კომენტარი
ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატთან [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print

„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ირაკლი კაკულია დაიბადა 1968 წლის 12 დეკემბერს, ქალაქ ფოთში. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით, ხოლო 1999-2005 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1992-1994 წლებში იყო კოოპერატივ „ნაბადას“ ბრიგადირი; 1994-1998 წლებში - ფოთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს განყოფილების უფროსი. 2000-2004 წლებში იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „ფოთის ღვთისმშობლის ტაძრის დაბრუნების“ გამგეობის წევრი. 1998-2006 წლებში მუშაობდა შპს „ალდაგი ფოთში“ გენერალურ დირექტორად, ხოლო 2009-2012 წლებში - შპს „აკტაუსიბარიტის“ დირექტორად. 2002-2009 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ წევრი. 2002-2006 წლებში - ფოთის საკრებულოს წევრი. 2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2014 წლიდან დღემდე იყო ფოთის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. მერობის კანდიდატს ყავს ცოლი და სამი შვილი.

 

„ლაივპრესი“: ქართულმა ოცნებამ“ თქვენ ფოთის მერობის კანდიდატად წარგადგინათ, მანამდე კანდიდატად სახელდებოდა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, ლევან ჩოჩია. საუბრობენ, რომ კოალიციაში აზრი ორად გაიყო. პირადად თქვენ ვინ დაგიჭირათ მხარი და როგორ ფიქრობთ რა ნიშნით შეგარჩიეს?

 

ირაკლი კაკულია: მე ვემსახურები ჩემს ქალაქს, ჩემს ქვეყანას. ვცდილობ, სამშობლოს პატიოსნად და წესიერად ვემსახურო. ეს კითხვა უფრო მათ ეკუთვნით, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ფოთიდან მარტო ლევან ჩოჩია და ირაკლი კაკულია არ იყო წარდგენილი. რამდენიმე კანდიდატურა იყო, ვფიქრობ, რომ ყველა ღირსეულია და გადაწყვეტილებაც შესაბამისად მიღებული არის ისეთი, როგორიც არის.

 

„ლაივპრესი": თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ გახდეთ ფოთის მერი?

 

ირაკლი კაკულია: არ ვიმყოფები იმ სიტუაციაში, რომ თავმდაბლობის გამო დავმალო ის რეალობა რაც არის. ჩემ თანაქალაქელებთან საუბრიდან, სატელეფონო ზარებიდან, პარტიის აქტივთან შეხვედრიდან ზოგადად განწყობას ვგრძნობ, რომ არის დიდი მხარდაჭერა ქალაქში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ ამ ქალაქისთვის გასაკეთებელი არის ძალიან ბევრი. ვეცდები, ჩემი არჩევის შემთხვევაში მაქსიმალურად საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულები. ეს ქალაქი ამოვიყვანოთ იმ სიტუაციიდან სადაც დღეს ვიმყოფებით. ეს გავაკეთოთ არა ჭიდილით და ვიღასაცთან დაპირისპირების ფონზე, არამედ პირიქით,  მოხდეს რაღაცნაირად ქალაქის გაერთიანება. ჩემი აზრით, ისევე უნდა გალამაზდეს ჩვენი ქალაქი, როგორც საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გალამაზდა. ჩვენი ხელებით, ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ ამ ქალაქის რეალობა.

 

„ლაივპრესი“: თქვენი მთავარი გზავნილი რა არის საზოგადოების მისამართით?

 

ირაკლი კაკულია: ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც სულ ორი ათეული წლის წინ, 17 საწარმო მუშაობდა და 29 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ეს დღეს მოშლილია და ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ეს არ არის ლოკალური პრობლემა და მესმის, რომ ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მთელი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მინიმუმ ერთი მიმართულებით, უახლოეს პერიოდში შეიქმნება ერთი დიდი საწარმო, რომელშიც დასაქმდება ადამიანები.

 

„ლაივპრესი“: ვინ შექმნის ამ საწარმოს, საუბარია კერძო ინვესტიციაზე?

