„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ფოთის მერობის კანდიდატი დავით ქანთარია დაიბადა 1966 წელს. დამთავრებული აქვს კომოროვის სახელობის სკოლა, 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის საინჟონრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1992 წელს იყო სახელმწიფოს მეთაურის აპარატის სამეგრელოს რეგიონის კურატორი. 1993 წელს - წალენჯიხის რაიონის გამგებლი. იმავე წელს გახდა პარტია „მოქალაქეთ კავშირის“ წევრი, რომლის თავმჯომარეც ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. 2002-2003 წლებში იყო ფოთის მერი, მან თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. 2004-2005 წლებში დავით ქანთარიას წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, პროკურატურა მას ფოთის მერობის პერიოდში ფინანსურ დარღვევებსა და კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებდა. მან პატიმრობაში 1 წელი და 1 თვე დაჰყო და ფულადი ჯარიმის შემდეგ გათავისუფლდა. დავით ქანთარიას განცხადებით, იგი როლანდ ახალაიას პირადი პატიმარი იყო. ამბობს, რომ ყველა ეპიზოდში თავს უდანაშაულოდ ცნობდა. მისივე თქმით, ის „Human Rights Watch“-მა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად აღიარა.
„ლაივპრესი“: „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციამ“ ფოთის მერობის კანდიდატად წარგადგინათ, მაგრამ უფრო ადრე იყავით კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რა მიზეზით დატოვეთ პარტიის რიგები და რატომ დაუჭირეთ მხარი ბურჯანაძეს?
დავით ქანთარია: „ქართული ოცნების“ წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მთელი ერი, მაშინ მეც ვიყავი მგზნებარე მხარდამჭერი. მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ გაიმარჯვა სააკაშვილის უმსგავსო რეჟიმზე. რაც შეეხება ბურჯანაძესთან ჩემს ყოფნას, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მან შტაბის ხელმძღვანელობა მთხოვა და მე გადავერთე მის მხარდამჭერთა რიგებში. მაშინ „ქართული ოცნების“ წევრებმა აისრულეს თავისი ოცნება და ჩემნაირები დარჩნენ, თუ ისინი ეძებენ კვალიფიციურ კადრებს ჩვენ ასეთი ვართ, მერე რა თუ შევარდნაძის პერიოდში გვიმუშავნია. მე ვთხოვდი და მოვითხოვდი, რაღაცნაირად დასაქმება ყოფილიყო და ჩვენ მებრძოლი ადამიანები გამოვეყენებინეთ.
„ლაივპრესი: თქვენ „ქართულ ოცნებას“ შესთავაზეთ თანამშრომლობა, რაზეც მათ უარი თქვეს?
დავით ქანთარია: არა, ასეთი რაღაც არ იყო, თუმცა იყო მოლოდინი.
„ლაივეპრესი“: მათგან ელოდით შემოთავაზებას?
დავით ქანთარია: რატომაც არა, თუ ქვეყანა თავიდანაა ასაშენებელი, ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ რატომ უნდა იყვნენ დავიწყებულები. აქცენტი არ უნდა ყოფილიყო იმ ხალხზე გაკეთებული, რომლებიც არათუ არ იბრძოდნენ, საერთოდ არ ყოფილან საქართველოში.
„ლაივპრესი“: ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვინმეზე საუბრობთ?
დავით ქანთარია: არა, რად მინდა კონკრეტიკა ყვარყვარეები უამრავია, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებულები. აი ეს არის გულგატეხილობა. მხოლოდ მე კი არ ვარ ასეთი, უამრავი ადამიანია, მსახიობები, კულტურის მუშაკები, უბრალო ხალხი. გულგრილობა და გულგატეხილობაა.
„ლაივპრესი“: რა მოლოდინი გქონდათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს? რა არ შესრულდა და რის გამო გადაწყვიტეთ შემდგომ უარი გეთქვათ კოალიციის მხარდაჭერაზე?
