კომენტარი
ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print

საარჩევნო ბლოკის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია 1978 წლის 22 აგვისტოს ზუგდიდში დაიბადა. ცხოვრობს მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, რუსთაველის ქუჩა #17-ში. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. არის საქართველოს მოქალაქე. ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2002 წლის 3 იანვრიდან ამავე წლის 2 დეკემბრამდე ზუგდიდის ქალაქის გამგებლის მრჩევლად მუშაობდა. 2002-2003 წლებში ზუგდიდის გამგეობაში მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი იყო. 2003-2004 წლებში მუშაობდა გამგეობის დარგობრივი ეკონომიკის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ედიშერ თოლორაია ზუგდიდის ქალაქის გამგეობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე 2006 წლის 4 ივლისიდან ამავე წლის 7 ნოემბრამდე მუშაობდა. 2007 წლის 19 თებერვლიდან ამავე წლის 5 ივლისამდე საპენსიო სუბსიდიების სააგენტოს ზუგდიდის რაიონის განყოფილების უფროსი იყო. 2011-2012 წლებში მუშაობდა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. 2012 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად.


„ლაივპრესი“: ინტერვიუს დასაწყისში მინდა თქვენი კომენტარი მოვისმინო, 6 ივნისს პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, რადგან იქ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

 

ედიშერ თოლორაია: ნუ გადაბრალება შეიძლება ძალიან მარტივად. ეს არ იყო ჩვენ მიერ მოწყობილი ღონისძიება. სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა ქარდავას საქმე. ზუგდიდი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავი, ახლობელი ან მეზობელია. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არ იყო ჩენ მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ამას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდა. ოჯახმა გამოხატა თავისი აზრი, მან მიმართა ხელისუფლებას დახმარებისთვის, ისინი გუბერნიაშიც მივიდნენ. თვითონ ეს ფაქტი მოხდა მაშინ, როცა სამხარეო პოლიციის უფროსი იყო კანდიდატი გუნავა და როგორც ჩემთვის ცნობილია, საქმიდან ირკვევა, რომ მაშინ ამ საქმეში მონაწილეობას იღებდნენ იმ დროს სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, ეს იყო და ეს.

 

„ლაივპრესი“: თქვენ იყავით თუ არა ინფორმირებული, რომ იქ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აპირებდნენ წასვლას?

 

ედიშერ თოლორაია: პოლიტიკური ნიშნით იქ არავინ არ იმყოფებოდა. იქ იმყოფებოდნენ გარდავლილის ახლობლები, მეზობლები, გარდაცვლილის შვილის კლასელი, მეგობარი. ბევრმა ზუგდიდელმა ოჯახს თანადგომა გამოუცხადა არა პარტიული გზით, არამედ ნაცნობობით და ნათესაობით. არავითარი პოლიტიკური სარჩული ამას არ ქონია.

 

„ლაივპრესი“: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს ინციდენტი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მიზნით მიზანმიმართულად მოეწყო, როგორც სხვა ფაქტები. მაგალითად ბანერების და პლაკატების ჩამოხევა. როგორ ფიქრობთ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიმართ უარყოფითად არ განაწყობს ამომრჩეველს?

 

