კომენტარი
ინტერვიუ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის მერობის კანდიდატთან [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print

„დავით თარხან-მოურავი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის მერობის კანდიდატი, უშანგი გეგენავა დაიბადა 1948 წელს ფოთში. დაამთავრა საღამო დაწესებულების პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფოთის ფილიალი. პროფესიით ინჟინერ- მექანიკოსია. 1972-1978 წლებში იყო ელექტრომექანიკური გამაძლიერებელი ქარხანის მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე და დირექტორი, 1980-1984 წლებში - ჩაის კომბინატის მთავარი ინჟინერი, 1987-1991 წლებში - პურკომბინატის დირექტორი, 1991-1996 წლებში - წისქვილკომბინატის დირექტორი, 2000-2004 წლებში ეროვნული მოძრაობის კვოტით იყო ფოთის საკრებულოს წევრი, 2011-2012 წლებში - ფოთის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი სათათბიროს წევრი, 2000 წლიდან დღემდე არის შპს „კაისა 2“-ის დირექტორი.


„ლაივპრესი“: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თქვენ ფოთის მერობის კანდიდატად დაგასახელათ, რა ნიშნით მოხდა თქვენი შერჩევა და რატომ გადაწყვიტეთ ქალაქის მერობა?

 

უშანგი გეგენავა: ასეთ დროს მახსენდება ფილდინგის კომედია, რომელიც ეხება ინგლისის არჩევნებს და იმ დროინდელ პოლიტიკურ ნებას. კომედიაში ოთხი პერსონაჟია და ოთხივე უარყოფითი. პირველი არის კაცი, რომელსაც მხოლოდ პურ-მარილზე ახსენდება თავისი სამშობლო, მეორე არის ადამიანი, რომელიც ამბობს, ჩემი პარტიაა ჩემი მამული და არ აინტერესებს სხვა არაფერი, მესამე მშიშარა ადამიანია, მეოთხე კი, კონფორმიზმით არის განმსჭვალული. დიდ ხანს ვაკვირდებოდი რა უნდოდათ ქართველი ხალხისგან და მივხვდი, ალიანსი დიამეტრულად განსხვავებული ხალხი. ასევე ძალიან ახლოს ვიცნობდი ირმა ინაშვილს. როდესაც წისქვილქარხნის დირექტორი ვიყავი და ხორბალი არ იშოვნებოდა, კახეთში ვთესავდით, ირმა, როგორც ოპერატორი ისე იღებდა ყველაფერს და ხალხს იმედს აძლევდა, რომ იქნებოდა პური. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მივხვდი, რომ დიამტერალურად სხვა გუნდია, რომელიც იღწვის საქართველოს კეთილდღეობისთვის.

„ლაივპრესი“: ძირითადი ფაქტორი ის იყო, რომ ხაზგასმა კეთდება პატრიოტიზმზე? თქვენ ფიქრობთ რომ სხვა პარტიებში პატრიოტიზმის წინა პლანზე წამოწევ არ ხდება?

უშანგი გეგენავა: ვხედავ, რომ ვითომ არის პატრიოტიზმი, მაგრამ ამას მივაკუთვნებდი ფილდინგის კომედიის პირველ პერსონაჟს. პატრიოტთა ალიანსის გუნდი, თავად თარხანმოურავი არის პატრიოტი. მას არ აინტერესებს ფასადები და ა.შ. თვითონ იძახის ასფალტის დაგებას ჯობია რემონტი გავუკეთოთ არსებულს, მთავარი კი ხალხის ფაქტორი უნდა იყოს.

 

„ლაივპრესი“: პარტიის სლოგანია - „ერთი გული, მამაცი და ღირსეული“, რა იგულისხმება და რა არის საზოგადოებისთვის გზავნილი?

უშანგი გეგენავა: უკვე ლაპარაკით ვერავის ვერ გააკვირვებ, ვერავის ვერაფერს ვერ გააკეთებინებ თუ კაცმა არ იფიქრა, რომ ეს გულით კეთდება არ გამოვა. ერთი გული თუ არ ექნა ამ პარტიას არაფერი არ გამოვა. ესაა მნიშვნელოვანი.

„ლაივპრესი“: კონკრეტულად რას პირდება თქვენი გუნდი ფოთელებს, საარჩევნო პროგრამა თუ გაქვთ და რა არის პრიორიტეტები?

უშანგი გეგენავა: პარტია და მერია იმუშავებს ერთად, რაც კი თქვა ქ. ირმამ თბილისში ის პრიორიტეტები იქნება ფოთშიც. პირველი არის ბინათმშენებლობაზე ლაპარაკი. მაგალითად, თბილისში აპირებენ ბინებს დააშენონ ზედა სართულები. მერია იქნება თანადამფინანსებელი ამ დაშენებული სახლების, მაგრამ თვითღირებულება იქნება გაცილებით დაბალი. გარანტად დგება მერია და 10-15 წლის განმავლობაში ადამიანი ამას იხდის.

„ლაივპრესი“: მოქალაქე თვითმმართველობისგან შეიძენს ბინას?

უშანგი გეგენავა: თვითმმართველობა ააშენებს ამ სახლებს, რომელსაც მერია გადასცემს იმ ხალხს ვისაც ბინები ჭირდება, შეიძლება აჩუქოს. არის პროგრამა უსახლკარო ხალხზე ზრუნვის.

„ლაივპრესი“: თქვენ, როგორ ფიქრობთ ადგილობრივი ბიუჯეტით შესაძლებელი იქნება ასეთი მშენებლობები?

უშანგი გეგენავა: ბიუჯეტი ვერ გაწევს ბინის საკითხს, სხვა გზით ვაპირებთ ამის მოგვარებას, ჩვენ გუნდით ვართ მოსული, მშენებლების სერიოზული გუნდი გვყავს. არის ტერიტორიები, პროექტები. თუ ჩვენ აგვირჩიეს, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მშენებელი იღებს სესხს ბანკიდან და გარანტად დგება მერია და აშენებს ბინებს.

მეორე პრიორიტეტი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ არის მიკრო და მინი ბიზნესის განვითარება ფოთში. ეს საკითხი დამუშავებულია უცხოეთში, რუსეთში, საბუთები უკვე მზად გვავქს და ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვეცდებით ეს პრობლემა გადაწყდეს. შეიქმნება მერიასთან არსებული საბჭო, სადაც შევა სპეციალისტები, მენეჯერი, ბუღალტერი, იურისტი. ასევე შეიქმნება ფონდი, სადაც მოხდება რაღაც ოდენობის თანხის თავმოყრა ბიუჯეტიდან, მისი შევსება მოხდება ბიუჯეტის ფულით, ამის რეზერვი არსებობს. კომპეტენტური კომისია განიხილავს ადამაინების იდეას, რომელთაც აქვთ იდეები, მაგრამ იპოთეკთ ვერ ტვირთავენ ვერაფერს, არა აქვთ თანხა. თუ დანადგარი ან ფართი ჭირდებათ, ვეცდებით ჩვენ გადავცეთ ის, თუმცა ჩვენს კადრებსაც გავაყოლებთ, როგორც კი შევატყობთ, რომ ის ფეხზე დადგა ჩვენ თანხას ნაწილობრივ დაგვიბრუნებს და საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

„ლაივპრესი“: დღეს, მთავარი პრობლემა რა არის ფოთში?

უშანგი გეგენავა: უმუშევრობა, რომლის დაძლევას ამ მიკრო ბიზნესებით ვაპირებთ, სხვა გზას ვერ ვხედავთ.

„ლაივპრესი“: თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილები ინვესტიციის განხორცილებით უნდა შეიქმნას. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შესაბამისი ინფრასტრუქტტურის პირობებში ინვესტორი თავად შემოვა და შექმნის სამუშაო ადგილს.

