ბავშვები 200 ლარიან დახმარებას 1-დან 15 სექტემბრამდე მიიღებენ
ბავშვებისთვის მთავრობის 200 ლარიანი დახმარება 1-დან 15 სექტემბამდე
ანაზღაურდება,
- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
"განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 17 წლამდე საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას მიიღებს.