ედიშერ თოლორაია: დავიწყოთ იქედან, როცა ნაციონალები დღეში სამ ბრიფინგს აკეთებდნენ პლაკატების ჩამოხევაზე, მაშინ ზუგდიდში მხოლოდ ჩვენი პლაკატები იყო და ამ განცხადების შემდეგ 10 დღის შემდეგ დაიწყეს პლაკატების განთავსება. რა უნდა ჩამოხეულიყო, როცა თვითონ პლაკატები არ გააჩნდათ? მიმდინარეობდა ჩვენი პლაკატების ჩამოხევა და მაგაზე შესაბამისი ზომები გატარდა. ჩვენ ტელევიზიით როცა გვქონდა დებატები მე მივმართე კანდიდატ გუნავას, ერთად მივიდეთ, რომ აღიძრას საქმე პლაკატების ჩამოხევაზე. პლაკატები ჩამოიხია ჩვენი და არა იმათი. ბანერების ჩამოხევას რაც შეეხება, თუ ვიღაცამ აგრესია გამოხატა და ჩამოხია ამის გადაბრალება ოპონენტზე ყოველთვის შეიძლება და ამითი რაღაც პიარი შეიქმნას. ჩვენ არ ვეწევით ბინძურ კამპანიას, არ ვიყენებთ სახელმწიოფო რესურსს, არ ვახორციელებთ არანაირ ზეწოლას. გაიხსენონ ზუგდიდელებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში, მაგალითად 2012 წელს, როგორ იყო ჩართული მაშინდელი ხელისუფლება წინასაარჩევნო პროცესებში. რა გზით, როგორი დაშინებით ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას და ყველაფერს. მოსახლეობამ გაუკეთოს ანალიზი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ახლა ეს არჩევნები, როგორ მიმდინარეობს. არავის ხელს არ ვუშლით, ძალით არავის არსად არ მიგვყავს. ფაქტი არის ერთი, წაგებული აქვთ ეს არჩევნები და წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო და რაღაცას მიედ-მოედებიან. დაჩაგრულის როლს თამაშობენ. ეს არჩევნები ნაციონალებს მართლა წაგებული აქვთ, ისინი წინასწარ იძახდნენ, რომ გაყალბებას აპირებენ, მერე იძახდნენ, რომ ზეწოლაა. ამბობდნენ, რომ დააშინეს კომისიის წევრები. ჩვენ მაშინაც მივმართეთ პროკურატურას, შესაბამის ორგანოებს და პირადად მათ, თუ სად არის ის პიროვნება ვინც დააშინეს. საქმე აღიძრას, თუ ვინ დააშინა კომისიის წევრი, ან კანდიდატი. ჩვენ ამაზე არაერთგზის ვილაპარაკეთ, მაგრამ როცა მოვითხოვეთ, რომ დასახელდეს ის პიროვნება, ვინც არის დაშინებული და ვთქვით, რომ აღიძრას საქმე, ეს თემა ამოიწურა და ისევ პლაკატების თემა დაიწყო. ამას არ ვიცი რა ვუწუოდო, ეს საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს.

 

„ლაივპრესი“: თქვენ ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 2012 წლის დეკემბერში დაინიშნეთ. რა გააკეთეთ ამ ხნის განმავლობაში და რა არის ის რისი გაკეთებაც ვერ მოასწარით?

 

