რეკლამა
მარტივი სამომხმარებლო სესხი კურიერებისთვის - ტერაბანკის ახალი პროდუქტი
ტერაბანკს ბაზარზე კონკრეტული სეგმენტისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ახალი პროდუქტი გამოაქვს და მარტივ სამომხმარებლო სესხს ამჯერად კურიერებს სთავაზობს.

შეთავაზების მიხედვით, კურიერებს საშუალება აქვთ, ტერაბანკში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მიიღონ. თანაც, პროდუქტი არა მარტო ფილიალში, არამედ დისტანციურადაც — ტერაბანკის ვებგვერდის (www.terabank.ge), ინტერნეტბანკისა და მობაილბანკის დახმარებით მოითხოვონ.

„კურიერების საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. ვფიქრობთ, ჩვენი მარტივი სესხი მათთვის კომფორტული და პოპულარული შეთავაზება აღმოჩნდება“,- აღნიშნავენ ტერაბანკში.

ახალი პროდუქტი იმ კურიერებს დააინტერესებთ, ვისაც სესხების, განვადების, საკრედიტო ბარათებისა თუ მცირე კრედიტების გაერთიანება, ან დამატებითი თანხის მიღება სურთ. იგი განკუთვნილია როგორც ტერაბანკის არსებული მომხმარებლებისთვის, ისე სხვა ბანკიდან პორტირების მსურველებისთვის.

შეგახსენებთ, ტერაბანკი კონკრეტულ სეგმენტზე განკუთვნილ სესხებს არა მარტო კურიერებს, არამედ რეპეტიტორებს, სტომატოლოგებსა და სტილისტებსაც სთავაზობს. ამ შემთხვევაშიც სესხები მარტივი პირობებით გაიცემა და სხვა ბანკიდან პორტირებასაც ითვალისწინებს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00.