კომენტარი
ინტერვიუ ზუგდიდის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორთან
FaceBook Twitter
E-mail Print

ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა ელდარ ქირიამ ამ პოსტზე ამირან ჯანაშია შეცვალა. ეს უკანასკნელი სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ, 19 იანვარს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ზუგდიდის სასამართლომ გირაოს, 30 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

ელდარ ქირია „ლაივპრესს“ პარლამენტის არჩევნების შემდეგ საპყრობილეში განხორციელებულ ცვლილებებზე, პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე ესაუბრა.

„ლაივპრესი“: ბატონო ელდარ, სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ ზუგდიდის ციხე ავარიულია და უნდა დაიხუროს. მის დემონტაჟზე აქტიურად საუბრობდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ზუგდიდის ციხის რემონტი.

 

ელდარ ქირია: ავარიული ნიშნავს, რომ ის შესაძლებელია დაინგრეს. ეს ასე ნამდვილად არ არის. სიმართლე გითხრათ ძალიან ძველი შენობაა, თუმცა ძალიან მტიკიცე. თავდაპირველად ეს შენობა ფოსტის ცხენებისთვის განკუთვნილი თავლა ყოფილა, მოგვიანებით გადაკეთდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში ასეთი შენობა სასურველი არ არის. რემონტი ჩაუტარდება თუ ახალი აშენდება, ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. პრინციპში, ადგილს უკვე ვეძებთ, სადაც შეიძლება ახალი ციხე აშენდეს. რემონტზეც არის საუბარი, თუმცა ახლი ციხის აშენება უფრო აქტიურად განიხილება.

 

„ლაივპრესი“: ციხის ცნობილი კადრების გავრცელების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბარში ზუგდიდის ციხის პატიმრებმა წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ყოფილი უფროსის გარდა, კიდევ 10-მდე თანამშრომელი დაადანაშაულეს. ეს პირები დღესაც მუშაობენ ზუგდიდის ციხეში?

 

ელდარ ქირია: უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე მე თავს შევიკავებდი ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან და თქვენთანაც თხოვნა მექნება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შევიკავოთ ამ პირების დასახელებისგან.

 

„ლაივპრესი“: სახელი და გვარები საჯაროდ უკვე ითქვა.

 

ელდარ ქირია: არ ვიცი ვინ რას წერს, მაგრამ მე ასე ვთვლი. ვიცი, რომ ეს საქმე პროკურატურაშია და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბრალი მხოლოდ ჯანაშიას წარედგინა. აქედან გამომდინარე მე თავს შევიკავებ კომენტარისგან.

 

„ლაივპრესი“: ის მაინც გვითხარით, ეს ადამიანები მუშაობენ ზუგდიდის ციხეში?

 

ელდარ ქირია: ნაწილი აგრძელებს მუშაობას. ჩემთან მუშაობის პერიოდში თქვენს მიერ დასახელებულ პირებს სიტყვიერი შენიშვნაც არ დაუმსახურებიათ. თუ რა როლს თამაშობდნენ ისინი ადრეულ პერიოდში, ამას გამოძიება დადგენს და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.

 

„ლაივპრესი“: პატიმრებს ხშირად ათავსებენ ზუგდიდის ციხის ე.წ. კარცერში?

 

ელდარ ქირია: ჩემი მოსვლის დღიდან დღემდე არც ერთი პატიმარი კარცერში არ მოხვედრილა, რადგან მათ შესაბამისი გადაცდომა არ ჩაუდენიათ. როცა დავინიშნე, თანამშრომლების შემდეგ შევხვდი ყველა პატიმარს. ინდივიდუალურად შევისწავლე მათი საქმეები და ავუხსენი, რომ ისინი ჩვენი სტუმრები არიან და უნდა დავიცვათ სტუმარ-მასპინძლის წესი... აი ამ რეჟიმში გადავიყვანე მე მათთან ურთიერთობა. ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის დამოკიდებულება რადიკალურად არის შეცვლილი და ის კანონზე და ადამიანურ ურთიერთობებზეა დამყარებული.

 

„ლაივპრესი“: პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? არიან ტუბერკულოზით დაავადებული, ჰეპატიტის და აივ-შიდსის ვირუსით ინფიცირებული პატიმრები?