ედიშერ თოლორაია: მე 2012 წლის დეკემბერში დავინიშნე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პირველი პრესკონფერენცია თუ რას შევპირდი მოსახლეობას. რაც მე გავაკეთე ეს არის ის, რისი გაკეთებაც ახლა შეიძლებოდა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო ყველაფერი ზედმეტი პიარის გარეშე გაგვეკეთებინა. ყველაფრის დანახვა შეუძლია საზოგადოებას, მაგრამ ძნელად დასანახია ქალაქში ის, თუ რა კეთდება სოფლად. შენს სოფელში რაც არ კეთდება ის, რომ სხვა სოფელში კეთდება ზოგჯერ გამაღიზიანებელიც არის. ჩვენ, ქალაქში 24 ქუჩა გავაკეთეთ, მოასვალტება გავაკეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ ხუბულავას ქუჩა, რომელიც 30 წლის განმავლობაში უპატრონოდ იყო, გავაკეთეთ კოკი-ხურჩის, აფხაზეთთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, ოთხ სოფელს წყლის დაქსელვით სამუშაოები ჩავუტარეთ, უამრავი მოხრეშვითი სამუშაოები, ხიდ-ბოგირები, მთლიანობაში, რომ ჩამოვთვალო დიდ დროს წაგართმევთ. სულ 400-მდე პროექტი გაკეთდა. მიტოვებული იყო და ახლა დავიწყეთ ახალგახრდული სასახლის რეაბილიტაცია, კომბინატის კულტურის სახლი, ამას ყველაფერს საზოგადოება ხედავს. დავიწყეთ სტადიონის საკითხის შესწავლა, ახლა უკვე ექსპერტიზამაც დაასრულა მუშაობა, თანხა გამოყოფილია პირველი ეტაპისთვის და დაიწყება მშენებლობა. ჩვენ ბევრი რამ ზედმეტი პიარის გარეშე გავაკეთეთ. ბევრი ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა, ზარალიც ავანაზღაურეთ, ტექნიკა შევიძინეთ, დაახლოებით 34 კილომეტრზე განათება გავაკეთეთ, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ჩუმად კოხტად. ჩვენ არავის არაფერს არ ვამადლით, ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ, ჩვენ ვალდებული ვართ. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ეს ყველამ უნდა გააკეთოს. ზედმეტი ლაპარაკის, ბანერების და ტელევიზიებთან კეკლუცობის გარეშე შევძელით ბევრი რამის გაკეთება და ბევრი კიდევ დაგეგმილია. თითმმართელობის არჩევნები ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება თვითონ იღებს მონაწილეობას ქალაქის, რაიონის მართვაში და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ბევრ რამეს შევძლებთ. ბევრ რამეს ისეთს რაც ზუგდიდისთვის არის პრიორიტეტი, მომავალში გავაკეთებთ. პირველ რიგში კი ჩემთვის პრიორიტეტი არის ადამიანი, მისთვის კი პირველ რიგში საჭირო არის წყალი, გაზი, შუქი და ა.შ. პროგრამის დაწერა ყველას შეუძლია, პარტიები წერენ პროგრამას, მაგრამ მთავარი ის კი არ არის პროგრამა იყოს ლამაზად დაწერილი. მე პროგრამა არ დამიწერია, ჩემი პროგრამაა ადამიანს ჰქონდეს წყალი, გზა, ადამიანური მოპყრობა და საზოგადოების გვედით დგომა. ესაა პროგრამა, რომელიც დაიწერება სულ ხუთი წინადადებით. ესაა მთავარი, თორემ ლამაზი ბუკლეტები, რომ გამოვუშვათ ეს არაა მთავარი. ცენტრიდან რაც კეთდება იმას არ ვეხები. ჩვენ სკოლებსაც და საბავშვო ბაღებსაც ვეხმარებით, ბაღებში უფასო კვებაა, 17 ფაკულტეტი, რომ უფასო გახდა ამას არ ვეხებით, ეს მუნიციპალიტეტის დამსახურება არ არის. რეგიონული განვითარების პროგრამა, ჯანდაცვის პროგრამა არც ესაა მუნიციპალიტეტის დამსახურება. ეს ცენტრისაა. მე საზოგადოებას ვპირდები იმას, რისი გაკეთებაც მათთან ერთად შემიძლია. ტყუილი დაპირებების დრო მორჩა, ახლა თვითმმართველობასთან, საზოგადოებასთან ერთად უნდა გავაკეთოთ გზა, წყალი და ყველაფერი რისი გაკეთებაც რეალურად შეიძლება. ეს არის და ეს.

 

„ლაივპრესი“: იყო თუ არა ისეთი საკითხი, რომლის მოგვარებაც გინდოდათ და ვერ მოახერხეთ გამგეობაში მუშაობის პერიოდში?

 

