აფხაზეთს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ ჰყავს - სოხუმი
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
გუდაუთის საავადმყოფოდან გაწერეს კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო
სამი პაციენტი. მათი მტკიცებით, ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული არ
ჰყავთ.
შტაბის ცნობით, ბოლო ოცდაოთხ საათში კორონავირუსზე გამოიკვლიეს 57 ადამიანი. არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.
ჯამში დე ფაქტო რესპუბლიკაში 28 ადამიანი იყო ინფიცირებული. გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 95 წლის ქალი.