 

ირაკლი კაკულია: არა, არ არის კერძო ინვესტიცია. ეს არის სახელმწიფო პროგრამა. მე იმედს გამოვთქვამ, რომ სახელმწიფო ფონდით, რომლითაც ამა თუ იმ საწარმოს დაფინანსება ხდება, ფოთმაც შეიძინოს ახალი მიმართულების საწარმო და დასაქმდეს ადამიანები. დიდ ძალისხმევას ჩავდებ, რომ ქალაქმა რეგიონში დაიბრუნოს ის ლიდერი პოზიცია როგორიც ქონდა. მე მაქვს ხედვა როგორ უნდა წავიდეთ წინ, ტურიზმზე შემიძლია გითხრათ, დღეს საქართველოში ძვირადღირებულ ტურიზმზე ორიენტირებული არ ვართ, რომ ტურისტები ჩვენთან ზღვისპირას ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ჩამოვიდნენ, უბრალოდ კოტეჯები და მსგავსი სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს. მინდა ფინანსურად დავაინტერესო და ყველანაირად ხელი შევუწყო ინვესტორებს. თვითმმართველობიდან ყველანაირად უნდა მოხდეს ხელშეწყობა - მიწების გამოყოფა იმათთვის ვინც რაღაცნაირად დაძრავს ამ მიმართულებას, მივუყვანოთ იქ წყალი, დენი და სხვადასხვა კომუნიკაციები.

 

„ლაივპრესი“: „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ სხვადასხვა სახის დაპირებებზე კეთდებოდა განცხადებები, რამდენიმე მათგანს შეგახსენებთ, მაგალითად, ფოთის მაჟორიტარი, ეკა ბესელია საუბრობდა, რომ მოხდებოდა უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრებების დაბრუნება, მათ შორის იყო,  წინა ხელისუფლების დროს დანგრეული ავტოფარეხების მფლობელთათვის კომპენსაციის გაცემა, საუბარი იყო ქალაქის ინფარასტრუქტურის, ზღვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობაზე, ასევე საუბარი იყო, რომ პარალამენტი ფოთის შემოსავლების, მოგების და საშემოსავლო გადასახდების ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვების საკითხს განხილავდა. ამ დაპირებებს თუ მივყვებით, ჯერ შესრულებული არცერთი არ არის.  შეგიშლით თუ არა ხელს დღეს, წინა დაპირებების შეუსრულებლობა?

 

ირაკლი კაკულია: ასე არ დავსვამდი საკითხს, პრაქტიკულად დაძრულია და საკრებულომდეა მისული მესაკუთრეების კომპენსაციების საკითხი. მე, ჩემს ამომრჩეველს ვპირდები, რომ ახალ საკრებულოსთან ერთად დავიწყებთ ფიქრს ამ საკითხზე და დაზარალებული მოსახლეობისთვის აუცილებლად გამოვყოფთ სახსრებს. თუმცა ძალიან რთული ვითარება იქმენბა, რადგან საკუთრებები ყველანაირი დოკუმენტის გარეშე არის დანგრეული და არანაირი სამართლებრივი ბაზა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, რადგან „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ პირდებოდა კომპენსაციებს, ჩვენ სამართალმემკვიდრე ვართ და ამას გავაგრძელებთ. მერე საკითხი, არც ეხება ინფრასტრუქტურის პროექტებს, ქალაქში ერთ-ერთი მთავარი კანალიზაციის პრობლემაა, რასაც შევეჭიდებით და დავძლევთ. ეს არ არის ერთ წელიწადში დასაძლევი პრობლემა, ამიტომ მერობის პერიოდში ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ პირველივე დღიდან დაიწყოს სახსრების მოძიება. ამისთვის დაახლოებით 100 მლნ ლარია საჭირო. სანაპირო ზოლის კეთილმოწყობაც არ არის ისეთი პრობლემა, რომ ვერ მოვნახოთ თანხები, სანაპირო ზოლსაც გავალამაზებთ. ფოთელებს ვპირდები, რომ მალთაყვაში ზღვაზე მისასვლელი გზაც კეთილმოეწყობა. ასევე მინდა ფოთის კოღოსთან ასოციაციის სტერეოტიპი დაირღვეს. ასევე სახელმწიფო გეგმავს, რომ საშემოსავლო და მოგების გადასახადი დაუტოვოს ქალაქის ბიუჯეტს.

