კომენტარი
ზუგდიდში ყოველდღიურად 15, 20 ბავშვი ინფიცირდება, არ გვექნება იოლი ზამთარი - ნანა ოდიშარია
FaceBook Twitter
E-mail Print
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე ტალღა - როგორ ვხვდებით ზამთარს და რა გზებით შეგვიძლია საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის დაცვა, "ლაივპრესის" კითხვებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ოდიშარია პასუხობს.

ლაივპრესი: ნელ-ნელა აქტიურდება გრიპის სეზონი. კორონავირუსის სიმპტომებიც უკვე დაემსგავსა გრიპისას. როგორ გავარჩიოთ ეს ორი და გაციების ნიშნების შემთხვევაში, უნდა გავიტესტოთ თუ არა პრევენციისთვის?

ნანა ოდიშარია: გრიპის აცრები რისკის ჯგუფებისთვის დაიწყო. სახელმწიფოს მიერ შეკვეთილია 200 ათასი ვაქცინა. მათი ნაწილი, 43 ათასი უკვე შემოიტანეს ქვეყანაში. მაღალი რისკის ჯგუფებით - ორსულებით, დიალეზზე მყოფი პირებით და სამედიცინო პერსონალით ვიწყებთ ვაქცინაციას ამ ეტაპზე. ოცი რიცხვის შემდეგ, ვაქცინების მეორე პარტიის შემოსვლის შემდეგ, მათ შეუერთდებიან სხვა მაღალი რისკის ჯგუფები, ვინც ბრძანებითაა განსაზღვრული და ვისაც შეიძლება გაურთულდეს მდგომარეობა გრიპის შემთხვევაში.

რაც შეეხება დიფერენცირებულ დიაგნოზს, იცით, რომ მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვს კორონავირუსს, რაც გრიპს. ამიტომ, გზა გადის ტესტირებაზე და დიაგნოსტირებაზე. ყველას აქვს შესაძლებლობა, ჩაიტაროს ტესტი და დადასტურდეს, ან არ დადასტურდეს კორონავირუსი. დანარჩენი, მკურნალობის თვალსაზრისით, როცა ტესტირებით კორონავირუსი გამოირიცხება და გრიპის მსგავსი დაავადება დარჩება, შემდეგ ექიმი კლინიკური ნიშნების საფუძველზე მკურნალობს პაციენტს. კლინიკური ნიშნები მას იმდენად დამახასიათებელი აქვს, ყველა ექიმმა იცის, რა შემთხვევაში შეიძლება სპეციფიური მკურნალობა გამოიყენოს. როგორც მოგეხსენებათ, ტამიფლუ არის გრიპის სპეციფიური მკურნალობისთვის. მართალი გითხრათ, ჯერ არ მიგვიღია ეს მედიკამენტი, და ამას მაღალი რისკის მქონე პირებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფდა, როგორიც არის ბავშვები, ორსულები..

ლაივპრესი: უფასოა გრიპის ვაქცინები? სად შეიძლება გრიპზე ვაქცინაციისთვის მოქალაქემ კლინიკას მიმართოს?

ნანა ოდიშარია: ის, რაც სახელმწიფოს შემოაქვს, უფასოა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ამას გარდა, არსებობს კომერციულად შემოტანილი გრიპის ვაქცინა, რომელიც აფთიაქებში იყიდება. ჯერ შეიძლება არც იყოს შემოტანილი.

ლაივპრესი: დაიწყო უკვე ზუგდიდში გრიპზე ვაქცინაცია?

ნანა ოდიშარია: ორი დღეა ჩამოვიტანეთ. კლინიკებს უკვე გააქვთ ეს ვაქცინები. ჯერჯერობით ინფორმაცია ჩატარების შესახებ არ გვაქვს. ზუგდიდში 800 დოზა შემოვიდა. ჩვენთან და ფოთში, ამ ეტაპზე ორსოულებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვისაა ძირითადად ეს ვაქცინები.

ლაივპრესი: სად შეიძლება გრიპის ვაქცინის გაკეთება?