ედიშერ თოლორაია: ჩვენი მოთხოვნა იყო, მე მინდოდა, რომ ზუგდიდში გაკეთებულიყო ერთი მოხუცთა თავშესაფარი და ერთი საერთო საცხოვრებელი. ეს იყო ჩემი ოცნება და დასახული გეგმა, მაგრამ როცა დავაკვირდით და დაიწყო დევნილთა სახლების მშენებლობა, მაშინ ეს თემა ცოტათი განზე გავწიეთ. არსებობს შენობები, როცა იქედან დევნილები გადავლენ, ჩვენ იქ განვათავსოთ ასეთი ხალხი. იყო საუბარი, რომ ჩვენ საერთო საცხოვრებელი კომბინატში გაგვეკეთებინა... უამრავი ისეთ ადამიანია ზუგდიდში, ვისაც მუნიციპალიტეტი ბინის ქირას უხდის. გვინდოდა მათთვის ეს პრობლემა ცოტათი შეგვემსუბუქებინა, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. დაწყებულია ბევრი პროექტები, მაგალითად სტადიონის, ყინულის სახლის მშენებლობა, ეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ მინდა გადაბრალების პრინციპი. ვისი ბრალიც არის ეს მაგის კისერზე იყოს. უბრალოდ იყო ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორები. დაწყებული არის, მაგრამ დამთავრებული უნდა ყოფილიყო. მე ვპირდები მოსახლეობას, რომ ეს პროექტები დასრულდება 2 თვეში. კიდევ არის პროექტები, უბრალოდ ამაზე ზეპირად საუბარი შეუძლებელია.

 

„ლაივპრესი“: თქვენ თქვით, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ელემენტარული კომფორტი, წყალი, გაზი, გზა და ა.შ. არის თუ არა თქვენს გეგმაში ზუგდიდის სოფლებში კანალიზაციის მოწყობა?

 

ედიშერ თოლორაია: დაპირება ცუდი სიტყვაა, მე უფრო ვალდებული ვარ. შეპირებებს უფრო ინვესტორები იძლევიან, სახელმწიფო ვალდებულია თითეული ამომრჩევლის, ოჯახის და პირის წინაშე. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენ ბევრგან გავაკეთეთ წყალი, იქ სადაც თვითდინებით შეიძლებოდა, იქ სადაც მოსახლეობას ათეულობით წლების განმავლობაში წყალი არ ქონდა. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, რესპუბლიკის მასშტაბით - ქუთაისი, ფოთი და ზუგდიდის წყალმომარაგება და კანალიზება ხორციელდება. ეს დაიწყება 2014 წელს და ეს დასრულდება 2016 წელს. საერთო ჯამში ამ პროექტით ზუგდიდს მოუგვარდება ყველაზე პრობლემატური საკითხი - წყალი და კანალიზაცია. წყლის შემთხვევაში აქ საუბარია სათავე ნაგებობაზე, დაქსელვით სამუშაოებზე. კანალიზაცია ცოტათი სფეციფიურია, დღეს ის ჩაედინება მდინარე ჩხოუშიაში და ეს ასე არ უნდა მოხდეს, მთვარაია გამწმენდი ნაგებობა, რომელიც არის ძალიან ძვირადღირებული. ეს დაბალ ზონაში - ანაკლიაში უკვე კეთდება, ის მოემსახურება სამ სოფელს. ზუგდიდს კანალიზაციასთან ერთად ექნება თავისი გამწმენდი ნაგებობა, ძველი ფაქტიურად მოშლილია.

 

„ლაივპრესი“: უკვე ჩამოთვლილ საკითხებს ხომ არ გსურთ დაამატოტ მეტი, რომ აუხსნათ ამომრჩეველს, რას პირდებით მათ?

 

ედიშერ თოლორაია: პირველ რიგში ადამიანი დაფასდება. 21-ე საუკუნეში არ უნდა ყოფილიყო სალაპარაკო, რომ ადამიანი უნდა დაფასდეს, და ადამიანს, რომ შეხედო ადამიანური თვალებით, მათთან ერთად გაიზიარო პრობლემა თუ ლხინი. პროგრამაში, როგორც უკვე ავღნიშნე მთავარი არის ადამიანი. მას სჭირდება წყალი, გზა და ყველაფერი. მე თითეულ მოსახლეს ამას ვპირდები, მე მათ ვთავაზობ ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ბევრი შეპირება მოგვისმენია, თითქმის ყოველ წელს  არის არჩევნები და ბევრი გვპირდება. ვინც გვპირდება სწორედ ის გვატყუებს, უბრალოდ არის ვალდებულება.