 

„ლაივპრესი“: ასეთ შემთხვევაში დაახლოებით რა ოდენობის თანხაზეა საუბარი?

 

ირაკლი კაკულია: ფინანსისტებთან განვიხილეთ ეს თემა და ვფიქრობთ, რომ გადასახადების ადგილზე დატოვების დროს 25 დან 30 მლნ ლარამდე გაიზრდება ფოთის ბიუჯეტი.

 

„ლაივპრესი“: წინა ორ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება მოსახლეობის დასაქმება იყო, თუმცა არჩევნების შემდგომ საზოგადოებამ შედეგად ფოთის პორტში და მოიჯარე კომპანიებში გაფიცვები და თანამშრომელთა შემცირება მიიღო. დღეს თქვენი ერთ-ერთი დაპირებაც დასაქმებას უკავშირდება და ამ დაპირების პარალელურად, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები სხვადასხვა ტერმინალების შესაძლო დახურვისა და დაახლოებით 5 ათასი ადამიანის სამსახურის გარეშე დარჩენაზე. ამ ფონზე როგორ აპირებთ დასაქმების პრობლემის მოგავრებას და ხომ არ არის ეს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება?

 

ირაკლი კაკულია: მართლა ძალიან რთული ვითარება იყო, დღეს ბევრი რამ შეიცვალა. იმ დროს ერთი პოლიტიკური ძალა იმდენად წნეხის ქვეშ ამყოფებდა ბიზნესს, რომ საკუთარ პოზიციას არავინ გამოთქვამდა. შეიცვალა დრო და ახლა ტერმინალის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს არ მოეწონათ რაღაც და თქვეს, გამოხატეს თავიანთი პროტესტი. ჩაერია სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო, გამართეს მოლაპარაკება ფოთის პორტ -„APM Terminals“-ს, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან. ხელისუფლებამ შეასრულა მედიატორის როლი და როგორც ვიცი ეს პრობლემა მოგვარდა. ეს არის კარგი მაგალითი, რომ მთავრობა ძალისმიერი მეთოდით, იარღით კი არ ცდილობს ბიზნესთან საქმის მოგვარებას, არამედ მოლაპარაკებით.

 

„ლაივპრესი“: საარჩევნო გარემოს კუთხით დღეს როგორი გარემოა ზოგადად და კონკრეტულად ფოთში, რამდენად თანაბარ პირობებში უწევთ კამპანიის წარმართვა პოლიტიკურ სუბიექტებს?

 

ირაკლი კაკულია: მე როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, საარჩევნო უბნებზე პროკურატურის დაშინებული ხალხი დარბოდა, ეს ადამაინები პრაქტიკულად ტყვეები იყვნენ. ხალხს მთავარ ღირებულებას - თავისუფალ არჩევანს ართმევდნენ და დღეს ამას არავინ არ აკეთებს, თავისუფლებაა. „ქართული ოცნება“ დასახულ მიზანთან მიდის, ჩვენ გვაქვს სასაუბრო ადამაინებთან, წელიწადნახევარი გავიდა და ჩვენ გვაქვს უამრავი რამ გაკეთებული და ამას ბევრი ადამიანი ამჩნევს. ახლა „ქართული ოცნების“ გამარჯვების მესამე ეტაპია და მთავრია თვითმმართველობის დონეზეც იქნეს გამარჯვებული, რისი იმედიც მაქვს. რადგან მიხეილ სააკაშვილის დროს, როცა საკუთარი აზრის გამოხატვა ძალიან რთული იყო და კვლევებიც კი ყალბდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ სამეგრელოში, ფოთში მოიგო არჩევნები და უარი უთხრა მიშას. წინა წლებში მუდმივად ყალბდებოდა არჩევნები, ყველას გვახსოვს, როგორი მასშტაბური გაყალბება იყო 2008 წელს, როცა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ვღებულობდი მონაწილეობას. დღეს ეს არ არის, ის კომფორტი რომელიც ქონდა წინა ხელისუფლებას დღეს არა აქვს  და ეს ერთგვარი სირთულეცაა.