ნანა ოდიშარია: ჩვეულებრივ, სადაც წინა წლებში, საავადმყოფოებში. დიალეზზე მყოფი პირებისთვის იმ კლინიკაში, სადაც იღებენ მომსახურებას. ორსულებსაც იმ კლინიკაში, სადაც იღებენ მომსახურებას. თუ იმ კლინიკას არ აქვს იმუნიზაციის ნებართვა, ამ შემთხვევაში გაიკეთებენ იმ სივრცეში, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს აქვს, სადაც დღეს კოვიდის საწინააღმდეგო აცრებს ვატარებთ.

ლაივპრესი: გრიპის ვაქცინების ათვისებას მოახერხებთ? რა მოლოდინი გაქვთ?

ნანა ოდიშარია: დღესაც ელოდება ჩვენი მოსახლეობა გრიპის ვაქცინაციას და სურვილი აქვთ აცრის. მითუმეტეს, როცა მაღალი რისკის ჯგუფზე ვსაუბრობთ. რაოდენობრივადაც არ არის ეს ბევრი. საუბარია 200 ათას ვაქცინაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, როცა შარშან იყო 280 ათასი და ამას პლიუს კომერციული გზით შემოტანილი გრიპის ვაქცინა. მოლოდინი არის, იმიტომ, რომ ბევრი კითხულობს. თუმცა ორსულების შემთხვევაში ყოველთვის გვიჭირდა ჩვენ აცრების ჩატარება, მიუხედავად აგიტაციური შეხვედრებისა. მაგრამ შედარებაც არ შეიძლება - 4-5 წელია ორსულებს ვცრით. დინამიკა იზრდება წლიდან წლამდე. მიმდინარეობს ორსულთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაც პარალელურად. ეს მაჩვენებელიც არ არის მაღალი, მაგრამ გრიპის ვაქცინაზე უფრო მაღალი მოცვა გვაქვს.

ლაივპრესი: რა მოლოდინი გაქვთ იმ ფონზე, როცა სპეციალისტები მეხუთე ტალღაზე ალაპარაკდნენ. მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი, ვაქცინაციის ტემპი კი დაბალი. ნელ-ნელა აქტიურდება გრიპის ვირუსებიც. ეს გაართულებს თუ არა ქვეყანაში ზოგადად მდგომარეობას?

ნანა ოდიშარია: ბაღის აღმზრდელების 45%-ია მხოლოდ ჩვენთან მოცული აცრებით. პედაგოგების 70%-მდე. ასევე, ზოგადად დაბალია მოცვა იმუნიზაციის. ჩვენთან რთული სიტუაციაა სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით. ყოველდღიურად 15, 20 ბავშვის ინფიცირება ხდება. როცა ანალიზს ვაკეთებთ, ისინი ძირითადად ოჯახური კონტაქტებით ავადდებიან. მაგრამ ეს რისკი ოჯახიდან, უკვე სკოლაზე გადადის, სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებაზე. ამიტომ, პირველ რიგში, ყველა შეგნებულად უნდა მიუდგეს ამ თემას. ბავშვი ვისაც ჰყავს, ოჯახში იქნება თუ საახლობლოში, ვისთანაც აქვს კომუნიკაცია, ყველა უნდა ავიცრათ, რადგან მარტო პიროვნულ დაცვაზე არაა საუბარი, უკვე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხდება მისი იმუნიზაცია.

ლაივპრესი: რეინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს საქართველოში. ზუგდიდში თუ გვაქვს მსგავსი შემთხვევები?

ნანა ოდიშარია: კი, გვაქვს რეინფიცირების შემთხვევები. გადატარებული ზუსტი სტატისტიკა აქვთ ცენტრალურ დონეს. ჩვენ შეიძლება ცალკეული შემთხვევები ვიცოდეთ, მაგრამ ეს სტატისტიკურად დათვლილი, რამდენია რეინფიცირება, ამაზე ცენტრალურ დონეზე ყოველთვის ზუსტი სტატისტიკა ჟღერდება. მათ აქვთ ეს მონაცემი, რამდენი რენფიცირება შეიძლება იყოს სამეგრელოს კლინიკებში დიაგნოსტირებული პაციენტების, თორემ თავისუფლად შეიძლება რეინფიცირება მოხდეს ზუგდიდელის არა ზუგდიდში. ამიტომ, ეს დიდად საინტერესო არ არის რაიონის დონეზე. ქვეყნის მასშტაბითაა საინტერესო. ზოგადად მომატებულია ასეთი შემთხვევები.

ლაივპრესი: საინტერესოა, აცრილებს შორის თუ გვაქვს რეინფიცირების შემთხვევები?

ნანა ოდიშარია: კი, გვსმენია ამის შესახებ, რომ ჰქონდა, გადაიტანა, მერე აიცრა და რეინფიცირდა. ეს ხომ ანტისხეულებზეა დამოკიდებული და ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე. ზოგჯერ ყველა ორგანიზმის პასუხი ერთნაირი არ არის. მაგრამ ასეთი შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, რადგან გადატანილს პლიუს ვაქცინაცია, უკვე მყარი იმუნიტეტია. შესაძლოა თითო-ოროლა შემთხვევა იყოს ასეთი ქვეყნის მასშტაბით.

ლაივპრესი: რეინფიცირებას შორის შუალედი რამდენი გვხდება?

ნანა ოდიშარია: მინიმუმ ორ-სამ თვეში შეიძლება რეინფიცირება მოხდეს. ეს უკვე დადგენილია.

ლაივპრესი: კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. დადიხართ სოფლებში. რა პასუხები გესმით ყველაზე ხშირად უარის მიზეზად?

ნანა ოდიშარია: მართალი გითხრათ, ამოიწურა იმ კონტიგენტის რაოდენობა, რომელსაც აცრა თავიდანვე უნდოდა. რაიმე შემთხვევასთან იყოს ეს დაკავშირებული, არა. ჩვენთან უფრო სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ აცრების მიმართ, ვიდრე ანტივაქსერები გვყავს.

უბრალოდ შიში და სკეპტიკური დამოკიდებულება, რასაც ყველაზე ხშირად ვხვდები. უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ ალბათ, თუმცა ყველა არხიდან, ყველა საშუალებით იღებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მაინც უჭირთ. ქვეყნის მასშტაბით ტარდება მარათონები. ვნახოთ რა შედეგი დაიდება. ამან შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. თუმცა ჩვენთან და არამხოლოდ ჩვენთან, გვქონდა საშუალება, ყველა სოფელში ჩაგვეტანა ვაქცინა. მოსახლეობა კი მაინც თავს იკავებს. ზუგდიდში მობილური ბრიგადა მუშაობს, მობილური აცრის პუნქტი და 16 სექტემბრიდან დაწყებული, ყოველ დღე დადის სხვადასხვა ლოკაციაზე კვირის გარდა. 2-3 ჯერ ვართ თითოეულ სოფელში ჩასული, მაგრამ მოცვა მაინც ძალიან დაბალია.

ლაივპრესი: როგორ ზამთარს უნდა ველოდოთ ამ ყველაფრის ფონზე?

ნანა ოდიშარია: რთულ ზამთარს ველოდებით. ეს მარტო ჩვენი მოლოდინი არ არის. ექსპერტებიც ამაზე საუბრობენ. თუ ამ ტემპით გაგრძელდა, ამდენი აუცრელი მოქალაქე შეხვდა მეხუთე ტალღას, რომლის დაწყებაც უკვე სტატისტიკურად ჩანს, რომ აგრესიულია, ეს გამაფრთხილებელი სიგნალია. გავრცელება მაღალია. მობილობამ მოიმატა - სკოლები, ბაღები დაიწყო. თუ არ ჩატარდა აცრები და რეგულაციები არ იქნა დაცული - პირბადე, სოცილაური დისტანცია, ჰიგიენა, პროგნოზულად არ გვექნება იოლად გადასატანი ეს ზამთარი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში
წერენ,
09:24 / 21.08.2021
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში წერენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.