 

„ლაივპრესი“: ბატონო ედიშერ, როგორ ფიქრობთ რამდენად კომუნიკაბელური იყავით გამგებლობის პერიოდში მედიასთან და საზოგადოებასთან ურთერთობაში?

 

ედიშერ თოლორაია: საზოგადოებასთან ურთიერთობას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც ოჯახში გაზრდილი და ჩვეულებრივი მოქალაქე, მე ადამინათან ვიყავი ადამიანური და არასდროს არ გამირჩევნია ის რანგის მიხედვით, გლეხი თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო. მე ადამიანს არ ვუყურებდი, როგორც ამომრჩეველს, მე მას ვუყურებდი, როგორც ადამინს.

 

„ლაივპრესი“: პირადად მე თქვენი მოუცლელობის მიზეზით გამიჭირდა თქვენი ინტერვიუზე დათანხმება. „ლაივპრესმა“ თქვენ კანდიდატებიდან ყველაზე ბოლოს ჩაგწერათ. როგორ აპირებთ მომავალში მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაგრძელებას?

 

ედიშერ თოლორაია: მე ვიყავი მოქმედი გამგებელი და მერე ჩავერთე საარჩევნო კამპანიაში, ბევრი პროექტებია, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამით ვიყავი დაკავებული. მე მედიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მიყვარს წინასწარ მედიასთან და საზოგადოებასთან საუბარი ამას ვაპირებ და ... მაინცდამაინც იმ ლენტის გაჭრაზეც არ ვარ შეყვარებული. ჩვენ ბევრი საქმე გავაკეთეთ, ბევრი ხიდი გავაკეთეთ, რომლის გახსნისასაც გაიჭრებოდა ლენტი და მინიმუმ მაშინდელი პრეზიდენტი ჩამოვიდოდა გაჭრაზე, მაგრამ მე არც ლენტის გაჭრაზე მივსულვარ და არც არაფერი. მთავარია საქმე გაკეთდა. ამიტომ ვარიდებდი თავს ცოტათი მედიას. ეს უნდობლობის საკითხი არ იყო მედიისადმი, მე ყველას დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ წინასწარ არ მინდოდა დაანონსება ამას ვაკეთებ და იმას ვაკეთებ. ეს შეიძლება ჩემთვის წამგებიანი ყოფილიყო, მაგრამ ეს არ მქონდა წინასაარჩევნოდ გათვლილი, მე ეს ადამიანებზე მქონდა გათვლილი. მე მადლობას არავისგან არ ვითხოვ. მადლობა სჭირდება ინვესტორს, რომელიც ქველმოქმედებას ეწევა, ეს ჩემი ვალდებულებაა.

 

„ლაივპრესი“ როგორ ფიქრობთ გამგებლობის კანდიდატის შერჩევისას კოალიციამ თქვენზე რატომ შეაჩერა არჩევანი?

 

ედიშერ თოლორაია: ამაზე ძაან მიჭირს საუბარი, ცენტრალურ ხელისუფლებაში არსებობს ადამიანი, ვინც დამასახელა, ვისზეც თქვენ ხელი მიგიწვდებათ, ასევე კოალიცია „ქართული ოცნება“ თქვენ მაგათთანაც მიგიწვდებათ ხელი და შეგიძლიათ მათ კითხოთ.

 

„ლაივპრესი“: ვინ არის ის პიროვნება ვინც თქვენ დაგასახელათ?

ედიშერ თოლორაია: კოალიციამ დამასახელა და მერე პრემიერმა.

 

„ლაივპრესი“: თქვენ სოფლებში მოქალაქეებთან შეხვედრები გაქვთ, როგორ გგონიათ არის თუ არა ისეთი სოფლები სადაც მეტი მუშაობა გჭირდებათ, ანუ სადაც თქვენი გამარჯვების შანსები ნაკლებია? ზოგადად, როგორ აფასებთ თქვენს შესაძლებლობებს?

 

ედიშერ თოლორაია: ყველგან მოვიგებთ!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.