 

ელდარ ქირია: C ჰეპატიტის ნიშნები აქვს რამდენიმე პატიმარს, აივ ინფექციის/შიდსის ვირუსის მატარებელი საერთოდ არ გვყავს, ხოლო ტუბერკულოზით ერთი პატიმარია დაავადებული, რომელიც ცალკე საკანშია და იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და კვებაც განსაკუთრებული აქვს.

 

ჩვენთან ასევე დაცულია პატიმრების უსაფრთხოება. რამდენიმე დღის წინ გეგუთის ციხიდან გადმოიყვანეს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პატიმარი, რომელიც იმყოფება ცალკე საკანში და იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან და უსიამოვნებისგან.

 

„ლაივპრესი“: პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ციხის მაღაზიაში შეზღუდულია პროდუქტის სახეობები, ფასი კი ძვირი. ამ მხრივ თუ გამოსწორდა მდგომარეობა?

 

ელდარ ქირია: ფასის სხვაობა დიდი არ ყოფილა, ბაზრის ფასების შესაბამისია, მხოლოდ 5 თეთრით შეიძლება ძვირი იყოს. განსხვავება ის არის, რომ პროდუქტის ასორტიმენტი გაიზარდა. მანამდე თუ ერთი სახეობის ძეხვი იყიდებოდა, ახალა უკვე 5 სხვადასხვა სახის შემოიტანეს. თაფლზეც გვაქვს დავალება მიცემული, რომ იყოს სხვადასხვა სახის და სხვადასხვა ფასის, რომ ხელმისაწვდომი იყოს პატიმრისთვის. დღის წესრიგში დგას, რომ ამანათების სახით თაფლისა და სხვადასხვა პროდუქტების პატიმრებთან შეგზავნის ნება იყოს.

 

„ლაივპრესი“: სახალხო დამცველის ანგარიშში არაერთხელ აისახა, რომ პატიმრებს შეზღუდულად მიეწოდებათ წყალი, ასევე, პაემნების ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს კანონით არის განსაზღვრული. ხანმოკლეა გასეირნების პერიოდიც.

 

ელდარ ქირია: დაახლოებით ერთი თვეა, რაც ამ სამსახურში ვარ და არ ვიქნები კომპეტენტური, დაგეთანხმოთ ან უარვყო ეს საკითხი. შემიძლია გითხრათ ახლა რა ხდება. პატიმრებს აქვთ კვირის გარდა 1 საათიანი გასეირნების უფლება. პაემანიც ამ ხანგრძლივობისაა. რაც შეეხება წყლის მიწოდებას, ის პატიმრებს დღის განმავლობაში შეუფერხებლად მიეწოდება.

 

„ლაივპრესი“: ზუგდიდის ციხეში თუ არიან პატიმრები, რომლებსაც განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ?

 

ელდარ ქირია: დიახ, გვყავს ერთი პატიმარი, რომელსაც თვითდაზიენებისკენ აქვს მიდრეკილება. ის ითხოვს 24 საათიანი სატელეფონო კავშირი ჰქონდეს, რაც დაუშვებელია. ჩვენ მას ღამითაც ვდარაჯობთ, რომ თავს რამე არ ავნოს და უყურადღებოდ არ დაგვრჩეს.

 

„ლაივპრესი“: საჩივრებს თუ წერენ პატიმრები?

 

ელდარ ქირია: არ იქნება სიმართლე, რომ გითხრათ არა. დიახ, იწერება საჩივრები. ზოგი პარლამენტს წერს, ზოგი მთავარ პროკურორს, პრეზიდენტს სთხოვენ შეწყალებას. ითხოვენ სასჯელის შემცირებას, ადვოკატის გამოყოფას, მაგრამ დღეს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე საჩივარი არ იწერება.

 

ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, ასობით პატიმარი გათავისუფლდა, რაც ძალიან დიდი შვება იყო, სრულად მოხდა საპყრობილის განტვირთვა. არის ისეთი საკნებიც, სადაც მხოლოდ 8-10 პატიმარია, ამანაც ძალიან დიდი გავლენა იქონია პატიმრების განწყობაზე.

 

„ლაივპრესი“: რა შეგიძლიათ უთხრათ პატიმრის ნათესავებს?

 

ელდარ ქირია: შემიძლია გითხრათ, რომ ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარს თმის ღერიც არ ჩამოუვარდება. ვინც პატიმარს ცინიკურად მოეპყრობა, ის თანამშრომელი მეორე დღეს დაწესებულებაში ვერ შემოვა. მინდა დავამშვიდო პატიმრის ოჯახის წევრები, რომ მე სანამ აქ ვიქნები, მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.