მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი
ტრანსპორტი ზუგდიდში დღეს ამუშავდა. მუშაობა განაახლეს როგორც
მუნიციპალურმა ავტობუსებმა, ისე კერძო მიკროავტობუსებმაც. მოქალაქეებს
დღეიდან შეეძლებათ მგზავრობა როგორც ქალაქის შიგნით, ასევე სოფლების
მიმართულებით.
მგზავრებს გარკვეული წესების დაცვა უწევთ: სავალდებულოა პირბადის ტარება. მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. არ არის ჩართული კონდიციონერი, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთ საფრთხედ ითვლება. ამასთან, ტრანსპორტში ღია უნდა იყოს ფანჯრები. მანამდე მიკროავტობუსებს ჩაუტარდა დეზინფექცია, რაც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.
მგზავრების თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება მათთვის დიდი შვებაა, რადგან სოფლიდან ზუგდიდის ბაზარში მოსახვედრად კერძო ტაქსებით სარგებლობდნენ, რაც გაცილებით ძვირი ჯდებოდა. დაახლოებით 15-20 ლარი. თანხას მაქსიმუმ 2 პირი იყოფდა, რადგან აკრძალული იყო მსუბუქ ავტომობილში 3 ადამიანზე მეტის მგზავრობა.
დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა სიხალვათე იყო, თუმცა როგორც რესპონდენტებმა თქვეს, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ინფორმირებული მოხსნილი შეზღუდვების შესახებ. ვარაუდობენ, რომ შემდეგ დღეებში მგზავრთა ნაკადი გაიზრდება. ტრანსპორტში მსხდომთა თქმით, ისინი მზად არიან დაიცვან ყველა რეკომენდაცია, მთავარია გაადაადგილება არ შეეზღუდოთ.
პანდემიის გამო საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აირძალა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად კი, მთავრობამ 27 მაისს მისი აღდგენის შესახებ განაცხადა. 8 ივნისიდან უნდა განაახლოს მუშაობა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმაც.