პრემიერი არ მიეკუთვნებოდა ჯგუფებს, რომლისთვისაც გეგმითაა განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ არ აიცრა ირაკლი
ღარიბაშვილი კორონავირუსით. თამარ გაბუნიას თქმით, პრემიერ-მინისტრი
არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც გეგმის მიხედვით
პრიორიტეტული ვაქცინაცია არის განსაზღვრული და მხოლოდ საზოგადოებრივი
პოპულარიზაციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ
ჩათვალეს.
"იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ შემდეგ არასწორი რეაქცია გამოიწვია. არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ქვეყანა ვაქცინაციის ადრეულ ეტაპზეა და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან. როგორც ვხედავთ, რისკი ყველგან არის და სამწუხაროდ, ინფექცია ყველას შეიძლება შეხვდეს", -განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და ის ჩაიტარებს ყველა საჭირო მკურნალობას, რაც ამ შემთხვევაში ტარდება. დღეისთვის მთავრობის მეთაური მკურნალობას თვითიზოლაციაში განაგრძობს.
კორონავირუსი რომ დაუდასტურდა, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუკის გვერდზე დაწერა.