კომენტარი
თვალი და კორონავირუსი - როგორ მოვუაროთ პანდემიის დროს
FaceBook Twitter
E-mail Print
თვალი, რომ ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი მოვლა აუცილებელია, არახალია. განსაკუთრებით საყურადღებო გახდა ის პანდემიის პირობებში, როცა ვრცელდება ცნობები, რომ კორონავირუსით ადამიანის დაინფიცირება შეიძლება მოხდეს თვალიდან. რამდენად არის ეს შესაძლებელი, არის თუ არა მსგავსი ფაქტები ცნობილი. ასევე როგორ უნდა მოვუაროთ თვალს, მაშინ როცა ონლაინრეჟიმში მუშაობის გამო ხშირად გვიწევს ეკრანთან ურთიერთობა - ამ და სხვა კითხვებს პასუხობს ოფთალმოლოგი ეკა ქარჩვა.

ლაივპრესი: ქვეყნდება კვლევები, სადაც ვკითხულობთ, რომ ცხვირის და პირის ღრუს პარალელურად კორონავირუსი შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში თვალის საშუალებით. რას გვეტყვით ამაზე, ეს შესაძლებელია?

ეკა ქარჩავა: პირდაპირ დაინფიცირება ნაკლებად შესაძლებელია. შეიძლება კონიუქტივიტი დაიწყოს მხოლოდ ან უარეს შემთხვევაში ფერადი გარსის ანთება, ან უვეიტი (თვალის შუა გარსის ანთება), ან კერატიტი (თვალის რქოვანი გარსის ანთება) გაჩნდეს. ასეთ შემთხვევაში მალევე ახლავს ზოგადი გამოვლინება ამ ვირუსს. ისე კორონავირუსის შემთხვევაში კონიუქტივიტია ძირითადად თვალის მხრივ თანმხლები დაავადება.

არის აღწერილი უცხოურ ლიტერატურაში ასეთი შემთხვევები, როდესაც უფრო ღრმა შრეების ანთება ვითარდება უკვე გამოვლენილ და გართულებულ პაციენტებში. შეიძლება ბადურა-გარსის ანთებაც განვითარდეს ან უკანა სითხის მინისებური სხეულის დაზიანება მოხდეს. ესეც უკვე დაავადების გამწვავებულ პერიოდში.

ლაივპრესი: არსებობს სტატისტიაკა, ან რაიმე მონაცემები ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის თვალის მეშვეობით მოხვედრის?

ეკა ქარჩავა: არა, ასეთი ხშირი ფაქტები არ არის. ცრემლი შეიცვს ნივთიერებას, ლიზოციმს, რომელსაც აქვს დამცველობითი უნარი და მისი დახმარებით ჩვენ ძალიან ხშირად სწრაფად არ ვავადდებით.

ლაივპრესი: კორონავირუსის გამო ძალიან ბევრი სამსახური გადასულია ონლაინ მუშაობაზე, ასევეა სკოლები. ეს კი ბუნებრივია იწვევს კომპიუტერთან ან ტელეფონთან დიდხანს ყოფნას. რა სახის პრობლემები შეიძლება ეკრანთან ხანგრძლივმა ურთიერთობამ გამოიწვიოს?

ეკა ქარჩავა: ნებისმიერ ეკრანთან ხანგრძლივი ურთიერთობა იწვევს მშრალი თვალის სინდრომს, ხდება თვალის ხამხამის გაიშვიათება და იწვევს სიმშრალეს. ჩივილები შეიძლება იყოს: წვის შეგრძნება განსაკუთრებით დილაობით, ზოგჯერ ქავილი, თვალის დაღლა, ზოგჯერ შეიძლება იყოს ცრემლდენაც, რომელესაც აქვს რეფლექტორული ხასიათი.

ლაივპრესი: როგორ შეიძლება დავიცვათ თვალი ეკრანის ამ მავნე ზემოქმედებისგან?

ეკა ქარჩავა: სასურველია ყოველი 20-25 წუთის შემდეგ მოხდეს შესვენება თუნდაც 2-3 წუთით. გავისეირნოთ ან თვალი დავხუჭოთ რამდენიმე წუთით. 6 წლამდე ბავშვებისთვის საერთოდ არ არის რეკომენდირებული ეკრანთან ურთიერთობა - თამაში ან ტელეფონით რამის ყურება. ეს არის მიუღებელი. 6-დან 12-წლის ასაკამდე გადაბმულად შეიძლება 20-30 წუთი ჰქონდეს ურთიერთობა. მოზარდობის ასაკში კი დღე-ღამის განმავლობაში 2 საათი. უნდა იყოს დაცული შუალედებიც.

თუ ზრდასრულებს აქვთ ისეთი სამსახური, რომ უწევთ მთელი დღე კომპიუტერთან ურთიერთობა, მაშინ ვურჩევ შუალედების დაცვას და პარალელურად თვალის დამატენიანებელის მოხმარებას, რათა ეს ჩივილები შემსუბუქდეს. კარგი იქნება არასამუშაო დროს თვალი მოაშორონ ეკრანს.

ლაივპრესი: ხშირად ადამიანები ექიმთან კონსულტაციის გარეშე ყიდულობენ თვალის წვეთებს და კომპიუტერის ეკრანისგან დამცავ სათვალესაც კი. შეიძლება თვითნებური გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი იყოს?

ეკა ქარჩავა: სათვალის ყიდვა შესაძლებელია, მაგრამ იმ მავნებლობისგან რაც მოაქვს კომპიუტერს, არ იცვას სრულად. შეიძლება გამოსხივება შეამციროს, მაგრამ დღლილობას და სიმშრალეს ვერ ხსნის. რაც შეეხება ექიმთან კონსულტაციის გარეშე დამატენიანებლის მოხმარებას, ის რაც ურეცეპტოდ იყიდება, შეიძლება ვიყიდოთ. თუ არ არგო მავნებელი არ არის. ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში სასურველია მივმართოთ ოფთალმოლოგს, რადგან ამ წვეთებშიც არის სხვაობა, თუ რომელი უნდა დაინიშნოს... განსაკუთრებით ბავშვები. თუ ბავშვი დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, უნდა შემოწმდეს ოფთალმოლოგთან.

არასწორად შერჩეულმა სათვალემ შეიძლება გმოიწვიოს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება და თავის ტკივილი, ამიტომ ოდნავ მაინც თუ გვეღლება, ან 40 წლის ზევით გვიწევს ნაწერიდან დისტანციის დაცვა და დაშორება, სასურველია მივმართოთ ოფთალმოლოგს და სათვალე შევარჩიოთ დროულად.

ლაივპრესი: როგორ მოვუაროთ თვალს? როგორია თქვენი რეკომენდაციები?

ეკა ქარჩავა: თუ არის მცხუნვარე მზე, მაშინ აუცილებელია მზის დამცავი სათვალის ტარება და ასევე ქარის დროსაც. ზოგადად სუფთა ჰაერზე დროის გატარება თვალისთვის ძალიან სასარგებლოა. მნიშვნელობა აქვს კვებას. აუცილებელია სრულფასოვანი კვება - მივიღოთ სეზონური ხილი. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მოზარდობის პერიოდი. ხანდაზმულებში განსაკუთრებით სასარგებლოა მოცვი. A, C ვიტამინის შემცველი პრეპარატი, განსაკუთრებით კარგია მოცვის შემადგენლობით პრეპარატი. ტაბლეტების სახითაც იყიდება და ძალიან სასარგებლოა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.