დავით ქანთარია: მხარს ვუჭერ იმ ადამიანებს ვინ ღირსები არიან, პრემიერ მინისტრს და ასევე ზოგიერთ მინისტრს, მაგრამ ეს პიროვნულია. მთავარი იყო სისტემის გასამართლება, როდესაც სამართლიანობა არ აღდგა, ფოთის მაგალითზე, შეხვედრებზე მოსახლეობამ ხელყოფილი საკუთრებების, დანგრეული „გარაჟების“ თემა წამოწიეს ისევ, როდესაც მათი დაპირება იყო და კომპენსაცია არცერთ შემთხვევაში არ გაუციათ, ეს არის უსამართლობა, როდესაც ხედავენ, ახალაიებს წილი აქვთ პორტში, აღმაშენებლის ქუჩაზე უზარმაზარი შენობა აქვს წამოჭიმული რატომ არ უნდა დაუბრუნდეს ქალაქს? თავის დროზე ახალაიამ, რომელმაც ნახევარი ფოთი გამომაწყვდია ზუგდიდის ციხეში, ხელი არ მოკიდა პრივატიზაციის ხელმძღვანელობას, იმიტომ, რომ უკანონოდ გადაიფორმა ეს ქონება. როლანდ ახალაიამ, რომელიც ნახევარ სამეგრელოს აშანტაჟებდა და იჭერდა, დღესაც 2 თვის წინ თეკლათის პოსტზე შეხვდა თავის პროკურორობის დროს დაჭერილ პირს და ეხვეწა საქმე გაეტანა სასამართლოდან. როდესაც წელიწადი და 7 თვე გადის, ასეთი ნაძირალა ახალაია გარეთ გადის, სამართლიანობა არ აღდგა რა მხარდაჭერაზეა საუბარი.
„ლაივპრესი“: თქვენ ფირობთ, რომ კონკრეტული საქმეების გამოძიება მიზანმიმართულად არ ხდება, თუ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა და შეიძლება ითქვას, პირველ ეტაპზე ყველა საქმის გადახედვას ვერ ასწრებენ?
დავით ქანთარია: რა მოსწრება უნდა ამას, როდესაც მე შევიტანე სარჩელი ახალაიას წინააღმდეგ, მითხრეს, რომ ჯერ პარლამენტმა უნდა შეისწავლოს საქმეო.
„ლაივპრესი“: კონკრეტულად რა საქმეზეა საუბარი, რას ითხოვდით?
დავით ქანთარია: მე განვიცადე პოლიტიკური დევნა, მორალური ზიანი მომადგა, მარტო ჩემზე არაა საუბარი, ჩემი დაკავების დროს, ადამაინებს აწამებდა და ძალით აწერინებდა ჩვენებებს, ეს ადამაინები ახლა მოდიან ჩემთან და დეტალებში მიყვებიან ყველაფერს.
„ლაივპრესი“: „ბურჯანძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ რა მოლოდინები გაქვთ, რამდენად შეძლებენ დაპირებების შესრულებას?
დავით ქანთარია: მე მჯერა ჩემი თავის. მე არ ვარ პარტიის წევრი, უბრალოდ ბურჯანაძემ გამიხსენა, დამაფასა და დაახლოებით იანვრის თვეში, მთხოვა მისი ბლოკის სახელით მეყარა კენჭი ფოთში. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო იქედან გამომდინარე, რომ იცოდა ჩემი ავტორიტეტი. მე ვა ჩემი საქმის პროფესიონალი, ვიცი საქმის კეთება, რაც ფოთელებსაც ახსოვთ. ახლა შეხვედრებზე ადამიანები მოდიან გულში მიხუტებენ, რაღაცნაირი იმედი გაუჩნდათ, რომ ქანთარია თუ დაბრუნდება გააკეთებს საქმეს.
