ერთეული შემთხვევები არის, მაგრამ რეალურად ბევრს ვერაფერს ცვლის. როცა არის შესაძლებლობა, მეორე მხრიდანაც გახსნილობა ამ კუთხით და მითუმეტეს, როცა ეს არის თემა, რაზეც საომარი მოქმედებების დროსაც კი არის შესაძლებელი თანამშრომლობა და ნდობის აღდგენისკენ რაღაც ნაბიჯების გადადგმა, ვხედავ, ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული გეგმა და ფაქტობრივად ინერციით მუშაობს. საინფორმაციო კუთხით არის, ვფიქრობ ძალიან დიდი პრობლემა. ბევრმა, მათ შორის სოხუმშიც არ იცის, რა შესაძლებლობები არსებობს თუნდაც რუხში, რას ვთავზობთ. ეს კომუნიციის არხები, რომელიც უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით გააქტიურებული, სხვადასხვა ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა რომ ყოფილიყო უფრო მეტად დაძლეული, უკეთესი შედეგი იქნებოდა.

ლაივპრესი: როგორ ფიქრობთ, აფხაზები არიან მზად ზუგდიდის გავლით ვაქცინების მისაღებად, საერთაშორისო ორგანიზაცების შუამავლობით? ეს მზაობა ამოიკითხეთ მათ გზავნილებში, განცხადებებში?

უჩა ნანუაშვილი: ერთია ოფიციალური განცხადებები, მეორე არაოფიციალური. მე ვიცი, რომ ამის მზაობა და სურვილი. მითუმეტეს ბოლო პერიოდში, როცა მკვეთრად გაუარესდა აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება. 370-380 გარდაცვლილი შეიძლება ცოტა იყოს დიდი ქვეყნისთვის, მაგრამ მცირერიცხოვანი რეგიონისთვის საკმაოდ დიდი ციფრია. ამიტომაც ამბობდნენ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ყველა გარდაცვლილი ვიცითო სახელებით და გვარებით. როცა ასეთი მდგომარეობაა და ყველა გრძნობს ამ მდგომარეობის სიმძიმეს, ვხედავთ, რომ ამ ყველაფერმა იმოქმედა და შეიძლება ითქვას, უფრო მეტად გახსნილები არიან, დაინტერესებულებიი მიიღონ დახარება ნებისმიერი მხრიდან. ამიტომ ეს მომენტი აუცილებლდ უნდა ყოფილიყო გამოყენებულ, რასაც სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ. ეს არის სწორედ სისუსტე ქართული პოლიტიკის და ის, რომ ქართული პოლიტიკა არ არის დაკავებული ამ თემებით. თუნდაც გუდაუთის საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გადაიწვა, ელექტროდეფიციტი იყო. ვიცით ამ ყველაფერმა რა პრობლემებიც შექმნა. არ იქნებოდა პრობლემა ასეთი ტექნიკური დახმარების მოძებნაც კი, ქართული თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება ასეთ გაჭირვებაში მყოფი თანმემამულეებისთვის.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში
წერენ,
09:24 / 21.08.2021
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში წერენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.