 

„ლაივპრესი“: „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიან მათ მხარდამჭერებს, საუბრობენ შპს „ინფრასტრუქტურა 2008“ ყოფილ უფროსის, ირაკლი დუნდუას საქმეზე, რომელზეც წელიწადზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო შედეგი არ დამდგარა, ამბობენ, რომ ფოთის რესურსცენტრის უფროსი, ნინო დვალიშვილი პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს და ამის გამო იდევნება და ჩაშლილად გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც დვალიშვილმა გაიმარჯვა. მიაჩნიათ, რომ ეკა ბესელიას მიერ დარეჯან ცხვიტარიას წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. აღნიშნული ფაქტებს წინასაარჩევნოდ მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უწოდებენ.

 

ირაკლი კაკულია: მე ამ მაგალითებში დევნას ვერ ვხედავ, როდესაც დაგაბრალებენ 200 ათასი ლარის მითვისებას, რითი უნდა ემართლებინა მაჟორიტარს თავი? ამიტომ მან დარეჯან ცხვიტარაის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. საქმის სასამრთლოში შეტანა ზეწოლა არ არის, სიმართლის დადგენა უნდოდა. 10 ათასი ლარი, რასაც მაჟორიტარი ითხოვდა მორალური ზიანისთვის სულაც არ ჭირდება მას, მოგების შემთხვევაში ამ თანხის მიუსაფარ ბავშვთა სახლში გადარიცხვას გეგმავდა.

 

„ლაივპრესი“: თუმცა დარეჯან ცხვიტარია ამბობდა, რომ ეს არ იყო ბრალდება და მან ერთ-ერთ კომენტარში ფონდის არამიზნობრივ ხარჯვაზე უბრალოდ ვარაუდი გამოთქვა. ფოთის სასამართლომაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, პატივისა და ღირსების შელახვის დადასტურება არმომხდარა და მორალური ზიანის ანაზღაურებაც არ დააკისრებია ცხვიტარიას.

 

ირაკლი კაკულია: დიახ და მერე ვინმემ გაუგრძელა რამე? მეორე ფაქტი, დვალიშვილს რაც ეხება, ის არავის არ მოუხსნია სამსახურიდან, უბრალოდ დაუმთავრდა ვადა. დვალიშვილი უკმაყოფილო იყო და ვარაუდობდა, რომ მას ბლოკავდნენ და ამის გამო არ დანიშნეს ხელახლად რესურსცენტრის უფროსად. ეს სამინისტროს კომპეტენციაა. რაც შეეხება ირაკლი დუნდუას საქმეს, მე არ ვარ ჩახედული, რა მოხდა და როგორ, მაგრამ დღეს ირაკლი თავისუფალია და უბრალოდ საქმეა აღძრული. მას ედავებიან ფინანსურ საკითხებს. თვითონ ირაკლი ამ საქმეზე არანაირ განცხადებას არ აკეთებს, რადგან ალბათ აქვს თავისი შეხედულება. უბრალოდ ამ ყველაფერს იყენებენ, ეს არის ოპოზიციის სასაუბრო თემა. ისინი საზოგადოებას ეუბნებიან ერთს, ჩვენ ვეუბნებით სხვას, ამიტომ არის არჩევნები, ვის დაუჯერებენ არჩევნებზე გამოჩნდება.

 

„ლაივპრესი“: თქვენი მერად მოსვლის შემთხვევაში, როგორ განხორციელდება თვითმმართველობაში საკდრო ცვლილებები? თქვენს ერთ განცხადებას შეგახსენებთ, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტის დაკავებისთანავე გააკეთეთ, აცახდებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს საჯარო სამსახურში მუშაობის მორალური უფლება არა აქვს და მათი სამსახურიდან გათავისუფლების მომხრე იყავით. საკადრო ცვლილებების დროს პოლიტიკური ნიშნით შერჩევა გაგრძლდება ისევ თუ რა იქნება მთავარი კრიტერიუმი?

 

ირაკლი კაკულია: ჩემი ასეთი დამოკიდებულება განპირობებული იყო იმით, რომ წინა წლებში „ნაციონალური მოძრაობა“ მის დანაშაულებრივ ქმედებებში მაქსიმალურად იყენებდა იმ ადამიანებს, რომელბიც ამა თუ იმ დროს საჯარო სამსახურში იყვნენ დასაქმებულები. მე ვთქვი, რომ ადამიანებს, რომლებიც ანგრევდნენ ავტოფარეხებს, ჩართული იყვნენ არჩევნების გაყალბებაში არა აქვთ მუშაობის მორალური უფლება. წინა წლებში ადმინისტრაციულ შენობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აყალბებინებდნენ არჩევნებს, გამოითხოვეთ ინფორმაცია და ნახავთ, რომ არჩევნების დროს გადიოდნენ შვებულებაში და მერე მუშაობდნენ შტაბებში, პარტიებში. თუმცა ეს ყველაფერი უკვე მიტევებული გვავქს მათზე, არაფერი ცუდი მათ მიმართ არ მამოძრავებს.

 

„ლაივპრესი“: თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მთავარი ბრძოლა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო, სად იყო იმ დრო ირაკლი კაკულია? ბოლო რამდენი წელი იმყოფებოდით ბიზნესსაქმიანობით ყაზახეთში?

 

ირაკლი კაკულია: მე ყოველთვის ვიყავი საქართველოს მოქალაქე, ყოველთვის ვადევნებდი აქ მიმდინარე მოვლენებს თვალს. ბოლო წლების განმავლობაში დავდიოდი ყაზახეთში, მაგრამ მუდმივად იქ არ ვყოფილვარ, პერიოდულად ჩამოვდიოდი საქართველოში. ვსარგებლობდი, კანონით მონიჭებული უფლებით, გადამეკვეთა საზღვარი და ისევ დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი პოზიცია მე ავენთე სიხარულით, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს იყო გადარჩენის გზა. ამის შემდეგ რამოდენიმეჯერ ჩამოვედი და აქ ვიყავი, უბრალოდ წინასაპარლამენტო პერიოდში, ყაზახეთსა და საქართველოს შორის ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე მიწევდა მივლინებით სიარული.

 

„ლაივპრესი“: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა თქვენ ჩამოხვედით საქართველოში და რამდენიმეწლიანი ტაიმ- აუტის შემდეგ ისევ გამოჩნდით პოლიტიკაში, პირველი განცხადება რაც გააკეთეთ, ეხებოდა ფოთის მერის პოსტზე კონკურსის გამოცხადებას. თუმცა შემდგომ ამ კონკურსში თქვენ არ მიიღეთ მონაწილეობა და გახდით „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 

ირაკლი კაკულია: კონკურსი მოვითხოვე იმიტომ, რომ რეალობა იყო ასეთი, რომ ფოთის ყოფილმა მერმა „ნაციონალებიდან“ მიიღო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გახდა დეპუტატი, პოსტი იყო თავისუფალი. „ქართული ოცნება“ იყო ახალი ძალა და საკრებულოს, რომ გაეთვალისწინებინა ეს.

 

რამდენიმე წელი ოპოზიციაში ვიყავი და მიმაჩნია, რომ სუფთად და სამართლიანად ვემსახურებოდი ჩემს საქმეს. 2002 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერცერთ საპროტესტო აქციას სადაც მე არ ვმონაწილეობდი ჩემს მეგობრებთან ერთად და უმრავლესობა მათგანი მერე დამხვდა „ქართული ოცნების“ გუნდში. ეს იყო ჩემვის ყველაზე სასიხარულო.

 

მე ჩავერთე სულით და გულით იმ საქმეში რაც მიყვარდა და რასაც ვაკეთებდი მრავალი წელი, დავიწყე მსახური იქ სადაც ვარ. ეს არის ჩემი განვლილი გზა ბოლო წლების განმავლობაში. ბედნიერი ადამაინი ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უბრალო ოჯახისშვილობით, პატიოსნებით დამასახელა მერობის კანდიდატად და არანაირი ნაცნობობით, არანაირი ახლობლობით. ეს ჩემში უფრო მეტ პასუხისმგებლობას იწვევს და აღძრავს სურვილს, რომ 24 საათიანი რეჟიმით ვიმუშავო. ეს არის მოტივი ჩემს მეგობრებთან და თანაქალაქელებთან ერთად კარგი შედეგი დავდო, არამხოლოდ გამარჯვებით, არამედ შემდგომ საქმეებით. მერე  ხალხმა უნდა ილაპრაკოს რა გაკეთდა და რა არა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.