ღვთისმშობლის კვართის მცველი ლილი ბერაია „ლაივპრესს“ კვართის ისტორიაზე და მის პირვანდელ მდგომარეობაზე უყვება.
მისი განმარტებით, კვართის საქართველოში ჩამობრძანების ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიის თანახმად, კვართი საქართველოში მერვე საუკუნეში ბიზანტიიდან ჩამოაბრძანეს. მეორე ვერსიაც ბიზანტიას უკავშირდება, მაგრამ მოქმედება ოდნავ მოგვიანებით, მეთხუთმეტე საუკუნეში მაშინ ვითარდება, როცა კონსტანტინოპოლი დაეცა.
დღეს მართლმადიდებლური სამყარო ვლაქერნობას, ანუ ღვთისმშობლის კვართის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან კვართს გამოაბრძანებენ. ეს მართლმადიდებლურ სამყაროში წელიწადში ერთხელ ხდება. პილიგრიმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ათასობით მომლოცველს საქართველოს კუთხეებიდან დღეს შესაძლებლობა აქვს კვართს მიუახლოვდნენ.