უშანგი გეგენავა: საერთოდ არ მაინტერესებს ქალაქის ინფრასტრუქტურა. რამდენი წელია ფეკალური კანალიზაციის პრობლემაა, ზღვაში ჩადის ყველაფერი. ჩვენ ამ საკითხებს გავყოფთ სამ ნაწილად, გლობალური საკითხები, საშუალო და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხები. სასწრაფო არის ის, რომ კაცს შია და ბიზნესი უნდა.

„ლაივპრესი“: ამჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობას როგორ შეაფასებდით, რა მოლოდინი გქონდათ, რა შესრულდა და რა არა?

უშანგი გეგნავა: მე გუშინდელი ბავშვი არ ვარ. ძველ წიგნებში წამიკითხავს, როდესაც მილიონერს და მილიარდელს შეეკითხეს, რად გინდა ამდენი ფულიო, მან პირდაპირ თქვა, მე ფული მინდა იმისთვის, რომ ვაკეთო უფრო მეტი ფული. იმის ილუზია არ მქონდა, რომ ვიღაცა თავის ფულს დახარჯავდა. ამ წელიწად ნახევარში სერიოზული წინსვლა მე პირადად არ მიგრძვნია და ის ხალხი, ვინც ახლა ჩემს გვერდით არის უფრო ცუდადაა ვიდრე იყო, შეიძლება უფრო ცუდადაც კი. მაგრამ არ არის ეს ჩვენი საქმე, განვსაჯოთ ვიღაც. შეიძლება ჩვენ რომ მოვალთ, უფრო რთული რაღაცეები დაგვხვდეს, რისი გადალახვაც გაგვიჭირდება, შეიძლება კანონთან ვერ მივდეთ ახლოს. არის საუბარი ჯერ კანონი უნდა იცოდე და მერე იდეებზე იფიქრო თუ პირიქით. ჩემი აზრია, რომ ჯერ იდეებით მოვიდეთ და მერე მივუსადაგოთ კანონს. ჩვენ გვინდა განსაკუთრებული სტატუსი ქონდეს ქალაქს. ფოთი არაპერსპექტიული ქალაქი იყო ნიკო ნიკოლაძის დროს და არის ახლაც, იმიტომ, რომ ფოთიდან არაფერს არ ველით. შემოსავლები მიდის ფედერალურ ბიუჯეტში, გვინდა საკითხი დავაყენოთ და შემოსავლები დარჩეს ქალაქში, ასეთ დროს ფოთი თავს ირჩენს.

„ლაივპრესი“: როგორ ფიქრობთ, არჩევნებში გამარჯვების რა შანსი გაქვთ და ამომრჩევლის რა ნაწილი დაგიჭერთ მხარს?

უშანგი გეგნავა: პარტია პირველად ღებულობს მონაწილეობას, მას დაფინანსება არა აქვს, ასე თუ ისე მე თვითონ მავიწყდება, რომ ოპოზიციაში ვარ, რადგან მე პოლიტიკური მხარე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ფოთი და ფოთელები და ეს არის გულით ნათქვამი. ისეთი ხალხი მყავს გვერდით, ცნობადი სახეები, ჩვენ ჯერ არსად არ გავსულვართ, არავისთვის არაფერი არ გვითქვამს. დღეს მივიღეთ ნომერი და აწი შეგვიძლია ხალხთან გავიდეთ და ვუთხრათ, რომ 8 ნომერი ვართ და ჩვენ მოგვცენ ხმა.

65 წლის კაცი ვარ, ფოთში დავიბადე, აქ ვცხოვრობ, სადაც ვმუშაობდი იქ ფოთელები მუშაობდნენ, ჯერ ისინი მიცნობს, ჩემი გუნდის წევრები, ყველა სერიოზულ ადგილებზე მუშაობდნენ და თავიანთ საქმეს აკეთებდნენ. ამათი იმედი მაქვს. ხალხი უკვე არ მოტყუვდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.