„ლაივპრესი“: თუმცა თქვენ იყავით შევარდნაძის მმართველობის პერიდოში ფოთის მერი, შემდგომ მოხდა თქვენი გასამართლება, პროკურატურა გედავებოდათ, ფინანსურ დარღვევებს, კორუფციას როგორ ფიქრობთ, ცუდ წარსულთან ხომ არ ასოცირდებით და ელექტორატის დიდ ნაწილში ნეგატიურ განწყობას ხომ არ იწვევს?
დავით ქანთარია: არასწორად ამბობთ, მაშინ ფოთში ხუმრობდნენ, შევარდნაძე შეგვაყვარაო ქანთარიამ. შევარდნაძე სააკაშვილს ჯობია ათი თავით, თუნდაც თავისი ბოლო წლების დემოკრატიით. სააკაშვილის პერიოდზე რატომ არ იძახით, როცა ყველა კორუმპირებული იყო. შევარდნაძის პერიოდშიც იყო პატიოსანია ადამიანები. მას ყავდა ძალიან კარგი კადრები, რომლებიც არ იყვნენ გასვრილი რაღაც მაქინაციებში, როდესაც დამიჭირეს მე ჩემზე ძნელად თუ თქვა ვინმემ რამე, როდესაც იჭერს ტავად კორუმპირებული პროკურორი მაშინ უფრო წელში ვარ გამართული. აქ იყო სააკაშვილის პროკურორი, ლევან ხუხუა, რომელსაც უაზარმაზარი ბინა აქვს ფოთში, დაინტერესდით რა აქვს დავით ქანთარიას, თუ ერთი კვ. ფართი მაინც ნახეთ ვინც ამას იპოვნის მაგას ვჩუქნი, ან რომელიმე ბიზნესმენი მოვიდეს და თქვას, დათო წილებს მთხოვდა, არ არსებობს ასეთი რამ. ზოგიერთი ჩემი ოპონენტი კი, შეიძლება უფრო მეტ რამეშია შემჩნეული და უფრო დიდი პრობლემები ქონდეს ვიდრე მე. შევარდნაძის პერიოდის ხალხი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ბევრი ყავს. რაც შეეხება რა განწყობაა ხალხში, გამომყევით შეხვედრებზე და თქვენი თვალით დარწმუნდით, რა სიტუაციაა.
„ლაივპრესი“: ახლა ფოთის მთავარი პრობლემა რა არის და თქვენი პრიორიტეტები რა იქნება?
დავით ქანთარია: ქალაქის დასუფთავება და გზებია მთავრი პრობლემა და პრიორიტეტიც. რამდენიმე დღის წინ, რომ დაავანონსო კონკრეტულ ქუჩაზე რა სიტუაცია იყო, ინფრასტრუქტურის სამსახური გავიდა და მოაგვარა პრობლემა. ეს ჯერი კიდევ როცა არ ვარ მერი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გავხდები მერე რა სამუშაოები წავა. ჩემი მერობის პერიოდში მთავრობის წევრები და ჟურნალისტები სამარშუტო ტაქსით დამყავდა ქალაქის ქუჩებში, სდაცა პრობლემას ვნახავდით მეორე დღესვე შედიოდა იქ ტექნიკა.
ძალიან დიდი შანსია, რომ გავხდე მერი, უკვე მოილაპარაკა მთელმა ქალაქმა მალთაყვიდან ნაბადამდე, რომ დათო ქანთარიას ჩავაბაროთ ხელისუფლებაო. რადგან ეს კაცი მარტივ რამეებს მაინც მოგვიგვარებსო. მე, ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკა ბესელიასთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით გლობალურ საკითხებსაც გადავწყვეტ. ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩამოვიყვანთ კონკრეტულ პრობლემებს ვაჩვენებთ, ის ვალდებბულია ჩამორიცხოს ტრანსფერი და დაგვეხმაროს. მაგრამ არსებული ბიუჯეტით რა გაკეთდა? არაფერი, ამიტომ მე შევედი ღრმად, გავაკეთებ იმას, რისი კეთებაც 9 წლის წინ დავიწყე.
