კორონავირუსი
ტანსაცმელზე შემცირებული და საკვებზე გაზრდილი მოთხოვნა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებელი
FaceBook Twitter
E-mail Print
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, რომელიც უკვე ერთი წელია გრძელდება მოქალაქეების ინტერესები, ჩვევები და გემოვნება შეცვალა. ადამიანები უკვე არ მართავენ წვეულებებს, ღონისძიებებს, რამაც გავლენა იქონია მათი ჩაცმულობის სტილზე. ამ ცვლილებამ თავის მხრივ იმოქმედა რიგი პროდუქტების გაყიდვების მაჩვენებელზე.

ბიბისი წერს, რომ პანდემიის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში 40%-ით იკლო მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გაყიდვების რაოდენობამ.

მაღაზიების დიდმა ნაწილმა ვერ ამოწურა მზისგან დამცავი ნელსაცხებლების მარაგიც. 25%-ით შემცირდა დეკორატიული კოსმეტიკის, კერძოდ კი მაკიაჟის საშუალებების გაყიდვები. ამავე გამოცემის თანახმად, ჯამში მსოფლიო მასშტაბით ფეხსაცმელის გაყიდვა 30%-ით შემცირდა, ტანსაცმლის 20%-ით. ტანსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი შვედური ბრენდის, H&M-ის ინფორმაციით, 2020 წელს მათი გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით 18-ით შემცირდა.

საკონსულტაციო კომპანია Deloitte-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ახალი ავეჯის გაყიდვამ 25%-ით, საათების და სამკაულების 20%-ით დაიკლო. ანალიტიკოსები გაყიდვების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასეხელებენ, რომ ადამიანებს ამ ტიპის საქონელის შეძენა ონლაინ არ სურთ, ურჩევნიათ მაღაზიაში თავად შეარჩიონ.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო, რომელიც 1970 – იანი წლების შუა პერიოდიდან აკვირდებოდა ყველა სახის ენერგიის მოხმარებას, ამბობს, რომ დახურული ოფისებისა და სავაჭრო ცენტრების გამო, ელექტროენერგიის საერთო მოხმარება 20% –ით შემცირდა.

ევროკავშირის ქვეყნებმა მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებაში რეკორდი დაამყარეს.

პანდემიამ მთლიანად შეცვალა სასურსათო მაღაზიების, უფრო მეტად კი სუპერმარკეტების მუშაობა. ბიბისი წერს, რომ დიდ ბრიტანეთში მარკეტების ონლაინ გაყიდვები 9%-დან 60%-მდე გაიზარდა. ხორცპროდუქტების გაყიდვა 10%-ით შემცირდა - ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებში სულ უფრო მეტად იზრდება ვეგეტარიანელების რიცხვმა. თუმცა გაცილებით მეტ ხორცს მოიხმარენ ისინი, ვინც სახლიდან დაიწყო მუშაობა.

ასევე გაიზარდა რძის პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელიც. 2020 წელს ბრიტანეთში 257 მილიონი ფუნტით მეტი რძის ნაწარმი გაიყიდა ვიდრე 2019 წელს.

მნიშვნელოვნად გაიზარდა სახლის, სამზარეულოს და სააბაზანოს დასუფთავებისთვის საჭირო ხსნარების გაყიდვების რაოდენობამ - დამატებით 33%-ით. ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაყიდვები 40%-ით გაიზარდა. ეს მოწყობილობა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გახდა 2020 წელს აშშ-ში.

2020 წელი გამორჩეული აღმოჩნდა ალკოჰოლის მოხმარების თვალსაზრისით. მაგალითად ამერიკაში ძლიერი მოქმედების სასმელებზე მოთხოვნა 40%-ით, ღვინოზე და ლუდზე კი 20%-ით გაიზარდა.

დიდ პრიტანეთში მაღალპროცენტიან ალკოჰოლზე 64%-ით, ღვინოზე და ლუდზე კი 49%-ით გაიზარდა.

პანდემიის პერიოდში რუსეთმა ეკონომია გააკეთა თითქმის ყველაფერზე გარდა მზესუმზირისა. „როსმირის“ მონაცემებით, კოსმეტიკური საშუალებების მოხმარება რუსეთში შემცირდა 22%-ით, სათამაშოების 15% -ით, სხეულის მოვლის საშუალებების 13%-ით.

რუსეთის მოქალაქეები პანდემიის პერიოდშიც ერთგული დარჩნენ მზესუმზირის. მისი გაყიდვის მაჩვენებელი 25-% ით გაიზარდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
12:20 / 03.06.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესია, 1924 წელს საბჭოთა ოკუპაციის
წინააღმდეგ
14:50 / 24.02.2020
ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესია, 1924 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ
ზუგდიდელი სოციალ-დემოკრატი კონდრატე შამათავა,
16:12 / 28.01.2020
ზუგდიდელი სოციალ-დემოკრატი კონდრატე შამათავა,
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დაბადებული ბოკო ბელქანია
10:40 / 25.01.2020
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დაბადებული ბოკო ბელქანია
ვიდეო
პანდემიაში დაწერილი სიმღერები - ლიზას და ლიკას მუსიკალური კარანტინი [ვიდეო]
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი თავისი
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ზუგდიდელი მუსიკოსის საინტერესო კარანტინი [ვიდეო]
ფანდური, ბასფანდური, ჩონგური, სალამური და კიდევ სხვა ბევრი
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ფოტო
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.