სამეგრელოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევაა, ინფიცირებულია 14 ზუგდიდელი მოზარდი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 200 პირის ნიმუში გამოიკვლიეს,
აქედან 20-ს დადებითი პასუხი აქვს. დადასტურებული ახალი
შემთხვევებიდან უმეტესობა, 15 ზუგდიდში, შიდა გავრცელების შემთხვევაა.
14 მოზარდია, რომლებიც რეპეტიტორისგან დაინფიცირდნენ.
„ინფიცირების 20 ახალი შემთხვევიდან 1 ოკუპირებულ საბერიოს ეკუთვნის, 1 მარტვილელია, 3 ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან, ეს მასწავლებელი კი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდელი კი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.
რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან სამ სკოლაში სადაც შემხებლობა აქვთ გადავა დისტანციურზე, ეს სკოლებია რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი“, - განაცხადეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 92 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 კოვიდ პაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება - 173 ადამიანი.