„ლაივპრესი“: „ქართული ოცნების“ ოპონენტები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს, რომ ფოთში მაჟორიტარი, ეკა ბესელია და მისი გუნდის წევრები ძალაუფლებისა და გავლენების გადანაწილებისთვის იბრძვის. თქვენ როგორ შეაფასებდით, შეიმჩნევა ეს „ბრძოლა“ და რაში გამოიხატება? კონკრეტულ მაგალითებზე თუ შეგიძლიათ ისაუბროთ?
დავით ქანთარია: ეს არაა ჩემი საქმე, მე ამის გასარჩევად არ ჩამოვსულვარ. სიების შედგენას გადაყვა კიდევ ნახევარი ფოთი. არ შეიძლება რაღაც დაპირისპირებას შეეწიროს ქალაქი, მე პირადად ჩემს სიების შედგენაშიც არ მიმიაღია მონაწილეობა, რადგან ეს პარტიის საქმეა და მასზე სევერიან შენგელიამ იმუშავა. მე ვიქნები ყველას მერი. ოფისში, სადაც ახლა ჩვენ ვართ ადრე იყო „ქართული ოცნების“ შტაბი და „მეოცნებე“ გოგო-ბიჭების მიერ გაკეთებული წარწერები, თუ რისი გაკეთება უნდოდათ ფოთში დღემდეა, არცერთი მათგანი შესრულებული არაა. ამ ოცნებების შესრულებას მე ვპირდები, ესაა: სკვერების, მოედნების მოწყობა, ქალაქის დასუფთავება, ფასადები, გზები და ა.შ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ მე ბირთვზე მაქვს სუაბარი, თორემ ფოთელმა ნაციონალებმა რა დამიშავეს?! ძალიან კარგი კანდიდატი ყავთ, ახალგაზრდა კაცი, ლოგიკურად მოაზროვნე, ვახო დარცმელიძე. მე დამიშავა რეჟიმმა და როლანდ ახალაიამ. იცით მეორედ რატომ დამაკავეს? ირაკლი ოქრუაშვილი ქმნიდა პარტიას და მთხოვა სამეგრელოში მისი წარმომადგენელი ვყოფილიყავი, რამდენიმე რაიონში მართლა გავხსენით ოფისები, აღმოჩნდა, რომ ოქრუაშვილს დათა ახალია ნაცემი ყავდა ორჯერ. ამირომ ოქრუაშვილის გვერდით დგომა არ მაპატიეს.
„ლაივპრესი“: ახლა რა მდგომარეობაა წინასაარჩევნოდ?
დავით ქანთარია: ნორმალური, მაგრამ რაღაც სიტუაციები ისევ მესმის, რომ იქ ვიღაც ვიღაცის მოსყიდვას ცდილობს. ძირითადად მაჯორიტარებზე საუბარი.
„ლაივპრესი“: კონკრეტული ფაქტი იქნებ დაასახელოთ?
დავით ქანთარია: ჯერჯერობით ინფორმაციას ვაგროვებ და მერე პრესკონფერენციას მოვიწვევ. მე მათ ვთავაზობ, დავიცვათ პარიტეტი, მოვიქცეთ ჯენტლმენურად. შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა, იგივე სიტუაციაში ჩავატაროთ ახლაც. ჩემი მხრიდან არანაირ დარღვევებს არ ექნება ადგილი. არც იმის საშუალება მაქვს და არც ჩემს თავს და ფოთელებს არ ვაკადრებ რაღაც გასამრჯელოს სანაცვლოდ ხმა მომცენ. ეს არის არაკაცური და დასჯადი ქმედება. არ მინდა ისეთ ქალაქში მერობა, სადაც მე ხმები უნდა ვიყიდო.