სტუდენტების ნაწილს სახელმწიფო ერთი წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სტუდენტს,
რომელსაც სოციალური ქულა 150-მდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის
გადასახადს აუნაზღაურებს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ერთი წლის სწავლის
საფასური დაუფინანსდებათ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებსაც სწავლის
საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ:
„ყველა სტუდენტი, რომელსაც სოციალური ქულა 150-მდე აქვს და ამავდროულად, სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადუხდელობის გამო შეუჩერდათ, მათაც სახელმწიფო ერთი წლის, 2020-2021 წლის საფასურს დაუკომპენსირებს“.
გახარიას თქმით, ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.