რეკლამა
27 დეკემბერს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება
27 დეკემბერს, 19:30 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:

• მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული მუსიკალურ-თეატრალური სტუდია ,,რიბი-რაბო",

• მუსიკალური სტუდია ,,რეტრო",

• სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო-სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი,

• ეპარქიასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ხარება",

• ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ბენდი ,,ბოლო ოთახი".